განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.02.2020
საქმის ნომერი
330210018002712617
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
12.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002712617 საქმე №2ბ/4378-19

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 თებერვალი 2020 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი

სხდომის მდივანი მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - ს----------–----–--აგან ს-------------------ოს ს----–-–----- ს------–----- დაწესებულება ს----------–------------ვრო პოლიცია.

წარმომადგენელი - მ-------------ა

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე--------“

წარმომადგენელი - ნ-----------–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. შპს „ე--------ს“ და ს----------–----–--აგან ს-------------------ოს ს----–-–----- ს------–----- დაწესებულება - ს----------–------------ვრო პოლიციას შორის დაიდო ს----–-–----- შესყიდვების შესახებ 2018 წლის 30 მარტის N1------- ხელშეკრულება. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტია: მზა და დაკონსერვებული თევზის შესყიდვა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 392 800.00 ლარით და ხელშეკრულება ძალაშია ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 01 მარტის ჩათვლით. ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, ობიექტის მიღება - ჩაბარება განხორციელდება ეტაპობრივად, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმებით. 6.3. პუნქტით, მიღება - ჩაბარების აქტების გაფორმების პარალელურად, მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველს შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია. ხელშეკრულების დანართი N 1 - ით განისაზღვრა ფასების ცხრილი, შესყიდვის ობიექტის დასახლება, მწარმოებელი ქვეყანა/კომპანია, რაოდენობა, ზომის ერთეული, შესყიდვის ობიექტის სრული ტექნიკური მახასიათებლები, ერთეულის ღირებულება, ჯამური ღირებულება, მიწოდების ადგილი და მიწოდების ვადა.

 

2. ს----------–----–--აგან ს-------------------ოს ს----–-–----- ს------–----- დაწესებულება - ს----------–------------ვრო პოლიციის 2018 წლის 01 მაისის წერილის თანახმად, შპს „ე--------ს“ დაევალა მიმდინარე წლის 7 მაისის ჩათვლით ს-----------------–-–-ის ლოჯისტიკის სამსახურის მატერიალური მარაგების განყოფილების საწყობში, მისამართზე: ქ. თბილისი, ქიზიყის ქუჩა N 1. მიეწოდებინა თევზის კონსერვი (ზეთით (სკუმბრია)) – 2 000 კგ, თევზის კონსერვი (ტომატით (სკუმბრია)) – 2 000 კგ. ამასთან, ამავე ხელშეკრულების დანართი N 1 - ის თანახმად, დაევალა პროდუქტზე წარედგინა საქართველოში აკრედიტირებული ლაბორატორიის დასკვნა და მასთან ერთად წარმოშობის და/ან ხარისხის შესაბამისობის სერტიფიკატი (ქართულ ენაზე და/ან ნათარგმნი ნოტარიულად დამტკიცებული).

 

3. 2018 წლის 26 ივნისს შპს „ე--------ს“ და ს----------–----–--აგან ს-------------------ოს ს----–-–----- ს------–----- დაწესებულება - ს----------–------------ვრო პოლიციას შორის გაფორმდა მიღება - ჩაბარების აქტი N1509434 მასზედ, რომ ს-----------------–-–-ის მატერიალური მარაგების სამსახურმა ჩაიბარა, ხოლო მომწოდებელმა ჩააბარა თევზის კონსერვი (ზეთით) – 2 121.600 კგ - თანხით - 20 834.11 ლარი, თევზის კონსერვი (ტომატით) – 19 159.425 კგ - თანხით - 188 145.55 ლარი. აღნიშნული პროდუქცია შეესაბამება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებს.

 

4. ს----------–----–--აგან ს-------------------ოს ს----–-–----- ს------–----- დაწესებულება - ს----------–------------ვრო პოლიციის 2018 წლის 24 სექტემბრის წერილით შპს ,,ე--------ს“ ეცნობა, რომ 2018 წლის 30 მარტის N15/3 -171 ხელშეკრულების და 01 მაისის N10006522 წერილის საფუძველზე 2018 წლის 07 მაისის ჩათვლით უნდა მიეწოდებინა 39 280 ლარის ღირებულების 2 000 კგ თევზის კონსერვი (ზეთით) და 2 000 კგ თევზის კონსერვი (ტომატით), რომლის მიწოდებაც განხორციელდა 2018 წლის 26 ივნისს 50 დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.10 % -ის ოდენობით, რამაც ჯამში შეადგინა 19 640 ლარი. საურავი მიმწოდებელს უნდა ჩაერიცხა სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე ერთი ვადაში და წარედგინა გადახდის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, რაც დღემდე არ არის განხორციელებული.

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ს----------–----–--აგან ს-------------------ოს ს----–-–----- ს------–----- დაწესებულება - ს----------–------------ვრო პოლიციამ და მოითხოვა შპს „ე--------ის“ მიმართ პირგასამტეხლოს სახით 19 640 ლარის დაკისრება.

 

5.1. სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელის განმარტებით, შპს „ე--------ს“, ს----------–----–--აგან ს-------------------ოს ს----–-–----- ს------–----- დაწესებულება ს----------–------------ვრო პოლიციისათვის 2018 წლის 30 მარტის N1------- ხელშეკრულების საფუძველზე, 2018 წლის 7 მაისის ჩათვლით, უნდა მიეწოდებინა 39 280 ლარის ღირებულების 2 000 კგ თევზის კონსერვი (ზეთით) და 2 000 კგ თევზის კონსერვი (ტომატით), რომლის მოწოდება განხორციელდა 2018 წლის 26 ივნისს 50 დღის დაგვიანებით (სასაქონლო ზედნადები N ელ-0384978061). 2018 წლის 30 მარტის N1------- ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებლ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1 % -ის ოდენობით. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 392 800.00 ლარს და შესაბამისად საურავმა ჯამში შეადგეინა 19 640 ლარი. აღნიშნული საურავის შესახებ შპს „ე--------ს“ ეცნობა საქართველოს ფოსტის მეშვეობით ს----------–------------ვრო პოლიციის საფინანსო - სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს 2018 წლის 24 სექტემბრის N2327399 წერილით. საურავი უნდა ჩაერიცხათ სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე ერთი თვის ვადაში და წარედგინათ გადახდის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, რაც დღემდე არ განუხორციელებია.

 

6. მოპასუხის შესაგებელი:

 

მხარეებს შორის 2018 წლის 30 მარტს დადებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „ე--------ი“ იღებდა ვალდებულებას შემსყიდველისთვის ეტაპობრივად, 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით მიეწოდებინა მზა და დაკონსერვებული თევზი. 2018 წლის 1 მაისის N1006522 წერილით, განსაზღვრული იყო შეკვეთის პირობები, შემსყიდველმა გაგზავნა არასწორი ელექტრონული ფოსტის მისამართზე და შპს „ე--------ს“ შეკვეთა რეალურად არ მიუღია. შეცდომა აღმოიფხვრა თავად შემსყიდველის მიერ და 2018 წლის 07 მაისს გაეგზავნა იგივე შეკვეთა შპს „ე--------ის“ დირექტორის ელექტრონულ ფოსტაზე, სადაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენელი წერს, რომ ახალი შეკვეთის გაკეთება საჭირო არ არის და იგივე სახეობისა და რაოდენობის პროდუქციის მიწოდება უნდა განხორციელდეს 2018 წლის 14 მაისის ჩათვლით. შესაბამისად, პირველი შეკვეთის შესრულება შპს „ე--------ს“ უნდა განეხორციელებინა 2018 წლის 14 მაისის ჩათვლით. ამდენად, დაუშვებელია ვადის ათვლა დაიწყოს 2018 წლის 07 მაისიდან.

 

მოპასუხე სადაოდ ხდის მოსარჩელის განმარტებას, რომ ვადაგადაცილება მოხდა 50 დღით. რეალურად, კომპანიამ პირველი შეკვეთა მიიღო 2018 წლის 07 მაისს, ხოლო მისი შესრულების ბოლო ვადად განსაზღვრული იყო 2018 წლის 14 მაისი. აღნიშნული შეკვეთა რიგი მიზეზების გამო ვერ შესრულდა 14 მაისამდე, თუმცა, შპს „ე--------მა“ 2018 წლის 29 მაისს წერილობით შეატყობინა ს----------–----–--აგან ს-------------------ოს ს------–----- დაწესებულება - ს-----------------–-–-ის საფინანსო - სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს, რომ 30 მაისს შეეძლო შეკვეთილი პროდუქტების სრულად მიწოდება, რაზედაც მოსარჩელემ გამოთქვა თანხმობა და დამატებით მოითხოვა პროდუქტის წარმოშობისა და/ან ხარისხის შესაბამისი სერტიფიკატის, ასევე, საქართველოში აკრედიტირებული ლაბორატორიის დასკვნის წარდგენა. შპს „ე--------მა“ 2018 წლის 1 ივნისს შემსყიდველის მიერ შეკვეთილი პროდუქცია სრულად მიიტანა შ------ ს-------------------ოს ს----–-–----- ს------–----- დაწესებულება ს-----------------–-–-ის საწყობში, სადაც მოხდა მათ მიერ პროდუქციის ჩაბარება, თუმცა შემსყიდველმა აღნიშნული პროდუქცია არ ჩათვალა ოფიციალურად მიღებულად, რადგან ამ დროისათვის არ იყო მზად მათ მიერ მოთხოვნილი პროდუქციის წარმოშობისა და/ან ხარისხის შესაბამისი სერტიფიკატის, ასევე, საქართველოში აკრედიტირებული ლაბორატორიის დასკვნა.

 

რაც შეეხება, პროდუქტის წარმოშობისა და/ან ხარისხის შესაბამისი სერტიფიკატს შპს „ე--------მა“ აღნიშნული სერტიფიკატები წარადგინა შესაბამის ვადაში, ხოლო აკრედიტირებული ლაბორატორიის დასკვნის მისაღებად, ლაბორატორიაში დაუყოვნებლივ გადაგზავნილ იქნა პროდუქტის ნიმუშები გამოსაკვლევად, რასაც ჭირდებოდა სულ მცირე 11 სამუშაო დღე. ვინაიდან, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ იქნა განმეორებით წარდგენილი ყოფილიყო საქართველოში აკრედიტირებული ლაბორატორიის დასკვნა შპს „ე--------მა“ ვერ შეძლო აღნიშნული პირობის შესრულება 5 სამუშაო დღეში, რადგან ლაბორატორიის მიერ დასკვნის მომზადებას ჭირდება სულ მცირე 11 სამუშაო დღე, რაც არ იყო დამოკიდებული შპს „ე--------ზე“ და იგი ვერ დააჩქარებდა დასკვნის მომზადების პროცესს, რის შესახებაც ეცნობა შემსყიდველს და მათ აღნიშნული გარემოებების შესახებ პრეტენზია არ გამოუთქვამთ. როდესაც კომპანიამ შეძლო ლაბორატორიული დასკვნის მიღება, დაუყოვნებლივ წარუდგინა შემსყიდველს და ამასთანავე გამოიწერა პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი ზედნადები 2018 წლის 21 ივნისს. მოპასუხე მიიჩნევს, რომ 2018 წლის 01 ივნისს რეალურად გადასცა შეკვეთილი პროდუქცია შემსყიდველს, ხოლო მან მის ოფიციალურ ჩაბარებაზე უარი განაცხადა, რადგან არ ახლდა განმეორებით ჩატარებული ლაბორატორიული დასკვნები. ამასთან, აღნიშნული დასკვნები შპს „ე--------ს“ უკვე წარდგენილი ქონდა და იგივე პროდუქციაზე ლაბორატორიული კვლევების ჩატარების აუცილებლობა გაურკვეველი იყო, თუმცა მაინც ჩაატარა ლაბორატორიული კვლევები და მიაწოდა შემსყიდველს, თუმცა აღნიშნულმა გარემოებებმა გამოიწვია ვადის გაჭიანურება და დაუშვებელია აღნიშნული ვადის გაჭიანურებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროს შპს „ე--------ს“.

 

მოპასუხის განმარტებით, 2018 წლის 28 სექტემბერს მოსარჩელისგან მიიღო 2018 წლის 24 სექტემბრის წერილი, რომლითაც ეცნობა მის მიმართ მოთხოვნილი თანხის შესახებ, რაზედაც შპს „ე--------მა“ 2018 წლის 02 ოქტომბერს მიმართა წერილობით და ითხოვდა მოთხოვნილი თანხის წარმოშობის საფუძველში გარკვევას, თუმცა შემსყიდველისგან შპს „ე--------ს“ არავითარი პასუხი არ მიუღია. შესაბამისად კომპანია შემსყიდველთან ურთიერთობისას ყოველთვის ცდილობდა ურთიერთობის გარკვევას მოლაპარაკების გზით, რაზედაც სამწუხაროდ, საპირისპირო პასუხებს ვერ იღებდა. ამასთან, 2018 წლის 27 ივნისს კომპანიამ წერილობით მიმართა შემსყიდველს და ითხოვდა პირგასამტეხლოს მიზნებისთვის იმ დღეების გამოკლებას, რომელიც არ იყო გამოწვეული მისი ბრალეული ქმედებით, თუმცა აღნიშნული წერილის პასუხი შპს „ე--------ს“ არც წერილობითი და არც ზეპირი ფორმით არ მიუღია. შპს „ე--------ი“-ს განმარტებით, მოსარჩელის მოსაზრება, რომ ობიექტის მიწოდების ვადის დარღვევა მოხდა 50 დღით მცდარია. ვინაიდან, პირველი შეკვეთა განხორციელდა 2018 წლის 07 მაისს, რომლის შესრულების ვადა წარმოადგენდა 14 მაისი, 14 მაისიდან 30 მაისამდე შპს „ე--------ი“ აღიარებს პასუხისმგებლობას პროდუქციის მიწოდების ვადის გადაცილებაზე, თუმცა, 29 მაისს შპს „ე--------მა“ შესთავაზა ვალდებულების შესრულება შემსყიდველს, მათ არ მიიღეს ვალდებულების შესრულება, შესაბამისად, 2018 წლის 30 მაისიდან შპს „ე--------ს“ არ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.

 

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ს----------–----–--აგან ს-------------------ოს ს----–-–----- ს------–----- დაწესებულება ს----------–------------ვრო პოლიციის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ე--------ს“, ს----------–----–--აგან ს-------------------ოს ს----–-–----- ს------–----- დაწესებულება ს----------–------------ვრო პოლიციის სასარგებლოდ, დაეკისრა - 8 838 ლარის გადახდა;

 

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს----------–----–--აგან ს-------------------ოს ს----–-–----- ს------–----- დაწესებულება - ს----------–------------ვრო პოლიციამ. (იხ. სააპელაციო საჩივარი)

 

სამოტივაციო ნაწილი

9. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ ს----------–----–--აგან ს-------------------ოს ს----–-–----- ს------–----- დაწესებულება - ს----------–------------ვრო პოლიციის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

10. მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი (პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.) სსკ 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

11. აღნიშნულ მოთხოვნებთან მიმართებით პალატა იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს (წინამდებარე განჩინების 1 -4 პუნქტები) სადავო გარემოებებისა და მოსარჩელის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ წინაპირობებთან დაკავშირებით და დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ იურიდიულ ფაქტებს:

 

11.1. ს----------–----–--აგან ს-------------------ოს ს----–-–----- ს------–----- დაწესებულება - ს----------–------------ვრო პოლიციის 2018 წლის 24 სექტემბრის წერილით შპს ,,ე--------ს“ ეცნობა, რომ 2018 წლის 30 მარტის N15/3 -171 ხელშეკრულების და 01 მაისის N10006522 წერილის საფუძველზე 2018 წლის 07 მაისის ჩათვლით უნდა მიეწოდებინა 39 280 ლარის ღირებულების 2 000 კგ თევზის კონსერვი (ზეთით) და 2 000 კგ თევზის კონსერვი (ტომატით).

 

11.2. პირველი შეკვეთა განხორციელდა 2018 წლის 07 მაისს, რომლის შესრულების ვადას წარმოადგენდა 14 მაისი. 14 მაისიდან 30 მაისამდე შპს „ე--------ი“ აღიარებს პასუხისმგებლობას პროდუქციის მიწოდების ვადის გადაცილებაზე, თუმცა, 29 მაისს შპს „ე--------მა“ შესთავაზა ვალდებულების შესრულება შემსყიდველს და მათ არ მიიღეს ვალდებულების შესრულება. (ტომი 1, ს.ფ. 37-50)

 

11.3. მოსარჩელე 2018 წლის 02 ოქტომბრის წერილით ადასტურებს რომ მიწოდება 2018 წლის 21 ივნისს განხორციელდა, რასაც ადასტურებს ასევე სასაქონლო ზედნადები N ელ-0384978061 21.06.2018 წ. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე თავად აღიარებს, რომ ვალდებულება მოპასუხე მხარეს 2018 წლის 21 ივნისის მდგომარეობით უკვე შესრულებული ჰქონდა და უსაფუძვლოა პირგასამტეხლოს მოთხოვნა 2018 წლის 26 ივნისის (მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის დრო) ჩათვლით. აღნიშნულის შესაბამისად, მოპასუხე მხარის მიერ ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა შეადგენს 45 დღეს, 2018 წლის 7 მაისიდან 21 ივნისის ჩათვლით.

 

12. პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს აპელანტის მოთხოვნას პირგასამტეხლოს სრულად - 19 640 ლარის დაკისრებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ:

 

პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

 

13. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ ას-1199-1127-2015).

 

დადგენილია, რომ ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს გადახდაზე, კერძოდ, ხელშეკრულების 9.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.10 % -ის ოდენობით.

 

14. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პალატა განმარატავს რომ, მიუხედავად იმისა რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით (სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი). სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ. სუსგ ას-1199-1127-2015). განსახილველ შემთხვევაში პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ვალდებულება შესრულდა, ვადაგადაცილების ხანგრძლივობას, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს გამოთვლის წესს, კერძოდ, იმ პირობას, რომ პირგასამტეხლოს გამოანგარიშება ხდება ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან და არა შეუსრულებელი/ვადაგადაცილებული ვალდებულების ღირებულებიდან. ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა მოსარჩელის/აპელანტის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ და სწორად შეამცირა 8 838 ლარამდე.

 

15. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

16. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ს----------–----–--აგან ს-------------------ოს ს----–-–----- ს------–----- დაწესებულება - ს----------–------------ვრო პოლიციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი