განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-105-2020 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2020 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ-–- ზ-----ის ძე მ------ის მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, პირადი ნომერი:4----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, მცხოვრები: ცაგერი, ნ----–---–ის ქ.№ 2--–ი,აღწერილობით ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით ლ-–- მ------ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 16 ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ცაგერში, დ----- ა----–-----–ის ქუჩაზე, ლ-–- მ------ე მართავდა V------ სარეგისტრაციო ნომრის მქონე, O----------- მოდელის ავტომანქანას. მოძრაობისას, მძღოლმა ლ-–- მ------ემ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32.1 მუხლის მოთხოვნები და შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ბ--–- ს-------ეს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვის შემთხვევაში მას შეეძლო მომხდარი საგზაო ავტოსატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ბ--–- ს-------ემ მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ლ-–- მ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლების ჩამორთმევის გარეშე.
ლ-–- მ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ----- ტ--–--–-–---–ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ლ-–- მ------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ზ---ა მ----------ის და ბ--–- ს-------ის ჩვენებებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო–კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო– კრიმინალისტიკური სამსახურის 2019 წლის 23 ოქტომბრის N6---- ექსპერტის დასკვნით, 2019 წლის 31 ოქტომბრის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ, 2019 წლის 16 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით, 2019 წლის 17 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და ფოტოცხრილით, სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, ცნობით შპს "ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან", ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოსადმი, ლ-–- მ------ის ნასამართლეობის ცნობით, ლ-–- მ------ის ადმინისტრაციული შემოწმების ცნობით, დანაშაულის შესახებ N2------ შეტყობინებით, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, შეტყობინებით თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიური განვითარების ცენტრიდან, შეტყობინებით ცაგერის რაიონული საავადმყოფოდან, მიმართვით ცაგერის რაიონულ საავადმყოფოსადმი, მიმართვით შპს „ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისადმი“, მიმართვით საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურისადმი, მიმართვით სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსადმი, დადგენილებით ბ--–- ს-------ის დაზარალებულად ცნობის შესახებ და უფლებების განმარტების ოქმით, დადგენილებით ლ-–- მ------ის ბრალდების შესახებ, შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ლ-–- მ------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულ ლ-–- მ------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ----- ტ--–--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენი ლ-–- მ------ის მიმართ დარჩეს უცვლელად:
ლ-–- მ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლების ჩამორთმევის გარეშე.
ლ-–- მ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი: V-------- სარეგისტრაციო ნომრის მქონე O----------- მარკის ავტომანქანა, რომელიც განთავსებულია შსს ცაგერის რაიონული სამმართველოს შენობის ეზოში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე