განაჩენი

სისხლის სამართლის 20.03.2020
საქმის ნომერი
820100115798797
ინსტანცია
თარიღი
20.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100115798797

№1/ბ-153-2020 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

05 მარტი, 2020 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი: მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - ად--–--- წ--------ას

მსჯავრდებულის - ნ------- თ------ას

ადვოკატების - მ----–-- კ-------ის, ნ----- ს---------ი-მ------–-იას მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ------- ჯ----–ის ძე თ------ას მიმართ, დაბადებული 1--- წლის 12 მარტს, პ/ნ 4----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები ქ.ფოთი, ჭ-------ის ქ.№91.

აღწერილობით ნაწილი:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით ნ------- თ------ამ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის განაჩენით (რომლითაც უცვლელი დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 აპრილის განაჩენი) ნ------- თ------ა იყო რა ცნობილი დამნაშავედ სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, 2015 წლის 09 მარტს, ნარკოლოგიური შემოწმებისას, ნ------- თ------ას კვლავ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება - ,,ბუპრენორფინის” ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 ივლისის განაჩენით ნ------- თ------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07(შვიდი) თვის ვადით.

 

მასვე, “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ ნ------- თ------ას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების მ----–-- კ-------ის და ნ----- ს---------ი-მ------–-იას მიერ, რომლებაც დააზუსტეს თავიანთი სააპელაციო საჩივარი და მოითხოვეს ნ------- თ------ას გათავისუფლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან.

ბრალდების მხარეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტებს, მსჯავრდებულ ნ------- თ------ას და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებს მ----–-- კ-------ის და ნ----- ს---------ი-მ------–-იას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დაზიუსტებულ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.

– მოწინააღმდეგე მხარეს, პროკურორ ად--–--- წ--------ას, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ საქმესი არსებული მკტკიცებულებები.

 

პალატას მსჯავრდებულ ნ------- თ------ას მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: აჭარის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების №9------ ექსპერტიზის დასკვნით, მოწმის სახით დაკითხული ჯ-----------–-----------------------------------------–---–ის, ექსპერტ რუსუდან ხალვაშის ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

მსჯავრდებულ ნ------- თ------ას ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 21 თებერვლის განაჩენით ნ------- თ------ა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, გათავისუფლდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 აპრილის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის განაჩენებით (ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანას) მოხმარებისათვის), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან, ასევე აღუდგა ამ განაჩენებით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის შესაბამისად დანაშაულია ,,ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულ-სახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.“

ამდენად, ვინაიდან მსჯავრდებული ნ------- თ------ა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 21 თებერვლის განაჩენით გათავისუფლებულია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან, შესაბამისად არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ნარკოტიკული საშუალების, ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ) შემადგენლობა, რის გამოც ნ------- თ------ა უნდა გათავისუფლდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება და დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ნ------- თ------ას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების მ----–-- კ-------ის და ნ----- ს---------ი-მ------–-იას დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის განაჩენში ნ------- თ------ას მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება.

ნ------- თ------ა გათავისუფლდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან.

მსჯავრდებული ნ------- თ------ა დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

ნ------- თ------ას აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 (სამი) წლის ვადით ჩამორთმეული უფლებები: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე