განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 110100119003115983
საქმე №1/ბ-90-2020 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2020 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე შ---ი ბ-----ის ძე ფ------–--ის მიმართ, დაბადებული: 2--------- წელს, პირადი ნომერი: 4----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ტყიბულში, ზ. კ------–---–ის ქ.№1, ბინა №---ში, მცხოვრები: თერჯოლის რაიონის სოფელ ს--------აში;
აღწერილობით ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით შ---ი ფ------–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 27 ივნისს, დაახლოებით 14:00 საათზე, თერჯოლის რაიონის სოფელ ს--------აში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შ---ი ფ------–--ემ, ეჭვიანობის ნიადაგზე, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ----- ჭ---------ეს მკლავებში ძლიერად მოუჭირა ხელი, რის შემდეგადაც ნ----- ჭ---------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 დეკემბრის განაჩენით შ---ი ფ------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (პატიმრობაში იმყოფებოდა 2019 წლის 27 ივნისიდან 2019 წლის 29 ივნისის ჩათვლით), სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 65 (სამოცდახუთი) საათის ვადით;
შ---ი ფ------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ------- ნ------ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ შ---ი ფ------–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ, სასამართლოში გამოკვლეულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ნ----- ჭ---------ის, ფიქრია სამხარაძის ჩვენებებით, 2019 წლის 28 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, N0----- შემაკავებელი ორდერით და ორდერის ოქმით, მოწმეების: მ------ა ფ------–--ის, გ--–- მ-------ის, ე----- პ--------ის, ა---------– ბ-----–---–ის და გ-- გ----------ის გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ შ---ი ფ------–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით.
მსჯავრდებულ შ---ი ფ------–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 დეკემბრის განაჩენი შ---ი ფ------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად:
შ---ი ფ------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (პატიმრობაში იმყოფებოდა 2019 წლის 27 ივნისიდან, 2019 წლის 29 ივნისის ჩათვლით), სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 65 (სამოცდახუთი) საათის ვადით;
შ---ი ფ------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია;
საქმეზე დართული ნივთები და საგნები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მავთული - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე