განაჩენი

სისხლის სამართლის 01.04.2020
საქმის ნომერი
110100119003364583
ინსტანცია
თარიღი
01.04.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 110100119003364583

№1/ბ-170-2020 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

01 აპრილი, 2020 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა------ შ------ს ძე ს-----–--ის მიმართ, დაბადებული: 2--------- წელი, პირადი ნომერი: 54001041205, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ჭიათურა, ცხოვრებაძის ქ.N3-.

აღწერილობით ნაწილი:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით ა------ ს-----–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 12 ნოემბერს, ა------ ს-----–--ე, საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში. დაახლოებით 18:00 საათიდან, 19:00 საათამდე პერიოდში, მან, დედას - დ--–- ს-----–--ეს მოსთხოვა მიეცა ალკოჰოლური სასმელი, რაზეც დ--–- ს-----–--ემ უარი განუცხადა. აღნიშნულზე გაღიზიანებულმა ა------ ს-----–--ემ, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დედას, ხოლო შემდეგ ორჯერ დაარტყა ხელი კისრის არეში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. დედის მიმართ განხორცილებული ძალადობის ფაქტზე, ა------ ს-----–--ეს უსაყვედურა მამამ - შ------ ს-----–--ემ, რის შემდეგაც ა------ ს-----–--ემ ერთხელ დაარტყა მას ხელი სახის არეში, რა დროსაც შ------ ს-----–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და სისხლი წამოუვიდა ცხვირიდან.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლო 2020 წლის 21 იანვრის განაჩენით ა------ ს-----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზესტაფონის რაიონული სასამართლო 2020 წლის 21 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ი-–-- გ--–------ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის სასჯელის გამკაცრება.

დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ა------ ს-----–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების შ------ ს-----–--ის და დ--–- ს-----–--ის გამოკითხვის ოქმებით; მოწმეების: ვ--------–----–---------------------–---- გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით; სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ ა------ ს-----–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ ა------ ს-----–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ი-–-- გ--–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ზესტაფონის რაიონული სასამართლო 2020 წლის 21 იანვრის განაჩენი ა------ ს-----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

ა------ ს-----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.

ა------ ს-----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია, შესაბამისად, გაუქმდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ნოემბრის N12/18-2019 განჩინებით რ----ნ ს-----–--ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (მდებარე: ჭიათურის რაიონი სოფელი რგანი, ს/კ 3-----------).

ა------ ს-----–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 12 ნოემბრიდან, 2019 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით.

საქმეზე დართული ნივთები და საგნები: საქმეზე ამოღებული შ------ ს-----–--ის პერანგი, მასზე არსებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით - დაუბრუნდეს შ------ ს-----–--ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ხელმოწერი-–--/ თეიმურაზ სვანიძე