განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.03.2020
საქმის ნომერი
330310018002657657
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
10.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002657657

საქმე N3ბ/2276-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

10 მარტი 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გია ბერაია

სხდომის მდივანი - ნატო ხვთისავრიშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;

წარმომადგენელი - მ--------------ძე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ნ--ო ტ-------ე;

წარმომადგენელი - ჟანა ჩიქოვანი;

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 მაისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

II ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სარჩელი, მოპასუხე ნ--ო ტ-------ის მიმართ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

 

1.1. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

,,განათლების საერთაშორისო ცენტრის’’ პროგრამის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის N303 დადგენილებით დამტკიცებული ,,განათლების საერთაშორისო ცენტრის’’ პროგრამის შესაბამისად, 2014 წლის 5 აგვისტოს, ერთის მხრივ საქართველოს მთავრობის კანცელარიას (შემდგომში „გრანტის გამცემი“), მეორე მხრივ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა (შემდგომში „ფინანსური უზრუნველმყოფი“) და ნ--ო ტ-------ეს (შემდგომში „გრანტის მიმღები“) შორის დაიდო №3--------2/20---7 ხელშეკრულება „გრანტის შესახებ“. აღნიშნული ხელშეკრულების 2.1. მუხლის თანახმად, გრანტის გამცემი გრანტის მიმღებს უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად გამოცხადებულ განათლების მიმართულებაზე, გერმანიაში, კოლნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე 2-------5 სასწავლო წლისათვის სწავლის საფასურის და სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად. ხელშეკრულების 2.2. მუხლის თანახმად, „გრანტის გამცემი“, „გრანტის მიმღებს“ გრანტის სახით, 2-------5 სასწავლო წლისათვის გადასცემს 8---0 ევროს ეკვივალენტ თანხას ეროვნულ ვალუტაში. 2.2.1. მუხლის თანახმად, „გრანტის გამცემი“, „გრანტის მიმღებს“ გადასცემს 230 ევროს ეკვივალენტ თანხას ეროვნულ ვალუტაში, 2.1. პუნქტით განსაზღვრულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურის ასანაზღაურებლად. 2.2.2. მუხლის თანახმად, „გრანტის გამცემი“, „გრანტის მიმღებს“ გადასცემს 8000 ევროს ეკვივალენტ თანხას ეროვნულ ვალუტაში, 2.1. პუნქტით განსაზღვრულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად. 3.1.1. მუხლის თანახმად, გრანტის გამცემს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, მის მიერ შერჩეული ფორმითა და საშუალებით მოახდინოს გრანტის მიმღებისათვის გადარიცხული თანხების მიზნობრივი ხარჯვისა და ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მონიტორინგი. 3.1.2. მუხლის თანახმად, გრანტის გამცემს უფლება აქვს, გრანტის მიმღების მიერ დადგენილებითა და ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მოითხოვოს გრანტის სახით გაცემული თანხის უკან დაბრუნება. 3.4.1. მუხლის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია, ამ ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის სახით გაცემული თანხა გამოიყენოს მხოლოდ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისთვის. 3.4.4. მუხლის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია, მისთვის გამოყოფილი გრანტის არამიზნობრივად გამოყენების, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში კომისიის მიერ მისთვის გამოყოფილი დაფინანსების სრულად აუთვისებლობის ან შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შეწყვეტის შემთხვევაში, გრანტის გამცემს დაუბრუნოს მის მიერ არამიზნობრივად გახარჯული/აუთვისებელი თანხა. 3.4.5. მუხლის თანახმად, სწავლის დასრულების შემდეგ გრანტის მიმღები ვალდებულია გრანტის გამცემს წარუდგინოს კოლნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე სწავლის შედეგად მოპოვებული შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი. 3.4.9. მუხლის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია, დადგენილებითა და ამ ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში გრანტის გამცემს სრულად დაუბრუნოს გრანტის სახით გადაცემული თანხა.

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ 201--–-–---------------რს გადარიცხული იქნა ნ--ო ტ-------ის სასწავლო გრანტი 5--.48 (ხუთას ჩვიდმეტი ლარი და ორმოცდარვა თეთრი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ 201--–-–---------------რს გადარიცხული იქნა ნ--ო ტ-------ის სასწავლო გრანტი 8---9.6---------------–--------------–----–------ტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ 2014 წლის 30 დეკემბერს გადარიცხული იქნა ნ--ო ტ-------ის სასწავლო გრანტი 9------–------------------------ი) ლარის ოდენობით;

 

კ----–--ს უნივერსიტეტის 2016 წლის 24 ნოემბრის ცნობის თანახმად, ნ--ო ტ-------ე სწავლობს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მე-14 სემესტრში. დისერტაციის ხელმძღვანელის სიმსივნით დაავადების გამო ნ--ო ტ-------ე იძულებულია საქართველოში შეაგროვოს კვლევისთვის საჭირო მასალა, რათა მიიღოს ფაკულტეტის ხელახალი თანხმობა დისერტაციის დასამთავრებლად .

 

კ----–--ს უნივერსიტეტის 2017 წლის 14 ნოემბრის ცნობის თანახმად, უნივერსიტეტი ადასტურებს, რომ ნ--ო ტ-------ისათვის შეუძლებელი გახდა სადოქტორო სწავლების დასრულება, კ----–--ს უნივერსიტეტში მისი დისერტაციის ხელმძღვანელის პროფესორ ფ. კ-------ს უეცარი ავადმყოფობის გამო, რომელმაც სამსახური დატოვა ავადმყოფობის გამო. ნ--ო ტ-------ისთვის სხვა ხელმძღვანელის მოძიება ვერ მოხერხდა, ვინაიდან პროექტი ექსკლუზიურად შექმნილია ბატონი კ-------ს კვლევაზე. ნ--ო ტ-------ემ უკვე დატოვა კ----–--ს უნივერსიტეტი, საქართველოს კლინიკაში სამუშაოს დასაწყებად.

 

2018 წლის 29 ივლისს ნ--ო ტ-------ემ წერილობით მიმართა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს და განმარტა, რომ მისგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზების გამო მან ვერ მოახერხა სადოქტორო ნაშრომის დაცვა და შესაბამისად, დიპლომის მიღება. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ამ დრომდე ვერ მოხერხდა სადოქტოროს ხელმძღვანელის მოძიება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ--ო ტ-------ემ ითხოვა, საქმე გადაჭრილ იქნეს ადეკვატური ობიექტური გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

1.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მხარეებს შორის 2014 წლის 5 აგვისტოს დადებული №3--------2/20---7 ხელშეკრულებით განისაზღვრულ იქნა არსებითი პირობები, კერძოდ, აღნიშნული ხელშეკრულების 2.1. მუხლის თანახმად, გრანტის გამცემი გრანტის მიმღებს უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად გამოცხადებულ განათლების მიმართულებაზე, გერმანიაში, კ----–--ს სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე 2-------5 სასწავლო წლისათვის სწავლის საფასურის და სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად. ხელშეკრულების 2.2. მუხლის თანახმად, „გრანტის გამცემი“, „გრანტის მიმღებს“ გრანტის სახით, 2-------5 სასწავლო წლისათვის გადასცემს 8---0 ევროს ეკვივალენტ თანხას ეროვნულ ვალუტაში. 2.2.1. მუხლის თანახმად, „გრანტის გამცემი“, „გრანტის მიმღებს“ გადასცემს 230 ევროს ეკვივალენტ თანხას ეროვნულ ვალუტაში, 2.1. პუნქტით განსაზღვრულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურის ასანაზღაურებლად. 2.2.2. მუხლის თანახმად, „გრანტის გამცემი“, „გრანტის მიმღებს“ გადასცემს 8000 ევროს ეკვივალენტ თანხას ეროვნულ ვალუტაში, 2.1. პუნქტით განსაზღვრულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად. 3.1.1. მუხლის თანახმად, გრანტის გამცემს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, მის მიერ შერჩეული ფორმითა და საშუალებით მოახდინოს გრანტის მიმღებისათვის გადარიცხული თანხების მიზნობრივი ხარჯვისა და ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მონიტორინგი. 3.1.2. მუხლის თანახმად, გრანტის გამცემს უფლება აქვს, გრანტის მიმღების მიერ დადგენილებითა და ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მოითხოვოს გრანტის სახით გაცემული თანხის უკან დაბრუნება. 3.4.1. მუხლის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია, ამ ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის სახით გაცემული თანხა გამოიყენოს მხოლოდ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისთვის. 3.4.4. მუხლის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია, მისთვის გამოყოფილი გრანტის არამიზნობრივად გამოყენების, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში კომისიის მიერ მისთვის გამოყოფილი დაფინანსების სრულად აუთვისებლობის ან შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შეწყვეტის შემთხვევაში, გრანტის გამცემს დაუბრუნოს მის მიერ არამიზნობრივად გახარჯული/აუთვისებელი თანხა. 3.4.5. მუხლის თანახმად, სწავლის დასრულების შემდეგ გრანტის მიმღები ვალდებულია გრანტის გამცემს წარუდგინოს კოლნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე სწავლის შედეგად მოპოვებული შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი. 3.4.9. მუხლის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია, დადგენილებითა და ამ ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში გრანტის გამცემს სრულად დაუბრუნოს გრანტის სახით გადაცემული თანხა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 395-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებზე:

 

- კ----–--ს უნივერსიტეტის 24.11.2016 წ. ცნობის თანახმად, ნ--ო ტ-------ე სწავლობს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მე-14 სემესტრში. დისერტაციის ხელმძღვანელის სიმსივნით დაავადების გამო ნ--ო ტ-------ე იძულებულია საქართველოში შეაგროვოს კვლევისთვის საჭირო მასალა, რათა მიიღოს ფაკულტეტის ხელახალი თანხმობა დისერტაციის დასამთავრებლად.

 

- კ----–--ს უნივერსიტეტის 14.11.2017 წ. ცნობის თანახმად, უნივერსიტეტი ადასტურებს, რომ ნ--ო ტ-------ისათვის შეუძლებელი გახდა სადოქტორო სწავლების დასრულება, კ----–--ს უნივერსიტეტში მისი დისერტაციის ხელმძღვანელის პროფესორ ფ. კ-------ს უეცარი ავადმყოფობის გამო, რომელმაც სამსახური დატოვა ავადმყოფობის გამო. ნ--ო ტ-------ისთვის სხვა ხელმძღვანელის მოძიება ვერ მოხერხდა, ვინაიდან პროექტი ექსკლუზიურად შექმნილია ბატონი კ-------ს კვლევაზე. ნ--ო ტ-------ემ უკვე დატოვა კ----–--ს უნივერსიტეტი, საქართველოს კლინიკაში სამუშაოს დასაწყებად.

 

- ნ--ო ტ-------ის 29.07.2018 წ. წერილობით მიმართვით დასტურდება, რომ ნ. ტ-------ემ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს აცნობა, რომ მისგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოახერხა სადოქტორო ნაშრომის დაცვა და შესაბამისად, დიპლომის მიღება. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ამ დრომდე ვერ მოხერხდა სადოქტოროს ხელმძღვანელის მოძიება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ--ო ტ-------ემ ითხოვა, საქმე გადაჭრილ იქნეს ადეკვატური ობიექტური გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

- მოპასუხე ნ--ო ტ-------ესა და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის ელექტრონულ მიმოწერებით დასტურება, რომ მოპასუხემ ცენტრს აცნობა სადოქტორო ნაშრომის დაცვის შეუძლებლობის მიზეზი.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ნ--ო ტ-------ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ,,გრანტის შესახებ’’ 2014 წლის 5 აგვისტოს №3--------2/20---7 ხელშეკრულების 3.4.5. და 3.4.9. პუნქტების განზრახ ან გაუფრთხილებლობით დარღვევას. სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ--ო ტ-------ეს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრთან მუდმივად ჰქონდა კომუნიკაცია იმის თაობაზე, რომ ის ვერ ახერხებდა კ----–--ს უნივერსიტეტში სადოქტორო ნაშრომის დაცვას და შესაბამისად დიპლომის აღებას ობიექტური მიზეზის გამო (ხელმძღვანელი პროფესორის ავადმყოფობა და სხვა პროფესორის არაუფლებამოსილება). ამასთან გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხე მუდმივად ცდილობდა აღნიშნული საკითხის მოგვარებას და კ----–--ს უნივერსიტეტში სადოქტორო ნაშრომის დაცვას და შესაბამისად, აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვებას, მისი გრანტის გამცემისათვის წარდგენის მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მოსაზრებით, ნ--ო ტ-------ის მხრიდან სახეზე არ არის ხელშეკრულების პირობებისადმი არაგულისხმიერი დამოკიდებულება და მისი ბრალეულობა.

 

აქედან გამომდინარე, მოსარჩელის პოზიცია იმის თაობაზე, რომ გრანტის მიმღებმა დაარღვია 2014 წლის 5 აგვისტოს ,,გრანტის შესახებ №3--------2/20---7 ხელშეკრულების 3.4.5. და 3.4.9. პუნქტები, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში ანალიზის საფუძველზე გაზიარებული არ იქნა.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასარჩელო ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაში პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. სარჩელის ხანდაზმულობის საკითხის სწორად შეფასებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოთხოვნის იძულებითი რეალიზაციის ვადის დენის დასაწყისის განსაზღვრას. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ე.ი. თუ მოთხოვნის წარმოშობისა და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს, ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანხვედრაშია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადა არის პერიოდი, რომლის განმავლობაში უფლებამოსილ სუბიექტს შეუძლია მოახდინოს თავისი მოთხოვნის იძულებითი რეალიზაცია. შესაბამისად, სწორედ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაში არის შესაძლებელი ადმინისტრაციულმა ორგანომ შეამოწმოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, რადგან ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირმა, რომლის უფლებაც დაირღვა, შეიძლება მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ვადაში

იგულისხმება დროის განსაზღვრული პერიოდი, რომელსაც კანონმდებელი უკავშირებს ამა თუ იმ იურიდიული შედეგის დადგომას. თავისი ბუნებით ვადა იურიდიული ფაქტია, რომლის დადგომა ან გასვლა იწვევს უფლებისა და ვალდებულების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას. იმის გათვალისწინებით, რომ ვადის გასვლით იფარება პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, კანონმდებელი სხვადასხვა სახის მოთხოვნებისათვის ითვალისწინებს ხანდაზმულობის განსხვავებულ ვადებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, 2014 წლის 5 აგვისტოს დადებული ,,გრანტის შესახებ“ ხელშეკრულება გაფორმებულ იქნა 2-------5 სასწავლო წლის სწავლისა და საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად. მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებიდან დგინდება, რომ აღნიშნული სასწავლო წელი უნდა დასრულებულიყო 2015 წლის ზაფხულში, შესაბამისად, დიპლომის წარდგენაც უნდა მომხდარიყო ამ პერიოდში, უგვიანეს 2015 წლის აგვისტოში, რაც მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა. შესაბამისად, მოსარჩელე მხარისათვის ვალდებულების დარღვევის შესახებ უკვე ცნობილი იყო 2015 წლის აგვისტოს, რაც მიანიშნებს, რომ სწორედ ამ დროიდან დაიწყო მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა. ხოლო სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 2018 წლის 3 ოქტომბერს, სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დარღვევით, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველია.

 

2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მითითებთ, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, მაგრამ არასწორად განმარტა ,,გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, რომლის თანახმადაც, გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის, აგრეთვე საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის ოფიციალური წერილობითი გადაწყვეტილება საქართველოს სპორტული ფედერაციის ან კლუბისათვის მიზნობრივი დანიშნულების მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების (მათ შორის ფულადი სახსრების) გამოყოფის შესახებ. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებს და იმ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც გრანტის გამცემი (დონორი) უყენებს გრანტის მიმღებს. გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისათვის. სხვა მიზნებისათვის გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემის (დონორის) თანამობით. ამასთან ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის მხარეები პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე კოდექსის 65-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. მხარეთა მიერ დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.“ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით, მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს.

 

აპელანტის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულებით განსაზღვრული შედეგი არ დადგა, ანუ ის რასაც ემსახურებოდა ხელშეკრულების დადება - ნ--ო ტ-------ისთვის შესაბამისი განათლების მიღების შესაძლებლობას, რაც გამოხატული უნდა ყოფილიყო შესაბამისი სწავლის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვებაში, რაც ამ შემთხვევაში არ განხორცილებეულა. სასამართლოს მიერ სადავო გადაწყვეტილებაში არ აქვს მითითებული, და განმარტებული თუ რა წარმოადგენდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მიზანს და იყო თუ არა აღნიშნული მიზანი მიღწეული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის N303 დადგენილების და ამ დადგენილებით დამტკიცებული „განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის“ განხორციელების მიზნით შექმნილი კომისიის 2014 წლის 04 ივლისის 8 ოქმის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პროგრამის „სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამის“ ფარგლებში, გრანტის გამცემი უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს გრანტის მიმღებს უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პრიორიტეტული საგნმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასურთან დაკავშირებული ხარჯების ან/და სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად ამ ხელშეკრულების დანართის შესაბამისად. ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1. პუნქტის თანახმად, „საქართველოს 2014 წლის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების პროგრამისთვის“ გამოყოფილი ასიგნებებიდან ფინანსური უზრუნველმყოფის მეშვეობით გრანტის გამცემი გრანტის მიმღებს უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად გამოცხადებულ განათლების მიმართულებაზე, გერმანიაში, კ----–--ს სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე 2-------5 სასწავლო წლისათვის სწავლის საფასურის და სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად. ამავე მუხლის 2.2. პუნქტის შესაბამისად, გრანტის გამცემმა გრანტის მიმღებს გადასცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, 2-------5 სასწავლო წლისთვის 8 230 ევროს ოდენობით, ეროვნულ ვალუტაში - 18 633.08 (თვრამეტი ათას ექვსასოცდაცამეტი ლარი და რვა თეთრი) ლარი.

 

ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.3. პუნქტის თანახმად, გრანტის გადარიცხვა ხორციელდება ფინანსური უზრუნველმყოფის - ანუ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიმართვისა და დადგენილების შესრულების მიზნით გაფორმებული ამ ხელშეკრულების საფუძველზე, გრანტის მიმღების მიერ განაცხადში მითითებულ შესაბამისი უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე ან/და გრანტის მიმღების პირად საბანკო ანგარიშზე და ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.4. პუნქტის 3.4.5 ქვეპუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია გრანტის გამცემს სწავლის დასრულების შემდეგ წარუდგინოს კ----–--ს სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე სწავლის - შედეგად მოპოვებული შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო 3.4.9. ქვეპუნქტის შესაბამისად, გრანტის მიმღები ვალდებულია დადგენილებითა და ამ ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, გრანტის გამცემს სრულად დაუბრუნოს გრანტის სახით გადაცემული თანხა. ამავე მუხლის 3.1. პუნქტის 3.1.2. ქვეპუნქტის თანახმად, „გრანტის გამცემს“ უფლება აქვს, გრანტის მიმღების მიერ დადგენილებითა და ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მოითხოვოს გრანტის სახით გაცემული თანხის უკან დაბრუნება.

 

აპელანტის მითითებით იქიდან გამომდინარე, რომ ნ--ო ტ-------ემ დაარღვია ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.4. პუნქტის 3.4.5 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება სწავლის დასრულების შემდეგ კ----–--ს სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე სწავლის შედეგად მოპოვებული შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენასთან დაკავშირებით, იგი ვალდებულია ამავე ხელშეკრულების 3.4.9. ქვეპუნქტის შესაბამისად, დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის გამო სრულად დააბრუნოს გრანტის სახით გადაცემული თანხა.

 

აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ნ--ო ტრაპიძის მხრიდან ადგილი არ ქონდა 2014 წლის 5 აგვისტოს N3-------------/7 ხელშეკრულების 3.4.5. და 3.4.9. პუნქტებით განზრახ ან გაუფრთხილებლობით დარღვევას. სასამართლომ მიიჩნია რომ, ვინაიდან ნ--ო ტ-------ეს მუდმივად ჰქონდა კომუნიკაცია სსიპ განათლების საერთშორისო ცენტრთან და აწვდიდა ინფორმაციას რომ ვერ ახერხებდა შესაბამისი დიპლომის აღებას, შესაბამისად, ტ-------ის მხრიდან სახეზე არ არის ხელშეკრულების პირობებისადმი არაგულისხმიერი დამოკიდებულება და არც მისი ბრალეულობაა სახეზე, რასაც აპელანტი არ ეთანხმება და განმარტავს, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 3.4.5 ქვეპუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია გრანტის გამცემს სწავლის დასრულების შემდეგ წარუდგინოს კ----–--ს სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე სწავლის შედეგად მოპოვებული შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო 3.4.9. ქვეპუნქტის შესაბამისად, გრანტის მიმღები ვალდებულია დადგენილებითა და ამ ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, გრანტის გამცემს სრულად დაუბრუნოს გრანტის სახით გადაცემული თანხა. აპელანტის მითითებით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი დიპლომი, მოპასუხეს ეკისრება ვალდებულება დააბრუნოს მიღებული თანხა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უსაფუძვლოდ არ იქნა დაკმაყოფილებული.

 

აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების 6.4 პუნქტში გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილი, 129-ე მუხლის პირველი ნაწილი და 130-ე მუხლი, რომელთა საფუძველზეც სამინისტროს სარჩელი მიჩნეულ იქნა ხანდაზმულად. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ერთის მხრივ აღნიშნა, რომ ნ--ო ტ-------ე კ----–--ს უნივერსიტეტის 2016 წლის 24 ნოემბრის ცნობის თანახმად სწავლობს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მე-14 სემესტრში და მეორეს მხრივ მიუთითა, რომ მოპასუხეს სასწავლო წელი უნდა დაესრულებინა 2015 წლის ზაფხულში და დიპლომის წარდგენაც უნდა მომხდარიყო ამ პერიოდში, შესაბამისად ვალდებულების დარღვევის დროდ მიიჩნია 2015 წლის აგვისტოს თვე და მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის დროის ათვლა დაიწყო 2015 წლის აგვისტოდან, სასამართლომ ჩათვალა, რომ სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის დაღვევით 2018 წლის 3 ოქტომბერს წარდგენილი სარჩელი ხანდაზმული იყო. აპელანტის მითითებით, სასამართლოს ამგვარი მსჯელობა საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან ხელშეკრულება ცალსახად ადგენს იმ გარემოებას, რომ გრანტის მიმღებმა სწავლის დასრულების შემდეგ უნდა წარადგინოს სწავლის შედეგად მოპოვებული შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი, ანუ დადგენილია, რომ ნ--ო ტ-------ე 2016 წელს ისევ - სწავლობდა კ----–--ს უნივერსიტეტში, შესაბამისად სამინისტრო ვერ მოსთხოვდა ნ. ტ-------ეს დიპლომის წარმოდგენას.

 

აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 395-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც არ უნდა გამოეყენებინა, ვინაიდან თანხის დაბრუნების ვალდებულება არ წარმოშობილა ზიანის მიყენების საფუძვლიდან. მოცემულ შემთხვევაში სამინისტრო მოქმედებდა ,,გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის და ხელშეკრულების 3.4.5 ქვეპუნქტების საფუძველზე.

 

სააპელაციო საჩივრს ავტორის მითითებით, მსგავსი დავის საგნის შესახებ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე N3303100170019137520 (საქმე N3ბ/1593-18), სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „საჯარო-სამართლებრივი და კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა ხელშეკრულების მონაწილეთა სტატუსს, არამედ ხელშეკრულების მიზანს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციის ძირითად ელემენტს შეადგენს ხელშეკრულების დადება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ხელშეკრულების მიზანი მისი შინაარსით განისაზღვრება. ამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოშობილი უფლება-მოვალეობების შინაარსს“. აღნიშნული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა სამინისტროს პოზიცია იმის შესახებ, რომ არსებობდა ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი და იძლეოდა საფუძველს მიღებული საგრანტო თანხის უკან დაბრუნების თაობაზე.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის `გ~ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო არსებითად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, მიიჩნევს, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით მან სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება;

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს იმის დადგენა, გააჩნია თუ არა ნ--ო ტ-------ეს საქართველოს მთავრობის კანცელარიას, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და მოქალაქე ნ--ო ტ-------ეს შორის 2014 წლის 5 აგვისტოს გაფორმებული „გრანტის შესახებ“ №3--------2/20---7 ხელშეკრულების დაღვევიდან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 18 633.08 (თვრამეტი ათას ექვსას ოცდაცამეტი ლარი და რვა თეთრი) ლარის დაბრუნების ვალდებულება.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ,,გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოში გრანტის გაცემის, მიღებისა და გამოყენების საერთო პრინციპებს. დასახელებული კანონის 2.1 მუხლის თანახმად, გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის. ამავე კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულია ის სუბიექტები, თუ ვინ შეიძლება წარმოადგენდეს გრანტის მიმღებს, ხოლო მე-5 მუხლით განსაზღვრულია გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის, აგრეთვე საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის ოფიციალური წერილობითი გადაწყვეტილება საქართველოს სპორტული ფედერაციის ან კლუბებისათვის მიზნობრივი დანიშნულების მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების (მათ შორის ფულადი სახსრების) გამოყოფის შესახებ. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებს და ამ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც გრანტის გამცემი (დონორი) უყენებს გრანტის მიმღებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისათვის. სხვა მიზნებისათვის გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემის (დონორის) თანხმობით.

 

,,გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონის 6.1. მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის მხარეები პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ,,განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის N303 დადგენილებით დამტკიცებული ,,განათლების საერთაშორისო ცენტრის’’ პროგრამის შესაბამისად, 2014 წლის 5 აგვისტოს, ერთის მხრივ საქართველოს მთავრობის კანცელარიას (შემდგომში „გრანტის გამცემი“), მეორე მხრივ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა (შემდგომში „ფინანსური უზრუნველმყოფი“) და ნ--ო ტ-------ეს (შემდგომში „გრანტის მიმღები“) შორის დაიდო №3--------2/20---7 ხელშეკრულება „გრანტის შესახებ“. აღნიშნული ხელშეკრულების 2.1. მუხლის თანახმად, გრანტის გამცემი გრანტის მიმღებს უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად გამოცხადებულ განათლების მიმართულებაზე, გერმანიაში, კოლნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე 2-------5 სასწავლო წლისათვის სწავლის საფასურის და სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად. ხელშეკრულების 2.2. მუხლის თანახმად, „გრანტის გამცემი“, „გრანტის მიმღებს“ გრანტის სახით, 2-------5 სასწავლო წლისათვის გადასცემს 8---0 ევროს ეკვივალენტ თანხას ეროვნულ ვალუტაში. 2.2.1. მუხლის თანახმად, „გრანტის გამცემი“, „გრანტის მიმღებს“ გადასცემს 230 ევროს ეკვივალენტ თანხას ეროვნულ ვალუტაში, 2.1. პუნქტით განსაზღვრულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურის ასანაზღაურებლად. 2.2.2. მუხლის თანახმად, „გრანტის გამცემი“, „გრანტის მიმღებს“ გადასცემს 8000 ევროს ეკვივალენტ თანხას ეროვნულ ვალუტაში, 2.1. პუნქტით განსაზღვრულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად. 3.1.1. მუხლის თანახმად, გრანტის გამცემს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, მის მიერ შერჩეული ფორმითა და საშუალებით მოახდინოს გრანტის მიმღებისათვის გადარიცხული თანხების მიზნობრივი ხარჯვისა და ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მონიტორინგი. 3.1.2. მუხლის თანახმად, გრანტის გამცემს უფლება აქვს, გრანტის მიმღების მიერ დადგენილებითა და ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მოითხოვოს გრანტის სახით გაცემული თანხის უკან დაბრუნება. 3.4.1. მუხლის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია, ამ ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის სახით გაცემული თანხა გამოიყენოს მხოლოდ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისთვის. 3.4.4. მუხლის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია, მისთვის გამოყოფილი გრანტის არამიზნობრივად გამოყენების, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში კომისიის მიერ მისთვის გამოყოფილი დაფინანსების სრულად აუთვისებლობის ან შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შეწყვეტის შემთხვევაში, გრანტის გამცემს დაუბრუნოს მის მიერ არამიზნობრივად გახარჯული/აუთვისებელი თანხა. 3.4.5. მუხლის თანახმად, სწავლის დასრულების შემდეგ გრანტის მიმღები ვალდებულია გრანტის გამცემს წარუდგინოს კოლნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე სწავლის შედეგად მოპოვებული შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი. 3.4.9. მუხლის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია, დადგენილებითა და ამ ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში გრანტის გამცემს სრულად დაუბრუნოს გრანტის სახით გადაცემული თანხა.

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ 201--–-–---------------რს გადარიცხული იქნა ნ--ო ტ-------ის სასწავლო გრანტი 5--.48 (ხუთას ჩვიდმეტი ლარი და ორმოცდარვა თეთრი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ 201--–-–---------------რს გადარიცხული იქნა ნ--ო ტ-------ის სასწავლო გრანტი 8---9.6---------------–--------------–----–------ტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ 2014 წლის 30 დეკემბერს გადარიცხული იქნა ნ--ო ტ-------ის სასწავლო გრანტი 9------–------------------------ი) ლარის ოდენობით;

 

სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად არ იზიარებს აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებას ნ--ო ტ-------ის მიმართ 2014 წლის 5 აგვისტოს დადებული „გრანტის შესახებ“ №3--------2/20---7 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის დაბრუნების ვალდებულების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შესახებ, ვინდაინ როგორც საქმეში წარმოდგენილი კ----–--ს უნივერსიტეტის 2016 წლის 24 ნოემბრის ცნობით დასტურდება ნ--ო ტ-------ე სწავლობს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მე-14 სემესტრში. დისერტაციის ხელმძღვანელის სიმსივნით დაავადების გამო ნ--ო ტ-------ე იძულებულია საქართველოში შეაგროვოს კვლევისთვის საჭირო მასალა, რათა მიიღოს ფაკულტეტის ხელახალი თანხმობა დისერტაციის დასამთავრებლად .

 

კ----–--ს უნივერსიტეტის 2017 წლის 14 ნოემბრის ცნობის თანახმად, უნივერსიტეტი ადასტურებს, რომ ნ--ო ტ-------ისათვის შეუძლებელი გახდა სადოქტორო სწავლების დასრულება, კ----–--ს უნივერსიტეტში მისი დისერტაციის ხელმძღვანელის პროფესორ ფ. კ-------ს უეცარი ავადმყოფობის გამო, რომელმაც სამსახური დატოვა ავადმყოფობის გამო. ნ--ო ტ-------ისთვის სხვა ხელმძღვანელის მოძიება ვერ მოხერხდა, ვინაიდან პროექტი ექსკლუზიურად შექმნილია ბატონი კ-------ს კვლევაზე. ნ--ო ტ-------ემ უკვე დატოვა კ----–--ს უნივერსიტეტი, საქართველოს კლინიკაში სამუშაოს დასაწყებად (ს.ფ. 35-38);

 

საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 29 ივლისს ნ--ო ტ-------ემ წერილობით მიმართა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს და განმარტა, რომ მისგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზების გამო მან ვერ მოახერხა სადოქტორო ნაშრომის დაცვა და შესაბამისად, დიპლომის მიღება. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ამ დრომდე ვერ მოხერხდა სადოქტოროს ხელმძღვანელის მოძიება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ--ო ტ-------ემ ითხოვა, მის საკითხთან დაკავშირებით ადეკვატური და ობიექტური გადაწყვეტილების მიღება.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ როგორც საქმეში წარმოდგენილი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და ნ--ო ტ-------ეს შორის არსებული ელექტრონული მიმოწერებით დასტურდება, ნ--ო ტ-------ეს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრთან მუდმივად ჰქონდა კომუნიკაცია იმის თაობაზე, რომ ის ვერ ახერხებდა კ----–--ს უნივერსიტეტში სადოქტორო ნაშრომის დაცვას და შესაბამისად დიპლომის აღებას ობიექტური მიზეზის გამო (ხელმძღვანელი პროფესორის ავადმყოფობა და სხვა პროფესორის არაუფლებამოსილება). ამასთან საქმის მასაებით დადგენილია, რომ მოპასუხე მუდმივად ცდილობდა აღნიშნული საკითხის მოგვარებას, კ----–--ს უნივერსიტეტში სადოქტორო ნაშრომის დაცვას და შესაბამისად, აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვებას, მისი გრანტის გამცემისათვის წარდგენის მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ--ო ტ-------ის მხრიდან სახეზე არ არის ხელშეკრულების პირობებისადმი არაგულისხმიერი დამოკიდებულება და ბრალეულობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ გრანტის მიმღებმა დაარღვია 2014 წლის 5 აგვისტოს ,,გრანტის შესახებ №3--------2/20---7 ხელშეკრულების 3.4.5. და 3.4.9. პუნქტები, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში ანალიზის საფუძველზე პალატის მიერ გაზიარებული ვერ იქნება.

 

სააპელაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ხანდაზმულობის ვადის არასწორად ათვლის შესახებ და მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადა არის პერიოდი, რომლის განმავლობაში უფლებამოსილ სუბიექტს შეუძლია მოახდინოს თავისი მოთხოვნის იძულებითი რეალიზაცია. შესაბამისად, სწორედ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაში არის შესაძლებელი ადმინისტრაციულმა ორგანომ შეამოწმოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, რადგან ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირმა, რომლის უფლებაც დაირღვა, შეიძლება მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ვადაში იგულისხმება დროის განსაზღვრული პერიოდი, რომელსაც კანონმდებელი უკავშირებს ამა თუ იმ იურიდიული შედეგის დადგომას. თავისი ბუნებით ვადა იურიდიული ფაქტია, რომლის დადგომა ან გასვლა იწვევს უფლებისა და ვალდებულების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას. იმის გათვალისწინებით, რომ ვადის გასვლით იფარება პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, კანონმდებელი სხვადასხვა სახის მოთხოვნებისათვის ითვალისწინებს ხანდაზმულობის განსხვავებულ ვადებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ექვს წელს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.

 

იმის გათვალისწინებით, რომ 2014 წლის 5 აგვისტოს დადებული ,,გრანტის შესახებ’’ ხელშეკრულება გაფორმებულ იქნა 2-------5 სასწავლო წლის სწავლისა და საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად და აღნიშნული სასწავლო წელი უნდა დასრულებულიყო 2015 წლის ზაფხულში, შესაბამისად, დიპლომის წარდგენაც უნდა მომხდარიყო ამ პერიოდში, უგვიანეს 2015 წლის აგვისტოსა, რაც ნ--ო ტ-------ის მხრიდან არ მომხდარა. შესაბამისად, აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოსათვის ვალდებულების დარღვევის შესახებ უკვე ცნობილი იყო 2015 წლის აგვისტოში, რაც მიანიშნებს, რომ სწორედ ამ დროიდან უნდა დაიწყოს მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიიჩნევს, რომ სარჩელი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილია კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, 2018 წლის 3 ოქტომბერს, რაც ხანდაზმულობის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დამატებით საფუძველს ქმნის.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, რის გათვალისწინებითაც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა შეფასებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორად იქნა განმარტებული სადავო საკითხის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები. რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 მაისის გადაწყვეტილება.

 

საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტი გათავისუფლებულია სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 მაისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე: გია ბერაია