განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.02.2020
საქმის ნომერი
140310019003089372
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
27.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №140310019003089372

საქმე №3ბ/2972-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ნანა დარასელია

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - ნ------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - გ--------–---–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

1.1. აპელანტის მოთხოვნა - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ნოემბრის N3/174-2019 გადაწყვეტილების გაუქმება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

 

1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე გ--------–---–---–ს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით გადასახდელად დაეკისრა 1 000 (ათასი) ლარი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე გ--------–---–---–ისთვის პირგასამტეხლოს სახით სარჩელით მოთხოვნილი 2 500 ლარიდან 1 500 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

2.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.2.1. გ--------–---–---–ი თავდაცვის მინისტრის 13.09.2016 წლის N3--- ბრძანებით, როგორც სსიპ ,,დ-----------–-----–--------–-----------------–--------------–---------იის“ მსმენელი გაწვეული იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურში და კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება ,,რ-----ი“ 2016 წლის 11 სექტემბრიდან და იმავე დღეს გაუფორმდა თავდაცვის მინისტრის 17.09.2011 წლის N729 ბრძანებით დამტკიცებული N1--- კონტრაქტი.

 

2.2.2. გ--------–---–---–მა 16.02.2018 პირადი პატაკის საფუძველზე მოითხოვა როგორც

კონტრაქტის, ასევე სასწავლო კურსის ვადამდე შეწყვეტა, რაც დაკმაყოფილდა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.02.2018 წლის N9-- ბრძანებით სსიპ ,,დ-----------–-----–--------–-----------------–--------------–---------იის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის (სასწავლო ბატალიონის მე-2 კურსი) იუნკერი რ-----ი გ--------–---–---–ი დათხოვნილ იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურიდან რეზერვში. ა------იის რექტორის 27.02.2018 წლის N2-- ბრძანებით რ----- გ--------–---–---–ს შეუწყდა იუნკერის სტატუსი, ამოირიცხა იუნკერთა სიიდან და მოიხსნა ყველა სახის კმაყოფიდან, 2018 წლის 26 თებერვლიდან.

 

2.2.3. მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტის 6.2 პუნქტის თანახმად, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.11.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით.

 

2.2.4. საქართველოს მთავრობის N264 დადგენილებით ცვლილება შევიდა ,,სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების“ შესახებ მთავრობის N238 დადგენილებაში, კერძოდ პირს, რომელსაც 2019 წლის 10 ივნისამდე ,,სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე პირობით სასწავლებლად მისაღებ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის N728 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის ან ,,სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის N729 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის დარღვევის გამო დაეკისრა (მათ შორის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე) 28 000 ლარის ოდენობით ჯარიმა, ჯარიმის ოდენობა შეუმცირდა:

 

ა) 1500 ლარამდე - პირველ კურსზე ყოფნისას კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში;

ბ) 1500 ლარამდე - მეორე კურსზე ყოფნისას კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში;

გ) 4000 ლარამდე - მესამე კურსზე ყოფნისას კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში;

დ) 5000 ლარამდე - მეოთხე კურსზე ყოფნისას ან მის შემდგომ პერიოდში კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში.

 

3. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება, წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ ,,დ-----------–------–--------–-----------------–--------------–---------–--- ა------იას” და, მეორე მხრივ, მოპასუხე ფიზიკურ პირს შორის საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №729 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი” ხელშეკრულებიდან წარმოშობილი პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ანაზღაურება. ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანოების მიზანს წარმოადგენდა საჯარო უფლებამოსილების განხორციელება - სახელმწიფოს უზრუნველყოფა იუნკერებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, დაარღვია თუ არა გ--------–---–---–მა მასთან გაფორმებული კონტრაქტის ისეთი ვალდებულება, რაც იწვევს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას;

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, დადგენილია, რომ გ--------–---–---–ი თავდაცვის მინისტრის 13.09.2016 წლის N3--- ბრძანებით, როგორც სსიპ ,,დ-----------–-----–--------–-----------------–--------------–---------იის“ მსმენელი გაწვეული იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურში და კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება ,,რ-----ი“ 2016 წლის 11 სექტემბრიდან და იმავე დღეს გაუფორმდა თავდაცვის მინისტრის 17.09.2011 წლის N729 ბრძანებით დამტკიცებული N1--- კონტრაქტი.

 

გ---------–---–---–მა 16.02.2018 პირადი პატაკის საფუძველზე მოითხოვა როგორც კონტრაქტის, ასევე სასწავლო კურსის ვადამდე შეწყვეტა, რაც დაკმაყოფილდა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.02.2018 წლის N9-- ბრძანებით სსიპ დ-----------–-----–--------–-----------------–--------------–---------იის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის (სასწავლო ბატალიონის მე-2 კურსი) იუნკერი რ-----ი გ--------–---–---–ი დათხოვნილ იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურიდან რეზერვში.

 

ეს აქტები მოპასუხის მხრიდან არ გასაჩივრებულა და კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გამხდარა; ამასთან, მას არ წარმოუდგენია დადგენილებასა და ბრძანებაში მითითებული გარემოებების გამომრიცხავი უტყუარი სახის მტკიცებულება;

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული აქტები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ მოპასუხის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევაზე, და გ--------–---–---–თან კონტრაქტი სწორედ ამ აქტებითაა შეწყვეტილი შესაბამისი საფუძვლის მითითებით.

 

სასამართლოს განმარტებით, როგორც აღინიშნა, მოპასუხე ,,ა------იიდან” დათხოვნილ იქნა და მასთან კონტრაქტი შეწყდა მე-2 სასწავლო კურსზე პირადი პატაკის საფუძველზე, ანუ კონტრაქტის 6.1.5 ქვეპუნქტის საფუძველზე (მოსამსახურის სასწავლებლიდან მისი ბრალით გარიცხვის გამო).

 

კონტრაქტის 6.2. ქვეპუნქტის მიხედვით, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.5 პუნქტით განსაზღვრული იმ საფუძვლით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის (28 000 ლარის ოდენობით) გადახდის ვალდებულება.

სასამართლომ მიუთითა, რომ ,,სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების“ შესახებ საქართველოს მთავრობის N238 დადგენილების გარდამავალი დებულებების მე-7 პუნქტის თანახმად, პირს, რომელსაც 2019 წლის 10 ივნისამდე „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე პირობით სასწავლებლად მისაღებ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №728 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის ან „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №729 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის დარღვევის გამო დაეკისრა (მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე) 28 000 ლარის ოდენობის ჯარიმა, ჯარიმის ოდენობა შეუმცირდეს: ა) 1500 ლარამდე – I კურსზე ყოფნისას კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში; ბ) 2500 ლარამდე – II კურსზე ყოფნისას კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში; გ) 4000 ლარამდე – III კურსზე ყოფნისას კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში; დ) 5000 ლარამდე – IV კურსზე ყოფნისას ან მის შემდგომ პერიოდში კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ,,ა------იიდან” დათხოვნილ იქნა და მასთან კონტრაქტი შეწყდა მისი პირადი პატაკის გამო, ანუ კონტრაქტის 6.1.5 ქვეპუნქტის საფუძველზე, ამასთან იგი მოცემულ ეტაპზე იყო მეორე სასწავლო კურსის იუნკერი, ეს იძლევა ჯარიმის გადახდაზე მისი პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძველს.

 

პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით კი სასამართლომ განმარტა შემდეგი:

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას.

 

იმავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. იმავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 2500 ლარი - არის შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვს მისი გონივრული შესაბამისობის დადგენას ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან მიმართებაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ მართალია, შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია, აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ ამით არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები და დაუსაბუთებლად შეიზღუდოს სამხედრო მოსამსახურის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს დაქვემდებარებაში მყოფი ფიზიკური პირის კანონიერი ინტერსები.

 

როგორც აღინიშნა, მითითებული კონტრაქტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რაც გულისხმობს სამხედრო მოსამსახურის ადმინისტრაციულ ორგანოსთან ვერტიკალურ დაქვემდებარებაში ყოფნას, რომლითაც განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძირითადი უფლებები, ხოლო სამხედრო მოსამსახურის - ძირითადად ვალდებულებები.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარ პირობებში ჯარიმის 2500 ლარით განსაზღვრა უკიდურესად მძიმე და შეუსაბამოდ არათანაბარ სამართლებრივ თუ უფლებრივ საზღვრებში, კაბალურ მდგომარეობაში ამყოფებს სამხედრო მოსამსახურეს, და მთლიანად დამოკიდებულს ხდის კონტრაქტორზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული; მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მოსაზრებით, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, პირგასამტეხლოს თანხის შემცირება გონივრულ ფარგლებში, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით.

 

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ კონტრაქტში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა არც ერთი საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული არაა, მოპასუხე დათხოვნისას იყო მეორე კურსის იუნკერი, არის სტუდენტი, უმუშევარი.

 

ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 1 000 ლარით, რითაც დაცული იქნება როგორც გონივრულობის ფარგლები, ასევე სამართლიანობის პრინციპი.

 

პირგასამტეხლოს ამ ოდენობით განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებულ სახელმწიფოს თავდაცვის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების მნიშვნელობა, ასევე ამ პროცესში სამხედრო მოსამსახურეთა კანონიერი ინტერესები და უფლებები.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წამოადგენს ის გარემოება, რომ გადაწყვეტილება უსაფუძვლო და იურიდიულად არასაკმარისად დასაბუთებულია. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული არ არის ის სამართლებრივი ნორმები რომელზე დაყრდნობითაც მიიღო სასამართლომ ამგვარი გადაწყვეტილება.

 

აპელანტი განმარტავს, რომ გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თავდაცვის სამინისტროს სარჩელი და გ--------–---–---–ს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით 1 000 ლარის გადახდა, (ნაცვლად სასარჩელო განცხადებით მოთხოვნილი 2 500 ლარისა) სამინისტრო აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და თვლის, რომ იგი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: კერძოდ, აპელანტი პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ გორის რაიონული სასამართლოს მიერ სადაოდ არ გამხდარა მოპასუხის მიერ კონტრაქტის დარღვევის ფაქტი, არამედ თავადაც დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს აღნიშნულს, გარდა ამისა უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტის 6.2 პუნქტის თანახმად, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული მას ეკისრება ჯარიმის 28 000 ლარის ანაზღაურების ვალდებულება, თუმცა საქართველოს მთავრობის N264 დადგენილებით ცვლილება შევიდა „სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის N238 დადგენილებაში: კერძოდ, პირს, რომელსაც 2019 წლის 10 ივნისამდე „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე პირობით სასწავლებლად მისაღებ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის N728 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის ან „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის N729 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის დარღვევის გამო დაეკისრა (მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე) 28 000 ლარის ოდენობის ჯარიმა, ჯარიმის ოდენობა შეუმცირდეს:

 

ა) 1500 ლარამდე -I კურსზე ყოფნისას კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში;

ბ) 2500 ლარამდე – II კურსზე ყოფნისას კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში;

გ) 4000 ლარამდე – III კურსზე ყოფნისას კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში;

დ) 5000 ლარამდე – IV კურსზე ყოფნისას ან მის შემდგომ პერიოდში კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში.

 

ამდენად, აპელანტის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ გ--------–---–---–ი კონტრაქტის პირობების დარღვევის პერიოდისათვის იმყოფებოდა მეორე კურსზე. მის მიმართ სამინისტრო ითხოვდა 2500 ლარის ანაზღაურების ვალდებულებას, რაც აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს მხრიდან არასრულყოფილად იქნა შეფასებული გამომდინარე იქიდან, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით ზუსტად განისაზღვრა და მიეთითა იმ თანხების ოდენობა, რომლებიც უნდა დაეკისროს თითოეულ მსმენელს კონტრაქტის დარღვევისას, რაც სასამართლოს მხრიდან საერთოდ არ შეფასდა და სრულიად უსაფუძვლოდ არ იქნა მხედველობაში მიღებული, რაც აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების (გასაჩივრებულ ნაწილში) გაუქმების საფუძველია.

 

აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ გარდა ზემოთ აღნიშნულისა სასამართლო გადაწყვეტილებაში უთითებს სსკ-ის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო საქმის გარემოებების გათვალისწინებით, როგორც მოგეხსენებათ, უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, ჯარიმა (საურავი) პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, ხოლო ჯარიმას ცალკე, ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიების სახით საქართველოს სამოქალაქო კოდექსი საერთოდ არ იცნობს.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ იზიარებს გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტის მოსაზრებით, გასათვალისწინებელია ის, გარემოებაც, რომ „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 18.03.2014 წლის N238 დადგენილების XVIII თავი ითვალისწინებს ასევე ფინანსურ პასუხისმგებლობას სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში. მითითებული თავის მე-4 პუნქტი ფინანსურ პასუხისმგებლობაში ცალ-ცალკე განსაზღვრავს ჯარიმასა და პირგასამტეხლოს. ამასთან, აპელანტი მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ ჯარიმის სახით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს ფიქსირებულ თანხას და შესაბამისად, სასამართლოს მიერ სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენებას მიიჩნევს უსაფუძვლოდ.

 

ამდენად, აპელანტის განმარტებით, საქართველოს მთავრობის ნორმატიულმა აქტმა პირდაპირ დააგინა და მიუთითა ჯარიმის თანხაზე, რაც სასამართლოს მიერ უნდა შეფასებულიყო სათანადო. თუმცა, როგორც აპელანტი მიუთითებს, მან სრულიად უსაფუძვლოდ მიუთითა და დაეყრდნო თავის გადაწყვეტილებაში სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რაც დაუსაბუთებელია მოცემულ შემთხვევაში. ამასთან, აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არც იმაზე არ იმსჯელა საერთოდ თუ რატომ რა საფუძვლით აუარა გვერდი სასამართლომ ზემოხსენებული ნორმატიული აქტის გამოყენებას, სადავო საკითხის გადაწყვეტისას.

 

ამდენად, აპელანტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოებები, გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმებისა და სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძველია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.2. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება - დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას მიიჩნევს მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების სწორი გამოყენებისა და განმარტების საფუძველზე მიღებულად, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის პროცესში არ დაურღვევია კანონი, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით დადგენილ საფუძვლებს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს, რომ სსიპ ,,დ-----------–------–--------–-----------------–--------------–---------–--- ა------იას” და მეორე მხრივ, მოპასუხე ფიზიკურ პირს შორის საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის № 729 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი” კონტრაქტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ხელშეკრულება კი იურიდიული ფაქტია, რომელიც იწვევს ვალდებულებას, ვალდებულება კი სამართლებრივი ურთიერთობაა, რომელიც წარმოიშობა არა მხოლოდ ხელშეკრულებიდან, არამედ სხვა საფუძვლებიდანაც. ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას და იწვევს მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას.

 

პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობა. აპელანტი სადაოდ ხდის კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას იმ მოტივით, რომ ჯარიმის სახით მოთხოვილი თანხა წარმოადგენს ფიქსირებულ თანხას, რომელიც განსაზღვრულია საქართველო მთავრობის ნორმატიული აქტით და არ არსებობს მისი შემცირების სამართლებრივი საფუძველი.

 

პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ გ--------–---–---–ის მიერ დარღვეულ იქნა ,,სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გაფორმებული კონტრაქტით“ (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული პირობები, კერძოდ, ხსენებული კონტრაქტის მე-6 მუხლის 6.2. ქვეპუნქტის მიხედვით, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.11.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით.

 

ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მთავრობის N264 დადგენილებით ცვლილება შევიდა ,,სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების“ შესახებ მთავრობის N238 დადგენილებაში, კერძოდ, პირს, რომელსაც 2019 წლის 10 ივნისამდე ,,სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე პირობით სასწავლებლად მისაღებ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის N728 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის ან ,,სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის N729 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის დარღვევის გამო დაეკისრა (მათ შორის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე) 28 000 ლარის ოდენობით ჯარიმა, ჯარიმის ოდენობა შეუმცირდა: ა) 1500 ლარამდე - პირველ კურსზე ყოფნისას კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში; ბ) 2500 ლარამდე - მეორე კურსზე ყოფნისას კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში; გ) 4000 ლარამდე - მესამე კურსზე ყოფნისას კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში; დ) 5000 ლარამდე - მეოთხე კურსზე ყოფნისას ან მის შემდგომ პერიოდში კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში.

 

დადგენილია, რომ გ--------–---–---–ი თავდაცვის მინისტრის 13.09.2016 წლის N3--- ბრძანებით, როგორც სსიპ ,,დ-----------–-----–--------–-----------------–--------------–---------იის“ მსმენელი გაწვეული იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურში და კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება ,,რ-----ი“ 2016 წლის 11 სექტემბრიდან და იმავე დღეს გაუფორმდა თავდაცვის მინისტრის 17.09.2011 წლის N729 ბრძანებით დამტკიცებული N1--- კონტრაქტი.

 

საქმის მასალებით, ასევე დადგენილია, რომ გ--------–---–---–მა 16.02.2018 პირადი პატაკის საფუძველზე მოითხოვა როგორც კონტრაქტის, ასევე სასწავლო კურსის ვადამდე შეწყვეტა, რაც დაკმაყოფილდა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.02.2018 წლის N9-- ბრძანებით სსიპ ,,დ-----------–-----–--------–-----------------–--------------–---------იის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის (სასწავლო ბატალიონის მე-2 კურსი) იუნკერი რ-----ი გ--------–---–---–ი დათხოვნილ იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურიდან რეზერვში. ა------იის რექტორის 27.02.2018 წლის N2-- ბრძანებით რ----- გ--------–---–---–ს შეუწყდა იუნკერის სტატუსი, ამოირიცხა იუნკერთა სიიდან და მოიხსნა ყველა სახის კმაყოფიდან, 2018 წლის 26 თებერვლიდან.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის საფუძვლებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ და განმარტავს, რომ ჯარიმა (საურავი) პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა, ფაქტობრივად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობიდან გამომდინარე მართებულად მიიჩნევს დავის სახელშეკრულებო-ვალდებულებით ნორმებზე მითითებით გადაწყვეტას და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების სწორი გამოყენებისა და შეფარდების საფუძველზე.

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებასა და ფინანსური პასუხისმგებლობის ერთგვარ ფორმას წარმოადგენს, რომელსაც გააჩნია ვალდებულების დროული შესრულების პრევენციული ფუნქცია. ამასთან, პირგასამტეხლო კრედიტორისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების ლეგალური საშუალებაა და კრედიტორის აქცესორული უფლებაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

 

ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სააპელაციო სასამართლო მოიხმობს საკასაციო სასამართლოს განმარტებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლთან მიმართებაში კერძოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს: სასამართლოს ამოცანაა მხარე დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ურთიერთობის დამყარებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ შედეგებს. სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს ,,შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს დაზარალებულის ინეტერესები. სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხის არამარტო ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებს, თუ როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის უზრუნველყოფის საშუალება პირგასამტეხლო (ჯარიმის სახით) შეადგენს 2500 ლარს. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს პირგასამტეხლოს თანხა გონივრულ ფარგლებში, სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე.

 

დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ განსახილველ შემთხვევაში კონტრაქტი შეწყდა მოპასუხის პირადი პატაკის გამო, ანუ კონტრაქტის 6.1.5 ქვეპუნქტის საფუძველზე, ანუ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ შესრულდა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, დადგენილი წესით, რაც კრედიტორს ანიჭებს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. თუმცა, ამავდროულად სააპელაციო სასამართლო ადასტურებს, რომ ვალდებულების სახის და დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და ექვემდებარება შემცირებას.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილებაზე (საქმე Nბს-880-876(კ-17), სადაც საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ პირობებში ჯარიმის 2500 ლარით განსაზღვრა უკიდურესად მძიმეა, კაბალურ მდგომარეობაში ამყოფებს მხარეს და სრულად დამოკიდებულს ხდის კონტრაქტორზე, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით მართებულად მიიჩნევს სასამართლოს მხრიდან პირგასამტეხლოს თანხის ოდენობის შემცირებას.

 

აქვე სააპელაციო სასამართლო განმარტავს, ხელშეკრულების არსებობა, ბუნებრივია, ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს იმოქმედონ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულონ შეთანხმებული ვალდებულებები, თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს მხარეთა ინტერესების ბალანსირების აუცილებლობას, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა ისეთ გარემოებებზე და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

განსახილველ შემთხვევაში აპელანტი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,უ'' ქვეპუნქტის დანაწესის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ნანა დარასელია