განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.01.2020
საქმის ნომერი
110310018002611876
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
30.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 110310018002611876 ( 3/ბ-424-2019 წ)

განჩინება

საქართველოს სახელით

30 იანვარი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (მომხსენებელი)

ხათუნა ხომერიკი, გოჩა აბუსერიძე

სხდომის მდივანი - ონისე გურეშიძე

აპელანტები (დაინტერესებული პირები)- მ----- ლ------ე, გ--–- ც----------ე, ე----- ც----------ე, გ---- ც----------ე, თ--- კ-------ე, ნ---- კ----–---–ი, კ-------- კ-------ე, გ--- კ-------ე

წარმომადგენლები - გ-- წ--–------, მ--–---- ჩ----ე

მოწინააღმდეგე მხარე - (განმცხადებელი) სს „ს----------–--------------“

წარმომადგენელი- ს------ ფ---–---–-–---–ი

მესამე პირი -საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

წარმომადგენელი - ს-------- ვ-–-----ე

მესამე პირი -საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

დავის საგანი - ექსპოპრიაციის უფლების მინიჭება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება

1. აპელანტების მოთხოვნა - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება, სს ,,ს----------–-------------ის“ განცხადების (სარჩელის) უარყოფა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2.1.2018 წლის 31 აგვისტოს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში განცხადება შეიტანა სს „ს----------–--------------მ“ და მოითხოვა ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ზესტაფონი-ხარაგაული-მ---–---ი-ქვიშხეთის სარკინიგზო ხაზის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით.

 

2.2.2019 წლის 03 ივნისს სს „ს----------–--------------მ“ დაზუსტებული განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ზესტაფონი-ხარაგაული-მ---–---ი-ქვიშხეთის სარკინიგზო ხაზის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით სს ,,ს----------–--------------ს“ მინიჭებოდა ექსპროპრიაციის უფლება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, პროექტის მოქმედების არეალში მოხვედრილ შემდეგ უძრავ ქონებებზე:

- ე----- ც----------ის საკუთრებაში არსებულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მ---–---ში მდებარე 3----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 505 კვ.მეტრზე;

- გ--–- და გ---- ც----------ეების თანასაკუთრებაში არსებულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ--------ში მდებარე 3----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სრულად და 3----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 561 კვ.მეტრზე;

- თ--- კ-------ის საკუთრებაში არსებულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ნ--------ში მდებარე 3----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 187 კვ.მ-ზე და 3----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 180 კვ.მეტრზე;

- მ----- ლ------ის საკუთრებაში არსებულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-----–-ში მდებარე 3----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სრულად და მ----- ლ------ისა და გ------- ბ--–--ის თანასაკუთრებაში არსებულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მ---–---ში მდებარე 3----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სრულად;

- ნ---- კ----–---–ის საკუთრებაში არსებულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ნ--------ში, ა-----–-ში მდებარე 3----------- და 3----------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე სრულად.

- ზ------, კ--------, მ-----, ნ---, ნ---- და ნ---- კ-------ეების თანასაკუთრებაში არსებულ 3----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, ხარაგაულის რაიონის სოფელ ნ--------ში მდებარე 1570 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 658 კვ მეტრზე;

- გ--- კ-------ის საკუთრებაში არსებულ 3----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-----–-ში მდებარე 945 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სრულად;

2.3. სარჩელი (განცხადება) ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ სს ,,ს----------–--------------“ 2011 წლიდან ახორციელებს თბილისი - მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტს. პროექტის ფარგლებში ხორციელდება უღელტეხილის მონაკვეთზე ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა 38 კილომეტრზე. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ექვსი სარკინიგზო გვირაბიდან დასრულებულია ექვსივე გვირაბის მშენებლობა და ამჟამად მიმდინარეობს მ---–---ი-ქვიშხეთის სარკინიგზო ხაზის მონაკვეთის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები. პროექტი არის მასშტაბური და საჭირო ხდება ცალკეული პირების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების, მასზე განთავსებული მრავალწლიანი ნარგავების და სხვა უძრავი ქონების გამოსყიდვა რათა სამშენებლო ტეროტორია გავრცელდეს კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე. გამოსასყიდი უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულების დადგენა მოხდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ და შესაბამისად თითოეულ მესაკუთრეს გაუკეთდა შეთავაზება მიმდინარე პერიოდისათვის არსებული საბაზრო ფასებით. ასევე მესაკუთრეებს განემარტათ ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. საექსპროპრიაციოს ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით მიუხედავად არაერთი მოლაპარაკებისა, შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.

სს ,,ს----------–--------------მ“ ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შუამდგომლობით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ზესტაფონი-ხარაგაული-მოლითი-ქვიშხეთის სარკინიგზო ხაზის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტი ჩათვლილიყო აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროება და სს ,,ს----------–--------------ს“ მინიჭებოდა ექსპროპრიაციის უფლება პროექტის მოქმედების არეალში მოხვედრილ უძრავ ქონებებზე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს № 1------ ბრძანების საფუძველზე, განმცხადებელს მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება, ასევე განისაზღვრა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა. აღნიშნული ბრძანება გამოქვეყნებულია 2018 წლის 22 აგვისტოს გაზეთ ,,რეზონანსში“ და 2018 წლის 24 აგვისტოს გაზეთ ,,ჩემი იმერეთში“.

2.4.პირველი ინსტანციის სასამართლოში დაინტერესებულმა პირებმა - მ----- ლ------ემ და გ------- ბ--–--ემ სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მ----- ლ------ემ მოითხოვა განმცხადებელს მოთხოვნის უარყოფა იმ საფუძვლით, რომ არაა სრულყოფილად აღწერილი და შეფასებული მისი ქონება, ექპროპრიაციის შეთავაზებული თანხა სრულიად შეუსაბამოა რეალურ ღირებულებასთან, ასევე არაა გათვალისწინებული მორალური კომპენსაცია.

გ----, გ--–- და ე----- ც----------ეების, ნ---- კ----–---–ის, თ--- კ-------ის, გ--- კ-------ისა და კ-------- კ-------ის წარმომადგენლები გ-- წ--–------ და დ-------- ს--–----ე არ დაეთანხმნენ განმცხადებლის მოთხოვნას. მათი განმარტებით სრულყოფილად აღწერილი და შეფასებული არ არის ექსპროპრიაციას დასაქვემდებარებელი ქონება. უნდა მოხდეს მესაკუთრეებისათვის ზიანის ანაზღაურების სახისა და მოცულობის სრული განსაზღვრა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელდა. მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთის ფართობის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში დარჩენილი მიწის ნაკვეთები კარგავს ფუნქციას.

განმცხადებლის მოთხოვნას ანალოგიურ გარემოებებეზე მითითებით არ დაეთანხმნენ ზ------, ნ--- და ნ---- კ-------ეები.

დაინტერესებული პირებს - ნ---- კ-------ეს და მ----- კ-------ეს საქმეზე შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულან, შესაბამისად, მათი პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია.

2.3.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით სს ,,ს----------–-------------ის“ განცხადება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სს ,,ს----------–--------------ს“ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ზესტაფონი-ხარაგაული-მ---–---ი-ქვიშხეთის სარკინიგზო ხაზისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით პროექტის ზემოქმედების არეალში მოხვედრილ შემდეგ უძრავ ქონებებზე:

- ე----- ც----------ის (პ/ნ. 3----------, მის: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფ. მ---–---ი) საკუთრებაში არსებულ 3----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 505 კვ.მეტრზე;

- გ--–- ც----------ისა (პ/ნ. 0----------, მის: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნ--------ი) და გ---- ც----------ის (პ/ნ. 0----------, მის: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნ--------ი) თანასაკუთრებაში არსებულ, 3----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სრულად და 3----------- საკადასტრო კოდით (მის: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნ--------ი) რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 561 კვ.მეტრზე;

- თ--- კ-------ის (პ/ნ. 5----------, მის: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნ--------ი) საკუთრებაში არსებულ, 3----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 187 კვ.მ-ზე და 3----------- საკადასტრო კოდით (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნ--------ი) რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 180 კვ.მეტრზე;

- მ----- ლ------ის (პ/ნ. 0----------, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ა-----–-) საკუთრებაში არსებულ 3----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სრულად და მ----- ლ------ისა (პ/ნ. 0----------, მის: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფ. მ---–---ი) და გ------- ბ--–--ის (პ/ნ. 0----------, მის: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფ. მ---–---ი (ა-----–-)) თანასაკუთრებაში არსებულ, 3----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სრულად;

- ნ---- კ----–---–ის (პ/ნ. 3----------, მის: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნ--------ი, ა-----–-) საკუთრებაში არსებულ, 3----------- და 3----------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე სრულად, ზ------ კ-------ის (პ/ნ. 5----------), კ-------- კ-------ის (პ/ნ. 5----------), მ----- კ-------ის (პ/ნ.1----------), ნ--- კ-------ის (პ/ნ. 5----------), ნ---- კ-------ის (პ/ნ. 5----------), ნ---- კ-------ის (პ/ნ.5----------) თანასაკუთრებაში არსებულ 3----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, ხარაგაულის რაიონის სოფელ ნ--------ში მდებარე 1570 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 658 კვ მეტრზე;

- გ--- კ-------ის (პ/ნ. 5----------) საკუთრებაში არსებულ 3----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-----–-ში მდებარე 945 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სრულად;

 

ამავე გადაწყვეტილებით სს ,,ს----------–--------------ს“ უარი ეთქვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე;

 

2.4.დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2..1.უძრავი ქონება ს/კ. 3-----------, ფართით 1984.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის საერთო ფართით -110.00 კვ.მ. მდებარე ხარაგაული, სოფელი მ---–---ი, საკუთრების უფლებით ეკუთვნის ე----- ც----------ეს.

უძრავი ქონებები -ს/კ. 3-----------, ფართით 1326.00 კვ.მ და ს/კ. 3-----------, ფართით 1710.00 კვ.მ, შენობა - ნაგებობების ჩამონათვალით № 1 ფართით 148.19 კვ.მ. და № 2 - 27.4 კვ.მ. მდებარე ხარაგაული, სოფელი ნ--------ი, საკუთრების უფლებით ეკუთვნით გ---- და გ--–- ც----------ეებს.

უძრავი ქონებები - ს/კ. 3-----------, ფართით 746.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი № 1, № 2 და ს/კ. 3-----------, ფართით 710.00 კვ.მ, შენობა- ნაგებობების ჩამონათვალი № 1, № 2 მდებარე ხარაგაული, სოფელი ნ--------ი, საკუთრების უფლებით ეკუთვნის თ--- კ-------ეს.

უძრავი ქონება ს/კ. 3-----------, ფართით 160.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი № 01/1 მდებარე ხარაგაული, სოფელი ა-----–-, საკუთრების უფლებით ეკუთვნის მ----- ლ------ეს.

უძრავი ქონება ს/კ 3----------- ფართით 801.00კვ.მ. შენობა ნაგებობების ჩამონათვალი: შენობა № 1, 1-ლი სართული, კომერციული ფართი 59.59 კვ.მ , მე-2 სართული კომერციული ფართი 78.41 კვ.მ, შენობა № 2 კომერციული ფართი 10.64 კვ.მ. მდებარე ხარაგაული, სოფელი მ---–---ი, (ა-----–-) საკუთრების უფლებით ეკუთვნით გ------- ბ--–--ესა და მ----- ლ------ეს.

უძრავი ქონებები ს/კ 3-----------, ფართით 430.00 კვ.მ და ს/კ. 3-----------, ფართობი 1345.00 კვ.მ, შენობა- ნაგებობის ჩამონათვალი № 01/2, № 02/1, № 03/1, № 04/1 მდებარე ხარაგაული, სოფელი ნ--------ი, ა-----–-, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ნ---- კ----–---–ის სახელზე.

უძრავი ქონება, ს/კ. 3-----------, ფართობი 945.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი № 1, № 2, № 3, № 4, მდებარე ხარაგაული, სოფელი ა-----–-, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია გ--- კ-------ის სახელზე.

უძრავი ქონება ს/კ. 3-----------, ფართით 1570.00 კვ.მ; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი № 1, მდებარე ხარაგაული, სოფელი ნ--------ი, თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნით ზ------ კ-------ეს, კ-------- კ-------ეს, მ----- კ-------ეს, ნ--- კ-------ეს, ნ---- კ-------ესა და ნ---- კ-------ეს.

სასამართლო დაედყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

2.4.2.ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარდა სასაქონლო ექსპერტიზა. აღიწერა და შეფასდა საექპროპრიაციო ქონება.

სასამართლო დაედყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 17 მაისის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა

2.4.3. სს „ს----------–--------------მ“ 2018 წლის 14 მარტის №0-------- და 2018 წლის 17 მაისის №0-------- წერილებით მიმართა მ----- ლ------ეს და გ------- ბ--–--ეს და აცნობა, რომ სს ,,ს----------–--------------“ ახორციელებდა სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტს, რომ პროექტის ზემოქმედების ფარგლებში ექცეოდა მათი კუთვნილი 3----------- საკადასტრო კოდის რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილი, კერძოდ, 801 კვ.მ. და რომ, მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ქონების სანაცვლოდ სთავაზობდნენ სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად საკომპენსაციო და სარეაბილიტაციო ღირებულებების თანხას ჯამში 71982.95 ლარს.

სს „ს----------–--------------მ“ 2018 წლის 22 და 31 მაისს №0-------- და №0-------- წერილებით მიმართა მ----- ლ------ეს და აცნობა, რომ სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ზემოქმედების ფარგლებში ექცევა მისი კუთვნილი, ს/კ. 3----------- მქონე მიწის ნაკვეთის ნაწილი, კერძოდ 160 კვ.მეტრი და რომ სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად საკომპენსაციო და სარეაბილიტაციო ღირებულებების თანხა ჯამში შეადგენდა 1456.00 ლარს.

სს „ს----------–--------------მ“ 2018 წლის 10 მაისს №0-------- წერილით მიმართა ე----- ც----------ეს და აცნობა, რომ სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ზემოქმედების ფარგლებში ექცევა მისი კუთვნილი ს/კ 3----------- მქონე მიწის ნაკვეთის ნაწილი, კერძოდ 505 კვ.მეტრი და რომ სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად საკომპენსაციო და სარეაბილიტაციო ღირებულებების თანხა ჯამში შეადგენდა 6141.00 ლარს.

სს „ს----------–--------------მ“ 2018 წლის 02 აპრილს №0-------- წერილით მიმართა გ---- და გ--–- ც----------ეებს და აცნობა, რომ სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ზემოქმედების ფარგლებში ექცევა მათი კუთვნილი ს/კ. 3----------- მქონე მიწის ნაკვეთის ნაწილი, კერძოდ 561 კვ.მეტრი და რომ სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად საკომპენსაციო და სარეაბილიტაციო ღირებულებების თანხა ჯამში შეადგენდა 8576.70 ლარს.

სს „ს----------–--------------მ“ 2018 წლის 15 მარტს №0-------- და №0-------- წერილებით მიმართა თ--- კ-------ეს და აცნობა, რომ სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ზემოქმედების ფარგლებში ექცევა №3----------- საკადასტრო კოდის მქონე მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი, კერძოდ 180 კვ.მ. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად საკომპენსაციო და სარეაბილიტაციო ღირებულებების თანხა ჯამში შეადგენდა - 2832.00 ლარს. ასევე პროექტის ზემოქმედების ფარგლებში ექცეოდა 3----------- საკადასტრო კოდის მქონე მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი, კერძოდ 187 კვ.მეტრი, რომლის საკომპენსაციო და სარეაბილიტაციო ღირებულებამ ჯამში შეადგინა 3371.00 ლარი.

სს „ს----------–--------------მ“ 2018 წლის 17 და 22 მაისს №0-------- და №0-------- წერილებით მიმართა ნ---- კ----–---–ს და აცნობა, რომ სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ზემოქმედების ფარგლებში ექცევა მისი კუთვნილი 3----------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ნაწილი, კერძოდ 1345 კვ.მ. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად საკომპენსაციო და სარეაბილიტაციო ღირებულებების თანხამ ჯამში შეადგინა 110 545.50 ლარი. ასევე პროექტის ზემოქმედების ფარგლებში ექცევა 3----------- საკადასტრო კოდის მქონე მისი (ნ---- კ----–---–ის) კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი, კერძოდ 430 კვ.მეტრი და რომ საკომპენსაციო და სარეაბილიტაციო ღირებულებების თანხა ჯამში შეადგენდა 3913.00 ლარს.

სს „ს----------–--------------მ“ 2018 წლის 26 და 30 ნოემბერს №0-------- და №0-------- წერილებით მიმართა გ--- კ-------ეს და აცნობა, რომ სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ზემოქმედების ფარგლებში ექცევა მისი კუთვნილი 3----------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ნაწილი, კერძოდ 945 კვ.მეტრი და რომ სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად საკომპენსაციო და სარეაბილიტაციო ღირებულებების თანხამ ჯამში შეადგინა 129 200.50 ლარი.

სს „ს----------–--------------მ“ 2018 წლის 15 მაისს №0-------- და 2018 წლის 29 ოქტომბრის №0-------- წერილებით მიმართა კ-------- კ-------ეს, ზ------ კ-------ეს, მ----- კ-------ეს, ნ--- კ-------ეს, ნ---- კ-------ეს და ნ---- კ-------ეს და აცნობა, რომ სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ზემოქმედების ფარგლებში ექცევა მათი კუთვნილი 3----------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ნაწილი, კერძოდ 658 კვ.მეტრი და რომ სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად საკომპენსაციო და სარეაბილიტაციო ღირებულებების თანხამ ჯამში შეადგინა 9190.04 ლარი. ასევე პროექტის ზემოქმედების ფარგლებში მოექცა 3----------- საკადასტრო კოდის მქონე მათი (კ--------, ზ------, მ-----, ნ---, ნ---- და ნ---- კ-------ეების) კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი, კერძოდ 430 კვ.მეტრი და რომ აღნიშნულის საკომპენსაციო და სარეაბილიტაციო ღირებულებების თანხა ჯამში შეადგინა 3913.00 ლარი.

ზემოხსენებული მიმართვებითვე დაინტერესებულ პირებს განემარტათ მათი პოზიციის სს „ს----------–-------------ისთვის“ წერილობით მიწოდების შესახებ და რომ უარის შემთხვევაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იმოქმედებდა კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მიმართავდა კომპეტენტურ ორგანოს ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით.

სასამართლო დაედყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

დაინტერესებულ პირთათვის გაგზავნილი წერილები

2.4.4.სს „ს----------–-------------ის“ 2018 წლის 05 ივნისის №3--- და 2018 წლის 13 ნოემბრის №6--- მიმართვების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №1------ და 2019 წლის 04 აპრილის №1------ ბრძანებებით სს „ს----------–--------------ს“ მიენიჭა თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის, ზესტაფონი-ხარაგაული-მოლითი-ქვიშხეთის სარკინიგზო ხაზის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოხვედრილ კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე, (მიწის ნაკვეთები, მრავალწლიანი ნარგავები და სხვა უძრავი ქონება), აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება. კერძოდ, შემდეგი ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე:

ა) უძრავი ქონება ს/კ. 3----------- მესაკუთრე ე----- ც----------ე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართობია 1984.00 კვ.მ; საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთის ფართობია 505 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, შენობა/ნაგებობა, ღობე, მრავალწლიანი ნარგავები;

ბ) გ--–- ც----------ისა და გ---- ც----------ის თანასაკუთრებაში არსებულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ--------ში მდებარე 3----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1326 კვ.მ. სრულად მრავალწლიანი ნარგავებით და 3----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 1710 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთის ფართობია 561 კვ.მ, მრავალწლიანი ნარგავები;

გ) თ--- კ-------ის საკუთრებაში არსებულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ნ--------ში მდებარე 3----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 746 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთის ფართობია 187 კვ.მ, შენობა/ნაგებობა, ღობე, მრავალწლიანი ნარგავები. 3----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 710 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთის ფართობია 180 კვ.მ, მრავალწლიანი ნარგავები;

დ) მ----- ლ------ის საკუთრებაში არსებულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-----–-ში მდებარე 3----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 160 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სრულად საექპროპაციო ფართია. მ----- ლ------ისა და გ------- ბ--–--ის თანასაკუთრებაში არსებულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მ---–---ში მდებარე 3----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 801 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სრულად საექსპროპაციო ფართია, შენობა/ნაგებობით, ღობე, მრავალწლიანი ნარგავები;

ე) ნ---- კ----–---–ის საკუთრებაში არსებულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ნ--------ში, ა-----–-ში მდებარე 3----------- და 3----------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები სრულად საექსპროპაციო ფართია შენობა-ნაგებობებით, მრავალწლიანი ნარგავებით.

ვ) ზ------ კ-------ის, კ-------- კ-------ის, მ----- კ-------ის, ნ--- კ-------ის, ნ---- კ-------ისა და ნ---- კ-------ის თანასაკუთრებაში არსებულ 3----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, ხარაგაულის რაიონის სოფელ ნ--------ში მდებარე 1570 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთის ფართობია 658 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობა, ნარგავები;

ზ) გ--- კ-------ის საკუთრებაში არსებულ 3----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-----–-ში მდებარე 945 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა/ნაგებობები სრულად საექსპროპაციო ფართია.

 

სასამართლო დაედყრდნო შემდგე მტკიცებულებებს:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №1------- და 2019 წლის 04 აპრილის №1------ ბრძანებები

 

2.4.5.,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად განმცხადებელის მიერ დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით, განცხადება ექსპროპრიაციის შესახებ გამოქვეყნდა 2018 წლის 22 აგვისტოს გაზეთ ,,რეზონანსში“, 2018 წლის 24 აგვისტოს გაზეთ ,,ჩემი იმერეთში“, 2019 წლის 12 აპრილის გაზეთ „რეზონანსში“ და 2019 წლის 19 აპრილის გაზეთ ,,ჩემი იმერეთში“.

სასამართლო დაედყრდნო შემდგე მტკიცებულებებს:

ამონარიდები გაზეთებიდან

2.5.დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

რაიონულმა სასამართლომ დავის გადაწყვეტის მიზნით უპირველესად აპელირება გააკეთა საქართველოს კონსტიტუციაზე და აღნიშნა, რომ საკუთრების უფლების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია. საკუთრების უფლების კონსტიტუციური გარანტია ასახულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრების როგორც ძირითადი უფლების გარანტია, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი ჩარევისაგან. თუმცა, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლიც ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრებაში ჩარევის შესაძლებლობას, კერძოდ კი, საკუთრების უფლების შეზღუდვას და საკუთრების ჩამორთმევას და რომ აღნიშნული ნორმის თანახმად კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით არ სარგებლობს. სახელდობრ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად განსაზღვრულია, რომ „საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“.

 

სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კერძო და საჯარო ინტერესები კონსტიტუციამ იმგვარად დააბალანსა, რომ ინტერესთა კონფლიქტის ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია საჯარო ინტერესისთვის უპირატესობის მინიჭება და უკიდურეს შემთხვევაში, მესაკუთრემ საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა ითმინოს. თუმცა ხაზგასასმელია, რომ კონსტიტუციამ ამ კონფლიქტის გადაწყვეტა კანონმდებელს კი არ მიანდო, არამედ თავად გადაწყვიტა მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, რომელთა თანახმად, საკუთრებაში სახელმწიფოს ჩარევა შეზღუდვის ან ჩამორთმევის სახით შეიძლება მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ.

 

სასამართლომ განმარტა იმის შესახებ, რომ მართალია, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა და მე-3 პუნქტით დაშვებული საკუთრების ჩამორთმევა წარმოადგენენ პირველი პუნქტით დადგენილ საკუთრების გარანტიაში ჩარევას, მაგრამ ისინი თავისი შინაარსით პრინციპულად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. უმნიშვნელოვანესი სხვაობა ჩარევის ამ ორ ფორმას შორის არის ის, რომ არსებობს განსხვავებული მოთხოვნები მათი კონსტიტუციურ-სამართლებრივი თვალსაზრისით გამართლებისათვის. ამდენად, საკუთრების უფლების შეზღუდვის დასაბუთების ფორმალურ-იურიდიულ საფუძველს წარმოადგენს: ა) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევების კანონით გათვალისწინება; ბ) შეზღუდვის წესის კანონით დადგენა.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების კონკრეტული რეგლამენტაციის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ კანონმდებელს და რომ სწორედ მისი გადასაწყვეტია, თუ რა ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. ის აკეთებს შესაბამის დასკვნებს ეკონომიკური, სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებებისა და მიზნების საფუძველზე. საკუთრების უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის მიერ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების განსაზღვრის დიაპაზონი გაცილებით ფართოა. ამ დროს კანონმდებლის მიერ, პირველ რიგში, მხედველობაში მიიღება საკუთრების მიერ შესასრულებელი ფუნქცია. რაც უფრო მეტად არის საზოგადოება, მისი ნორმალური არსებობა და განვითარება სხვის საკუთრებაზე დამოკიდებული, კანონმდებელს მით მეტი უფლებამოსილება აქვს საკუთრების უფლების შეზღუდვის სფეროში.

 

განსახილველი დავის სამართლებრივი შეფასების მიზნით რაიონულმა სასამართლომ მიუთითა განსახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელ კანონზე და აღნიშნა, რომ საკუთრების ჩამორთმევისას აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევები ამომწურავად არის განსაზღვრული ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში.ექსპროპრიაციად ჩაითვლება მხოლოდ ისეთი ჩამორთმევა, რომელიც ფორმითა და შინაარსით სრულად დააკმაყოფილებს ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.საკუთრების ჩამორთმევისას, კანონმდებელი პირის საკუთრების მიმართ მოქმედებს ინდივიდუალურად, მიზანმიმართულად, ანუ განსაზღვრული საჯარო ინტერესის მიღწევა ხდება კონკრეტული პირის (პირების) საკუთრების ჩამორთმევის ხარჯზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ექსპროპრიაციის უფლება შეიძლება შეეხოს, როგორც პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მთლიანად ასევე მის ნაწილს, ამ შემთხვევაში განმსაზღვრელ კრიტერიუმს წარმოადგენს მისი უცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განმარტებულია ექსპროპრიაციის დეფინიცია, რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლითა და ამ კანონით განსაზღვრული აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის ერთჯერად უფლებას სათანადო კომპენსაციის უზრუნველყოფით. ამასთან, განსაზღვრულია, რომ ექსპროპრიაცია წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლისა და ამ კანონის შესაბამისად საკუთრების ჩამორთმევას, ჩამორთმეული ქონების კომპენსაციით, ხოლო კომპენსაცია განმარტებულია, როგორც მესაკუთრისათვის ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ სათანადო საკომპენსაციო თანხის გადახდა ან ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულების მქონე სხვა ქონების გადაცემა.აღნიშნული კანონის მიზანს წარმოადგენს - განისაზღვროს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. რაც შესაბამისად ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან/და საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. ამავე კანონის მეორე მუხლით დადგენილია, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება იმ სამუშაოების წარმოების მიზნით როგორიცაა - საზოგადოებრივ საჭიროებისათვის გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობა, რაც შესაბამისად წარმოადგენს აღნიშნული კანონის თანახმად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის განხორციელების საფუძველს.

 

სასამართლომ მოხმობილი ნორმები შეაჯერა რა საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ სს „ს----------–--------------“ 2011 წლიდან ანხორციელებს თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტს. ამჟამად მიმდინარეობს პროექტის მოლითი-ქვიშხეთის სარკინიგზო ხაზის მონაკვეთისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები. პროექტით გათვალისწინებულია 38 კმ. სიგრძის მონაკვეთის ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა და არსებული სარკინიგზო ხაზის განვითარება 23 კმ-ზე. აღნიშნული მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია რკინიგზის სადგურ მ---–---ის დამაკავშირებელი სარკინიგზო და მის პარალელურად არსებული საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობა. აღნიშნული კი უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებას, გამტარუნარიანობის გაზრდას, მგზავრობის დროის შემცირებას და საექპლუატაციო ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებას.

 

პროექტის მოლითი-ქვიშხეთის სარკინიგზო ხაზის მონაკვეთისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის აუცილებელი გახდა ე----- ც----------ის, გ--–- ც----------ის, გ---- ც----------ის, თ--- კ-------ის, ნ---- კ----–---–ის, გ--- კ-------ის, კ-------- კ-------ის, მ----- ლ------ის, გ------- ბ--–--ის, ზ------ კ-------ის, მ----- კ-------ის, ნ--- კ-------ის, ნ---- კ-------ისა და ნ---- კ-------ის კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა და სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება, ქონებაზე შეთანხმება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ვერ მოხერხდა მესაკუთრეებთან, ვინაიდან შეთავაზებული საკომპენსაციო თანხა მათ მიუღებლად მიიჩნიეს.

