განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.02.2020
საქმის ნომერი
330310018002575815
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
12.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002575815

საქმე №3ბ/2995-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 თებერვალი, 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე დავით ახალბედაშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტები (მოსარჩელეები) - ად--– ბ--–---ი, რა---- აბ-----– ს--–-მ, აბ-----– რა----ი, რ---ნ ბ--–---ი, იუ----- ბ--–---ი, მი----- ად--– ბ--–---ი;

 

აპელანტების - აბ-----– რა----ის, რ---ნ ბ--–---ის, იუ----- ბ--–---ის, მი----- ად--– ბ--–---ის კანონიერი წარმომადგენელი - ად--– ბ--–---ი

 

აპელანტების - ად--– ბ--–---ის და რა---- აბ-----– ს--–-მის წარმომადგენელი - გ------ი შ---------ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი

წარმომადგენელი - გ------ი ბ----–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტების მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ად--– ბ--–---ის, რა---- აბ-----– ს--–-მის, აბ-----– რა----ის, რ---ნ ბ--–---ის, იუ----- ბ--–---ის, მი----- ად--– ბ--–---ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, აღმსარებლობით მუსლიმი სუნიტი, ეროვნებით პაკისტანელი ად--– ბ--–---ი დაიბადა 1980 წლის 4 ოქტომბერს საუდის არაბეთის ქალაქ მედინაში. თავშესაფრის მაძიებელი მუდმივად ცხოვრობდა ქ. დამამში (საუდის არაბეთი) მეუღლესთან და შვილებთან ერთად, სადაც მიიღო განათლება და მუშაობდა. 1987 წლიდან 1993 წლამდე განმცხადებელი სწავლობდა იბნ რაშიდის სახელობის სკოლაში, ხოლო 1993 წლიდან 1995 წლამდე - ქ. დამასის საშუალო სკოლაში. 1997 წლიდან 1999 წლამდე თავშესაფრის მაძიებელი დასაქმებული იყო სავაჭრო ცენტრში დარაჯად; 2000 წლიდან 2003 წლამდე მუშაობდა ბლოკის საამქროში; 2004 წლიდან 2008 წლამდე - ცემენტის ქარხანაში, ხოლო 2008 წლიდან 2017 წლამდე - სამშენებლო მასალების კომპანიაში.

 

თავშესაფრის მაძიებლის განცხადებით, პაკისტანში არ არის ნამყოფი, ხოლო საუდის არაბეთი დატოვა ორი მიზეზის გამო. პირველი მიზეზი არის სამსახურში შექმნილი მატერიალური პრობლემები: კომპანია, რომელშიც განმცხადებელი მუშაობდა წაგებაში წავიდა, ხელფასს ვეღარ უხდიდნენ და გადაწყვიტეს თავშესაფრის მაძიებლის სამსახურიდან გაშვება. რაც შეეხება მეორე მიზეზს, განმცხადებლის დედას ჰქონდა პირადი უსიამოვნება განმცხადებლის მეუღლესთან (რძალთან). დედა განმცხადებელს მეუღლესთან განქორწინებას სთხოვდა იმის გამო, რომ, თითქოს, მეუღლე აღმსარებლობით ინდუისტი იყო, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს, რადგან მუსლიმი სუნიტი იყო დაბადებიდან. დედა განმცხადებელს მეუღლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასაც სთხოვდა.

 

თავშესაფრის მაძიებელი იხსენებს დედასთან დაკავშირებულ ინციდენტს, რომელიც მოხდა 2012 ან 2013 წელს. ერთ საღამოს განმცხადებელმა მოაწყო წვეულება, რომელზედაც შერიგების მიზნით დაპატიჟა დედა, ძმები, დები. წვეულების დასრულების შემდეგ, განმცხადებელი ბინიდან გავიდა სტუმრების გასაცილებლად. დაახლოებით 12 წუთის შემდეგ განმცხადებელი სახლში დაბრუნდა და კორპუსთან აღმოაჩინა სახანძრო მანქანა. აღმოჩნდა, რომ განმცხადებლის ბინიდან გასვლის შემდეგ, ბინაში ხანძარი გაჩნდა. მეუღლემ უთხრა, რომ ვერ დაურეკა, რადგან ტელეფონი ვერ იპოვა, ხოლო მეხანძრეებს მეზობლებმა დაურეკეს, როდესაც შენიშნეს, რომ განმცხადებლის მეუღლე და შვილები ბინიდან გამოიქცნენ.

 

ზემოაღწერილი ინციდენტიდან ორი თვის შემდეგ, ძმამ განმცხადებელს უთხრა, რომ ხანძარი ბინიდან გასვლის წინ გააჩინა დედამ, ხოლო დამ განმცხადებლის მეუღლის ტელეფონი აიღო, რათა დახმარებისთვის არ დაერეკა. განმცხადებლის დედა ტელეფონის მეშვეობით სისტემატიურად აწუხებს განმცხადებელს. ერთხელ მოითხოვა 200 ამერიკული დოლარი, რომელიც განმცხადებელმა გზავნილით გაუგზავნა, ხოლო ფულადი თანხის მიღების შემდეგ, დაუკავშირდა განმცხადებელს და უთხრა, რომ მისი ფული არ ჭირდებოდა. თავშესაფრის მაძიებელი დედამისს ახასიათებს მსგავსი უცნაური, უაზრო ქმედებებით.

 

ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, 2017 წელს თავშესაფრის მაძიებელმა ოჯახის წევრებთან ერთად დატოვა საუდის არაბეთი და ჩამოვიდა საქართველოში.

 

თავშესაფრის მაძიებელი აღნიშნავს, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება არ სურს, რადგან მიაჩნია, რომ მეუღლე პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკაში საცხოვრებლად ვერ დარჩება, რადგან არის ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ხოლო ინდოეთსა და პაკისტანს ერთმანეთისადმი პოლიტიკურად ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ.

 

ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ეროვნებით ინდოელი, აღმსარებლობით მუსლიმი სუნიტი, რა---- აბ-----– ს--–-მ დაიბადა 1980 წლის 21 ნოემბერს (პასპორტში დაბადების თარიღად მითითებულია 01.05.1967 წ.) სოფელ კალლაკურჩში, ქ. მადრასი, ინდოეთის რესპუბლიკა. თავშესაფრის მაძიებელმა მიიღო საშუალო განათლება: 1986 წლიდან 1994 წლამდე სწავლობდა აიდიალის სახელობის საშუალო სკოლაში, ინდოეთის რესპუბლიკა.

 

თავშესაფრის მაძიებლის განცხადებით, მამამისი დაბადებით აღმსარებლობით ინდუისტი იყო, თუმცა მუსლიმ ქალზე დაქორწინების შემდეგ, კონვერტირდა ისლამზე (სუნიტი). რა----ს მამის გადაწყვეტილებამ განარისხა მამის ოჯახის წევრები. რა----ს ბიძები სუსტემატურად მოიხმარდნენ ალკოჰოლურ სასმელებს, რომლის ზემოქმედების ქვეშ რა----ს ოჯახის მისამართით ილანძღებოდნენ. მდგომარეობის განმუხტვის მიზნით, თავშესაფრის მაძიებელმა განაცხადა, რომ, როდესაც რა---- ზრდასრულ ასაკს მიაღწევდა, მიათხოვებდა ბიძაშვილს, რომელიც აღმსარებლობით იყო ინდუისტი. თავშესაფრის მაძიებლის დედას არ უნდოდა, რომ ქალიშვილი ინდუისტზე გაეთხოვებინათ, არამედ მუსლიმზე. ამ მიზნით, რა----ს მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ქალიშვილი რომელიმე არაბულ ქვეყანაში გაეშვათ.

 

2000 წელს რა---- სამუშაოდ გაემგზავრა ქ. დოჰაში, ყატარი, სადაც ასევე მუშაობდა რა----ს მამა. თავშესაფრის მაძიებელი ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა ინდოეთში დედასთან, თუმცა, რადგან მამის ნათესავები ქორწინებასთან დაკავშირებით კვლავ აწუხებდნენ, მომდევნო წლიდან ისევ დაბრუნდა არაბულ ქვეყანაში ოღონდ ამჯერად საუდის არაბეთში, სადაც დაიწყო მუშაობა ქალთა სალონში. საუდის არაბეთში რა----ს შეუყვარდა მეუღლე - ად--– ბ--–---ი და დაქორწინდნენ.

 

თავშესაფრის მაძიებლის განცხადებით, საუდის არაბეთში ორი სახის პრობლემა ჰქონდათ: ერთ უკავშირდებოდა მეუღლის მიერ სამსახურის დაკარგვას, რომელიც მოხდა იმის გამო, რომ საწარმო დაიხურა. საწარმოს ხელმძღვანელებმა წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისკენ მოუწოდეს რა----ს მეუღლეს. ხოლო მეორე პრობლემა იყო დედამთილი - განმცხადებლის დედა, რომელიც უკმაყოფილო იყო რძლით და ყველაფერს აკეთებდა, რომ იგი მეუღლესთან დაეშორებინა. ქორწინების პირველი ორი წელი მეუღლეები დედასთან ერთად ცხოვრობდნენ. რა---- იხსენებს, რომ, როდესაც ორსულად იყო, დედამთილმა ერთხელ სახლიდან გააგდო, ხოლო შემდეგ, მეუღლეები საცხოვრებლად ცალკე გადავიდნენ. დედამთილი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას: ეუბნებოდა, რომ ჭუჭყიანი იყო, ინდუისტი იყო და არა მუსლიმი, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს.

 

რა---- მოკლე პერიოდით ჩადიოდა ხოლმე ინდოეთში მშობლების მოსანახულებლად. ერთხელ უფროსი შვილიც წაიყვანა და შეამჩნია მამის, ბიძების და ბიძაშვილების ნეგატიური განწყობა - ისინი სახლში უვარდებოდნენ და სკანდალს აწყობდნენ. თავშესაფრის მაძიებელს არასდროს მიუმართავს პოლიციისთვის დედამთილის ან/და ბიძების ქმედებებთან დაკავშირებით.

 

2016 წელს განმცხადებელი უკანასკნელად, 8 დღით, ჩავიდა ინდოეთში სამკურნალოდ, რადგან საუდის არაბეთში მედიცინა არ იყო განვითარებული და ექიმებს არ ენდობოდა. შესაბამისად, 2016 წელს განმცხადებელმა დატოვა ინდოეთი, გაემგზავრა საუდის არაბეთში.

 

თავშესაფრის მაძიებელს ინდოეთში დაბრუნება არ სურს, რადგან მეუღლე და შვილები არიან პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეები, ხოლო პაკისტანელებს ინდოეთში ცხოვრების უფლებას არ მისცემენ (ს/ფ 73-80, 101-116).

 

2017 წლის 21 ნოემბერს ად--– ბ--–---იმ, მეუღლესთან - რა---- აბ-----– ს--–-მთან და შვილებთან - აბ-----– რა----, რ---ნ, იუ----- და მი----- ად--– ბ--–---ებთან ერთად საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (ს/ფ 117-152).

 

თავშესაფრის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, ად--– ბ--–---ის განცხადების განხილვასთან დაკავშირებით, სტატუსის მაძიებელ პირებს - ად--– ბ--–---ისა და რა---- აბ-----– ს--–-მს, 2018 წლის 13 მაისს, თარჯიმნის მონაწილეობით ჩაუტარდა გასაუბრება. ად--– ბ--–---იმ და რა---- აბ-----– ს--–-მმა დაადასტურეს, რომ გაეცნენ უფლება მოვალეობებს და პროცედურის მსვლელობის წესებს, თარჯიმანთან და სტატუსის დამდგენ სპეციალისტთან კომუნიკაციის პრობლემა არ ჰქონიათ (ს/ფ 85-98).

 

საერთაშორისო დაცვის მინიჭების შესახებ ად--– ბ--–---ის 2017 წლის 21 ნოემბრის განცხადებასთან დაკავშირებით, თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს მიერ შედგენილია დასკვნა. დასკვნა ასახავს არგუმენტებს, რომლებიც განმცხადებელმა მოთხოვნას დაუდო საფუძვლად; დასახელებული არგუმენტების შეფასებას სამმართველოს მიერ; დადგენილ კრიტერიუმებთან დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისობის შეფასებას 1951 წლის ჟენევის კონვენციის მიხედვით; მსჯელობას დაინტერესებული პირის მიმართ დევნის განხორციელების საფუძვლიანი შიშის რეალურობის შესახებ. დასკვნაში ასახული რეკომენდაციით, თავშესაფრის საკითხთა სამმართველო მიიჩნევს, რომ პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ად--– ბ--–---ი ვერ აკმაყოფილებს 1951 წლის ჟენევის კონვენციის 1A(2) მუხლითა და ”საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-19 მუხლებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ლტოლვილის, ასევე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამმართველომ მიზანშეწონილად მიიჩნია ად--– ბ--–---ს უარი ეთქვას როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. ამავე დასკვნაში ასახული რეკომენდაციით, თავშესაფრის საკითხთა სამმართველო მიიჩნევს, რომ ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე - რა---- აბ-----– ს--–-მ ვერ აკმაყოფილებს 1951 წლის ჟენევის კონვენციის 1A(2) მუხლითა და ”საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-19 მუხლებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ლტოლვილის, ასევე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამმართველომ მიზანშეწონილად მიიჩნია რა---- აბ-----– ს--–-მს უარი ეთქვას როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე (ს/ფ 73-80).

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 25 ივნისის №02-01/05/14707 გადაწყვეტილებით, ად--– ბ--–---ს, რა---- აბ-----– ს--–-მს, აბ-----– რა----ს, რ---ნ, იუ----- და მი----- ად--– ბ--–---ებს განემარტათ, რომ ვერ აკმაყოფილებდნენ „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციით და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ საფუძვლებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. სამინისტრომ ასევე მიიჩნია, რომ ვერ აკმაყოფილებდნენ „საერთაშორის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძვლებს ჰუმანიტარული სტატუსის მისანიჭებლად, რადგან მათი ინდივიდუალური პროფილის გათვალისწინებით, წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, მათ მიმართ ადგილი არ ექნებოდა ფუნდამენტური უფლებების დარღვევას და წამების ფაქტს, ვინაიდან წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკაში და ინდოეთის რესპუბლიკაში არ ფიქსირდებოდა განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტები (ს/ფ 68-69).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სასამართლომ განმარტა შემდეგი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეებს ად--– ბ--–---ისა და რა---- აბ-----– ს--–-მს ჩაუტარდათ გასაუბრება, რის შედეგადაც მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გარემოებათა გამოკვლევის შედეგად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება და მას საფუძვლად დაედო თავად დაინტერესებული მხარის მიერ წარდგენილი მონაცემები, რომლებმაც ასახვა ჰპოვა ანკეტირებისა და გასაუბრების მასალებში, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მიღებულია მისი უფლებამოსილების ფარგლებში და დაფუძნებულია იმ ფაქტებსა და გარემოებებზე, რომლებიც ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად იქნა გამოკვლეული. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე, თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს დასკვნის მიხედვით, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, აღმსარებლობით მუსლიმი სუნიტი, ეროვნებით პაკისტანელი ად--– ბ--–---ის განცხადებით, პაკისტანში არ არის ნამყოფი, ხოლო საუდის არაბეთი დატოვა ორი მიზეზის გამო. პირველი მიზეზი არის სამსახურში შექმნილი მატერიალური პრობლემები: კომპანია, რომელშიც განმცხადებელი მუშაობდა წაგებაში წავიდა, ხელფასს ვეღარ უხდიდნენ და გადაწყვიტეს თავშესაფრის მაძიებლის სამსახურიდან გაშვება. რაც შეეხება მეორე მიზეზს, განმცხადებლის დედას ჰქონდა პირად უსიამოვნება განმცხადებლის მეუღლესთან (რძალთან). დედა განმცხადებელს მეუღლესთან განქორწინებას სთხოვდა იმის გამო, რომ, თითქოს, მეუღლე აღმსარებლობით ინდუისტი იყო, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს, რადგან მუსლიმი სუნიტი იყო დაბადებიდან. დედა განმცხადებელს მეუღლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასაც სთხოვდა. ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, 2017 წელს თავშესაფრის მაძიებელმა ოჯახის წევრებთან ერთად დატოვა საუდის არაბეთი და ჩამოვიდა საქართველოში. თავშესაფრის მაძიებელი აღნიშნავს, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება არ სურს, რადგან მიაჩნია, რომ მეუღლე პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკაში საცხოვრებლად ვერ დარჩება, რადგან არის ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ხოლო ინდოეთსა და პაკისტანს ერთმანეთისადმი პოლიტიკურად ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ.

 

ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ეროვნებით ინდოელი, აღმსარებლობით მუსლიმი სუნიტი, რა---- აბ-----– ს--–-მის განცხადებით, საუდის არაბეთში ორი სახის პრობლემა ჰქონდათ: ერთ უკავშირდებოდა მეუღლის მიერ სამსახურის დაკარგვას, რომელიც მოხდა იმის გამო, რომ საწარმო დაიხურა. საწარმოს ხელმძღვანელებმა წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისკენ მოუწოდეს რა----ს მეუღლეს. ხოლო მეორე პრობლემა იყო დედამთილი - განმცხადებლის დედა, რომელიც უკმაყოფილო იყო რძლით და ყველაფერს აკეთებდა, რომ იგი მეუღლესთან დაეშორებინა. ქორწინების პირველი ორი წელი მეუღლეები დედასთან ერთად ცხოვრობდნენ. რა---- იხსენებს, რომ, როდესაც ორსულად იყო, დედამთილმა ერთხელ სახლიდან გააგდო. ხოლო შემდეგ, მეუღლეები საცხოვრებლად ცალკე გადავიდნენ. დედამთილი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას: ეუბნებოდა, რომ ჭუჭყიანი იყო, ინდუისტი იყო და არა მუსლიმი, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს. რა---- მოკლე პერიოდით ჩადიოდა ხოლმე ინდოეთში მშობლების მოსანახულებლად. ერთხელ უფროსი შვილიც წაიყვანა და შეამჩნია მამის ბიძების და ბიძაშვილების ნეგატიური განწყობა - ისინი სახლში უვარდებოდნენ და სკანდალს აწყობდნენ. თავშესაფრის მაძიებელს არასდროს მიუმართავს პოლიციისთვის დედამთილის ან/და ბიძების ქმედებებთან დაკავშირებით. 2016 წელს განმცხადებელი უკანასკნელად, 8 დღით, ჩავიდა ინდოეთში სამკურნალოდ, რადგან საუდის არაბეთში მედიცინა არ იყო განვითარებული და ექიმებს არ ენდობოდა. შესაბამისად, 2016 წელს განმცხადებელმა დატოვა ინდოეთი, გაემგზავრა საუდის არაბეთში. თავშესაფრის მაძიებელს ინდოეთში დაბრუნება არ სურს, რადგან მეუღლე და შვილები არიან პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეები, ხოლო პაკისტანელებს ინდოეთში ცხოვრების უფლებას არ მისცემენ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა სამინისტროს დასკვნა, რომ კვლევის პროცესში არ გამოვლენილა ისეთი სახის არსებითი ფაქტი, რომელიც თავისი არსით მიეკუთვნება ,,ლტოლვილის სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციით და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით დადგენილ ერთ-ერთ ნიშანს, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელეთათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძველი.

 

ამასთან, სასამართლომ ასევე გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნა, რომლის თანახმად, წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია ცხადჰყოფს, რომ განმცხადებლებს არ ემუქრებათ სასიკვდ--–ო განაჩენი ან სიკვდ--–ით დასჯის საფრთხე, ასევე მათი ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, ად--– ბ--–---ის, რა---- აბ-----– ს--–-მის, აბ-----– რა----ის, რ---ნ ბ--–---ის, იუ----- ბ--–---ისა და მი----- ად--– ბ--–---ის მიმართ ადგილი არ ექნება ადამიანის უფლებების დარღვევისა და წამების ფაქტებს. ამასთან, ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, არ იკვეთება რაიმე ისეთი სახის გარემოება, რომ პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკაში ან ინდოეთის რესპუბლიკაში დაბრუნების შემთხვევაში, განმცხადებელი დაექვემდებაროს წამების და არაადამიანურ მოპყრობას, ამასთანავე, პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკაში ან ინდოეთის რესპუბლიკაში არ ფიქსირდება განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევები, რაც სამინისტროს მისცემდა საშუალებას კვლევა ჩაეტარებინა 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე ადმინიტრაციული ორგანოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეები ვერ აკმაყოფილებენ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 1A(2) მუხლითა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-19 მუხლებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ლტოლვილის, ასევე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

 

ად--– ბ--–---ის, რა---- აბ-----– ს--–-მის, აბ-----– რა----ის, რ---ნ ბ--–---ის, იუ----- ბ--–---ის, მი----- ად--– ბ--–---ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, აპელანტს მიუხედავად მისი საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებისა, აქვს საფუძვლიანი შიში იმისა, რომ სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში მის სიცოცხლეს გარდაუვალი საფრთხე შეექმნება. აპელანტის მითითებით, ეგვიპტე არის მუსლიმანური სახელმწიფო და აპელანტს იქ დაბრუნება არ სურს იმის გამო, რომ საკუთარი განსხვავებული რელიგიური შეხედულების შესახებ განცხადება გააკეთა საჯაროდ, სოციალური ქსელის მეშვეობით.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17-18 მუხლებში მოცემულია ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები. განსახილველ შემთხვევაში კი, აპელანტის მოსაზრებით არ არსებობს რაიმე გარემოება, რაც კანონის თანახმად, აპელანტთათვის ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი გახდებოდა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და მიუთითებს მათზე.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტებმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლეს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითეს და ვერ წარმოადგინეს ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ უცხოელისა და იმ მოქალაქეობის არმქონე პირის, რომელიც არ არის საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას და ყოფნას, რომლებმაც ამ კანონის შესაბამისად მოითხოვეს საერთაშორისო დაცვა, აგრეთვე მათ მიმართ მოპყრობის სტანდარტებს; თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სამართლებრივ მდგომარეობას, უფლება-მოვალეობებს და სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს; უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირისათვის საქართველოში ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, გაუქმებისა და ჩამორთმევის და შესაბამისი სტატუსიდან გამორიცხვის საფუძვლებსა და პროცედურებს; სახელმწიფო უწყებათა კომპეტენციებს თავშესაფრის პროცედურის უზრუნველყოფის სფეროში განსაზღვრავს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

მითითებული კანონის მესამე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია თავშესაფრის მაძიებლის ცნება - თავშესაფრის მაძიებელი არის უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა სახელმწიფო უწყებას და რომლის მიმართაც სამინისტროს გადაწყვეტილება არ მიუღია ან რომლის მიმართაც სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა.

 

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

 

რაც შეეხება ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს მე-19 მუხლის თანახმად, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას იგი ამ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება.

 

შესაბამისად, ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელია, დადგინდეს, რომ მაძიებელს აქვს საფუძვლიანი შიში, რომ ის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში გახდება დევნის მსხვერპლი გარკვეული გარემოებების გამო (რასის, რელიგიის, აღმსარებლობის გამო და სხვა), რაც შეეხება ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას - ამ შემთხვევაში უნდა გამოვლინდეს, რომ პირი უკვე გახდა იძულებული დაეტოვებინა ქვეყანა ნორმაში მითითებული გარემოებების გამო. ამასთანავე, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, ამ კონვენციის მიზნებისათვის ,,ლტოლვილი’’ ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც: (1) მიიჩნევა ლტოლვილად 1926 წლის 12 მაისისა და 1928 წლის 30 ივნისის ან 1933 წლის 28 ოქტომბრისა და 1938 წლის 10 თებერვლის კონვენციებით, 1939 წლის 14 სექტემბრის ოქმით ან ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით; ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის პერიოდში მიღებული დადგენილებები სტატუსზე არაუფლებამოსილების შესახებ ხელს არ შეუშლის იმას, რომ ლტოლვილების სტატუსი მიენიჭოს იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს; (2) 1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად და საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება. ამდენად, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ პირის ლტოლვილად მიჩნევისთვის იგი უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტულ კრიტერიუმებს, მათ შორის, უნდა განისაზღვროს დევნის საფუძვლიანი შიშის არსებობა, ადგილი უნდა ჰქონდეს დევნას რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის მიზეზით, უნდა დგინდებოდეს მოქალაქეობის/ყოფილი საცხოვრებელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა. დევნა, ასევე დევნის საფუძვლიანი შიში, უკავშირდება პიროვნების ისეთ პირობებში ყოფნას, როდესაც მის მიმართ სისტემატურად ხორციელდება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული უფლებების დარღვევა, ხოლო პირი ქვეყნის ხელისუფლებისგან ვერ იცავს თავს, ერთ შემთხვევაში იმის გამო, რომ თავად ხელისუფლებისგან მოდის აღნიშნული ქმედებები, ხოლო მეორე შემთხვევაში, ხელისუფლება ვერ, ან არ იცავს მას. ამდენად, პალატა განმარტავს, რომ ლტოლვილი პირის მიერ წარმოშობის ქვეყნის დატოვება კონკრეტული საფუძვლებით ხდება და არ უკავშირდება პირის თავისუფალი ნების გამოვლენას, არის იძულების შედეგი.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 25 ივნისის №02-01/05/14707 გადაწყვეტილებით, ადმინისტაციულმა ორგანომ იმსჯელა ად--– ბ--–---ის, რა---- აბ-----– ს--–-მის, აბ-----– რა----ის, რ---ნ, იუ----- და მი----- ად--– ბ--–---ების როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კვლევის პროცესში არ გამოვლენილა ისეთი სახის არსებითი ფაქტი, რომელიც თავისი არსით მიეკუთვნება ,,ლტოლვილის სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციით და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით დადგენილ ერთ-ერთ ნიშანს, შესაბამისად, არ არსებობს აპელანტთათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი.

 

რაც შეეხება ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას და განმარტავს, რომ როგორც წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია ცხადჰყოფს, განმცხადებლებს არ ემუქრებათ სასიკვდ--–ო განაჩენი ან სიკვდ--–ით დასჯის საფრთხე, ასევე მათი ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, ად--– ბ--–---ის, რა---- აბ-----– ს--–-მის, აბ-----– რა----ის, რ---ნ ბ--–---ის, იუ----- ბ--–---ისა და მი----- ად--– ბ--–---ის მიმართ ადგილი არ ექნება ადამიანის უფლებების დარღვევისა და წამების ფაქტებს. ამასთან, ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, არ იკვეთება რაიმე ისეთი სახის გარემოება, რომ პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკაში ან ინდოეთის რესპუბლიკაში დაბრუნების შემთხვევაში, განმცხადებელი დაექვემდებაროს წამების და არაადამიანურ მოპყრობას, ამასთანავე, პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკაში ან ინდოეთის რესპუბლიკაში არ ფიქსირდება განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევები, რაც სამინისტროს მისცემდა საშუალებას კვლევა ჩაეტარებინა 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ აპელანტები ვერ აკმაყოფილებენ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 1A(2) მუხლითა და ”საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-19 მუხლებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ლტოლვილის, ასევე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი კი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის, შესაბამისად, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლები.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტები „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ად--– ბ--–---ის, რა---- აბ-----– ს--–-მის, აბ-----– რა----ის, რ---ნ ბ--–---ის, იუ----- ბ--–---ისა და მი----- ად--– ბ--–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

მოსამართლე: დავით ახალბედაშვილი