განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.01.2020
საქმის ნომერი
330310019002938932
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
15.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310019002938932

საქმე №3ბ/2693-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - დავით ახალბედაშვილი

მოსამართლეები - ხატია არდაზიშვილი, გია ბერაია

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ჰა----რ ამ---- აბ----–------მ ალ---–-----

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

წარმომადგენელი - ა------------–---

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე ჰა----რ ამ---- აბ----–------მ ალ---–-----მ 2019 წლის 15 თებერვალს განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა(ს.ფ. 60-63);

 

2018 წლის 28 მარტს მოსარჩელეს მიენიჭა საქართველოს დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, რომლის მოქმედების ვადად განესაზღვრა 1 წელი (ს.ფ.75-76).

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 11 მარტის N1000655138/7 წერილით ჰა----რ ამ---- აბ----–------მ ალ---–-----ს ეცნობა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა, რომ არ არის წარდგენილი საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე დაევალა საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა 2019 წლის 18 მარტის ჩათვლით. განმცხადებელს ასევე განემარტა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტის/ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. ამავე წერილით დადგენილ იქნა ინფორმაციის ინტერნეტგვერდზე: sda.gov.ge-ზე განთავსება (ს.ფ. 20);

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2019 წლის 28 თებერვლის წერილით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ 2019 წლის 27 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ლტოლვილთა საკითხების სამ----თველოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით განმეორებით მიმართა ერაყის რესპუბლიკის მოქალაქემ ჰა----რ ამ---- აბ----–---–--მ ალ---–-----მ (H---------------------------------) (დაბ: 11.08.1995წ), რომელსაც 2019 წლის 28 თებერვალს უარი ეთქვა საქმის ხელახლა განხილვაზე. შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ ზემოაღნიშნული პირი აღარ ითვლებოდა თავშესაფრის მაძიებელ პირად (ს.ფ.54)

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე საქართველოში შემოვიდა 2016 წლის 03 ოქტომბერს (02:21:05 სთ.) სასაზღვრო გამშვებ პუნქტ - თბილისის აეროპორტის საშუალებით (ს. ფ. 58).

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელე ირიცხება სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი სამედიცინო პროგრამის სწავლების მეექვსე წელზე (ს.ფ.19).

 

სს „თიბისი ბანკი“ ადასტურებს, რომ მოსარჩელე არის ანგარიშების მფლობელი სს „თიბისი ბანკში“. ნაშთი ანგარიშ(ებ)ზე 2019 წლის 13 თებერვლის (15:17:18) მდგომარეობით შეადგენს 2701.19 ლარს.

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ხარისხის მართვის სამსახურის 2019 წლის 06 მაისის №01/139839 წერილით ამავე სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსს ეცნობა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზების 2019 წლის 06 მაისის მდგომარეობით, ჰა----რ ამ---- აბ----–------მ ალ---–-----ს №1000655138 საქმეზე (სასწავლო ბინადრობის ნებართვა) ,,სააგენტოს გადაწყვეტილება ხარვეზის დადგენის შესახებ“ ატვირთვისა და ვებ-გვერდზე www.sda.gov.ge განთავსების დრო დაფიქსირებულია 2019 წლის 22 თებერვლის 20:40:00 საათი და 2019 წლის 11 მარტის 17:05:00 საათი (ს.ფ. 54);

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 18 მარტის №1000655138 გადაწყვეტილებით, განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული ჰა----რ ამ---- აბ----–------მ ალ---–-----ს 2019 წლის 15 თებერვლის №1000655138 განცხადება, საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე (ს.ფ. 11-12).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე ჰა----რ ამ---- აბ----–------მ ალ---–-----მ 2019 წლის 15 თებერვალს განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა. ამავე დღეს განმცხადებელს გაეცნო და ჩაბარდა სამახსოვრო ბარათი, რომლითაც მოსარჩელეს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე ასევე განემარტა, რომ განცხადების რეგისტრაციიდან ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია იხილოს ინტერნეტ გვერდზე: http://sda.gov.ge და http://psh.gov.ge.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 04 ნოემბრის N50 ბრძანებით დამტკიცებული „დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის წესის‘’ მე-4 მუხლის მიხედვით: დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, როგორც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაიცემა: ა) თავშესაფრის მაძიებელ პირზე, ბ) საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მაძიებელ პირზე (პირზე, რომლის მიერაც წარმოდგენილია განცხადება საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის განსაზღვრის მოთხოვნით), გ) „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში გასაძევებელ პირზე, დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა კატეგორიის პირებზე.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე ფლობდა საქართველოს დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობას 2018 წლის 28 მარტიდან 2019 წლის 28 მარტამდე. აღნიშნული მოწმობით ირკვევა, რომ მოსარჩელე ფიქსირდებოდა თავშესაფრის მაძიებელ პირად, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2019 წლის 28 თებერვლის წერილით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ მოსარჩელე ჰა----რ ამ---- აბ----–------მ ალ---–-----მ საერთაშორისო დაცვაზე განმეორებით მიმართა განცხადებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ლტოლვილთა საკითხების სამ----თველოს. 2019 წლის 28 თებერვალს მოსარჩელეს უარი ეთქვა საქმის ხელახლა განხილვაზე. შესაბამისად ჰა----რ ამ---- აბ----–------მ ალ---–----- აღარ ითვლებოდა თავშესაფრის მაძიებელ პირად. აღნიშნულის გათვალისწინებით კი სასამართლო თვლის, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 11 მარტის N1000655138/7 წერილით ჰა----რ ამ---- აბ----–------მ ალ---–-----სათვის საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულების დაკისრება შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვის, დროებითი ბინადრობის ნებართვისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის შემთხვევებზე. სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა მოცემულია ამავე წესის მე-6 მუხლში, რომლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

 

ამდენად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 11 მარტის N1000655138/7 წერილით ჰა----რ ამ---- აბ----–------მ ალ---–-----ს ეცნობა, რომ სააგენტოში წარდგენილი უნდა ყოფილიყო საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე დაევალა საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა

2019 წლის 18 მარტის ჩათვლით.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კანონის მოთხოვნათა დაცვით დაადგინა ხარვეზი წარმოსადგენი დოკუმენტის თაობაზე.

 

სასამართლოს განმარტებით, კანონმდებლობის თანახმად, დადგენილია გადაწყვეტილების მხარისათვის გაცნობის წესი და ის პროცედურები, რომლებიც ემსახურება მხარის ინფორმირებას მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელმა შესაბამისი განაცხადის ფორმის წარდგენის შემდგომ შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსგან მიიღო სამახსოვრო ბარათი, რომლის თანახმადაც მას ეცნობა გადაწყვეტილების გაცნობის წესი და მისი გამოქვეყნების პროცედურა, რის შემდგომაც განმცხადებელს შეეძლო თვალყური ედევნებინა მისი განცხადების განხილვის მიმდინარეობისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ განცხადების ჩაბარების ეტაპზე განცხადების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი იბარებს მისთვის წარდგენილ განაცხადსა და თანდართულ საბუთებს, თუმცა მის კომპეტენციას არ მიეკუთვნება წარდგენილი მოთხოვნასთან ერთად თანდართული მასალის სრულყოფილების შემოწმება და მოქალაქისათვის მითითება, თუ რა დამატებითი დოკუმენტის წარდგენა არის საჭირო. აღნიშნულ ფუნქციას ახორციელებს უშუალოდ საქმის განმხილველი პირი, რომელიც შესაბამისი გადაწყვეტილებით აცნობებს დაინტერესებულ პირს, დამატებით თუ რა დოკუმენტის წარდგენა არის საჭირო მის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანოში განცხადების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი, ვალდებულია ჩაიბაროს განმცხადებლების მიერ წარდგენილი დოკუმენტები.

 

სასამართლოს მითითებით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი უცხოელს ავალდებულებს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. ამავე წესის მე-6 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს ასევე საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. შესაბამისად, მოთხოვნის წარდგენამდე განმცხადებელს უნდა გამოეჩინა უფრო დიდი წინდახედულება, ვინა----ნ ინფორმირებული იყო, თუ რა დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე მოიპოვებოდა შესაბამისი ნებართვა. ამასთანავე, განმცხადებლისთვის გადაცემულ სამახსოვრო ბარათში ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე განმარტებული იყო შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ვებგვერდის მონაცემები და მითითებული იყო მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მონაცემების გადამოწმების შესაძლებლობის შესახებ.

 

სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ მოსარჩელემ სააგენტოს მიერ დამატებით განსაზღვრულ ვადაში არ უზრუნველყო იმ საჭირო ინფორმაციის მიწოდება, რაც დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოსათვის წარმოსადგენად, შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2019 წლის 18 მარტს, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მიიღო N1000655138 გადაწყვეტილება ჰა----რ ამ---- აბ----–------მ ალ---–-----ს სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის N520-ე დადგენილების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი, ვინა----ნ აპელანტმა 40 დღიანი ვადის დაცვით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ითხოვა სასწავლო ბინადრობის მოწმობის გაცემა, რაზეც უარი უკანონოდ მიიღო. აპელანტის მითითებით, მათ მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ იქნა დოკუმენტი, რომლითაც ირკვევა, რომ მიმართვისას აპელანტს ჰქონდა თავშესაფრის მაძიებლის მოწმობა და ის ლეგალურად იმყოფებოდა საქართველში. სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ აპელანტი სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მე-6 კურსის სტუდენტია და ბინადრობის მოწმობა სჭირდება, რათა სწავლა დაასრულოს.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომელიც არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას. აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მ----თველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. მე-15 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, სასწავლო ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების მიზნით, ხოლო ”გ” პუნქტის თანახმად, ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე.

 

ამავე კანონის 18-ე მუხლით განსაზღვრულია საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ. ამავე პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მ----თველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით. სააგენტოში განცხადების წარდგენისას დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ასევე, მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა – ელექტრონული ფოსტა.

 

მითითებული წესის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ამის თაობაზე აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (გარდა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა) და სააგენტო ვალდებულია საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში.

 

ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, უცხოელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მოპოვებული მასალის საფუძველზე, სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.

 

ამრიგად, პირისათვის ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის შესახებ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებას, რომლის ფარგლებშიც შესაბამისი ორგანოდან გამოითხოვს ინფორმაციას საქართველოში პირის ცხოვრების მიზანშეწონილობის შესახებ. ადმინისტრაციული ორგანოს აღნიშნული ქმედების აუცილებლობა მდგომარეობს იმაში, რომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოირიცხოს კანონის მე-18 მუხლში მითითებული პირისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე ჰა----რ ამ---- აბ----–------მ ალ---–-----მ 2019 წლის 15 თებერვალს განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა. ამავე დღეს განმცხადებელს გაეცნო და ჩაბარდა სამახსოვრო ბარათი, რომლითაც მოსარჩელეს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე ასევე განემარტა, რომ განცხადების რეგისტრაციიდან ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია იხილოს ინტერნეტ გვერდზე: http://sda.gov.ge და http://psh.gov.ge.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 04 ნოემბრის N50 ბრძანებით დამტკიცებული „დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის წესის‘’ მე-4 მუხლის მიხედვით: დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, როგორც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაიცემა: ა) თავშესაფრის მაძიებელ პირზე, ბ) საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მაძიებელ პირზე (პირზე, რომლის მიერაც წარმოდგენილია განცხადება საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის განსაზღვრის მოთხოვნით), გ) „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში გასაძევებელ პირზე, დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა კატეგორიის პირებზე.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტი ფლობდა საქართველოს დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობას 2018 წლის 28 მარტიდან 2019 წლის 28 მარტამდე. აღნიშნული მოწმობით ირკვევა, რომ მოსარჩელე ფიქსირდებოდა თავშესაფრის მაძიებელ პირად, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2019 წლის 28 თებერვლის წერილით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ ჰა----რ ამ---- აბ----–------მ ალ---–-----მ საერთაშორისო დაცვაზე განმეორებით მიმართა განცხადებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ლტოლვილთა საკითხების სამ----თველოს. 2019 წლის 28 თებერვალს მოსარჩელეს უარი ეთქვა საქმის ხელახლა განხილვაზე. შესაბამისად ჰა----რ ამ---- აბ----–------მ ალ---–----- აღარ ითვლებოდა თავშესაფრის მაძიებელ პირად. აღნიშნულის გათვალისწინებით კი სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 11 მარტის N1000655138/7 წერილით ჰა----რ ამ---- აბ----–------მ ალ---–-----სათვის საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულების დაკისრება შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვის, დროებითი ბინადრობის ნებართვისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის შემთხვევებზე. სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა მოცემულია ამავე წესის მე-6 მუხლში, რომლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

 

ამდენად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 11 მარტის N1000655138/7 წერილით ჰა----რ ამ---- აბ----–------მ ალ---–-----ს ეცნობა, რომ სააგენტოში წარდგენილი უნდა ყოფილიყო საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე დაევალა საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა 2019 წლის 18 მარტის ჩათვლით.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად მიიჩნევს, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კანონის მოთხოვნათა დაცვით დაადგინა ხარვეზი წარმოსადგენი დოკუმენტის თაობაზე.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დადგენილია გადაწყვეტილების მხარისათვის გაცნობის წესი და ის პროცედურები, რომლებიც ემსახურება მხარის ინფორმირებას მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელმა შესაბამისი განაცხადის ფორმის წარდგენის შემდგომ შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსგან მიიღო სამახსოვრო ბარათი, რომლის თანახმადაც მას ეცნობა გადაწყვეტილების გაცნობის წესი და მისი გამოქვეყნების პროცედურა, რის შემდგომაც განმცხადებელს შეეძლო თვალყური ედევნებინა მისი განცხადების განხილვის მიმდინარეობისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ განცხადების ჩაბარების ეტაპზე განცხადების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი იბარებს მისთვის წარდგენილ განაცხადსა და თანდართულ საბუთებს, თუმცა მის კომპეტენციას არ მიეკუთვნება წარდგენილი მოთხოვნასთან ერთად თანდართული მასალის სრულყოფილების შემოწმება და მოქალაქისათვის მითითება, თუ რა დამატებითი დოკუმენტის წარდგენა არის საჭირო. აღნიშნულ ფუნქციას ახორციელებს უშუალოდ საქმის განმხილველი პირი, რომელიც შესაბამისი გადაწყვეტილებით აცნობებს დაინტერესებულ პირს, დამატებით თუ რა დოკუმენტის წარდგენა არის საჭირო მის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანოში განცხადების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი, ვალდებულია ჩაიბაროს განმცხადებლების მიერ წარდგენილი დოკუმენტები.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი უცხოელს ავალდებულებს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. ამავე წესის მე-6 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს ასევე საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. შესაბამისად, მოთხოვნის წარდგენამდე განმცხადებელს უნდა გამოეჩინა უფრო დიდი წინდახედულება, ვინა----ნ ინფორმირებული იყო, თუ რა დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე მოიპოვებოდა შესაბამისი ნებართვა. ამასთანავე, განმცხადებლისთვის გადაცემულ სამახსოვრო ბარათში ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე განმარტებული იყო შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ვებგვერდის მონაცემები და მითითებული იყო მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მონაცემების გადამოწმების შესაძლებლობის შესახებ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ მოსარჩელემ სააგენტოს მიერ დამატებით განსაზღვრულ ვადაში არ უზრუნველყო იმ საჭირო ინფორმაციის მიწოდება, რომელიც დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოსათვის წარმოსადგენად, შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2019 წლის 18 მარტს, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მიიღო N1000655138 გადაწყვეტილება ჰა----რ ამ---- აბ----–------მ ალ---–-----ს სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. ამდენად, აღნიშნულიდან გამომდინარე ასევე არ არსებობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ჰა----რ ამ---- აბ----–------მ ალ---–-----ს მიმართ საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ჰა----რ ამ---- აბ----–------მ ალ---–-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).

 

თავმჯდომარე დავით ახალბედაშვილი

 

მოსამართლეები: ხატია არდაზიშვილი

 

გია ბერაია