განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №060310919003363596
საქმე №3/ბ-11-20წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 იანვარი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: მურთაზ მეშველიანი
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ხათუნა ხომერიკი
სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე
საჩივრის ავტორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილება
წარმომადგენლი - ე------------–--ა
საჩივრის ავტორი (მესამე პირი) - ნ-----–-------–---–ი
წარმომადგენელი - ი-------------ე
მოწინააღმდეგე მხარე - დ-------–-------ე
წარმომადგენელი - ს--–------------ე
მსხვერპლი - ლ------–-------ე
წარმომადგენელი - თ-----------------ე
ფსიქოლოგი - ნ------------------ე
დავის საგანი - დამცავი ორდერის ვადის გაგრძელება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა − გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე და საჩივრის შემომტანი პირის მოთხოვნებზე მითითება:
2019 წლის 25 დეკემბერს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონულმა განყოფილებამ და მოითხოვა დ-------–-------ის მიმართ დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება.
განმცხადებელის მითითებით, 2019 წლის 28 ივნისს სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილების როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანოს განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და არასრულწლოვანი ლ------–-------ის დაცვის მიზნით გამოიცა დამცავი ორდერი დ-------–-------ის მიმართ 03 (სამი) თვის ვადით შემდეგი პირობებით: 1) ლ------–-------ე (დაბადებული 2----–-–-----------------) გარიდებულ იქნას მასზე დამოკიდებული პირის მოძალადის - დ-------–-------ის (პ/ნ 5----------, მისამართი: ხონი, ჭ-------ის ქ. N39, ხონი, ვ. ბ------ის ქ. N99) საცხოვრებლიდან. 2) მოძალადეს, დ-------–-------ეს აეკრძალა არასრულწლოვანი ლ------–-------ესთან მიახლოება, კერძოდ, ბავშვის საცხოვრებელ ფართთან, საგანმანათლებლო დაწესებულებასთან (დაწესებულებაში) ქუჩაში გადაადგილებისა დროს, ასევე აეკრძალა მასთან ურთიერთობა ნებისმიერი ფორმით.
განმცხადებლის აღნიშვნით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიაჩნია, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლებრივად დასაბუთებულია, სასამართლოს მიერ სწორად იქნა შეფასებული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი ნორმები, რომელზე დაყრდნობითაც გადაწყდა არასრულწლოვან ლ------–-------ის დაცვის მიზნით განცალკევება მოძალადის, დ-------–-------ის საცხოვრებლიდან.
სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების დროს სრულად იქნა გაზიარებული, რომ 2019 წლის 04 ივნისს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ლ------–-------ის მიერ დედის ნ-----–-------–---–ის მიმართ გამოვლენილი აგრესია, ბავშვზე განხორციელებული ზეგავლენის შედეგია. სასამართლოს მიერ ასევე ყურადღება გამახვილდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის მოხსენებით ბარათზე.
განმცხადებლის მითითებით, იმის გამო, რომ არასრულწლოვანი ლ------–-------ე მამის, დ-------–-------ის მხრიდან იყო ძალადობის მსხვერპლი, რაც დადასტურდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე და ბავშვი დაუყოვნებლივ იქნა გარიდებული მოძალადის საცხოვრებელი სახლიდან, ლ------–-------ეს ესაჭიროებოდა რეაბილიტაციის გავლა ფსიქოლოგთან, რათა მას ჩამოყალიბებოდა ჯანსაღი ფსიქიკა და სამომავლოდ აღზრდილიყო საზოგადოების სრულფასოვან წევრად, რაც მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიულ ორგანოს მიაჩნდა, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ მოძალადე დ-------–-------ისაგან 3 (სამი) თვით განცალკევების და მასთან ნებისმიერი ფორმით ურთიერთობის აკრძალვით ვერ იქნებოდა შესაძლებელი. შესაბამისად მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო შუამდგომლობდა დამცავი ორდერის გამოცემას 6 თვის ვადით, რაც არც პირველი და არც მეორე ინსტანციის სასამართლოების მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული.
2019 წლის 20 სექტემბერს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ კვლავ მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება, რომელიც სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა და დამცავი ორდერის მოქმედების ვადა გაგრძელდა 03 თვით. სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით.
განმცხადებლის აღნიშვნით, არასრულწლოვან ლ------–-------ესთან მომუშავე სოციალური მუშაკის დასკვნიდან ირკვევა, რომ ნ-----–-------–---–ის ოჯახში აქვთ მშვიდი გარემო და ვითარება. სოციალური მუშაკის ვიზიტის დროს მოხდა ბავშვთან გასაურება მისი პოზიციის დაფიქსირების მიზნით, როგორც დასკვნიდან ირკვევა, ლ----ს არ აქვს სურვილი ნახოს მამა და თავს ბედნიერად გრძნობს დედის გვერდით. ხოლო ფსიქოლოგის დასკვნიდან ირკვევა, რომ ლ------–-------ეს ემოციური სირთულეები უფიქსირდება მამაზე საუბრისას, რაც გამოვლინდა ოჯახური ურთიერთობის კვლევის მიზნით ჩატარების პროცესში, მამასთან დაკავშირებულ წინადადებებზე დაეწყო შფოთვა და მკვეთრად შეეცვალა გუნება-განწყობილება. პასუხების დროს ბავშვი ან ჩუმდებოდა ან ამბობდა ,,არ ვიცი”. ფსიქოლოგი უთითებს, რომ აღნიშნული მოხდა მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ ფრთხილად შეეხო მამასთან შეხვედრის საკითხს. ბავშვს რადიკალურად შეეცვალა ხასიათი, მოიღუშა და თვალები ცრემლებით გაევსო, ლ----ს დაეწყო შფოთვა, დაერღვა სიმშვიდის და უსაფრთხოების განცდა, გაეზარდა დაძაბულობის ხარისხი, მამასთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხობდა მშრალად და მოკლედ, ბოლოს კი კითხვებს საერთოდ აღარ უპასუხა. ფსიქოლოგი ასევე აღნიშნავს, რომ ის ესაუბრა თუ როგორ ენატრება მამას, როგორ უნდა მისი ნახვა და თუ როგორ ცდილობს დაიცვას კანონი, რაშიც იგულისხმებოდა გაცემული დამცავი ორდერის პირნათლად დაცვა და შესრულება. აღნიშნული საუბრის მიუხედავად ბავშვმა უარი განაცხადა მამასთან შეხვედრაზე.
განმცხადებლის მითითებით, ფსიქოლოგის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ლ----ს განემარტა თუ რატომ არის აუცილებელი და სასურველი მამასთან კომუნიკაციის აღდგენა, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, მოცემულ ეტაპზე არასრულწლოვანთან მომუშავე ფსიქოლოგს პროფესიული მოსაზრებიდან გამომდინარე არ მიაჩნია მიზანშეწონილად მამა-შვილის შეხვედრა. მისივე განმარტებით, აღნიშნულს თქმის საფუძველს აძლევს ლ----ს ფსიქო-ემოციური მდგომარეობა და ფსიქოსომატური გამოვლინებები, რომელიც დაუფიქსირდა მოზარდს (ხასიათის მკვეთრი ცვალებადობა, ცახცახი, ტირილი, შინაგანი პროტესტი, დუმილი). ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ მოზარდთან მას ამ კონკრეტული მიმართულებით ანუ მამასთან ემოციური დისბალანსის მოხსნის მიზნით ჯერჯერობით არ უმუშავია. შესაბამისად, ლ----ს ნების წინააღმდეგ მოქმედება და იძულებითი ურთიერთობა მამასთან დ-------–-------ესთან იქნება დამატებითი სტრესი დღევანდელი მისი მდგომარეობისათვის, რაც ასევე სერიოზულ ნეგატიურ გავლენას იქონიებს მათ შემდგომ ურთიერთობაზეც.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიაჩნია, რომ არასრულწლოვანი ლ------–-------ის საუკეთესო ინტერესებისდან გამომდინარე, აუცილებელია დამატებით დამცავი ორდერის მოქმდების ვადა გაგრძელდეს 03 თვით, რათა ფსიქოლოგის რეკომენდაციის საფუძველზე გარკვეული სახის ფსიქოლოგიური სამუშაოები ჩატარდეს როგორც ლ------–-------ესთან, ისე მამასთან დ-------–-------ესთან და მხოლოდ ამის შემდეგ შედგეს მათი შეხვედრა, რადგანაც, როგორც მოწოდებული მასალიდან ირკვევა, მათი პირდაპირი შეხვედრა დააზიანებს ლ------–-------ის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას.
მოპასუხე დ-------–-------ემ და მისმა წარმომადგენელმა მხარი არ დაუჭირეს განცხადებას დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე და განმარტეს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ დაკმაყოფილებულიყო მხარის მოთხოვნა.
დ-------–-------ემ განმარტა, რომ მან ნებაყოფლობით გაიარა ფსიქოლოგთან კონსულტაცია, რათა ესწავლა შვილთან ჯანსაღი კომუნიკაციის მეთოდები, რის შემდეგაც ის არ აპირებს ბავშვთან ურთიერთობა ფსიქოლოგის გარეშე დაიწყოს და მზადაა დაემორჩილოს იმ შეზღუდვებს, რასაც ამ კუთხით სოციალური სამსახური და ფსიქოლოგი ითხოვენ.
არასრულწლოვანი ლ------–-------ის წარმომადგენელმა სოციალურმა მუშაკმა თ-----------------ემ მხარი დაუჭირა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილების განცხადებას დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე და განმარტა, რომ ორივე მშობელი უნდა ეცადოს ბავშვთან შეინარჩუნოს ჯანსაღი დამოკიდებულება და თანაბრად იზრუნონ მასზე.
მესამე პირის ნ-----–-------–---–ის წარმომადგენელმა ი-------------ემ განმარტა, რომ დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადებას სრულად უჭერს მხარს. იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ბავშვი დედასთან იმყოფება იგი არის ძალიან შეცვლილი, დედასთან აქვს კარგი დამოკიდებულება. პარალელურად მასთან მუშაობას აგრძელებს ფსიქოლოგიც და ამ ეტაპზე მამასთან ურთიერთობა მისთვის არ არის მიზანშეწონილი.
არასრულწლოვანთან მომუშავე სოციალური მუშაკის დასკვნაში მითითებულია, რომ არასრულწლოვანი ლ------–-------ის ოჯახის საქმე 2019 წლის 13 ნოემბერს გადამისამართდა ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრიდან. ბავშვის მამაზე დ-------–-------ეზე გამოცემულია დამცავი ორდერი ბავშვის ლ------–-------ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების გამო. დამცავი ორდერს 2019 წლის 28 დეკემბრამდე აქვს ვადა და ოჯახში სოციალური მუშაკის მიერ განხორციელდა მონიტორინგი მათი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიების მიზნით.
ნ-----–-------–---–ის მიერ მოწოდებული ინფორმაციით და სოციალური მუშაკის დაკვირვებით, მან შვილთან აღადგინა თბილი ურთიერთობები, აქვთ ერთმანეთის მიმართ კარგი დამოკიდებულება, ლ---- დედასთან კონტაქტობს აქტიურად და აღარ აქვთ ურთიერთობებში რაიმე სახის პრობლემები. ნ-----–-------–---–ის თქმით აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობენ დროებით, რადგან მშენებარე ბინის დასრულებას ელოდებიან. დასრულების შემდგომ მუდმივ საცხოვრებლად გადავლენ საკუთარ ბინაში. ნ-----–-------–---–ის განმარტებით, ლ---- იღებს ზოგად განათლებას თ---–--ის საჯარო სკოლაში, მისი თქმით ბავშვის სკოლაში და მოსამზადებელ გაკვეთილებზე დაჰყავს მანქანით. ნ-----–-------–---–ი აღნიშნავს, რომ დამცავი ორდერის მოქმედების ვადის დროს ამ პერიოდში ბავშვის მამის - დ-------–-------ის მხრიდან არ დარღვეულა პირობები, იგი არ დაკონტაქტებია ბავშვს და არ უცდია მათ მონახულება. ამ დროისათვის არასრულწლოვანი ლ------–-------ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა დედის გადმოცემით საუკეთესო მდგომარეობითაა. მისი თქმით საჭიროების შემთხვევაში გააგრძელებენ ფსიქოთერაპიას. სოციალური მუშაკის დაკვირვებით დღეის მდგომარეობით ნ-----–-------–---–ის ოჯახში აქვთ მშვიდი და კარგი ურთიერთობები და ვითარება, ძლიერ თანადგომას ფინანსურს და ემოციურს უწევენ ნ----ს მშობლები. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, დამცავი ორდერის ვადის გასვლამდე სოციალური მუშაკის მხრიდან იგეგმება მონიტორინგი ოჯახში ბავშვის საცხოვრებელი გარემოს და პირობების გადამოწმების მიზნით. ამ ეტაპზე განხორციელებული ვიზიტისას მოხდა გასაუბრება ლ----სთან მისი პოზიციის დაფიქსირების მიზნით.
ლ----ს გადმოცემით მას არ აქვს სურვილი ნახოს მამა და თავს ბედნიერად გრძნობს დედის გვერდით. გამომდინარე იქედან, რომ დამცავი ორდერის მოქმედების ვადა იწურება 27 დეკემბერს, მოხდა გასაუბრება ლ----ს ფსიქოლოგთან, რათა დადგინდეს ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე საჭიროა თუ არა დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება. ფსიქოლოგის სიტყვიერი გადმოცემით ბავშვს აქვს უკვე ჩამოყალიბებული შეჩვევა დედასთან და მისი აზრით ბავშვი საჭიროებს ფსიქოთერაპიას, რათა მისი ფსიქიკა შეემზადოს მამასთან შესახვედრად. ბავშვის ამდროინდელი ფსიქო-ემოციური
მდგომარეობის შესახებ ის წარმოადგენს დასკვნას.
არასრულწლოვან ლ------–-------ესთან მომუშავე ფსიქოლოგის ნ--- გ------–---–ის დასკვნა-რეკომენდაციებში მითითებულია, რომ ლ------–-------ეს მამასთან შეხვედრაზე საუბრისას აღენიშნა ფსიქოლოგიური სტრესი, რომელიც თავის მხრივ არის ორგანიზმის არასპეციფიკური რეაქცია მეტისმეტად ძლიერ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ გამღიზიანებლებზე (ამ შემთხვევაში კონკრეტულ გამღიზიანებლად ითვლება მამასთან მოსალოდნელი კონტაქტი და დედის დაკარგვის შიში). აღნიშნული სტრესი მოზარდთან გამოვლინდა შემდეგი სიმპტომატიკით: ხასიათის მკვეთრი ცვლილება, უსაფრთხოების და სიხარულის განცდის დაკარგვა (ანჰედონია), შიშის და წუხილის ერთობლივი განცდა, დაძაბულობა და აღელვება. ყოველივე ზემოაღნიშნული, ლ----ს შემთხვევაში წარმოადგენს გაცნობიერებულ ან გაუცნობიერებელ სტრესულ ფაქტორებს, რომლებიც თავის მხრივ, იწვევს იმედგაცრუებას შფოთვას ან შინაგან კონფლიქტს. აღსანიშნავია ისიც, რომ ფსიქოსოციალური სტრესისთვის არ არის აუცილებელი სტრესის გამომწვევი რეალური ფაქტორების არსებობა. არასასიამოვნო სიტუაციის მოლოდინმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს სტრესისთვის დამახასიათებელი რეაქციები. ლ------–-------ის მამის მიმართ არსებული გაუთვითცნობიერებელი აგრესია, რომელიც თავის მხრივ იწვევს მოზარდის შფოთვას, სიმშვიდის განცდის დაკარგვას და გაღიზიანებას, ბავშვის ფსიქიკას აყენებს მძიმე ფსიქო-ემოციური სტრესის წინაშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასურველია დედამ უზრუნველყოს ბავშვის მიერ ფსიქოთერაპიული კურსის გავლა სპეციალისტთან (8-10 სესია), რომელიც დაეხმარება ბავშვს არსებული პრობლემის დაძლევაში, შეუმცირებს ზოგადი შფოთვისა და აგზნების დონეებს, ასწავლის ბავშვს იმ ხერხებს, რომელთა დახმარებითაც ის ერთმანეთთან კონფლიქტში მყოფი მშობლების მიმართ სწორ და ჯანსაღ დამოკიდებულებას დაამყარებს. სიტუაციას ობიექტურად შეაფასებს და მამის მიმართ ჩამოუყალიბებს მშვიდ და პოზიტიურ დამოკიდებულებას. ლ------–-------ე დედამ ნ-----–-------–---–მა დაარწმუნოს იმაში, რომ მამას ლ---- ძალიან უყვარს და მას არავითარ შემთხვევაში, არასდროს არ მიაყენებს ზიანს და ყოველთვის იქნება მისი ინტერესების დამცველი (ვითვალისწინებთ, რომ მამას ენატრება და უყვარს საკუთარი შვილი, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენთვის და მამისთვისაც უპირატესი უნდა იყოს ლ----ს ფსიქო-ემოციური კომფორტი); ფსიქოთერაპიული კურსის ჩატარების საფუძველზე სასურველია მამა თავდაპირველად დათანხმდეს მხოლოდ სატელეფონო ფორმატში კომუნიკაციაზე და არ განახორციელოს ზეწოლა პირისპირ ნახვის ფორმატზე (უსაფრთხოებისა და ნდობის მოპოვების მიზნით); აღნიშნული უნდა განხორციელდეს ლ------–-------ის სურვილისა და ნების გათვალისწინებით, შესაბამისად, პირველი კომუნიკაცია მამის მხრიდან განხორციელდეს საყვედურებისა და დირექტივების გარეშე, რათა ეტაპობრივად მოხდეს მომავალი პირისპირ შეხვედრების ტრავმატიზირების ხარისხის დაწევა. ფსიქოთერაპიის ეფექტის გასაძლიერებლად და ლ----ს სიმშვიდისა და ნდობის მოპოვების მიზნით, შეხვედრის დრო, ადგილი და დამსწრე პირები განსაზღვროს თავად ლ----მ. აღნიშნულ შეხვედრებზე შესაძლებელია დედა იმყოფებოდეს ბავშვის თვალთახედვის არეში (ბავშვის სიმშვიდის მიზნით).
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 06 იანვრის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილების განცხადება დამცავი ორდერის მოქმედების ვადის 03 თვით გაგარძელებაზე არ დაკმაყოფილდა.
ამ დასკვნამდე რაიონული სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს განმარტებით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე იძულება არის „ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური იძულება შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის
განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება“. ამავე მუხლის “ვ” პუნქტის თანახმად, მსხვერპლი არის „ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება“, ხოლო „თ” ქვეპუნქტის თანახმად, „მოძალადეა ოჯახის წევრი, რომელიც ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ოჯახის სხვა წევრის მიმართ“.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილება წარმოადგენს დაწესებულებას, რომელიც უზრუნველყოფს ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა მიმართ სახელმწიფო მზრუნველობის განხორციელებას. შესაბამისად, უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს ზემოაღნიშნული შუამდგომლობით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია გამოცემულ იქნეს დამცავი ორდერი, რომელიც იმავე კოდექსის 2115 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად ძალაში შედის გამოცემისთანავე. “ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე კი დამცავი ორდერის მოქმედების ვადის შეცვლის საკითხს წყვეტს სასამართლო. დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ორდერის მოქმედების პერიოდში და დამატებით არა უმეტეს 3 თვით, თუ არსებობს საფრთხე მსხვერპლის ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
სასამართლოს მითითებით, “ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნის მშობლისაგან (მშობლებისაგან), სხვა კანონიერი წარმომადგენლისაგან ან არასრულწლოვანთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები ნებისმიერი სხვა პირისაგან განცალკევება არის უკიდურესი ზომა, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც გამოყენებულ იქნა ყველა სხვა, ნაკლებად მკაცრი ზომა (მათ შორის, გასაუბრება და გაფრთხილება) და ამ ზომებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, ან როდესაც შექმნილ ვითარებაში აშკარაა, რომ ნაკლებად მკაცრი ზომის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. არასრულწლოვნის აზრი იმის შესახებ, თუ სად უნდა განთავსდეს იგი, გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი ასაკისა და განვითარების დონის მიხედვით და ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
სასამართლოს განმარტებით, „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
სასამართლომ განმარტა, რომ ბავშვის ინტერესებს უმთავრესი მნიშვნელობა აქვს მასზე მზრუნველობის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებში. კანონმდებელი უპირატესად ბავშვის ინტერესს მიიჩნევს და აკეთებს დათქმას, რომ მშობლის უფლებები უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი არ მიადგეს ბავშვის ინტერესებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის უფლებების დაცვას, მათ შორის, მისი ინდივიდუალურობის შენარჩუნებას, დაცულად გრძნობდეს თავს და ცხოვრობდეს მყუდრო ოჯახურ გარემოში. ამდენად, განმტკიცებულია არასრულწლოვანის ინტერესის უპირატესობა. ბავშვს აქვს უფლება „თავისუფლად გამოთქვას შეხედულებები“.
„თავისუფლად“ ნიშნავს, რომ ბავშვს შეუძლია აზრის გამოხატვა ზეწოლის გარეშე და მას შეუძლია თავად გადაწყვიტოს სურს თუ არა უფლების იყოს მოსმენილი გამოყენება. „თავისუფლად“ ასევე ნიშნავს, რომ არ შეიძლება მოხდეს ბავშვით მანიპულირება ან მასზე უსაფუძვლო გავლენა ან ზეწოლა. „თავისუფლად“ შინაგანად დაკავშირებულია ბავშვის „საკუთარ“ მოსაზრებასთან, ბავშვს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი მოსაზრებები და არა სხვების აზრები.
სასამართლომ განმარტა, რომ ბავშვის მშობლისგან გარიდების თაობაზე დასკვნის გასაკეთებლად უნდა შეჯერდეს ბავშვთან დაკავშირებული რისკები, რომლებიც ერთ შემთხვევაში ეხება ბავშვის საცხოვრებელი ადგილისა და გარემოს შეცვლას და მეორე შემთხვევაში, მშობელთან დაშორებას. ამასთან აუცილებელია ისეთი კრიტერიუმების შესწავლა, როგორიცაა: ბავშვის მიჯაჭვულობა ერთ-ერთ მშობელთან, ბავშვის ასაკი, მშობლების ზნეობრივი და სხვა პირადი თვისებები, ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობა, ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნის შესაძლებლობა, ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების ოჯახური მდგომარეობა... „ამდენად, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის მიჯაჭვულობას ერთ-ერთ მშობელთან. სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ფსიქო-პედაგოგიური ექსპერტიზის მიხედვით, თუ რომელი მშობლის მიმართ განიცდის უფრო მეტ სიმპათიას ბავშვი და რომელთან დარჩენა უფრო სასარგებლო იქნება მისი ფსიქიკური განვითარებისათვის, რა თქმა უნდა, ბავშვის მშობელთან დამოკიდებულებას არ გააჩნია გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ აღნიშნული კრიტერიუმი სხვა კრიტერიუმებთან ერთად მოითხოვს შესაბამის კვლევას“ (იხ. სუსგ ას-1062-996-2012, 22.01.2013წ).
სასამართლოს აღნიშვნით, არასრულწლოვან ლ------–-------ის უფლებათა დაცვის მიზნით ღონიძიებების გატარებისას, საამისოდ უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია გამოიკვლიოს არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა და მისი გამომწვევი მიზეზები. საქმის მასალებით დადგენილი და დადასტურებულია, რომ არასრულწლოვანი ლ------–-------ე ბოლო პერიოდია ცხოვრობს დედასთან ქ. თ---–--ში. მასთან მუშაობს სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი, რომელთა დასკვნებითა და მოსაზრებებით, ბავშვის ამჟამინდელი მდგომარეობა არ არის ცუდი, პირიქით, დედის მიმართ ლ---- კარგადაა განწყობილი, აქვს მეგობრული ურთიერთობა და ენდობა მას.
სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილია 2019 წლის 24 დეკემბერს შპს ,,ფ-----ს’’ დირექტორის ფსიქოლოგ ნ--- გ------–---–ის მიერ გაცემული ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ლ------–-------ეს მამასთან შეხვედრაზე საუბრისას აღენიშნა ფსიქოლოგიური სტრესი, რომელიც თავის მხრივ არის ორგანიზმის არასპეციფიკური რეაქცია მეტისმეტად ძლიერ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ გამღიზიანებლებზე (ამ შემთხვევაში კონკრეტულ გამღიზიანებლად ითვლება მამასთან მოსალოდნელი კონტაქტი და დედის დაკარგვის შიში). აღნიშნული სტრესი მოზარდთან გამოვლინდა შემდეგი სიმპტომატიკით: ხასიათის მკვეთრი ცვლილება, უსაფრთხოების და სიხარულის განცდის დაკარგვა (ანჰედონია), შიშისა და წუხილის ერთობლივი განცდა, დაძაბულობა და აღელვება. ყოველივე ზემოაღნიშნული, ლ----ს შემთხვევაში წარმოადგენს გაცნობიერებულ ან გაუცნობიერებელ სტრესულ ფაქტორებს, რომლებიც თავის მხრივ, იწვევს იმედგაცრუებას შფოთვას ან შინაგან კონფლიქტს. აღსანიშნავია ისიც, რომ ფსიქოსოციალური სტრესისთვის არ არის აუცილებელი სტრესის გამომწვევი რეალური ფაქტორების არსებობა. არასასიამოვნო სიტუაციის მოლოდინმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს სტრესისთვის დამახასიათებელი რეაქციები. ლ------–-------ის მამის მიმართ არსებული გაუთვითცნობიერებელი აგრესია, რომელიც თავის მხრივ იწვევს მოზარდის შფოთვას, სიმშვიდის განცდის დაკარგვას და გაღიზიანებას, ბავშვის ფსიქიკას აყენებს მძიმე ფსიქო-ემოციური სტრესის წინაშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასურველია დედამ უზრუნველყოს ბავშვის მიერ ფსიქოთერაპიული კურსის გავლა სპეციალისტთან (8-10 სესია), რომელიც დაეხმარება ბავშვს არსებული პრობლემის დაძლევაში, შეუმცირებს ზოგადი შფოთვისა და აგზნების დონეებს, ასწავლის ბავშვს იმ ხერხებს, რომელთა დახმარებითაც ის ერთმანეთთან კონფლიქტში მყოფი მშობლების მიმართ სწორ და ჯანსაღ დამოკიდებულებას დაამყარებს. სიტუაციას ობიექტურად შეაფასებს და მამის მიმართ ჩამოუყალიბებს მშვიდ და პოზიტიურ დამოკიდებულებას. ლ------–-------ე დედამ ნ-----–-------–---–მა დაარწმუნოს იმაში, რომ მამას ლ---- ძალიან უყვარს და მას არავითარ შემთხვევაში, არასდროს არ მიაყენებს ზიანს და ყოველთვის იქნება მისი ინტერესების დამცველი (ვითვალისწინებთ, რომ მამას ენატრება და უყვარს საკუთარი შვილი, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენთვის და მამისთვისაც უპირატესი უნდა იყოს ლ----ს ფსიქო-ემოციური კომფორტი); ფსიქოთერაპიული კურსის ჩატარების საფუძველზე სასურველია მამა თავდაპირველად დათანხმდეს მხოლოდ სატელეფონო ფორმატში კომუნიკაციაზე და არ განახორციელოს ზეწოლა პირისპირ ნახვის ფორმატზე (უსაფრთხოებისა და ნდობის მოპოვების მიზნით); აღნიშნული უნდა განხორციელდეს ლ------–-------ის სურვილისა და ნების გათვალისწინებით, შესაბამისად, პირველი კომუნიკაცია მამის მხრიდან განხორციელდეს საყვედურებისა და დირექტივების გარეშე, რათა ეტაპობრივად მოხდეს მომავალი პირისპირ შეხვედრების ტრავმატიზირების ხარისხის დაწევა. ფსიქოთერაპიის ეფექტის გასაძლიერებლად და ლ----ს სიმშვიდისა და ნდობის მოპოვების მიზნით, შეხვედრის დრო, ადგილი და დამსწრე პირები განსაზღვროს თავად ლ----მ. აღნიშნულ შეხვედრებზე შესაძლებელია დედა იმყოფებოდეს ბავშვის თვალთახედვის არეში (ბავშვის სიმშვიდის მიზნით);
ფსიქოლოგი ნ--- გ------–---–ი სასამართლო სხდომაზე ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით დაკითხული იქნა მოწმის სახით მის მიერ გაცემული დასკვნის ირგვლივ, იგი დაეთანხმა მის მიერ გაცემულ დასკვნას და განმარტა, რომ ლ------–-------ის მიერ ფსიქოთერაპიული კურსის 8-10 სესიის გავლას დასჭირდება დაახლოებით თვე - თვენახევარი. სწორედ ეს პერიოდია საჭირო, რათა ბავშვი ფსიქოლოგიურად შემზადდეს მამასთან შეხვედრისათვის. ამასთან, უსაფრთხოებისა და ნდობის მოპოვებისათვის ამ პერიოდში არ არის სასურველი ბავშვის პირისპირ შეხვედრა მამასთან და ეს მიზანი დამცავი ორდერის საშუალებით იქნება მიღწეული თუ მამის მიერ ნებაყოფლობით მოხდება ამ პირობის დაცვა, მნიშვნელობა არ აქვს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ------–-------ე ცხოვრობს დედასთან - ნ-----–-------–---–თან და დედის ნათესავებთან ერთად, სადაც თავს კარგად გრძნობს და აქვს მრავალფეროვანი ცხოვრება. შესაბამისად, დედამ შვილთან აღადგინა თბილი ურთიერთობები, აქვთ ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება, ლ---- დედასთან კონტაქტობს აქტიურად და აღარ აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობებში რაიმე სახის პრობლემები. ამდენად, დამცავი ორდერის მთავარი მიზანი, ლ------–-------ე მოძალადე მამის საცხოვრებელი ადგილიდან გადაეყვანათ 2013 წლის 21 იანვრის სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ დედის საცხოვრებელ ადგილზე, რომლის აღსრულებაც ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფი ბავშვის კატეგორიული წინააღმდეგობის გამო წლების მანძილზე ვერ განხორციელდა, მიღწეულია. შედეგად, ამჟამად ბავშვი სრულადადაპტირებულია დედასთან.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში, ანუ მთელი 6 თვის მანძილზე ბავშვის მამის დ-------–-------ის მხრიდან არ დარღვეულა პირობები, იგი არ დაკონტაქტებია ბავშვს და არ უცდია მისი მონახულება. დ-------–-------ემ განმარტა, რომ მან ნებაყოფლობით გაიარა ფსიქოლოგთან კონსულტაცია, რათა ესწავლა შვილთან ჯანსაღი კომუნიკაციის მეთოდები, შედეგად, ის აცნობიერებს მის მიერ ბავშვის აღზრდისას დაშვებულ შეცდომებს და ლ----ს დედასთან თანაცხოვრების აუცილებლობას. ამჟამად, ის არ აპირებს ბავშვთან ურთიერთობა ფსიქოლოგის გარეშე დაიწყოს, მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება სასამართლო გადაწყვეტილება და მზადაა დაემორჩილოს იმ შეზღუდვებს, რასაც ამ კუთხით ფსიქოლოგი ითხოვს მისგან. დ-------–-------ის ამ განმარტების გულწრფელობაში სასამართლოს შინაგან რწმენას ამყარებს ფსიქოლოგ ლ--–- ნ---–--ის ჩვენება და მის მიერ გაცემული დასკვნა. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგაც (2019 წლის 27 დეკემბერი), დ-------–-------ე პირნათლად იცავს მის მიერ დადებულ პირობას, რომ ფსიქოლოგის ნებართვის გარეშე არ დაამყარებს პირველად კონტაქტებს ბავშვთან.
სასამართლოს აღნიშვნით, ამჟამად, ლ------–-------ე როგორც ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან, ისე მოსამართლესთან გასაუბრებისას კატეგორიულ უარს აცხადებს მამასთან შეხვედრაზე, რომლის ახსნას ვერ ახერხებს. ფსიქოლოგთან საუბრისას აღენიშნა ფსიქოლოგიური სტრესი, რომელიც თავის მხრივ არის ორგანიზმის არასპეციფიკური რეაქცია, რაც გამოვლინდა შემდეგი სიმპტომატიკით: ხასიათის მკვეთრი ცვლილება, უსაფრთხოების და სიხარულის განცდის დაკარგვა (ანჰედონია), შიშისა და წუხილის ერთობლივი განცდა, დაძაბულობა და აღელვება. ფსიქოსოციალური სტრესისთვის არ არის აუცილებელი სტრესის გამომწვევი რეალური ფაქტორების არსებობა. არასასიამოვნო სიტუაციის მოლოდინმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს სტრესისთვის დამახასიათებელი რეაქციები. ლ------–-------ის მამის მიმართ არსებული გაუთვითცნობიერებელი აგრესია, რომელიც თავის მხრივ იწვევს მოზარდის შფოთვას, სიმშვიდის განცდის დაკარგვას და გაღიზიანებას, ბავშვის ფსიქიკას აყენებს მძიმე ფსიქო-ემოციური სტრესის წინაშე.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2019 წლის 18 სექტემბერს ჩატარებული ფსიქოლოგიური გამოკვლევის დროს ლ------–-------ეს არ ჰქონდა ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება მამასთან შეხვედრაზე. ის აცხადებდა „თუ დედაზე ცუდს არ მეტყვის და კარგად მოიქცევა, მარტო მაშინ შევხვდები მამას, მე აქ მაქვს საინტერესო და ბედნიერ ცხოვრება“. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრებისას ის ამბობდა, რომ „ამ ეტაპზე არ იყო მზად შეხვედროდა მამას განმარტოებით და ნახავდა მხოლოდ დედის თანდასწრებით იმ შემთხვევაში, თუკი დედაზე ცუდს აღარ ეტყოდა“. დამცავი ორდერის 3 თვით გაგრძელებამ და მამასა და შვილს შორის კომუნიკაციის სრულმა უქონლობამ, გამორიცხა მამის მხრიდან შესაძლო ძალადობა ბავშვზე, გამოიწვია მეორე უკიდურესობა, დედის მიმართ დადებითი მიჯაჭვულობის წარმოქმნის ფონზე, მოხდა ლ----ს სრული გაუცხოვება მამასთან, რომლის აღმოსაფხვრელად და მამასთან ნორმალური ურთიერთობის აღსადგენად აუცილებელია ლ----ს დედამ შეასრულოს ფსიქოლოგის მიერ გაცემული რეკომენდაციები: „მაქსიმალურად ეცადოს შვილის დარწმუნებას იმაში, რომ მამასთან ყოფნა მისთვის არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს, მამასთან შეხვედრის შემთხვევაში მამა მას არსად წაიყვანს მისი ნების საწინააღმდეგოდ და მას ყოველთვის ექნება დედასთან სატელეფონო კავშირის საშუალება“. „დედამ უზრუნველყოს ბავშვის მიერ ფსიქოთერაპიული კურსის გავლა სპეციალისტთან (8-10 სესია), რომელიც დაეხმარება ბავშვს არსებული პრობლემის დაძლევაში, შეუმცირებს ზოგადი შფოთვისა და აგზნების დონეებს, ასწავლის ბავშვს იმ ხერხებს, რომელთა დახმარებითაც ის ერთმანეთთან კონფლიქტში მყოფი მშობლების მიმართ სწორ და ჯანსაღ დამოკიდებულებას დაამყარებს“.
სასამართლომ განმარტა, რომ ფსიქოლოგის მოცემულ რეკომენდაციებს, რომ გარკვეული სახის ფსიქოლოგიური სამუშაოები ჩატარდეს როგორც ლ------–-------ესთან, ისე მამასთან დ-------–-------ესთან და მხოლოდ ამის შემდეგ შედგეს მათი შეხვედრა, იზიარებს სასამართლო პროცესში მონაწილე ყველა მხარე. სადავო მხოლოდ ის საკითხი რჩება, ამ რეკომენდაციების შესასრულებლად და მამა-შვილს შორის ნორმალური ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად, რათა მათი პირდაპირი შეხვედრით არ დაზიანდეს ლ------–-------ის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობა, არის თუ არა აუცილებელი დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება.
სასამართლოს განმარტებით, “ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე ნაწილი მკაფიოდ მიუთითებს თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება: „დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ორდერის მოქმედების პერიოდში და დამატებით არა უმეტეს 3 თვით, თუ არსებობს საფრთხე მსხვერპლის ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ“.
ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნის მშობლისაგან განცალკევება არის უკიდურესი ზომა, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც გამოყენებულ იქნა ყველა სხვა, ნაკლებად მკაცრი ზომა და ამ ზომებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, ან როდესაც შექმნილ ვითარებაში აშკარაა, რომ ნაკლებად მკაცრი ზომის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას.
მოცემულ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს იმაზე, რომ ამ ეტაპზე რაიმე რეალური საფრთხე არსებობს ლ------–-------ის ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში, ანუ მთელი 6 თვის მანძილზე ბავშვის მამის დ-------–-------ის მხრიდან არ დარღვეულა პირობები, იგი არ დაკონტაქტებია ბავშვს და არ უცდია მისი მონახულება. ამჟამადაც, ის არ აპირებს ბავშვთან ურთიერთობა ფსიქოლოგის გარეშე დაიწყოს, მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება სასამართლო გადაწყვეტილება და მზადაა დაემორჩილოს იმ შეზღუდვებს, რასაც ამ კუთხით ფსიქოლოგი ითხოვს მისგან. აღსანიშნავია ისიც, რომ დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგაც(2019 წლის 27 დეკემბერი), დ-------–-------ე პირნათლად იცავს მის მიერ დადებულ პირობას, რომ ფსიქოლოგის ნებართვის გარეშე არ დაამყარებს პირველად კონტაქტებს ლ----სთან.
სასამართლოს აღნიშვნით, ამ ეტაპზე, როდესაც აშკარად იკვეთება დ-------–-------ესა და მის
არასრულწლოვან შვილს ლ------–-------ეს შორის ყოველგვარი ურთიერთობების 6 თვით გაწყვეტის შედეგად წარმოშობილი გაუცხოების აღმოფხვრის და მათ შორის ნორმალური ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად ფსიქოლოგის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პრიორიტეტი, მშობელს გაცნობიერებული აქვს ამ პროცესის მნიშვნელობა და სრულებით ეთანხმება საწყის ეტაპზე შვილთან ურთიერთობის აღდგენისათვის საჭირო ნაბიჯებს, ამ პროცესში სახელმწიფოს იძულებითი მექანიზმების ჩართვის საჭიროება აღარ არსებობს.
ზემოთ განხილული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ არ დააკმაყოფილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილების განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ დამცავი ორდერის მოქმედების ვადა გაგრძელდეს კიდევ 3 თვით, რადგან ამის აუცილებლობა არ დადასტურდა საქმის სასამართლო განხილვის შედეგად.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 06 იანვრის გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილებისა და ნ-----–-------–---–ის მიერ, რომელებმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და დ-------–-------ის მიმართ დამცავი ორდერის ვადის გაგრძელება მოითხოვეს, შემდეგი საფუძვლით:
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილების აღნიშვნით, ლ------–-------ის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია გაგრძელდეს დამცავი ორდერის მოქმედების ვადა 3 (სამი) თვით, რათა ფსიქოლოგის რეკომენდაციის საფუძველზე გარკვეული სახის ფსიქოლოგიური სამუშაოები ჩატარდეს, როგორც ლ------–-------ესთან, ასევე მამასთან - დ-------–-------ესთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს მათი შეხვედრა, რადგან როგორც მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა მათი პირდაპირი შეხვედრა დააზიანებს ლ------–-------ის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას.
საჩივრის ავტორის ნ-----–-------–---–ის მითითებით, ვინაიდან ბავშვს - ლ------–-------ეს აქვს მამასთან შეხვედრის შიში, რადგან იგი 7 (შვისი) წლის მანძილზე იყო მისი მხრიდან ძალადობის მსხვერპლი დ-------–-------ის მიმართ შედგენილი დამცავი ორდერის მოქმედების ვადა უნდა გაგრძელდეს 03 (სამი) თვით.
საჩივრის ავტორის აღნიშვნით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ბავშვთან ურთიერთობაში მყოფი სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის პოზიცია და არ გააგრძელა დამცავი ორდერის მოქმედების ვადა.
საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გააანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და უნდა გაუქმდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 06 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII3 თავი განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესებს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით. აღნიშნული კოდექსის 2112 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს და მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების ყველა ეტაპზე, მათ შორის, არასრულწლოვნის დაკითხვისას (გამოკითხვისას), გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, მისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად. 2113 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი. დამცავ ორდერში მიეთითება: ა) მისი გამოცემის თარიღი და ადგილი; ბ) გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის გამოცემას; გ) მოძალადის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პროფესია და საცხოვრებელი ადგილი; დ) ამ მუხლის მე-3 ნაწილის და „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შემაკავებელი ორდერით გასათვალისწინებელი იმ მოქმედებების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელებაც ეკრძალება მოძალადეს (2115.2 მუხლი). დამცავი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს: ა) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან დაცვის ზომებს; ბ) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდების და მათ თავშესაფარში მოთავსების საკითხებს; გ) მოძალადის მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან გარიდების საკითხს; დ) მოძალადის ვალდებულებას – არ შეზღუდოს მსხვერპლი, ისარგებლოს პირადი ნივთებით, ავტომანქანით ან სხვა იმ ქონებით, რომელიც აუცილებელია ადამიანის ნორმალური არსებობისათვის; ე) მოძალადისათვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას; ვ) მოძალადის არასრულწლოვნისაგან განცალკევების, მასთან შეხვედრისა და ურთიერთობის რეგულირების საკითხებს; ზ) მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს; თ) მოძალადისათვის დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ პერიოდში იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას, იარაღის შეძენის ან მის შეძენაზე ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვას და პირად საკუთრებაში არსებული ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან დროებით ჩამორთმევის პირობებს; ი) მოძალადის მიერ მსხვერპლის მკურნალობის, თავშესაფარში ყოფნის და სხვა, გონივრული ხარჯების ანაზღაურების საკითხებს; კ) მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს; ლ) მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის საკითხს; მ) მოძალადის გაფრთხილებას დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ნ) სხვა საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის (2115.3 მუხლი). დამცავ ორდერში შესაძლებელია მიეთითოს ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი ან ყველა საკითხი, ძალადობის ფაქტის ადეკვატურად. დამცავი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით (2115.4 მუხლი). დამცავი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე (2115.7 მუხლი).
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა დათავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. მე-4 მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტების მიხედვით, ფსიქოლოგიური ძალადობაა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; იძულებაა – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. 14.2 მუხლით, არასრულწლოვნის მშობლისაგან (მშობლებისაგან), სხვა კანონიერი წარმომადგენლისაგან ან არასრულწლოვანთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები ნებისმიერი სხვა პირისაგან განცალკევება არის უკიდურესი ზომა, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც გამოყენებულ იქნა ყველა სხვა, ნაკლებად მკაცრი ზომა (მათ შორის, გასაუბრება და გაფრთხილება) და ამ ზომებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, ან როდესაც შექმნილ ვითარებაში აშკარაა, რომ ნაკლებად მკაცრი ზომის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. არასრულწლოვნის აზრი იმის შესახებ, თუ სად უნდა განთავსდეს იგი, გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი ასაკისა და განვითარების დონის მიხედვით და ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
პალატა განმარტავს, რომ ფსიქოლოგიური ანუ ემოციური (მორალური) ძალადობა ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა და იგი ხშირად შეფარვით ხასიათს ატარებს. იგი ყველაზე ძნელად ამოსაცნობი ძალადობის ფორმაა, რადგან არ არსებობს არანაირი ფიზიკური კვალი. ამ ტიპის ძალადობა დამახასიათებელია ძალაუფლების დისბალანსის სიტუაციებში, როგორიცაა ძალადობრივი ურთიერთობები, ძალადობა, განსაკუთრებით სამუშაო ადგილებზე და ბავშვთა ძალადობა. ძალადობის ეს ფორმა აზიანებს მთლიანად პიროვნებას, შესაბამისად ცალკეულ შემთხვევებში სიმძიმის თვალსაზრისით უსწრებს ძალადობის სხვა ფორმის გამოვლინებით დამდგარ შედეგებს.
კონფლიქტის ტაქტიკების სკალის (CTS) მიხედვით, ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმებში შეიძლება შედიოდეს: შეურაცხყოფის მიყენება, კრიტიკა, აგრესიული და ასაკისთვის შეუფერებელი მოთხოვნების წაყენება, დაშინება, უსამართლო ბრალდებების წაყენება, ემოციური მანიპულაცია, გადამეტებული კონტროლი, იზოლირება, დაცინვა და დამცინავი სახელებით მიმართვა, მუდმივად გაკრიტიკება, მუდმივი დამცირება, შერცხვენა (განსაკუთრებით სხვების თანდასწრებით) და ყვირილი. ამგვარი სახის ძალადობამ მისი ინტენსივობისა და ემოციური ზეწოლის სიმწვავის გათვალისწინებით შეიძლება გამოიწვიოს: დაბალი თვითშეფასება, დეპრესია, შფოთვა, თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება, ქცევითი პრობლემები სკოლაში, ბავშვსა და მშობელს შორის კავშირის შესუსტება, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და სხვა.
ზემოაღნიშნულზე კიდევ უფრო დამძიმებულია ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგი არასწრულწლოვან შვილებთან მიმართებაში, რადგანაც ისინი სრულწლოვნებთან შედარებით უფრო მოწყვლადნი არიან. ამგვარი სტრესული გარემო იწვევს არასრულწლოვნის ფსიქიკისა და ცნობიერების დამახინჯებას, რაც მთლიანად საზოგადოებაში არაჯანსაღი სიტუაციის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. მრავალი რისკი არსებობს იმ ბავშვების ჯანსაღ განვითარებასთან დაკავშირებით, რომლებიც განმეორებადი ცოლ-ქმრული კონფლიქტის მომსწრენი არიან და შესაბამისად ამ ფაქტის შემსწრე არასრულწლოვანი მსხვერპლად მოგვევლინება.
პალატა განმარტავს, რომ ზოგადად ბავშვისთვის ოჯახი არის შესაძლებლობა, რომლის საშუალებითაც ყალიბდება მისი ფიზიკური, ფსიქიკური, ემოციური და ინტელექტუალური განვითარების პირობები, ანუ მიმდინარეობს მისი სოციალიზაცია. მეუღლეებს, მათ შორის ყოფილ მეუღლეებს შორის ურთიერთობა უდიდეს გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე. ბავშვი აკვირდება ქცევის ფორმებსა და ნიმუშებს, რომლებსაც შემდგომ საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობისათვის იყენებს. მშობლებთან ურთიერთობისას, ბავშვი იძენს ცოდნასა და წესებს, რომელიც მომავალში მის მიერ მშობლის როლის შესრულებას განსაზღვრავს. ფაქტობრივად, ის ბავშვები, რომლებიც ხშირად არიან მათ შორის განქორწინებულ მშობლებს შორის უსიამოვნების შემცველი ინტერაქციის მომსწრენი, ხდებიან უფრო სენსიტიურნი ცოლ-ქმრული კონფლიქტის მიმართ, რაც მათ უფრო მეტად მოწყვლადს ხდის ამ ზეგავლენებისადმი. ბავშვებს, რომლებიც სენსიტიურნი არიან კონფლიქტის მიმართ, ნაკლებად ძალუძთ გაუმკლავდნენ დარდსა (პრობლემებს) და აგრესიას, რომელიც უმცირესი უთანხმოებების შემთხვევაშიც კი განაპირობებს მათში ფიზიოლოგიურ აღგზნებას და ემოციურ დისტრესს, რომელსაც შიშის, ბრაზისა და სევდის ფორმით გამოხატავენ. ბავშვები, რომლებიც ხდებიან საკუთარ მშობლებს შორის განმეორებადი დესტრუქციული კონფლიქტის მაგალითების მომსწრენი, აგრეთვე ავლენენ მცდელობებს, რომ თვითონ ჩაერთონ კონფლიქტში, ან ექომაგებიან ერთ-ერთ მშობელს, რომ შეაჩერონ მათ შორის მიმდინარე დაპირისპირება.ის არასრულწლოვნები, რომლებიც თავიანთი მშობლების მიერ კონფლიქტური შემთხვევების კონსტრუქციულად გადაჭრის მექანიზმებს ხედავენ, რეალურად იღებენ ძალიან დიდ სარგებელს იმის ნახვით, თუ როგორ უმკლავდებიან კონფლიქტს მათი მშობლები. ისინი სწავლობენ პრობლემის კონსტრუქციულად მოგვარების უნარებს, რომელსაც მომავალში, საკუთარი კონფლიქტების გადასაჭრელად გამოიყენებენ. კონსტრუქციული კონფლიქტი აგრეთვე აძლიერებს ბავშვის დაცულობის გრძნობას ოჯახში და იგი აღიქვამს ოჯახს, როგორც სტაბილურობის, თანაგრძნობისა და სიყვარულის წყაროს.
„ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილების მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად „ძალადობის მსხვერპლი ბავშვი“ განმარტებულია როგორც არასრულწლოვანი, რომლის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ან/და სასამართლო ორგანომ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა). ამავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით ძალადობა არის პირის მიერ ბავშვის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით, მიუხედავად იმისა, ეს ქმედება განხორციელდა/ხორციელდება განზრახვით ან/და განზრახვის გარეშე. ძალადობად მიიჩნევა: „თ.გ“ - ფსიქოლოგიური ძალადობა - შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, მათ შორის, ოჯახის წევრის მიერ/მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლში მითითებული ან/და 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისას ბავშვის მიერ განცდილი ძლიერი ემოციური სტრესი, რომელიც იწვევს ბავშვის პატივისა და ღირსების შელახვას ან დაშინებას; „თ.ე“ - იძულება - ბავშვის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს ქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა ან/და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, მათ შორის, იძულებითი ქორწინება, ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმა ან/და თანამონაწილეობა, ნივთიერებათა ავად მოხმარების, მოწყალების თხოვნის, აგრეთვე ბავშვის ჩართვას შრომით საქმიანობაში, მათ შორის, წვრილმან ვაჭრობაში, რომელიც იწვევს მისი საბაზისო უფლებების (განათლების, ჯანსაღ ფიზიკურ და მენტალურ განვითარებას) შეზღუდვას. იძულებად ჩაითვლება ბავშვის შრომის შედეგად მოპოვებული თანხის მთლიანი ან/და ნაწილობრივი მითვისება; „თ.ვ“ - „უგულებელყოფა“ ნიშნავს მშობლის/მშობლების, სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ ბავშვის ფიზიკური (მათ შორის, კვება, ჰიგიენა, საცხოვრისი), ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობას, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვას, საფრთხისაგან დაუცველობას, დაბადების რეგისტრაციის ან/და ბავშვისათვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოწესრიგებისათვის, აგრეთვე სამედიცინო და სხვა მომსახურებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობას, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია, შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.
პალატა მიუთითებს, რომ დადგენილების მე-8 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, მშობლისგან, სხვა კანონიერი წარმომადგენლისგან ან ბავშვთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები ნებისმიერი სხვა პირისგან ბავშვის განცალკევება წარმოადგენს უკიდურეს ზომას, რომელიც გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გამოყენებულ იქნა ყველა სხვა, ნაკლებად მკაცრი ზომა, მათ შორის, გასაუბრება და გაფრთხილება და ამ ნაკლებად მკაცრმა ზომებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, ან როდესაც შექმნილ ვითარებაში აშკარაა, რომ მომდევნო 24 საათის განმავლობაში ნაკლებად მკაცრი ზომის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას, რაც გამოიწვევს ბავშვის გარდაუვალ დაღუპვას ან ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას. მე-8 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად ბავშვის აზრი იმის შესახებ, თუ სად განთავსდება იგი, უნდა იყოს გათვალისწინებული მისი ასაკის და განვითარების დონის მიხედვით და ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
,,მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ 1996 წლის კონვენციის მიხედვით ,,მშობლის პასუხისმგებლობის“ მოიცავს მშობლის უფლებამოსილებას ან სხვა ანალოგიურ დამოკიდებულებას, რომელიც განსაზღვრავს მშობლების, მეურვეების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლების უფლებებს, უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს ბავშვის პიროვნებასთან ან ქონებასთან მიმართებაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ და განსაზღვრულია, რომ ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“. შეიძლება ითქვას, რომ მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. მითითებული კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია (იხ., სუსგ №ას-602-570-2015, 20.11.2015წ.).
პალატა განმარტავს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამცავი ორდერის ვადია გაგრძელება შესაძლებელია ორდერის მოქმედების პერიოდში და დამატებით არაუმეტეს 3 თვით, თუ არსებობს საფრთხე მსხვერპლის ან ოჯახის წევრის მიმართ.
სააპელაციო პალატა თვლის, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, რომლებითაც დადასტურებული იქნება დ-------–-------ის მხრიდან ლ------–-------ის ან მისი ოჯახის წევრების მიმართ რაიმე საფრთხის არსებობა. ამდენად, არ დასტურდება დ-------–-------ის მიმართ დამცავი ორდერის 3 (სამი) თვის ვადის გაგრძელების აუცილებლობა, შესაბამისად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილების და ნ-----–-------–---–ის საჩივრები დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს. ხოლო, რაც შეეხება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმადაც გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით არასრულწლოვან ლ------–-------ის დაცვის მიზნით გამოცემული დამცავი ორდერი დ-------–-------ის მიმართ, სააპელაციო სასამართლო ამ ნაწილში განმარტავს შემდეგს:
დადგენილია, რომ არასრულწლოვან ლ------–-------ის დაცვის მიზნით გამოცემული დამცავი ორდერის მოქმედების ვადა ამოიწურა 2019 წლის 28 დეკემბერს, რის შემდეგაც სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონულ განყოფილებას უარი ეთქვა დამცავი ორდერის მოქმედების ვადის 3 (სამი) თვით (9 თვემდე) გაგრძელებაზე. შესაბამისად დ-------–-------ის მიმართ, გამოცემული დამცავი ორდერის 6 (ექვსი) თვიანი მოქმედების ვადა ამოიწურა სრულად. დამცავი ორდერი 2019 წლიდან 28 ივნისიდან 28 დეკემბრამდე მოქმედებდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით და მისი ვადის გასვლის შემდეგ ავტომატურად შეწყდა და მოიხსნა ის შეზღუდვები, რაც აღნიშნული ორდერით დაწესებული ჰქონდა დ-------–-------ეს, როგორც მშობელს, არასრულწლოვან ლ------–-------ესთან მიმართებაში. შესაბამისად ზემოთ მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე სამართლებრივად უსწოროა დამცავი ორდერის ვადის ამოწურვის შემდეგ მის გაუქმებაზე მითითება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივრები და უნდა გაუქმდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 2113 მუხლის 71 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილებისა და ნ-----–-------–---–ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 06 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი;
3. დანარჩენ ნაწილში სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 06 იანვრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
4.სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: მურთაზ მეშველიანი
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ხათუნა ხომერიკი