 

რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა განმცხადებელი მხარის მოსაზრება, რომ თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში მოლითი-ქვიშხეთის სარკინიგზო ხაზის მონაკვეთისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზანია უღელტეხილის მონაკვეთზე მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით რკინიგზის ხაზის გამტარიანობის გაზრდა და მგზავრობის დროის შემცირება. იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის განვითარებასა და ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაში. შესაბამისად აღნიშნული პროექტის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონისა და მთელი ქვეყნისათვის, იგი მნიშვნელოვანი და მასშტაბურია, რაც ცალსახად ადასტურებს საზოგადოებრივი საჭიროების აუცილებლობას და რაც შესაბამისი კანონით არის დადგენილი და უზრუნველყოფილი.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ განცხადება ექსპროპრიაციის მინიჭების თაობაზე საფუძვლიანი იყო, რადგან საქართველოს კონსტიტუციით დასაშვებია საკუთრების ჩამორთმევა ექსპროპრიაციის გზით, ამდენად, სს „ს----------–--------------ს“ უნდა მინიჭებოდა საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება ე-----ი ც----------ის, გ--–- ც----------ის, გ---- ც----------ის, თ--- კ-------ის, ნ---- კ----–---–ის, გ--- კ-------ის, კ-------- კ-------ის, მ----- ლ------ის, გ------- ბ--–--ის, ზ------ კ-------ის, მ----- კ-------ის, ნ--- კ-------ის, ნ---- კ-------ის და ნ---- კ-------ის კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებზე განცხადებაში მითითებულ ფარგლებში.

 

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი, რომლითაც დადგენილია, ექსპროპრიაციის აუცილებელი წინაპირობები. კერძოდ, ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება, ამ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად წინასწარ უთანხმდება ქონების მესაკუთრეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. ექსპროპრიატორი ახორციელებს ყველა სათანადო ღონისძიებას, რათა ქონება მიიღოს მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე. ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორი თავისი ხარჯით, დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით აფასებს ქონებას და განსაზღვრავს კომპენსაციის სახით მესაკუთრისათვის გადასაცემ სავარაუდო საკომპენსაციო თანხას ან სხვა ქონებას საექსპროპრიაციო ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად. მესაკუთრე უფლებამოსილია თავისი ხარჯით ისარგებლოს სხვა დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად სასამართლომ განმარტა, რომ სათანადო კომპენსაციის გადახდა წარმოადგენს არა ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების, არამედ უფლების მინიჭების შემდგომ ექსპროპრიაციის განხორციელების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მითითებული კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ქონების მესაკუთრესთან საკომპენსაციო თანხის და გადახდის წესის შესახებ წინასწარ შეთანხმებას ახორციელებს ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება.

 

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულია ქონების საბაზრო ღირებულების და კომპენსაციის შესახებ დავის შემთხვევაში განსახორციელებელი პროცედურები. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ ქონების საბაზრო ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში, კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, მხარეებს უფლება აქვთ სარჩელით მიმართონ სასამართლოს, ასეთ შემთხვევაში სარჩელს თან უნდა დაერთოს სასამართლოს გადაწყვეტილება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე რაიონულმა სასამართლომ სს „ს----------–-------------ის“ განცხადება, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე საფუძვლიანად მიიჩნია და დააკმაყოფილა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ----- ლ------ემ, გ--–- ც----------ემ, ე----- ც----------ემ, გ---- ც----------ემ, თ--- კ-------ემ, ნ---- კ----–---–მა, კ-------- კ-------ემ და გ--- კ-------ემ, რომლებმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სს ,,ს----------–-------------ის“ განცხადების (სარჩელის) უარყოფა მოითხოვეს.

 

3.1.აპელანტ მ----- ლ------ის განმარტებით სასამართლოს მიერ არასწორად იქნა მიჩნეული ის გარემოება, რომ თითქოს გამცხადებლის მიერ წარდგენილი იყო საექსპროპრიაციო ქონების დეტალური აღწერა, რადგან ასეთი არ შეესაბამება სიმართლეს. სს ,,ს----------–--------------მ“ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში წარმოადგინა მის ქონებაზე შემოთავაზების ორი წერილი დათარიღებული 2018 წლის მარტით და 2018 წლის მაისით. ორივე შემოთავაზების წერილს ახლდა ქონების ე.წ. დეტალური აღწერა, რომლებიც რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ზემოაღნიშნული დასკვნები არცერთი არ შეესაბამებოდა რეალობას. თუ ერთ დასკვნაში ღობის ფართად მითითებული იყო 52 კვ.მ. მეორეში იგივე ღობის ფართად მითითებულია 147 კვ.მ, რეალურად კი არის 304.5 კვ.მ.. ასევე ერთ დასკვნაში ორი შენობიდან ერთი წარმოდგენლია 68 კვ.მ.-ით, მეორე დასკვნაში მითითებულია 3 შენობა, შენობის ფართი მითითებულია 168 კვ.მ-ად. ორივე დასკვნაში საერთოდ გამოტოვენულია ბეტონის საყრდენი კედელი 27 გრძივი მეტრი და რკინის ბეტონის 15 საფეხურიანი კიბე ლითონის მოაჯირით. თუ ერთ დასკვნაში ხეების რაოდენობად მითითებულია 31 ცალი, მეორეში გვხვდება 197 ცალი, რეალურად კი ხეების საერთო ოდენობა შეადგენს 359 ძირს. არც ერთ დასკვნაში არ არის ნახსენები სტაციონარი საფუტკრე მეურნეობა ფუტკრის 110 ოჯახზე. ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე ჩნდება კითხვა რომელი ექსპერტიზის დასკვნა არის მართალი, როცა ორივე დასკვნა ერთი და იმავე ორგანოს მიერ არის გაცემული ერთსა და იმავე ქონებაზე. სახეზეა ორი ურთიერთშეუსაბამო ქონების აღწერა, რომელიც ეწინააღმდეგება, როგორც ერთმანეთს ასევე არ ასახავს რეალურ მდგომარეობას. ამასთან სს ,,ს----------–-------------ის“ მიერ გაკეთებულ შემოთავაზებულ წერილებში საერთოდ არ არის მსჯელობა ტრანსპორტირების ხარჯებთან დაკავშირებით.

 

აპელანტის განმარტებით ,,ა------------------“ დადო დასკვნა და კითხვის ნიშნების საერთოდ გამორიცხვისთვის მოწვეულ იქნა სახელმწიფო ორგანო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ქვემდებარე აღსრულების ეროვნული ბიურო, რომელმაც წერილობით, ფოტო, ვიდეო მასალით ასახა ადგილზე რეალობა.

 

ამდენად, აპელანტის თვალსაზრისით სს ,,ს----------–-------------ის“ მხრიდან არ იყო დაცული კანონით დადგენილი ყველა მნიშვნელოვანი პირობა საიმისოდ, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების ჩამორთმევა შეფასებულიყო კანონიერად .

 

3.2.აპელანტების ------- ც----------ის, გ---- ც----------ის, გ--–- ც----------ის, თ--- კ-------ის, ნ---- კ----–---–ის, კ-------- კ-------ისა და გ--- კ-------ის განმარტებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონშეუსაბამო და დაუსაბუთებელია. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები კი არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით.

 

აპელანტთა თვალსაზრისით სასამართლოს სს,,ს----------–-------------ის მოთხოვნა არ უნდა დაეკმაყოფილებია შემდეგ გარემოებათა გამო:

 

3.2.1.სს ,,ს----------–--------------’’ ითხოვდა ზესტაფონი-ხარაგაულის მოლითი-ქვიშხეთის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა ჩათვლილიყო აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებად, მაშინ როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებების, განმცხადებლის აღიარების თანახმად მოპასუხეთა საკუთრებაში არსებულ, ჩამოსართმევ მიწის ნაკვეთზე უნდა განხორციელდეს არა სარკინიგზო ხაზის, არამედ საავტომობილი გზის მშენებლობა. სახელდორბ, პროექტის თანახმად სარკინიგზო ხაზის მშენებლობა ხორციელდება სხვა ადგილზე და არა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ ჩამოსართმევ მიწის ნაკვეთზე. აღნიშნულიდან გამომდინარე ზესტაფონი-ხარაგაულის მოლითი-ქვიშხეთის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებად ჩათვლის საკითხს არავითარი შემხებლობა არა აქვს მოსარჩელეთა საქმესთან, ამავე დროს გაურკვეველია, რომელი სამართლებრივი აქტების საფუძველზე ახორციელებს სს ,,ს----------–--------------“ ზემოთ მითითებულ მონაკვეთზე საავტომობილი გზის მშენებლობას და მიეკუთვნება თუ არა მითითებული საკითხის გადაწყვეტა მის უფლებამოსილებას. აღნიშნულზე აპელანტებმა სათანადო განცხადებით მიმართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მაგრამ პასუხი ზემოაღნიშნულ საკითხზე დაინტერესებულ პირებს არ მიუღიათ. მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას კი არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.

 

3.2.2 აპელანტების განმარტებით, ისინი არ ყოფილან ინფორმირებული განსახლების პროცედურების, ვადებისა და შედეგების, აგრეთვე მოსალოდნელი ექსპროპრიაციის თაობაზე. მათთან არ უწარმოებიათ მოლაპარაკება საჭირო მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული ქონების პროექტით განსაზღვრულ ვადებში დატელური აღწერის უფლების მოპოვებისათვის. მათთან შეთანხმებით არ განხორციელებულა მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ქონების დეტალური აღწერა - ინვენტარიზაცია, აქტის შედგენით, აგრეთვე ფოტო ან ვიდეოგადაღება, მათთვის არ გადაუციათ აღწერა-ინვენტარიზაციის აქტი, ფოტო ან ვიდეომასალა, ექსპერტის დასკვნა ქონების შეფასების შესახებ, ამასთან არ უწარმოებიათ მოლაპარაკებები მთლიანი ქონების გამოსყიდვის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე წინასაექსპროპრიაციო ეტაპი მოპასუხეთა მიმართ განხორციელდა კანონის მოთხოვნების უგულვებელყოფით.

 

3.2.3. მოპასუხეთა ქონების საკომპენსაციო თანხის გაანგარიშების ოქმში არასწორადაა ფიქსირებული მრავალწლიანი ნარგავების რაოდენობა და ასაკი, ხოლო ზოგიერთი ნარგავი საერთოდ არ არის შეტანილი.

 

3.2.4.აპელანტთა განმარტებით მათთვის წინასაექსპროპრიაციო ეტაპზე არ გადაუციათ ექსპერტის დასკვნა მათი ქონებებისის შეფასების შესახებ, რაც ხდიდა შეუძლებელს ემსჯელათ დასკვნაში გაკეთებული შეფასებების კანონიერებისა და სამართლიანობის თაობაზე, თუმცა ოქმებში მითითებული მიწის ნაკვეთის, მრავალწლიანი ნარგავების, ღობეების შეფასებები არის აშკარად შეუსაბამო მითითებული ქონებების საბაზრო ღირებულებებთან და ის არის არასამართლიანი.

 

3.2.5.აპელანტების მტკიცებით, მიწის ნაკვეთებზე საავტომობილი გზის მშენებლობის პროექტის განხორციელების შემთხვევაში ე----- ც----------ის საცხოვრებელი სახლი მითითებული გზიდან იქნება დაცილებული 5 მეტრით. ამავე დროს ე-----იც----------ის საცხოვრებელი სახლი იქნება დაახლოებით 5 მეტრით მაღლა საავტომობილო გზის დონიდან, რაც შეუძლებელს გახდის დაკიდებული კიბის გარეშე ის შევიდეს თავის სახლში. გ--–- და გ---- ც----------ეების საცხოვრებელი სახლი მითითებული გზიდან იქნება დაცილებული 10 მეტრით. ამავე დროს მათი საცხოვრებელი სახლი იქნება დაახლოებით 8 მეტრით მაღლა საავტომობილო გზის დონიდან, რაც შეუძლებელს გახდის დაკიდებული კარის გარეშე ისინი შევიდნენ თავიანთ სახლში. თ--- კ-------ის საცხოვრებელი სახლი მითითებული გზიდან დაცილებული იქნება 4 მეტრით, ამავე დროს თ--- კ-------ის საცხოვრებელი სახლი იქნება დაახლოებით 6 მეტრით მაღლა საავტომობილო გზის დონიდან, რაც შეუძლებელს გახდის დაკიდებული კიბის გარეშე ის შევიდეს თავის სახლში. კ-------- კ-------ის საცხოვრებელი სახლი მითითებული გზიდან იქნება დაცილებული 6 მეტრით. ამავე დროს კ-------- კ-------ის საცხოვრებელი სახლი იქნება 6 მეტრით მაღლა საავტომობილი გზის დონიდან, რაც შეუძლებელს გახდის დაკიდებული კიბის გარეშე ის შევიდეს თავის სახლში. სს ,,ს----------–-------------ის“ წარმომადგენელმა დაინტერესებულ პირებს ვერ მისცა განმარტება, საიდან და როგორ გაკეთდება მათთან (აპელანტებთან) მისასვლელი გზა.

 

3.2.6. ე----- ც----------ის, გ---- და გ--–- ც----------ეების, თ--- კ-------ის, კ-------- კ-------ის მიწის ნაკვეთებზე სავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის განხორციელების შემთხვევაში მათ ჩამოერთვათ სოფლის მეურნეობისთვის ვარგისი მიწის ნაკვეთები და დარჩებათ მხოლოდ კლდოვანი, გამოუსადეგარი და გაუფასურებეული უძრავი ქონება, სადაც ცხოვრება და დასვენება შეუძლებელი გახდება, შეუძლებელი გახდება მისი რეალიზაციაც, რადგან მას არავინ იყიდის, რაც ფაქტიურად ნიშნავს საქართველოს კონსტიტუციით დაცული საკუთრების ხელყოფას, რაც სასამართლოს შეფასების მიღმა დარჩა.

 

3.2.7.ნ---- კ---–---–ისა და გ--- კ-------ის მიწის ნაკვეთების, შენობა-ნაგებობის, მრავალწლიანი ნარგავების, ქვევრის, თონის, ღობეების შეფასებები არის აშკარად შეუსაბამო მითითებული ქონებების საბაზრო ღირებულებებთან და ის არის არასამართლიანი.

მათ ხელთ არსებული მონაცემებით ზოგიერ მესაკუთრეს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მისცეს 15000 ლარით მეტი ნ---- კ----–---–თან და გ--- კ-------ესთან შედარებით, რაც არის დისკრიმინაციული დამოკიდებულება მათ მიმართ.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ; ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ, წინამდებარე განჩინების 2.4.1-2.4.5. პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე გამეორების გარეშე და ამასთან დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

4.1.ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1.1.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №1---- ბრძანებით თბილისი - მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტი, ზესტაფონი-ხარაგაულის მოლითი -ქვიშხეთის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროექტი და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა ჩაითვალა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სს ,,ს----------–--------------ს“ მიენიჭა პროექტის ფარგლებში მოქცეულ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება. (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ.33-35).

 

4.1.2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს № 1---- ბრძანებაში გადმოცემულ პროექტის მოკლე აღწერაში მიეთითა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

,,ქვიშხეთი-ზვარეს გვირაბის ექსპლოატაციის მიზნით, კერძოდ სარკინიგზო ლიანდაგის გვერდით საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებულია საავტომობილო გზის მოწყობა, რომელიც წარმოადგენს ხარაგაული-ჩუმათელეთის დამაკავშირებელ გზას. ამასთან არსებული გზა განიცდის მოდიფიცირებას გვირაბის მშენებლობის გამო და რომ მოცემული პროექტის განსახორციელებლად აუცილებელია ე----- ც----------ის,გ---- ც----------ის, გ--–- ც----------ის, ნ---- კ----–---–ის, თ--- კ-------ის, მ----- ლ------ისა და გ------- ბ--–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების გამოსყიდვა, თუმცა დასახელებულ მესაკუთრეებთან ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე შეთანხმება ვერ შედგა (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ.33-35).

 

4.1.3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 07 აგვისტოს № 1------ ბრძანებით სს ,,ს----------–--------------ს“ კვლავ მიენიჭა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება. მოცემულბ რძანებაში გადმოცემულ პროექტის მოკლე აღწერაში მიეთითა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ,,მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ასევე მე-7 გვირაბისა (სოფ. ანეულას მიმდებარე ტერიტორია) და რკინიგზის სადგურ მოლითის დამაკავშირებელი სარკინიგზო და მის პარალელურად არსებული საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობა. აღნიშნული მონაკვეთის ასაშენებლად აუცილებელია გ--- კ-------ის საკუთრებაში არსებული, ზ------, კ--------, მ-----, ნ---, ნ----, ნ---- კ-------ეების თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების გამოსყიდვა, თუმცა დასახელებულ მესაკუთრეებთან ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე შეთანხმება ვერ შედგა. (იხ. ტომი მე-3, სფ. 26-28)

 

4.1.4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრაქსტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის -სს ს----------–-------------ის“ ოპერაციათა მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებისადმი 2017 წლის 27 იანვრის №2------- წერილით დადგენილია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფელ ბეჟათუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე რკინიგზის მიწის ვაკისის მშენებლობისათვის არსებული ს/გზის (მ-55) ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 0.732კმ სიგრძის მონაკვეთის გადატანასთან დაკავშირებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრაქსტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი არ იყო წინააღმდეგი სამუშაოების განხორციელებაზე. ( იხ ტომი მე-4. სფ 157)

 

4.1.5. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრაქსტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის -სს ს----------–-------------ის“ კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსისადმი 2019 წლის 20 მარტის № 2-------- წერილით დადგენილია, რომ თბილისი - მახინჯაურის სარკინიგზო მაგისტრალის ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის მონაკვეთის მოდერნიზაციის პორექტის ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟათუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სარკინიგზო ხაზის (საპროექტო რკინიგზის ხაზი კმ16+550-კმ17+200) მიწის ვაკისის მშენებლობისთვის საჭირო ძირულა-ხარაგაული-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის 0.732 კმ სიგრძის მონაკვეთის გადატანასთან დაკავშირებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დადასტურებული იქნა, რომ მათ მიერ 2017 წლის 27 იანვრის N2------- წერილით სს „ს----------–--------------ს“ ეცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი არ იყო წინააღმდეგი სს „ს----------–--------------ს წარდგენილი პროექტით ეწარმოებინა გზის გადატანის სამშენებლო სამუშაოები და რომ აღნიშნული წერილი დეპარტამენტის კომპენტენციის ფარგლებში წარმოადგენს თანხმობას ძირულა-ხარაგაული-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზნის 0.732 კმ სიგრძის მონაკვეთის გადატანის სამუშაოების განხორციელებისათვის. ( იხ ტომი მე-4, სფ.156 )

 

4.2.სამართლებრივი დასაბუთება

 

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.

 

აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შესაბამისად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია საკუთრების ჩამორთმევა ექსპროპრიაციის გზით. ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით. ექსპროპრიაციად ჩაითვლება მხოლოდ ისეთი ჩამორთმევა, რომელიც ფორმითა და შინაარსით სრულიად დააკმაყოფილებს ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული. საკუთრება არის ყოვლისმომცველი სანივთო უფლება საგანზე. საკუთრების სამოქალაქო-სამართლებრივი გაგება ვრცელდება ცალკეულ ფიზიკურ, მოძრავ ან უძრავ ნივთებზე, ხოლო საკუთრების საჯარო-სამართლებრივი ცნება და მისი ძირითადი უფლებრივი გარანტი მოიცავს აგრეთვე მოთხოვნებსა და უფლებებს, აგრეთვე, ქონებრივ, საჯაროსამართლებრივ პოზიციებს, რომელთა განსაზღვრული პირობებით შეზღუდვაც შესაძლებელია. საკუთრების სამოქალაქო-სამართლებრივი ნება, როგორც წესი, წარმოადგენს შეუზღუდავ ბატონობას ნივთზე და უფლებას აძლევს მესაკუთრეს თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ნივთით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ნივთით სარგებლობა, მაგრამ საკუთრება არ მოიცავს უსაზღვრო ბატონობას ნივთზე.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას საქართველოს კონსტიტუციაზე, რომლის მე-19 მუხლი იცავს საკუთრებას, როგორც ინსტიტუტს და, ამავდროულად, როგორც პიროვნულ უფლებას. აღნიშნულიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ვალდებულებები – უზრუნველყოს საკუთრების, როგორც ინსტიტუტის დაცვა, ყოველი ინდივიდის მიერ საკუთრების შეუფერხებელი მოხმარება (პოზიტიური ვალდებულება) და, ამავდროულად, არ ჩაერიოს საკუთრების უფლებაში თვითნებურად და გაუმართლებლად (ნეგატიური ვალდებულება). საკუთრების კონსტიტუციურსამართლებრივი ცნების უმთავრესი მიზანი სწორედ სახელმწიფოს ჩარევისაგან დაცვაში მდგომარეობს. ასეთი მიდგომა კი, თავის მხრივ, პიროვნული თავისუფლების გამოვლინებაა. საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტურად უზრუნველყოფილი უფლება – შეზღუდვა მისთვის, როგორც ინსტიტუტისათვის, დამახასიათებელი თვისებაა და განუყოფელია მისი სუბსტანციისაგან. საკუთრების სოციალური ფუნქცია მასში ვალდებულებებსაც მოიაზრებს. შესაბამისად, რიგ შემთხვევებში, სახელმწიფო უფლებამოსილია, განახორციელოს ჩარევა საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში. ევროპული კონვენცია აძლევს შესაძლებლობას სახელმწიფოებს, გარკვეული წინაპირობების არსებობისას, განახორციელონ ქონების ჩამორთმევა ან გააკონტროლონ საკუთრებით სარგებლობა. საქართველოს კონსტიტუციაც, თავის მხრივ, იცნობს საკუთრების უფლებაში ჩარევის ორ სახეს – საკუთრების შეზღუდვასა და ჩამორთმევას. როგორც მე-19 მუხლის ანალიზი ცხადყოფს, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება ის ლეგიტიმური მიზანია, რომელიც ამართლებს საკუთრების უფლებაში ჩარევას – როგორც შეზღუდვის, ისე ექსპროპრიაციის ფორმით, მაგრამ, როგორც აქციათა სავალდებულო მიყიდვის, ისე კონფისკაციის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო ჯეროვნად მიჯნავს ერთმანეთისაგან აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მიზანს მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში და აღნიშნავს, რომ საკუთრების ჩამორთმევისას, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება მკაცრ და კონკრეტულ განმარტებას ექვემდებარება. კანონი ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” ამომწურავად მიუთითებს იმ ლეგიტიმურ მიზნებზე, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება ექსპროპრიაცია.

 

კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი, საკუთრების სოციალური ფუნქციიდან გამომდინარე, განსაზღვრავს საკუთრების უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს - აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას. ასევე ადგენს, რომ შეზღუდვის საფუძველი პირდაპირ უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული. ამასთან, დაცული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესი და რაც მთავარია, შეზღუდვით არ უნდა დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. ამ დანაწესის შემდგომ მე-3 პუნქტი ითვალისწინებს ასევე აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის შესაძლებლობას კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.

 

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ კონსტიტუცია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განიხილავს საკუთრების უფლების შეზღუდვის და საკუთრების უფლების ჩამორთმევის საკითხს. ამასთან, აწესებს, რომ შეზღუდვა არ უნდა იყოს ისეთი ხარისხის, რომ გამოიწვიოს საკუთრების უფლების არსის დარღვევა. შესაბამისად, თუკი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება მოითხოვს იმგვარ შეზღუდვას, რაც საკუთრების უფლებას არსს უკარგავს, ასეთ დროს შესაძლებელია საკუთრების უფლების ჩამორთმევა მე-19 მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული წინაპირობების დაცვით, მხოლოდ სამართლიანი ანაზღაურების სანაცვლოდ - ექსპროპრიაციის გზით. კონსტიტუციის მე-19 მუხლით აღიარებული საკუთრების უფლების შეზღუდვა კანონმდებლის მიერ მხოლოდ განსაკუთრებული წინაპირობებით არის შესაძლებელი. ეს არის ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით მკაცრად გაწერილი ფორმალური და მატერიალური ზღვარი. კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით კანონმდებელი უშვებს ამ მუხლის დაცული სფეროს შეზღუდვას, ხოლო კონსტიტუციის ამავე მუხლის მე-3 პუნქტი საკუთრებას უქვემდებარებს ჩამორთმევას. კანონმდებელი მკაცრად და ძალიან ნათლად ადგენს შეზღუდვისა და ჩამორთმევის კრიტერიუმებს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვის საჭიროება გამომდინარეობს ამ უფლების სოციალური დატვირთვიდან. საკუთრების უფლების შეზღუდვაა ყველა ის შემთხვევა, როდესაც ხდება სახელმწიფოს მიერ საკუთრების შინაარსისა და ფარგლების დადგენა, ამ მხრივ კონკრეტული რეგულაციის საკანონმდებლო ჩარჩოს განსაზღვრა.

 

პალატა მიუთითებს ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლების ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად.

 

სააპელაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.

 

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით დადგენილია ექსპროპრიაციის აუცილებელი წინაპირობები. კერძოდ, ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპრორპრიაციის უფლება, ამ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად წინასწარ უთანხმდება ქონების მესაკუთრეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. ექსპროპრიატორი ახორციელებს ყველა სათანადო ღონისძიებას, რათა ქონება მიიღოს მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე. ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორი თავისი ხარჯით, დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით აფასებს ქონებას და განსაზღვრავს საკომპენსაციო თანხას ან სხვა ქონებას საექსპროპრიაციო ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად. მესაკუთრე უფლებამოსილია თავისი ხარჯით ისარგებლობს სხვა დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით. ამავე კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულია ქონების საბაზრო ღირებულება და კომპენსაციის შესახებ დავის შემთხვევაში განსახორციელებელი პროცედურები. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კონპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ზესტაფონი-ხარაგაული-მოლითი-ქვიშხეთის სარკინიგზო ხაზისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით პროექტის ზემოქმედების არეალში მოხვედრილ აპელანტთა უძრავ ქონებებზე გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფარგლებში ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა.

 

ამდენად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს დასკვნა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე სს,,ს----------–-------------ის“ განცხადების საფუძვლიანობის შესახებ სწორია, რადგან საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის დებულებებით დასაშვებია საკუთრების ჩამორთმევა ექსპროპრიაციის გზით.

 

პალატა ასევე იზიარებს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განმარტებას, რომ სათანადო კომპენსაციის გადახდა წარმოადგენს არა ექსპროპრიაციის უფლებების მინიჭების, არამედ უფლების მინიჭების შემდგომ ექსპროპრიაციის განხორციელების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მითითებული კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ქონების მესაკუთრესთან საკომპენსაციო თანხის და გადახდის წესის შესახებ წინასწარ შეთანხმებას ახორციელებს ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება. ასევე, მართებულია მითითება ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ქონების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კონპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ საკომპენსაციო თანხაზე შეუთანხმებლობა არ შეიძლება გახდეს ექსპროპრიაციის პროცესის შემაფერხებელი გარემოება, რადგან ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალწარმოების დასრულების შემდეგ, ან მის პარალელურად, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს მტკიცების ტვირთისა და მტკიცებულებათა დასაშვებობის პირობებს. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტა მიერ განსახილველი დავის სპეციფიკიდან გამომდინარე არ ყოფილა წარმოდგენილი იმ სახის არგუმენტები და მტკიცებულებები, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას შეიძლებოდა დადებოდა საფუძვლად

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, სააპელაციო საჩივრები არ შეიცავს მისი გაუქმებისათვის საფუძვლიან და არგუმენტირებულ პრეტენზიას, რის გამოც უცველელად უნდა დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლო 2019 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება.

6. სასამართლო ხარჯები

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის საფუძველზე აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, ამავე კოდექსის მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ----- ლ------ის, გ--–- ც----------ის, ე----- ც----------ის, გ---- ც----------ის, თ--- კ-------ის, ნ---- კ----–---–ის, კ-------- კ-------ისა და გ--- კ-------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება.

3. აპელანტები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

4. განჩნება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

მოსამართლეები: ნანა კალანდაძე

 

ხათუნა ხომერიკი

გოჩა აბუსერიძე