განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210019002798437
საქმე №2ბ/37-20
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 მარტი 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე (მომხსენებელი) - ლაშა ქოჩიაშვილი
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი - მაკა ბუიღლიშვილი
აპელანტი - შ.პ.ს. ,,ლ-------–-----------“
წარმომადგენლები - დ--------–-------–---–ი
მ------------ა
მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. ,,ს---------------------------–-----“
წარმომადგენელი - ე-----–--------–---–ი
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა
კოლეგიის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სარჩელის მოთხოვნა:
შ.პ.ს. ,,ლ-------–-----------“-ს შ.პ.ს. ,,ს---------------------------–-----“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 08 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიწოდებული ნავთობპროდუქტების ღირებულების ანაზღაურება _ 1 146 149 ა.შ.შ. დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით შ.პ.ს. ,,ს---------------------------–-----“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, შ.პ.ს. ,,ლ-------–-----------“-ს შ.პ.ს. ,,ს---------------------------–-----“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 1146149 ა.შ.შ. დოლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. შ.პ.ს. ,,ს---------------------------–----ს“ და შ.პ.ს. ,,ლ-------–-----------ს“ შორის 2012-2013 წლებში გაფორმდა ერთმანეთის მსგავსი შინაარსის მქონე ხელშეკრულებები, კერძოდ:
2012 წლის 03 იანვარს შ.პ.ს. ,,ს---------------------------–----ს“ და შ.პ.ს. ,,ლ-------–-----------ს“ შორის გაფორმდა ნავთობპროდუქტების ნასყიდობის ხელშეკრულება. მხარეთა შეთანხმებით, ნასყიდობის საგანის რაოდენობა, გადახდის პირობები, საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირების ხარჯები, ფასი და ყველა სხვა არსებითი პირობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრებოდა მხარეთა მიერ დამატებით შედგენილ დანართში, რომელიც წარმოადგენდა წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს ან/და ზეპირი შეთანხმების შესაბამისად, რომელიც აისახებოდა ბუღალტერიის მიერ გამოწერილ სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში. ხელშეკრულების მე-4 პუნქტით განისაზღვრა ნასყიდობის ღირებულების და ანგარიშსწორების პირობები, კერძოდ, ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, ნასყიდობის საგნის მიწოდება მოხდებოდა მხარეთა ურთიერთშეთანხმებით დადგენილ ფასებში, რომელიც აისახებოდა ბუღალტერიის მიერ გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურაში ან/და დამატებით შედგენილ დანართში, რომელიც წარმოადგენდა ამ ხელშეკრულების ნაწილს. მყიდველს ნასყიდობის საგნის ღირებულება უნდა გადაეხადა როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების წესით. მყიდველს ნასყიდობის საგნის ღირებულება უნდა გადაეხადა შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
2012 წლის 31 დეკემბერს შ.პ.ს. ,,ს---------------------------–----ს“ და შ.პ.ს. ,,ლ-------–-----------ს“ შორის გაფორმდა ნავთობპროდუქტების ნასყიდობის ხელშეკრულება. მხარეთა შეთანხმებით, ნასყიდობის საგანის რაოდენობა, გადახდის პირობები, საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირების ხარჯები, ფასი და ყველა სხვა არსებითი პირობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრებოდა მხარეთა მიერ დამატებით შედგენილ დანართში, რომელიც წარმოადგენდა წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს ან/და ზეპირი შეთანხმების შესაბამისად, რომელიც აისახებოდა ბუღალტერიის მიერ გამოწერილ სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში. ხელშეკრულების მე-4 პუნქტით განისაზღვრა ნასყიდობის ღირებულების და ანგარიშსწორების პირობები, კერძოდ 4.1. პუნქტის თანახმად ნასყიდობის საგანის მიწოდება მოხდებოდა მხარეთა ურთიერთშეთანხმებით დადგენილ ფასებში, რომელიც აისახებოდა ბუღალტერიის მიერ გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურაში ან/და დამატებით შედგენილ დანართში, რომელიც წარმოადგენდა ამ ხელშეკრულების ნაწილს. მყიდველს ნასყიდობის საგნის ღირებულებას უნდა გადაეხადა როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების წესით. მყიდველს ნასყიდობის საგნის ღირებულება უნდა გადაეხადა შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
2013 წლის 08 აგვისტოს შ.პ.ს. ,,ს---------------------------–----ს“ და შ.პ.ს. ,,ლ-------–-----------ს“ შორის გაფორმდა ნავთობპროდუქტების ნასყიდობის ხელშეკრულება. მხარეთა შეთანხმებით, მყიდველი (შ.პ.ს. ,,ლ-------–-----------“) იყიდდა გამყიდველისაგან 10000 (ათიათასი) +/-5% ტონა თურქმენული წარმოების ჰიდროფილტრირებული დიზელის საწვავს ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად. მყიდველი ვალდებული იყო მოეხდინა ანგარიშსწორება რკინიგზის ზედდებულებში განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად გამოწერილი ანგარიშფაქტურის მიხედვით წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში. ხელშეკრულების მე-4 პუნქტით განისაზღვრა ნასყიდობის ღირებულების და ანგარიშსწორების პირობები, კერძოდ 4.1. პუნქტის თანახმად, ნასყიდობის საგნის საინვოისე ღირებულება განისაზღვრებოდა შემდეგი ფორმულით: ერთ ტონა საწვავზე გაანგარიშებით: თურქმენეთში საბაჟო დეკლარაციის გამოწერის თარიღისათვის დაფიქსირებული PLATTS FOB MED ITALY GASOIL 01 კვოტაციას +82 აშშ დოლარი + დარიცხული საბაჟო გადასახადები + ტრანსპორტირების თანხები. მყიდველს ნასყიდობის საგნის ღირებულება უნდა გადაეხადა როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების წესით, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნასყიდობის ხელშეკრულებები (ტომი II, ს.ფ. 233-243)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
2.2. შ.პ.ს. ,,ს---------------------------–----მა” შ.პ.ს. ,,ლ-------–-----------ს“ 2012 წლის 31 დეკემბრისა და 2013 წლის 08 აგვისტოს ხელშეკრულებების ფარგლებში ნავთობპროდუქტები მიყიდა 2013 წლის განმავლობაში, საბოლოო მიწოდება განხორციელდა 2013 წლის 16 ნოემბერს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ს.ფ. 21-257).
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.3. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების შეფასებით სასამართლომ მიიჩნია, რომ შ.პ.ს. ,,ლ-------–-----------“-ს შ.პ.ს. ,,ს---------------------------–-----“-ს მიმართ, 2013 წლის 08 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გააჩნია 1146149 ა.შ.შ. დოლარის გადახდის ვალდებულება.
სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას, ხელშეკრულების დადების და ვალდებულების არსებობის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას. მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნებოდა ნასყიდობის ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულებას - მიწოდებული საქონლის ღირებულების (ნასყიდობის ფასის) გადახდას. მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა მიღებული და დადასტურებული ჰქონდა მყიდველს - შ.პ.ს. ,,ლ-------–-----------“-ს. საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დასტურდებოდა, რომ შ.პ.ს. ,,ლ-------–-----------“-სა და შ.პ.ს. ,,ს---------------------------–-----“-ს შორის 2013 წლის 08 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული პროდუქციის ღირებულება შეადგენდა 21 698 647,11 ლარს (მიწოდების დღეს არსებული კურსის შესაბამისად), კერძოდ: ა) 2013 წლის 10 აგვისტოს ანგარიშ-ფაქტურებით დასტურდებოდა, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება შეადგენდა 420 740,67 ლარს (ტომი I, ს.ფ. 89-91); ბ) 2013 წლის 11 აგვისტოს ანგარიშ-ფაქტურებით დასტურდებოდა, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება შეადგენდა 691054,49 ლარს (ტომი I, ს.ფ. 92-96); გ) 2013 წლის 12 აგვისტოს ანგარიშ-ფაქტურით დასტურდებოდა, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება შეადგენდა 137 780,54 ლარს (ტომი I, ს.ფ. 97); დ) 2013 წლის 14 აგვისტოს ანგარიშ-ფაქტურებით დასტურდებოდა, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება შეადგენდა 816 029,49 ლარს (ტომი I, ს.ფ. 98-103); ე) 2013 წლის 23 აგვისტოს ანგარიშ-ფაქტურებით დასტურდებოდა, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება შეადგენდა 1 650 843,69 ლარს (ტომი I, ს.ფ. 109-120); ვ) 2013 წლის 24 აგვისტოს ანგარიშ-ფაქტურით დასტურდებოდა, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება შეადგენდა 137 331,77 ლარს (ტომი I, ს.ფ. 121); ზ) 2013 წლის 25 აგვისტოს ანგარიშ-ფაქტურებით დასტურდებოდა, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება შეადგენდა 280 257,5 ლარს (ტომი I, ს.ფ. 122-123); თ) 2013 წლის 26 აგვისტოს ანგარიშ-ფაქტურებით დასტურდებოდა, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება შეადგენდა 1 108 671,75 ლარს (ტომი I, ს.ფ. 124-131); ი) 2013 წლის 31 აგვისტოს ანგარიშ-ფაქტურებით დასტურდებოდა, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება შეადგენდა 403 714,5 ლარს (ტომი I, ს.ფ. 132-134); კ) 2013 წლის 02 სექტემბრის ანგარიშ-ფაქტურებით დასტურდებოდა, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება შეადგენდა 672 477,27 ლარს (ტომი I, ს.ფ. 135-139); ლ) 2013 წლის 03 სექტემბრის ანგარიშ-ფაქტურებით დასტურდებოდა, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება შეადგენდა 679 772,23 ლარს (ტომი I, ს.ფ. 140-144); მ) 2013 წლის 05 სექტემბრის ანგარიშ-ფაქტურით დასტურდებოდა, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება შეადგენდა 135 368,55 ლარს (ტომი I, ს.ფ. 145); ნ) 2013 წლის 11 სექტემბრის ანგარიშ-ფაქტურებით დასტურდებოდა, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება შეადგენდა 1 432 438,57 ლარს (ტომი I, ს.ფ. 152-161); ო) 2013 წლის 15 სექტემბრის ანგარიშ-ფაქტურებით დასტურდებოდა, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება შეადგენდა 714 020,31 ლარს (ტომი I, ს.ფ. 162,166); პ) 2013 წლის 18 სექტემბრის ანგარიშ-ფაქტურებით დასტურდებოდა, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება შეადგენდა 418 761,01 ლარს (ტომი I, ს.ფ. 167-169); ჟ) 2013 წლის 19 სექტემბრის ანგარიშ-ფაქტურებით დასტურდებოდა, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება შეადგენდა 280 287,84 ლარს (ტომი I, ს.ფ. 170-171); რ) 2013 წლის 24 სექტემბრის ანგარიშ-ფაქტურებით დასტურდებოდა, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება შეადგენდა 1 409 666,86 ლარს (ტომი I, ს.ფ. 172-181); ს) 2013 წლის 27 სექტემბრის ანგარიშ-ფაქტურებით დასტურდებოდა, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება შეადგენდა 556 376,94 ლარს (ტომი I, ს.ფ. 182-185); ტ) 2013 წლის 30 სექტემბრის ანგარიშ-ფაქტურებით დასტურდებოდა, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება შეადგენდა 1 056 386,33 ლარს (ტომი I, ს.ფ. 186-193); უ) 2013 წლის 06 ოქტომბრის ანგარიშ-ფაქტურით დასტურდებოდა, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება შეადგენდა 106 051,68 ლარს (ტომი I, ს.ფ. 194); ფ) 2013 წლის 07 ოქტომბრის ანგარიშ-ფაქტურებით დასტურდებოდა, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება შეადგენდა 280 483,68 ლარს (ტომი I, ს.ფ. 195-196); ქ) 2013 წლის 10 ოქტომბრის ანგარიშ-ფაქტურებით დასტურდებოდა, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება შეადგენდა 276 710,17 ლარს (ტომი I, ს.ფ. 197-198); ღ) 2013 წლის 13 ოქტომბრის ანგარიშ-ფაქტურებით დასტურდებოდა, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება შეადგენდა 1 392 768,8 ლარს (ტომი I, ს.ფ. 199-208); ყ) 2013 წლის 15 ოქტომბრის ანგარიშ-ფაქტურებით დასტურდებოდა, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება შეადგენდა 800 714,13 ლარს (ტომი I, ს.ფ. 209-214); შ) 2013 წლის 27 ოქტომბრის ანგარიშ-ფაქტურებით დასტურდებოდა, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება შეადგენდა 2 414 225,23 ლარს (ტომი I, ს.ფ. 215-231); ჩ) 2013 წლის 28 ოქტომბრის ანგარიშ-ფაქტურებით დასტურდებოდა, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება შეადგენდა 424 254,69 ლარს (ტომი I, ს.ფ. 232-234); ც) 2013 წლის 01 ნოემბრის ანგარიშ-ფაქტურებით დასტურდებოდა, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება შეადგენდა 747 572,69 ლარს (ტომი I, ს.ფ. 235-240); ძ) 2013 წლის 06 ნოემბრის ანგარიშ-ფაქტურებით დასტურდებოდა, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება შეადგენდა 1 581 160,66 ლარს (ტომი I, ს.ფ. 241-252); წ) 2013 წლის 16 ნოემბრის ანგარიშ-ფაქტურებით დასტურდებოდა, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება შეადგენდა 672 725,07 ლარს (ტომი I, ს.ფ. 253-257);
სასამართლოს განმარტებით, მითითებული თანხა შეესაბამებოდა მოპასუხის მიერ წარმოდგენილ აუდიტორულ დასკვნაში მითითებულ თანხას მიღებული საწვავის ღირებულების ნაწილში. მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ 2013 წლის პერიოდში პროდუქციის მიწოდებას 2012 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულების ფარგლებშიც. საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დასტურდებოდა, რომ მითითებული ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული პროდუქციის ღირებულება შეადგენდა 10 084 613,48 ლარს, კერძოდ, დასტურდებოდა რომ: ა) 2013 წლის 06 აპრილის ანგარიშ-ფაქტურებით მიწოდებული პროდუქციის ღირებულება შეადგენდა 2 200 504,81 ლარს (ტომი I, ს.ფ. 21-37); ბ) 2013 წლის 20 აპრილის ანგარიშ-ფაქტურებით _ 994 322,23 ლარს (ტომი I, ს.ფ. 38-45); გ) 2013 წლის 08 მაისის ანგარიშ-ფაქტურებით _ 961 628,5 ლარს (ტომი I, ს.ფ. 46-53); დ) 2013 წლის 16 მაისის ანგარიშ-ფაქტურებით _ 615 649,17 ლარს (ტომი I, ს.ფ. 54-58); ე) 2013 წლის 27 მაისის ანგარიშ-ფაქტურებით _ 925 453,41 ლარს (ტომი I, ს.ფ. 59-66); ვ) 2013 წლის 15 ივნისის ანგარიშ-ფაქტურებით _ 1 364 563,79 ლარს (ტომი I, ს.ფ. 67-75); ზ) 2013 წლის 08 ივლისის ანგარიშ-ფაქტურებით _ 453 599,89 ლარს (ტომი I, ს.ფ. 76-79); თ) 2013 წლის 21 ივლისის ანგარიშ-ფაქტურებით _ 525 659,9 ლარს (ტომი I, ს.ფ. 80-83); ი) 2013 წლის 28 ივლისის ანგარიშ-ფაქტურებით _ 655 065,44 ლარს (ტომი I, ს.ფ. 84-88); კ) 2013 წლის 17 აგვისტოს ანგარიშ-ფაქტურებით _ 659 093,8 ლარს (ტომი I, ს.ფ. 104-108); ლ) 2013 წლის 09 სექტემბრის ანგარიშ-ფაქტურებით _ 729 072,54 ლარს (ტომი I, ს.ფ. 146-151);
საგადასახადო დავალებებითა და ცნობებით დასტურდებოდა, რომ მოპასუხე - შ.პ.ს. ,,ლ-------–-----------“-ს მიერ მოსარჩელე - შ.პ.ს. ,,ს---------------------------–-----“-სათვის გადახდილი იქნა 30 263 836,94 ლარი, ანგარიშსწორების დანიშნულებას 2013 წლის 21 აგვისტოს, 2013 წლის 07 ნოემბრის, 2014 წლის 08 იანვრის და 2014 წლის 17 დეკემბრის საგადახადო დავალებებზე წარმოადგენს ,,საწვავის ღირებულება“, ხოლო დანარჩენ საგადახდო დავალებებზე ანგარიშსწორების დანიშნულებას წარმოადგენს - ,,თურქმენული დიზელის ღირებულება“. ს.ს. ,,ს----------–---------“-ს ცნობით დასტურდებოდა, რომ მოპასუხე - შ.პ.ს. ,,ლ-------–-----------“-მ მოსარჩელე - შ.პ.ს. ,,ს---------------------------–----ს“ 2013 წლის 31 მაისს გადაუხადა 2 400 000 ლარი, ხოლო 2013 წლის 12 ივლისს _ 3 500 000 ლარი. სასამართლომ მიუთითა, რომ 2012 წლის აპრილიდან 2013 წლის ნოემბრის ჩათვლით განხორციელებული შესყიდვების პერიოდში ხდებოდა განსხვავებული ოდენობის და შესაბამისად, განსხვავებული ღირებულების საწვავის მიწოდება, 2012 წლის 31 დეკემბრისა და 2013 წლის 08 აგვისტოს ხელშეკრულებების ფარგლებში. 2013 წლის 08 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიწოდება დაიწყო 2013 წლის 10 აგვისტოდან, შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ 2013 წლის 31 მაისსა და 2013 წლის 12 ივლისს გადახდილი თანხით 6 500 000 ლარით 2012 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ანაზღაურება მოხდა, რომლის ოდენობა 2013 წლის აპრილი-მაისის თვეში მიწოდებული პროდუქციის გათვალისწინებით შეადგენდა 5 697 558,12 ლარს. გარდა ამისა, 2012 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულების ფარგლებში 2013 წლის 15 ივნისს და 08 ივლისს მიწოდებული იქნა 1 818 163,68 ლარის პროდუქცია. შესაბამისად სასამართლომ მიიაჩნია, რომ აღნიშნული პერიოდისათვის გადახდილი თანხების გათვალისწინებით დავალიანება შეადგენდა 1 015 721,8 ლარს. (1 818 163,68-804 441,88 (6 500 000-5 697 558,12));
სასამართლომ გაიზიარა შ.პ.ს. ,,ე--------“-ს აუდიტორული ანგარიში, სადაც მოცემულია 2013 წლის 08 აგვისტოს ხელშეკრულების ფარგლებში დარიცხული თანხების ჯამი, რომელიც გადაყვანილია დოლარში ოპერაციის დღის (ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) კურსის შესაბამისად, კერძოდ 2013 წლის აგვისტოს თვეში მიწოდებული პროდუქციის ღირებულება შეადგენს - 3 400 144 აშშ დოლარს, 2013 წლის სექტემბრის თვეში - 4 423 703 აშშ დოლარს, 2013 წლის ოქტომბრის თვეში - 3 415 855 აშშ დოლარს და ნოემბრის თვეში 1 794 301 აშშ დოლარს, ჯამში 13 034 003 აშშ დოლარი. სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს მისცემდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშის სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს.
სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ მიწოდებული საწვავის ფასის გამოთვლა ხორციელდებოდა დოლარში, გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით. რასაც ადასტურებდა ასევე მხარეთა შორის 2013 წლის 08 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსი. დაუსაბუთებელი იყო მოპასუხის განმარტება ანგარიშსწორების გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე განხორციელების შესახებ, რადგან ანაგარიშ-ფაქტურის გამოწერისა და დადასტურებისას, მხარეები განსაზღვრავენ საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს, აღიარებენ საქონლის მიწოდებასა და მის მიღებას. შესაბამისად, ანგარიშფაქტურა ასახავდა მიწოდების დღეს მიწოდებული საწვავის რაოდენობასა და იმ დღევანდელ ფასს. შ.პ.ს. ,,ე--------“-ს აუდიტორული ანგარიში მოიცავდა აგრეთვე შ.პ.ს. ,,ლ-------–-----------“-საგან ჩარიცხული თანხების ოდენობას და მათ შორის დოლარში კონვერტირებისათვის გამოყენებულ კურსს, რომელიც გადახდის დღისათვის არსებობდა. სასამართლოს მითითებით, მოპასუხეს არც ამ ნაწილში წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს მისცემდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშის სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს, მოპასუხე ზოგადად უთითებდა აუდიტის დასკვნის უსწორობაზე იმ საფუძვლით, რომ 2012 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა ნასყიდობის საფასურის უცხოურ ვალუტაში ფიქსაციას, შესაბამისად მოპასუხე თვლიდა, რომ აღნიშნული გაანგარიშება ეწინააღმდეგებოდა ნასყიდობის ხელშეკრულების პირობებს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ აუდიტორული ანგარიში და მასში ასახული ვალდებულების შესასრულებლად გადახდილი თანხები 2013 წლის 08 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებაზე შეესაბამებოდა ვალდებულების შესასრულებლად გადახდილ თანხებს, კონვერტაციის კურსთან დაკავშირებით, რომელიც თანხის გადახდის დღეს იყო დადგენილი ეროვნული ბანკის მიერ და რაც ასახულია მითითებულ დასკვნაში, მოპასუხის მიერ შედავებული არ ყოფილა.
2012 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულების ფარგლებში 21 ივლისიდან 17 აგვისტოს ჩათვლით მიწოდებული იქნა 1 839 819,14 ლარის საწვავი. ხოლო 2013 წლის 08 აგვისტოს ხელშეკრულების ფარგლებში 2013 წლის 10 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით მიწოდებული იქნა 2 065 605,19 ლარის ,,თურქმენული დიზელი“ (მიწოდების დღეს არსებული კურსის შესაბამისად);
საქმეში არსებული 2013 წლის 21 აგვისტოს საგადახდო დავალებით (იხ. ტომი II, ს.ფ. 172) დასტურდებოდა, რომ მოპასუხე - შ.პ.ს. ,,ლ-------–-----------“-ს მიერ მოსარჩელე - შ.პ.ს. ,,ს---------------------------–-----“-სათვის გადახდილი იქნა 2000000 ლარი, ანგარიშსწორების დანიშნულებას წარმოადგენს - ,,საწვავის ღირებულება“;
2013 წლის 08 აგვისტოს შეთანხმება ითვალისწინებდა 10 000 ტონა თურქმენული წარმოების ჰიდროფილტრირებული დიზელის მიწოდებას, ხოლო 2012 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულება - ნავთობპროდუქტების მიწოდებას, ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად. საქმეში წარმოდგენილი საგადახდო დავალებების შესაბამისად, ზოგიერთი გადახდის დანიშნულებაში მითითებული იყო ,,საწვავის ღირებულება“, ხოლო უმეტესი გადახდის დანიშნულებაში - ,,თურქმენული დიზელის ღირებულება“;
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2013 წლის 21 აგვისტოს გადახდილი თანხით 2 000 000 ლარით, სადაც გადახდის დანიშნულებაში მითითებულია ,,საწვავის ღირებულება“ და არა ,,თურქმენული დიზელის ღირებულება“, 2012 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების (1 782 005 ლარი) ანაზღაურება მოხდა, ხოლო დარჩენილი 217 995 (გადახდის დღეს არსებული კურსის გათვალისწინებით 131 322 აშშ დოლარი) ლარით 2013 წლის 08 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ნაწილობრივ ანაზღაურება, რასაც მოსარჩელე მხარეც ადასტურებდა.
2012 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულების ფარგლებში საბოლოო მიწოდება განხორციელდა 2013 წლის 09 სექტემბერს, ღირებულებით 729 072,54 ლარი; ხოლო 2013 წლის 08 აგვისტოს ხელშეკრულების ფარგლებში 2013 წლის 23 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით მიწოდებული იქნა 6 500 875,83 ლარის პროდუქცია (მიწოდების დღეს არსებული კურსის შესაბამისად);
მითითებული პროდუქციის მიწოდების შემდგომ 2013 წლის 12 სექტემბერს გადახდილი (დანიშნულება ,,თურქმენული დიზელი“, იხ. ტომი II, ს.ფ. 173) თანხით 852 722 ლარით (გადახდის დღეს არსებული კურსით 513 502 აშშ დოლარი) 2013 წლის 08 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ნაწილობრივ ანაზღაურება მოხდა;
2013 წლის 08 აგვისტოს ხელშეკრულების ფარგლებში 2013 წლის 15 სექტემბრიდან 06 ნოემბრის ჩათვლით მიწოდებული იქნა 12 459 441,01 ლარის პროდუქცია (მიწოდების დღეს არსებული კურსის შესაბამისად);
მითითებული პროდუქციის მიწოდების შემდგომ, 2013 წლის 30 ოქტომბერს, გადახდილი (დანიშნულება ,,თურქმენული დიზელი“, იხ. ტომი I, ს.ფ. 286-287) თანხიდან (4 173 930,59 ლარი) 3 494 837 ლარით (გადახდის დღეს არსებული კურსის გათვალისწინებით 2 093 970 აშშ დოლარი) 2013 წლის 08 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ნაწილობრივ ანაზღაურება მოხდა, ხოლო 679 093,59 ლარით 2012 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულებაზე არსებული დავალიანება.
საქმეში არსებული 2013 წლის 07 ნოემბრის საგადასახადო დავალებით (იხ. ტომი II, ს.ფ. 175) დასტურდებოდა, რომ მოპასუხე - შ.პ.ს. ,,ლ-------–-----------“-მ მოსარჩელე - შ.პ.ს. ,,ს---------------------------–----ს“ გადაუხადა 500 000 ლარი (გადახდის დღეს არსებული კურსის გათვალისწინებით 298 739 აშშ დოლარი), ანგარიშსწორების დანიშნულება _- ,,საწვავის ღირებულება“, თუმცა მოსარჩელე უთითებდა, რომ 2013 წლის 08 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ანაზღაურება მოხდა;
2013 წლის 08 აგვისტოს ხელშეკრულების ფარგლებში საბოლოო მიწოდება განხორციელდა 2013 წლის 16 ნოემბერს, ღირებულებით 672 725,07 ლარი (მიწოდების დღეს არსებული კურსის შესაბამისად);
საქმეში არსებული 2013 წლის 03-06 დეკემბრის საგადახდო დავალებით (იხ. ტომი II, ს.ფ. 176, 196) დასტურდებოდა, რომ მოპასუხე - შ.პ.ს. ,,ლ-------–-----------“-ს მიერ მოსარჩელე - შ.პ.ს. ,,ს---------------------------–-----“-სათვის გადახდილი იქნა ჯამში 1 500 000 ლარი, ანგარიშსწორების დანიშნულებას წარმოადგენს - ,,თურქმენული დიზელის ღირებულება“;
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2013 წლის 03-06 დეკემბერს გადახდილი თანხით 1 500 000 ლარით (გადახდის დღეს არსებული კურსის გათვალისწინებით 883 341 აშშ დოლარი, 2013 წლის 03 დეკემბრის გაცვლითი კურსი შეადგენდა 1,6967 ლარს, ხოლო 06 დეკემბრისა - 1,7009 ლარს), სადაც გადახდის დანიშნულებაში მითითებულია ,,თურქმენული დიზელის ღირებულება“, 2013 წლის 08 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ანაზღაურება მოხდა.
2014 წლის 08 იანვრის საგადასახადო დავალებით (იხ. ტომი II, ს.ფ. 197) დასტურდებოდა, რომ მოპასუხე - შ.პ.ს. ,,ლ-------–-----------“-ს მიერ მოსარჩელე - შ.პ.ს. ,,ს---------------------------–-----“-სათვის გადახდილი იქნა 2872000 ლარი, ანგარიშსწორების დანიშნულებას წარმოადგენს - ,,საწვავის ღირებულება“;
მიუხედავად იმისა, რომ გადახდის დანიშნულებაში მითითებულია ,,საწავავის ღირებულება“ და არა ,,თურქმენული დიზელის ღირებულება“, მოსარჩელე უთითებს, რომ გადახდილი თანხიდან 2142927 ლარით (გადახდის დღეს არსებული კურსის გათვალისწინებით 1 226 914 აშშ დოლარი) 2013 წლის 08 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ანაზღაურება მოხდა, ხოლო დარჩენილი თანხით (729 073 ლარი) მოხდა 2012 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ანაზღაურება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ანაზღაურებული იქნა 2012 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეძენილი საწვავის საფასური.
გარდა ზემოაღნიშნული გადახდებისა, შ.პ.ს. ,,ს---------------------------–-----“-ს დამატებით კიდევ მიღებული თანხები 2014 წლის თებერვალი-ივნისის პერიოდში, რომლის დასტურადაც წარმოდგენილია საგადახდო დავალებები, კერძოდ: 2014 წლის 04 თებერვლიდან 2014 წლის 24 ივნისის ჩათვლით ს.ს. ,,ს----------–---------“-ს მეშვეობით გადახდილი თანხების ჯამი შეადგენს 7 337 077,95 ლარს, ხოლო ს.ს. ,,თ-----------“-ს მეშვეობით გადახდილი თანხების ჯამი 2014 წლის 14 თებერვლიდან 2017 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით შეადგენს - 4 548 106,4 ლარს, ჯამში გადახდილია 11 885 184,35 ლარი. (გადახდის დღეს არსებული კურსის გათვალისწინებით 6 740 065 აშშ დოლარი, იხ. აუდიტორული დასკვნა, ტომი II, ს.ფ. 247-248, 2014 წლის 04 თებერვლიდან 2017 წლის 15 დეკემბრამდე არსებული გადახდები);
2013 წლის 08 აგვისტოს ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული პროდუქციის ღირებულება დოლარში ოპერაციის დღის (ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) კურსის შესაბამისად შეადგენს 13 034 003 აშშ დოლარს, კერძოდ 2013 წლის აგვისტოს თვეში მიწოდებული პროდუქციის ღირებულება შეადგენს -3 400 144 აშშ დოლარს, 2013 წლის სექტემბრის თვეში - 4423703 აშშ დოლარს, 2013 წლის ოქტომბრის თვეში - 3 415 855 აშშ დოლარს და ნოემბრის თვეში _ 1 794 301 აშშ დოლარს;
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით და იმის მხედველობაში მიღებით, რომ 2013 წლის 08 აგვისტოს ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხე მხარის მიერ მოხდა 13 034 003 აშშ დოლარის ღირებულების საწვავის შეძენა, ხოლო ვალდებულების შესრულების მიზნით ჯამში გადახდილი იქნა 11 887 854 აშშ დოლარი, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ.პ.ს. ,,ლ-------–-----------“-ს შ.პ.ს. ,,ს---------------------------–-----“-ს მიმართ, 2013 წლის 08 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გააჩნია 1 146 149 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება და მოპასუხემ ვერ წარმოდგინა ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება. სასამართლომ დაადგინა, რომ მიწოდებული პროდუქციის საფასურის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრების მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, რადგან სარჩელი აღძრულია სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ვადის გასვლამდე. მხარეთა შორის არსებობდა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა, ხელშეკრულების პირობებზე არსებობდა წერილობითი შეთანხმება. მოსარჩელე ითხოვს მხარეთა შორის 2013 წლის 08 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2013 წელს მიწოდებული ნავთობპროდუქტების ღირებულების გადახდას. მოსარჩელე მის მიერ წარმოდგენილი პროდუქციის მიწოდებისა და თანხის გადახდის ცხრილით, დავალიანების წარმოშობის პერიოდს უკავშირებს 2013 წლის 06 ნოემბრიდან 2013 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით გაცემულ ანგარიშ-ფაქტურებს. შესაბამისად, სახელშეკრულებო პირობის გათვალისწინებით, რომ მყიდველი ნასყიდობის საგნის ღირებულებას გადაიხდის შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში, 2013 წლის 06 ნოემბრის ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე გადახდა უნდა განხორციელებულიყო 2013 წლის 26 ნოემბერს, ხოლო 2013 წლის 16 ნოემბრის ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე - 2013 წლის 04 დეკემბერს. საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ 2013 წლის 06 ნოემბრიდან 16 ნოემბრამდე პერიოდში მოწოდებული პროდუქციის ღირებულების გადახდას მყიდველი (მოპასუხე) ახდენდა ნაწილ-ნაწილ. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ შ.პ.ს. ,,ლ-------–-----------“-ს მიერ ხელშეკრულების ვადის (2013 წლის 31 დეკემბერი) გასვლის შემდეგაც ხდებოდა ვალდებულების შესრულება, კერძოდ, მოპასუხე 2014 წლის იანვრიდან 2014 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით ახორციელებდა თანხის გადახდას გამყიდველის ანგარიშზე შეტანის გზით, ხოლო ბოლო გადახდა უფიქსირდება 2017 წლის 15 დეკემბერს. მითითებული ფაქტიდან გამომდინარე, ნათლად ჩანს, რომ მყიდველის მიერ დავალიანების თანხის გადახდა იწვევდა ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.
ამდენად, ვინაიდან მყიდველის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრულ 3 წლიანი ვადის განმავლობაში დაფიქსირებულია დავალიანების არაერთხელ გადახდის ფაქტი, რამაც გამოიწვია შ.პ.ს. ,,ს---------------------------–-----“-ს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა, ამასთან დავალიანების გადახდებს შორის არ არსებობს 3 წლიანი ვადის გასვლის ფაქტი, შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ შ.პ.ს. ,,ს---------------------------–-----“-ს მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე.
შ.პ.ს. „ს---------------------------–----სა“ და შ.პ.ს. ,,ლ-------–-----------“-ს შორის არსებობდა ნასყიდობის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობა.
სასამართლომ დაადგინა, რომ შ.პ.ს. ,,ლ-------–-----------“-ს შ.პ.ს. ,,ს---------------------------–-----“-ს მიმართ, 2013 წლის 08 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გააჩნია 1 146 149 ა.შ.შ. დოლარის გადახდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას. ამავე კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებით ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.
სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
სასამართლომ დაადგინა, რომ შპს ,,ს---------------------------–-----“-ს მოთხოვნა თანხის გადახდის შესახებ არ არის ხანდაზმული და მოთხოვნა მოპასუხისათვის 1 146 149 ა.შ.შ. დოლარი დაკისრების შესახებ დაკმაყოფილებას ექვემდებარება.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად მოპასუხემ ვერ შეძლო დაედასტურებინა გარემოებები, რომლებზედაც ამყარებდა თავის შესაგებელს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1 შ.პ.ს. ,,ლ-------–-----------“ სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება შ.პ.ს. „ს---------------------------–-----“-ს სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე არასწორია და უნდა გაუქმდეს შემდეგი გარემოებების გამო:
2013 წლის 08 აგვისტოს ხელშეკრულების მე-4 პუნქტის დებულებები, სასამართლოს უნდა შეეფასებინა ამავე ხელშეკრულების მე-3 პუნქტის დებულებებთან ერთობლიობაში. კერძოდ: 2013 წლის 08 აგვისტოს ხელშეკრულების 3.1.3 პუნქტით, გამყიდველი ვალდებულია „გამოწეროს და გადასცეს მყიდველს სპეციალური ანგარიშფაქტურა“. ამავე ხელშეკრულების 3.2.1 პუნქტის თანახმად, მყიდველის ვალდებულებაა, „მოახდინოს ანგარიშწორება... ანგარიშფაქტურის მიხედვით წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში“. ამგვარად, 2013 წლის 08 აგვისტოს ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, მყიდველის მიერ საწვავის საფასურის გადახდის საფუძველს წარმოადგენდა გამყიდველის მიერ გამოწერილი სპეციალური ანგარიშფაქტურა, რომელშიც თანხის ფიქსაცია ხდებოდა შესაბამისი კურსის მიხედვით და შ.პ.ს. „ლ-------–-----------“ ვალდებული იყო ანგარიშწორება ეწარმოებინა სწორედ ანგარიშფაქტურაში დაფიქსირებული პროდუქციის საფასურის შესაბამისად ეროვნულ ვალუტაში.
აპელანტის განმარტებით, ფაქტობრივი გარემოებები დავალიანების არსებობის თაობაზე დადგენილი იქნა არასწორად. გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.2 პუნქტში სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს მისცემდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშის სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს. სასამართლო პირდაპირ აცხადებს, რომ „მოპასუხემ, იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ ნასყიდობის საგნის საფასური სრულად გადახდილი აქვს და ვალდებულება შესრულებული, წარმოადგინა მხოლოდ თავისი ახსნა-განმარტება“. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს ეს მსჯელობა სრულიად გაუგებარია, რადგან საქმეში შ.პ.ს. „ლ-------–-----------ს“ მიერ მოსარჩელის აუდიტორული ანგარიშის საპირისპიროდ, 2019 წლის 21 აგვისტოს წარდგენილი იქნა აუდიტორული კომპანია „მ-------------“ მიერ მომზადებული აუდიტორული ანგარიში, რომელიც შესაბამის ანგარიშფაქტურებსა და განხორციელებულ გადახდებზე დაყრდნობით (რაც ასევე წარდგენილია საქმეში), ზუსტად ასახავს 2013 წლის 08 აგვისტოს ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული პროდუქციისა და ჩარიცხული თანხების ოდენობას და, რომლის თანახმადაც, მიწოდებული თურქმენული დიზელის ღირებულება თითქმის სრულადაა დაფარული და დარჩენილი დავალიანება შეადგენს მხოლოდ 2490 ლარს (რაც, ჩვენი აზრით, ასევე ხანდაზმული იყო). ამგვარად, საქმეში წარმოდგენილია საპასუხო აუდიტორული ანგარიში, რომელიც აბათილებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დათვლებს (რომელშიც ისედაც უამრავი უზუსტობა და შეცდომაა), თუმცა სასამართლომ შ.პ.ს. „ლ-------–-----------ს“ მიერ წარდგენილი აუდიტორული ანგარიში არათუ არ განიხილა და შეაფასა, არამედ გადაწყვეტილებაში ასეთი მტკიცებულების არსებობასაც კი უარყო, რაც სრულიად გაუგებარია.
აპელანტის აზრით, სასამართლომ მტკიცებულებები არ გამოიკვლია და შეაფასა ერთობლიობაში და სრულყოფილად, რის გამოც საქმეზე არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიღებული იქნა არასწორი გადაწყვეტილება. არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ სარჩელი არ არის ხანდაზმული. სასამართლომ ამ გარემოების დადგენისას საერთოდ არ იმსჯელა იმაზე, რომ საუბარია პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებზე, რომელთან მიმართებაშიც ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თითოეული პერიოდული ვალდებულებისათვის ხანდაზმულობის ვადის ათვლა ხორციელდება დამოუკიდებლად. შესაბამისად, სასამართლო ვალდებული იყო, ემსჯელა შესაბამისი ანგარიშფაქტურის საფუძველზე წარმოშობილი თითოეული პერიოდული ვალდებულების ხანდაზმულობის შესახებ. არასწორია სასამართლოს დასკვნები, თითქოს შ.პ.ს. „ლ-------–-----------ს“ გააჩნია 1 146 149 აშშ დოლარის ოდენობით დავალიანება შ.პ.ს. „ს---------------------------–-----ს“ მიმართ გამომდინარე 2013 წლის 08 აგვისტოს ხელშეკრულებიდან. აპელანტის განმარტებით: ა) გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არის მსჯელობა 2013 წლის 08 აგვისტოს ხელშეკრულების მე-3 პუნქტის დათქმასთან დაკავშირებით (იხ. 1-ლი ფაქტობრივი უსწორობა), ბ) არასწორადაა განსაზღვრული 2012 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული პროდუქციის ოდენობა (მეტობა 415 000 ლარამდეა, რისი თანხებიც სასამართლომ მოაკლო „თურქმენული დიზელის ანგარიშში გადახდილ თანხებს), გ) არასწორადაა მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი თანხები, დ) „თურქმენული დიზელის“ დანიშნულებით გადახდილი თანხები (679 093,59 ლარი) მითვლილია სხვა ხელშეკრულების (2012 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულების) ფარგლებში გადახდილ თანხად, ე) არასწორია პროდუქციის ღირებულების გამოთვლა და შესაბამისი საფასურის გადახდა აშშ დოლარებში, რადგან როგორც 2012 წლის 31 დეკემბრის, ისე 2013 წლის 08 აგვისტოს ხელშეკრულებით ანგარიშწორების საფუძველი იყო სპეციალური ანგარიშფაქტურა, რომელშიც თანხები ფიქსირდებოდა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში და ა.შ.
აპლანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ, სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, სრულყოფილად არ გამოიკვლია და არ შეაფასა მტკიცებულებები, რის გამოც საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი იქნა არასწორად და მიღებული იქნა უკანონო გადაწყვეტილება, რაც მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავოა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან გამომდინარეობს. ამას თავად მოსარჩელეც ადასტურებს და როგორც სარჩელში, ისე მის მიერ წარმოდგენილ აუდიტორულ ანგარიშში მიიჩნევს, რომ გადახდილი თანხებით იფარებოდა დავალიანება მათი წარმოშობის რიგითობის მიხედვით (პირველ რიგში, უფრო ძველი დავალიანება და ა.შ.). აქედან გამომდინარე, მოსარჩელის აზრით, მოთხოვნილი დავალიანების თანხა მოიცავს 2013 წლის 06 ნოემბრიდან 16 ნოემბრამდე ანგარიშფაქტურებით დაგროვილ დავალიანებას. აპელანტი მიუთითებს, რომ იგივე მოსაზრებას იზიარებს სასამართლო გადაწყვეტილების მე-16 გვერდზე (მე-4 აბზაცში), კერძოდ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია: „მოსარჩელე მის მიერ წარმოდგენილი პროდუქციის მიწოდებისა და თანხის გადახდის ცხრილით, დავალიანების წარმოშობის პერიოდს უკავშირებს 2013 წლის 06 ნოემბრიდან 2013 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით გაცემულ ანგარიშ-ფაქტურებს. შესაბამისად, სახელშეკრულებო პირობის გათვალისწინებით, რომ მყიდველი ნასყიდობის საგნის ღირებულებას გადაიხდის შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში, 2013 წლის 06 ნოემბრის ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე გადახდა უნდა განხორციელებულიყო 2013 წლის 26 ნოემბერს, ხოლო 2013 წლის 16 ნოემბრის ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე - 2013 წლის 04 დეკემბერს“. აპელანტი არ ეთანხმება, დავალიანების ოდენობას, თუმცა იმ დაშვებითაც კი, რომ დიზელის საფასური არ ჩაითვალოს სრულად გადახდილად და საფუძვლად იქნას აღებული მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გაზიარებული პროდუქციის მიწოდებისა და თანხების გადახდის ცხრილი და მიჩნეულ იქნას, რომ დასაფარია 2013 წლის 06 ნოემბრიდან - 16 ნოემბრის ჩათვლით გამოწერილი ანგარიშფაქტურების დავალიანება, ამ შემთხვევაშიც კი, დავალიანების მოთხოვნა ხანდაზმულია და არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, რადგან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული ანგარიშით 2013 წლის ნოემბერში მიწოდებული საწვავის ღირებულება არის 1 794 301 აშშ დოლარი (შესაბამისი ექვივალენტი ლარებში), ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა შეადგენს 1 146 149 აშშ დოლარს ანუ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დავალიანება მოიცავს ნოემბერში ჩარიცხული ფაქტურების ნაწილს, ხოლო ნაწილი ამ ფაქტურებიდან დაფარულია. უფრო კონკრეტულად 1 146 149 ა.შ.შ. დოლარის დავალიანება 2013 წლის 06-16 ნოემბერში მოქმედი ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგენს 1, 146 149 * 1,6764=1 921 404,18 ლარს. საქმეში თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია პროდუქციის მიწოდებების ცხრილი (იხ. ტ 1, ს.ფ 285), რომლითაც დასტურდება, რომ 1 921 404,18 ლარის ოდენობით პროდუქციის მიწოდება 2013 წლის 06-16 ნოემბრის ბოლო ფაქტურების მიხედვით (უკუგადათვლით) მოიცავს შემდეგ ანგარიშფაქტურებს: 2013 წლის 16 ნოემბრის ანგარიშფაქტურები ჯამური ოდენობით 672 725 ,01 ლარი (რაც 401 291,49 დოლარია), კერძოდ: N092924 - თანხით 131 290,47 ლარი; N 092923 - თანხით 131 290,47 ლარი; N 092922 - თანხით 131 290,47 ლარი; N 092921 - თანხით 139 426,83 ლარი; N 092920 - თანხით 139 426,83 ლარი; 2013 წლის 6 ნოემბრის ანგარიშფაქტურები ჯამური ოდენობით 1320995,33 ლარი (რაც 787 995,30 აშშ დოლარია), კერძოდ: N 09727 - თანხით 137 054,49 ლარი; N 09729 - თანხით 137 054,49 ლარი; N 09730 - თანხით 137 054,49 ლარი; N 09731 - თანხით 137 054,49 ლარი; N 09732 -თანხით 141 789,60 ლარი; N 09733 - თანხით 123 483, 32 ლარი; N 09734 - თანხით 123 483, 32 ლარი; N 09735 - თანხით 123 483, 32 ლარი; N 09841 - თანხით 137 054,49 ლარი; N09842 - თანხით 123 110,84 ლარი. შესაბამისად, 2013 წლის ზემოაღნიშნული 06-16 ნოემბრის 15 ანგარიშფაქტურით მიწოდებული პროდუქციის საერთო რაოდენობა არის 1 993 720,34 ლარი (1 189 286, 76 აშშ დოლარი), რომლიდანაც გადაუხდელი თანხა (სასამართლოს დაანგარიშების გათვალისწინებით) არის 1 921 404,18 ლარი (1 146 149 აშშ დოლარის ექვივალენტი შეესაბამისი კურსით), ხოლო სხვაობით 72 316,16 ლარით (43 137,77 აშშ დოლარით) გადახდილია ზემოთმოცემული ჩამონათვალიდან 2013 წლის 06 ნოემბრის რიგით ყველაზე უფრო ადრინდელი N09727 ანგარიშფაქტურის ნაწილი. 2013 წლის 8 აგვისტოს ხელშეკრულებების 4.2.2 პუნქტები მიუთითებს, რომ მყიდველი ნასყიდობის საგნის ღირებულებას გადაიხდის შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის განმავლობაში. აპელანტის განმარტებით, სადავო არ არის, რომ 2013 წლის 06 ნოემბრის ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე გადახდა უნდა განხორციელებულიყო 2013 წლის 26 ნოემბერს, ხოლო 2013 წლის 16 ნოემბრის ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე - 2013 წლის 04 დეკემბერს (იხ. ასევე გადაწყვეტილება, გვ 16), შესაბამისად ამ თარიღებიდან აითვლება მოთხოვნის წარმოშობა შესაბამისი ანგარიშფაქტურებისათვის. აპელანტი განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტურები (რაც მოთხოვნის საფუძველია) დათარიღებულია 2013 წლის 6 ნოემბრითა და 2013 წლის 16 ნოემბრით, სულ სახეზეა 15 ფაქტურა, რომლიდანაც მოსარჩელე ითხოვს დავალიანების დაფარვას. შესაბამისად, თითოეულ ამ ფაქტურასთან მიმართებაში მოთხოვნა წარმოშობილია დამოუკიდებლად და ხანდაზმულობის ვადის ათვლაც დამოუკიდებლად ხორციელდება. კერძოდ: 2013 წლის 6 ნოემბერის ფაქტურების გადახდის ვადა დადგა 2013 წლის 26 ნოემბერს, ხოლო 2013 წლის 16 ნოემბერის ფაქტურების გადახდის ვადა დადგა 2013 წლის 04 დეკემბრის ჩათვლით. სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2019 წლის 10 იანვარს, ანუ, მოთხოვნის წარმოშობიდან 6 წლისა და 1 თვის შემდეგ, რის გამოც მოთხოვნა დავალიანების გადახდის თაობაზე ხანდაზმულია. იმ დაშვებითაც კი, რომ 2017 წლის დეკემბერში 1000 ლარის გადახდით მოხდა ხანდაზმულობის შეწყვეტა, ამ შემთხვევაშიც კი, მაქსიმუმ ხანდაზმულობის შეწყვეტა შეიძლება შეეხებოდეს მხოლოდ 1 ანგარიშფაქტურას, დათარიღებულს 2013 წლის 06 ნოემბრით, N09727, რომლის ფარგლებშიც არის კიდეც სასამართლოს მიერ ჩათვლილი 1000 ლარის გადახდა. როგორც ზემოთ ითქვა შ.პ.ს. „ლ-------–-----------ს“ გადახდილი აქვს 2013 წლის 06 ნოემბრის N09727 ანგარიშფაქტურის (თანხით 137 054,49 ლარის ოდენობით) ნაწილი 72 316,16 ლარის ოდენობით და ამ ფაქტურიდან გადასახდელი აქვს 64 738,33 ლარი (ანუ 38 617,47 აშშ დოლარი). შესაბამისად, უკიდურეს შემთხვევაში 1000 ლარის გადახდით, თეორიულადაც კი შეიძლებოდა ამ კონკრეტული ანგარიშფაქტურის დარჩენილი დავალიანების მოთხოვნის ხანდაზმულობა შემწყდარიყო, მაგრამ ეს გადახდა თეორიულადაც კი ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენდა სხვა 14 ანგარიშფაქტურიდან გამომდინარე მოთხოვნების ხანდაზმულობის შეწყვეტაზე, რადგან ყველა ეს მოთხოვნა ურთერთდამოუკიდებელია. ამდენად, აპელანტს მიაჩნია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, 2013 წლის 06-16 ნოემბრის 14 უკანასკნელი ანგარიშფაქტურიდან წარმოშობილი დავალიანების მოთხოვნა, რომელიც დამოუკიდებელი სხვა მოთხოვნებისაგან და გადახდებისაგან, ცალსახად ხანდაზმულია და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება, ამასთან, არც 2013 წლის 06 ნოემბრის N09727 ანგარიშფაქტურით გათვალისწინებული მოთხოვნის ხანდაზმულობის შეწყვეტას ეთანხმება, რადგან გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ პერიოდული ვალდებულებების შესრულებისა და ხანდაზმულობის თაობაზე მყარად დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკას. აპელანტის შეფასებით, არასწორია სასამართლოს მსჯელობა 2013 წლის 31 დეკემბრის შემდგომ განხორციელებული გადახდების შედეგად, მათ შორის, 2017 წლის წლის 15 დეკემბერს განხორციელებული 1000 ლარის გადახდით ხანდაზმულობის შეწყვეტის შესახებ. სკ-ის 137-ე მუხლის შესაბამისად, „ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას“. აღნიშნული ნორმის როგორც სიტყვა-სიტყვითი, ასევე, ლოგიკური და შინაარსობრივი განმარტების შედეგად დგინდება, რომ კანონმდებელი ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას უკავშირებს ვალდებული პირის გაცნობიერებულ ქმედებას დარჩენილი ვალდებულების აღიარების თაობაზე, რაც გამოიხატება მისი მხრიდან კრედიტორის წინაშე განხორციელებული აქტიური ქმედებიდან, როგორიცაა მაგალითად, ავანსის, პროცენტის გადახდა, კრედიტორისათვის გარანტიის მიცემა. მუხლი ხანდაზმულობის ვადის შემწყვეტ ქმედებათა ამომწურავ ჩამონათვალს არ იძლევა, თუმცა ამ მიმართებით მნიშვნელოვანია, რომ მოვალის ქმედებიდან, რომელიც კრედიტორის მიმართ არსებული დავალიანების შესრულებას ეხება, ნათლად და არაორაზროვნად უნდა დგინდებოდეს მოვალის მხრიდან ვალდებულების აღიარება და მოვალის მზაობა, აღნიშნული ვალდებულების შესრულების თაობაზე. 2017 წლის 15 დეკემბრის ქვითრით 1000 ლარის გადახდა არანაირი სახით არ მიუთითებს იმის თაობაზე, რომ რაიმე სხვა დავალიანების აღიარება განახორციელა შ.პ.ს. „ლ-------–-----------მ“, გარდა იმ თანხისა, რაც მან რეალურად გადაიხადა. ეს გარემოება განსაკუთრებით საყურადღებოა იმ კონტექსში, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული ანგარიშით 2013 წლის 08 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარჩენილი დავალიანების ოდენობა შეადგენდა 2490 ლარს. საქმეში არ არის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხემ როდესმე აღიარა 1 146 149 აშშ დოლარის დავალიანება ან თუნდაც ის, რომ მოსარჩელე როდესმე ითხოვდა დავალიანების ამ თანხას. სასამართლომ 1000 ლარის გადახდა არასწორად დააკვალიფიცირა სკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების აღიარებად და ხანდაზმულობის შეწყვეტის საფუძვლად, მით უფრო, ერთობლივად ყველა 15 ანგარიშფაქტურასთან მიმართებაში. აღნიშნული დარღვევაც, სსკ-ის 393.2 „ბ“ და „გ“ პუნქტების თანახმად, მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1 სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
4.2 დადგენილია, რომ შ.პ.ს. ,,ს---------------------------–----ს“ (გამყიდველი) და შ.პ.ს. ,,ლ-------–-----------ს“ (მყიდველი) შორის არსებობდა ნავთობპროდუქტების ნასყიდობის სამი ხელშეკრულება (03.01.2012; 31.12.2012; 08.08.2013). განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანი არის 2013 წლის 08 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიწოდებული თურქმენული წარმოების ჰიდროფილტრირებული დიზელის საწვავის ღირებულების ანაზღაურება (06.11.2013-16.11.2013 ანგარიშ-ფაქტურების დავალიანება). 2013 წლის 08 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა 10000 ტონა თურქმენული წარმოების ჰიდროფილტრირებული დიზელის მიწოდებას, მყიდველი _ შ.პ.ს. ,,ლ-------–-----------“ ვალდებული იყო მოეხდინა ანგარიშსწორება რკინიგზის ზედდებულებში განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში. მხარეთა შორის 2012 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ითვალისწინებდა ნავთობპროდუქტების მიწოდებას ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად, დადგენილია, რომ 2013 წლის პერიოდში შ.პ.ს. ,,ლ-------–-----------“ შ.პ.ს. ,,ს---------------------------–-----“-სგან ნავთობროდუქტებს იღებდა როგორც 2013 წლის 08 აგვისტოს ხელშეკრულების ფარგლებში, ისე 2012 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულების ფარგლებში.
4.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე.
სასამართლო მიუთითებს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას, მოსარჩელემ (გამყიდველმა) ხელშეკრულების დადებისა და ვალდებულების არსებობის ფაქტი უნდა ამტკიცოს, ხოლო მოპასუხემ (მყიდველმა), ვალდებულების შესრულების ფაქტი, ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავს შესრულებას ან აძლევს შესრულების დაყოვნების (შესრულების გადადების) უფლებას.
4.4 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
4.5 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
4.6 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
განსახილველ შემთხვევაში, შ.პ.ს. ,,ლ-------–-----------“-ს წარმოდგენილი აქვს ნავთობპროდუქტების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალებები, რომლის მიხედვით, 2013 წლის 21 აგვისტოს, 2013 წლის 07 ნოემბრის, 2014 წლის 08 იანვრის და 2014 წლის 17 დეკემბრის საგადახდო დავალებებზე თანხით _ 6558998.19 ლარი _ მითითებულია ,,საწვავის ღირებულება“ (ტომი 2, ს.ფ. 172, 175, 197, 205), ხოლო დანარჩენ საგადახდო დავალებებზე (შ.პ.ს. ,,ლ-------–-----------“-ს შესაგებელზე თანდართული ჯამში 15137067.8 ლარი) მითითებულია ,,თურქმენული დიზელის ღირებულება“.
საქმეში წარმოდგენილია ორი აუდიტორული ანგარიში, კერძოდ შ.პ.ს. ,,ე--------“-ს აუდიტორულ ანგარიშში (შ.პ.ს. ,,ს---------------------------–-----სათვის“-ს ტ.2 ს.ფ. 244-248), ასახულია შ.პ.ს. ,,ლ-------–-----------“-სათვის მიწოდებული სხვა საწვავის (2012 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულების ფარგლებში) და 2013 წლის 08 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიწოდებული ნავთობპროდუქტების ღირებულების ჯამი. აღნიშნული ხელშეკრულების 4.2.3 მუხლის შესაბამისად ღირებულება ასახულია აშ.შ. დოლარში ოპერაციის დღის (ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) კურსის შესაბამისად. კერძოდ: 2013 წლის აგვისტოს თვეში 2013 წლის 08 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიწოდებული ნავთობროდუქტების ღირებულება შეადგენს 3400144 ა.შ.შ. დოლარს, 2013 წლის სექტემბრის თვეში _ 4423703 ა.შ.შ. დოლარს, 2013 წლის ოქტომბრის თვეში _ 3415855 ა.შ.შ. დოლარს და ნოემბრის თვეში 1794301 ა.შ.შ. დოლარს, ჯამში _ 13034003 ა.შ.შ. დოლარს. შ.პ.ს. ,,ლ-------–-----------“-ს გადახდილი აქვს 11887854 დოლარის ექვივალენტი ლარი და შესაბამისად, გადასახდელი აქვს მიწოდებული ნავთობროდუქტების ღირებულება _ 1146149 ა.შ.შ დოლარი (13034003-11887854=1146149).
რაც შეეხება აუდიტორული კომპანია „მ-------------“ მიერ მომზადებულ აუდიტორულ ანგარიშს (შ.პ.ს. „ლ-------–-----------სთვის“, ტომი 2, ს.ფ. 276-278), რაც შ.პ.ს. ,,ლ-------–-----------“-ს მიერ წარმოდგენილია მოსარჩელის აუდიტორული ანგარიშის საპირისპიროდ, ანგარიში მოიცავს მხოლოდ 2013 წლის 08 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებს და 2013 წლის 21 აგვისტოდან განხორციელებული ყველა გადახდა ჩათვლილია მხოლოდ როგორც თურქმენული საწვავის ღირებულება, მაშინ, როდესაც შ.პ.ს. ,,ლ-------–-----------“ ნავთობპროდუქტებს მითითებულ პერიოდში იღებდა ასევე 2012 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულების ფარგლებშიც, რაც დასტურდება 2013 წლის 17 აგვისტოს და 2013 წლის 09 სექტემბრის ანგარიშფაქტურებით და, როგორც ზემოთ აღინიშნა, შ.პ.ს. „ლ-------–-----------ს“ მიერ ნავთობრპოდუქტების ღირებულების გადახდისას გადახდის დანიშნულებად მითითებულია, როგორც ,,საწვავის ღირებულება“, ისე ,,თურქმენული დიზელის ღირებულება“.
აუდიტორული კომპანია „მ-------------“ ანგარიშში მითითებულია, რომ შ.პ.ს. „ლ-------–-----------“-მ მიიღო 21698556 ლარის ღირებულების საწვავი 2013 წლის 10 აგვისტოდან 2013 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით, დაჯამებულია ,,საწვავის ღირებულების“ დანიშნულებით მითითებული 2013 წლის 21 აგვისტოს, 2013 წლის 07 ნოემბრის, 2014 წლის 08 იანვრის და 2014 წლის 17 დეკემბრის საგადახდო დავალებები სულ _ 6558998.19 ლარი და ,,თურქმენული დიზელის ღირებულების“ დანიშნულებით მითითებული საგადახდო დავალებები სულ _ 15137067.8 ლარი, ყველა გადახდა ჩათვლილია თურქმენული დიზელის საწვავის ღირებულებაში და აღნიშნულია, რომ 2019 წლის 02 ივლისის მდგომარეობით შ.პ.ს. ,,ლ-------–-----------“-ს დავალიანება შეადგენს 2490 ლარს. რაც დაუსაბუთებელია, არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან და თავად შ.პ.ს. ,,ლ-------–-----------“-ს მიერ წარმოდგენილი საგადახდო დავალებებიდან. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაიზიარა შ.პ.ს. ,,ე--------“-ს აუდიტორული ანგარიში, რომელიც რეალურად ასახავდა სადავო პერიოდში მოქმედი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მიწოდებული ნავთობპროდუქტების სახეობას და ანაზღაურებულ ღირებულება.
შ.პ.ს. ,,ლ-------–-----------"-ს რომ სრულად არ აქვს გადახდილი მიწოდებული ნავთობპროდუქტების ღირებულება შ.პ.ს. ,,ს---------------------------–-----"-სათვის, აღნიშნული დაასტურა შ.პ.ს. ,,ლ-------–-----------"-ს წარმომადგენელმაც სასამართლო სხდომაზე, მაგრამ მიუთითა, რო მთხოვნა არის ხანდაზმული (სხდომის ოქმი: 17.02.2020).
დადგენილია, რომ ჯამში, 2013 წლის 08 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შ.პ.ს. ,,ს---------------------------–----მა“ შ.პ.ს. ,,ლ-------–-----------ს მიაწოდა 13034003 ა.შ.შ. დოლარის ექვივალენტი ლარის ღირებულების ნავთობპროდუქტი. შ.პ.ს. ,,ლ-------–-----------“-ს გადახდილი აქვს 11887854 დოლარის ექვივალენტი ლარი და გადასახდელი აქვს მიწოდებული ნავთობროდუქტების ღირებულება _ 1146149 ა.შ.შ დოლარი (13034003-11887854=1146149).
4.6 სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სერიოზული უზუსტობაა დაშვებული სასამართლოს მიერ 2012 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულების ფარგლებში გადასახდელი თანხების დაანგარიშებისას. კერძოდ, სასამართლომ ანგარიშში შეიყვანა 2013 წლის 15 ივნისის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით მიწოდებული პროდუქციის ღირებულება 1364563,79 ლარი, სინამდვილეში, 2013 წლის 15 ივნისის ანგარიშფაქტურებით მიწოდებული პროდუქციის ჯამური ოდენობა შეადგენს 950 071,33 ლარს, უზუსტობა დაანგარიშებაში გამოწვეულია იმით, რომ სასამართლომ დაანგარიშებაში შეიყვანა 2015 წლის 15 ივნისის დაუდასტურებელი ანგარიშფაქტურა N062871, თანხით 414 442,46 ლარი, რაც არასწორად იყო გამოწერილი, დაკორექტირდა და მისი დადასტურება არ მომხდარა.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის აღნიშნულ მითითებას, რადგან, ერთია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო მოპასუხის დავალიანებასთან დაკავშირებით სხვა მტკიცებულებებთან ერთად დაეყრდნო შ.პ.ს. ,,ე--------“-ს აუდიტორულ ანგარიშს, რაც ადასტურებდა დავალიანების მითითებულ ოდენობას, მეორეა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება აპელანტის განმარტება არასწორად გამოწერილ 414 442,46 ლარის ანგარიშფაქტურასთან დაკავშირებით. კერძოდ, 2015 წლის 15 ივნისის ნავთობპროდუქტების სპეციალურ საგადასახადო N062871 ანგარიშ-ფაქტურაზე თანხით _ 414 442.46 ლარი, აღნიშნულია, რომ ანგარიშ-ფაქტურა არის კორექტირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ კორექტირებული თანხა არის 414 442.46 ლარი (ტომი 1, ს.ფ. 73).
4.7 მხარეთა შორის 2013 წლის 08 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების 3.2.1 პუნქტის მიხედვით, შ.პ.ს. ,,ლ-------–-----------“-ს ნასყიდობის საგნის ღირებულება უნდა გადაეხადა რკინიგზის ზედდებულებში განსაზღვრული პარამეტრების (წონა, ჩასხმის სიმაღლე, აქტუალური სიმკვრივე) შესაბამისად გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში.
ხელშეკრულების აღნიშნული პუნქტი არ გულისხმობს და პალატა არ იზიარებს აპელანტის მითითებას იმის შესახებ, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრებოდა ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული ეროვნული ვალუტით. ხელშეკრულების აღნიშნული პუნქტი გულისხმობს ზედდებულებში განსაზღვრული პარამეტრების მიხედვით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით გადახდას ხელშეკრულებით დადგენილი წესით. რაც შეეხება უშუალოდ ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდას, ხელშეკრულების 4.2.2 პუნქტის შესაბამისად, ნასყიდობის საგნის ღირებულების დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად მიწოდების დღიდან არაუგვიანეს 20 დღისა და ნასყიდობის საგნის საინვოისე ღირებულება განისაზღვრებოდა შემდეგი ფორმულით: ერთ ტონა საწვავზე გაანგარიშებით: თურქმენეთში საბაჟო დეკლარაციის გამოწერის თარიღისათვის დაფიქსირებული PLATTS FOB MED ITALY GASOIL 01 კვოტაციას +82 აშშ დოლარი + დარიცხული საბაჟო გადასახადები + ტრანსპორტირების თანხები (4.1.1 პუნქტი). ხელშეკრულების 4.2.3 პუნქტის თანახმად, მყიდველის მიერ გადახდის ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლებოდა ნასყიდობის საგანზე საფასურის სრული თანხის გამყიდველის საბანკო ანგარიშზე მიღების მომენტიდან ანგარიშსწორების დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის კურსით.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიწოდებული ნასყიდობის საგნის ღირებულების ა.შ.შ. დოლარში გადახდის ვალდებულება გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით და შესაბამისად, ამ კუთხით უსაფუძვლოა სააპელაციო საჩივრის ავტორის პრეტენზია.
4.8 სასამართლო მიუთითებს, რომ ვალდებულების დროულად შესრულება სამოქალაქო სამართლის ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. ვალდებულების შესრულების დროდ ითვლება განსაზღვრული მომენტის დადგომა, როცა ვალდებულება შესრულებული უნდა იქნას, რასაც უკავშირდება ხანდაზმულობის ფაქტორიც, რადგანაც კრედიტორის მოთხოვნის უფლებაც არ არის უვადო და მასზე მოქმედებს ხანდაზმულობის ზოგადი წესები.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს აპელანტის პრეტენზიაზე, რომელიც ეხება მოთხოვნის ხანდაზმულობას, კერძოდ, აპელანტი უთითებს სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე, 137-ე, 477-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში არ არის არავითარი მსჯელობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დროს მოთხოვნის წარმოშობისა და მისი ხანდაზმულობის თაობაზე.
აპელანტის აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ იმ ვალდებულებებისათვის, რომელთა შესრულების დროც გამომდინარეობს გარემოებებიდან, მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს შესრულების შესახებ კრედიტორის მოთხოვნის დროითი ფარგლები. ზოგადი წესის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
4.9 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ე.ი. თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს, ამასთან იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა, ასევე დადგენილია, რომ ხელშეკრულების პირობებზე არსებობდა წერილობითი შეთანხმება. მოსარჩელე ითხოვს მხარეთა შორის 2013 წლის 08 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2013 წელს მიწოდებული ნავთობპროდუქტების ღირებულების გადახდას. ხელშეკრულებით განსაზღვრულია ნასყიდობის საფასურის გადახდის ვადები, კერძოდ მყიდველი ნასყიდობის საგნის ღირებულებას გადაიხდის როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების წესით. მყიდველი ნასყიდობის საგნის ღირებულებას გადაიხდის შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში. მოსარჩელე მის მიერ წარმოდგენილი პროდუქციის მიწოდებისა და თანხის გადახდის ცხრილით, დავალიანების წარმოშობის პერიოდს უკავშირებს 2013 წლის 06 ნოემბრიდან 2013 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით გაცემულ ანგარიშ-ფაქტურებს. შესაბამისად, სახელშეკრულებო პირობის გათვალისწინებით, 2013 წლის 06 ნოემბრის ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე გადახდა უნდა განხორციელებულიყო 2013 წლის 26 ნოემბერს, 2013 წლის 16 ნოემბრის ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე _ 2013 წლის 04 დეკემბერს, მაგრამ საქმეში არსებული მასალების მიხედვით, 2013 წლის 06 ნოემბრიდან 16 ნოემბრამდე პერიოდში მოწოდებული პროდუქციის ღირებულების გადახდას მყიდველი შ.პ.ს. ,,ლ-------–-----------“ ახდენდა ნაწილ-ნაწილ.
4.10 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
საქმეში არსებული მასალების მიხედვით, შ.პ.ს. ,,ლ-------–-----------“ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც აგრძელებდა ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდას, კერძოდ საგადახდო დავალებებით დასტურდება, რომ მოპასუხე 2014 წლის იანვრიდან 2014 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით ახორციელებდა თანხის გადახდას გამყიდველის ანგარიშზე შეტანის გზით, ბოლო გადახდა უფიქსირდება 2017 წლის 15 დეკემბერს. რა ადასტურებს, რომ მყიდველის მიერ დავალიანების თანხის გადახდა იწვევდა ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან. ამდენად, ვინაიდან მყიდველის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრულ 3 წლიანი ვადის განმავლობაში დაფიქსირებულია დავალიანების არაერთხელ გადახდის ფაქტი, რამაც გამოიწვია შ.პ.ს. ,,ს---------------------------–-----“-ს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა, ამასთან დავალიანების გადახდებს შორის არ არსებობს 3 წლიანი ვადის გასვლის ფაქტი, შ.პ.ს. ,,ს---------------------------–-----“-ს მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ გამყიდველმა _ შ.პ.ს. ,,ს---------------------------–----მა“ ჯეროვნად შეასრულა ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ მყიდველს _ შ.პ.ს. ,,ლ-------–-----------“-ს მიაწოდა შეთანხმებული ნასყიდობის საგანი, ხოლო შ.პ.ს. ,,ლ-------–-----------“-მ სრულად არ გადაიხადა ნასყიდობის საგნის ღირებულება _ 1 146 149 ა.შ.შ. დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ვალდებული იყო გადაეხადა. მოცემულ შემთხვევაში არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი შემადგენლობა, მოთხოვნა წარმოშობილია, ხოლო მისი განხორციელების გამომრიცხველი, შემწყვეტი ან დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა არ დასტურდება, შესაბამისად პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ანაზღაურდება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. ,,ლ-------–-----------“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ნოემბრის #2/219-19 გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ლაშა ქოჩიაშვილი
მოსამართლეები ამირან ძაბუნიძე
გენადი მაკარიძე