განაჩენი

სისხლის სამართლის 13.03.2020
საქმის ნომერი
010100119003329598
ინსტანცია
თარიღი
13.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003329598

საქმე №1/ბ-132-2020 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

9 მარტი, 2020 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი--- ვ-–--------ის ძე ს--------ის მიმართ, დაბადებული: 3--------- წელს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, პასპორტის ნომერი: 6---------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ.ბათუმი, შ. ხ--–--–---–-------------------;

აღწერილობით ნაწილი:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით ი--- ს--------იმ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 12 ნოემბერს, დაახლოებით 01:00 საათის შემდგომ, ქ. ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის №2-, ბინა №47-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების დროს წარმოქმნილი კონფლიქტისას, ი--- ს--------იმ, თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდგომ ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მეუღლის დედას, სიდედრს - ს-----–--- ტ-------–--------ას ხელი წაუჭირა კისერში და მოქაჩა თმებზე, რა დროსაც ს-----–--- ტ-------–--------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო ი--- ს--------ის არასრულწლოვანი შვილი - ტატიანა ს--------აია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენით ი--- ს--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ ი--- ს--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

ი--- ს--------ის, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 12 ნოემბრიდან 2019 წლის 14 ნოემბრამდე.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---- მ--------ს მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ი--- ს--------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ს-----–--- ტ-------–--------ას ჩვენებით, მოწმეების - ქ----------------–------------–-------------------------–--–--–-------------------- ს--------აიას ჩვენებებით, 2019 წლის 12 ნოემბრით დათარიღებული №0----- შემაკავებელი ორდერით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ი--- ს--------აიას ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს მსჯავრდებულისთვის მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

მსჯავრდებულ ი--- ს--------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა---- მ--------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენი ი--- ს--------ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

ი--- ს--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ ი--- ს--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით გადახდილი თანხა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით - დაუბრუნდეს მის შემტანს, ქ--------ე კ-----–--ეს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

ი--- ს--------ის, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 12 ნოემბრიდან 2019 წლის 14 ნოემბრამდე.

კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს

მსჯავრდებულის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დაევალოს მსჯავრდებულს გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე