განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.04.2020
საქმის ნომერი
330210018002471516
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
06.04.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

№330210018002471516

საქმე №2ბ/8064-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

3 აპრილი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - გენადი მაკარიძე

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

ლაშა ქოჩიაშვილი

 

სხდომის მდივანი - ლანა ჩერქეზიშვილი

 

აპელანტი - რ----–-- ა--–--ე.

წარმომადგენელი - ირაკლი ალხაზიშვილი.

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,პ-------------–------------------ც’’

წარმომადგენელი - მარიამ ვაშაკიძე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

დავის საგანი - პარტნიორთა კრების ოქმის გაუქმება (ბათილობა), თანამდებობაზე აღდგენა, სახელფასო განაცდურის ანაზღაურება.

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

მოსარჩელის მოთხოვნა:

2.1. გაუქმდეს შპს ,,პ-------------–------------------ცის’’ 2018 წლის 10 აპრილის პარტნიორთა კრების ოქმი რ----–-- ა--–--ის დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ და რ----–-- ა--–--ე აღდგენილ იქნას შპს ,,პრ-----------–-----------------ცის’’დირექტორის თანამდებობაზე;

 

1.2. შპს ,,პ-------------–------------------ცს’’ დაეკისროს მოსარჩელის გათავისუფლების დღიდან (2018 წლის 10 აპრილი) - აღდგენის დღემდე სახელფასო განაცდური ყოველთვიურად 6000 ევროს ოდენობით.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 9 მარტიდან დანიშნული იყო შპს ,,პ-------------–------------------ცის’’ დირექტორის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 6000 ევროს საგადასახადო ვალდებულების გარეშე. ამ პერიოდიდან ის ასრულებდა მასზე დაკისრებულ ფუნქციებს და მოვალეობებს კეთილსინდისიერად, დროულად და მაღალპროფესიულ დონეზე. 2018 წლის 11 აპრილს, მივლინებით იმყოფებოდა ქალაქ დ-----–ი, რა დროსაც მიიღო მოკლე ტექსტური შეტყობინება მობილური აპლიკაციის ,,Viber’’-ის მეშვეობით, რითაც მას ეუწყა, რომ იგი განთავისუფლებული იყო სამსახურიდან და შეეძლო 12 აპრილს საერთოდ აღარ გამოცხადებულიყო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2018 წლის 10 აპრილის შპს ,,პ-------------–------------------ცის’’ ამონაწერში ის უკვე აღარ ფიქსირდება დირექტორად. დამსაქმებელმა უხეშად დაარღვია და უგულებელყო დასაქმებულის უფლებები. პირველ რიგში რ----–-- ა--–--ე დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლდა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, რომელსაც ითვალისწინებდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილი. დამსაქმებლის მხრიდან ასევე დაირღვა საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წესი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ----–-- ა--–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ----–-- ა--–--ე შპს ,,პ-------------–------------------ცის’’ დირექტორი იყო 2017 წლის 9 მარტიდან - 2018 წლის 10 აპრილამდე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,პ-------------–------------------ცის’’ მიერ 2018 წლის 28 მაისს გაცემული ცნობა (ს.ფ. 26);

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 27 - 29);

- შპს ,,პ-------------–------------------ცის’’ 2017 წლის 2 მარტის კრების ოქმი (ს.ფ. 19).

 

3.1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,პ------------–-----------------–ის’’2018 წლის 2 აპრილის ბრძანებით A--------------------------------- შეხვედრაზე მონაწილეობის მიზნით, კომპანიის დირექტორი და მარკეტინგის სამსახურის უფროსი თ-----------------–--ე, 2018 წლის 8 აპრილიდან - 12 აპრილის ჩათვლით, 5 კალენდარული დღით, მივლინებულნი იქნენ ს----------------–-, ქ. დ-----–ი (მივლინების ბრძანება ხელმოწერილია უშუალოდ საზოგადოების დირექტორის მიერ).

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,პ-------------–------------------ცის’’ 2018 წლის 02 აპრილის ბრძანება მივლინების თაობაზე (ს.ფ. 30).

 

3.1.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 10 აპრილს ჩატარდა შპს ,,პ-------------–------------------ცის’’ პარტნიორთა კრება №1----, რომელსაც ესწრებოდნენ საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორები: შპს ,,O-----------------’’ (კომპანია რეგისტრირებული ესტონეთში სარეგისტრაციო კოდით:1-------) – 90% წილის მესაკუთრე, წარმოდგენილი მინდობილი პირის, დ------------------ მიერ და შპს ,,P----------------’’ (კომპანია რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდით: 4--------) – 10% წილის მესაკუთრე, წარმოდგენილი მისი დირექტორის პ---------–---ს პ---------------ოს მიერ.

 

დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო - შპს ,,პ-------------–------------------ცის’’ დირექტორის ცვლილება. პარტნიორებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ საზოგადოების რეგისტრირებული დირექტორი - რ----–-- ა--–--ე უნდა გათავისუფლებულიყო თანამდებობიდან და კომპანიის დირექტორად დაინიშნა ნ---- ა-----ე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,პ-------------–------------------ცის’’ პარტნიორთა კრების ოქმი (ს.ფ. 33 - 35);

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 40 - 42).

 

3.1.4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 10 აპრილს, ნ---- ა-----ემ (შპს ,,პ-------------–------------------ცის’’ უფლებამოსილი პირი) წარუდგინა საჯარო რეესტრს განცხადება საზოგადოების რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე, რაც განხორციელდა იმავე დღესვე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნ---- ა-----ის განცხადება (ს.ფ. 31 - 32);

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 40 - 42).

 

3.1.5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ----–-- ა--–--ე 2018 წლის 8 აპრილიდან - 2018 წლის 12 აპრილის ჩათვლით იმყოფებოდა მივლინებაში და მას დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ეცნობა მივლინებაში ყოფნის დროს, სატელეფონო აპლიკაცია ,,Viber’’-ის მეშვეობით გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებით 11აპრილს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ----–-- ა--–--ის ყოველთვიური ანაზღაურება განსაზღვრული იყო - 6000 ევროს ოდენობით საგადასახადო ვალდებულებების გარეშე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო ამონაწერი (ს.ფ. 44).

 

3.1.7. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ----–-- ა--–--ემ პრემიების სახით ჯამში აიღო 267,108 ლარი, კერძოდ: 2017 წლის 6 სექტემბერს - 12500 ლარი, 2017 წლის 19 ოქტომბერს - 12500 ლარი, 2017 წლის 15 დეკემბერს - 25000 ლარი, 2018 წლის 5 დეკემბერს - 25000 ლარი, 2018 წლის 12 მარტს - 12000 ლარი და 2018 წლის 20 მარტს -180108 ლარი (60000 ევროს ექვივალენტი ლარში).

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა - განმარტებები;

- ბრძანებები (ს.ფ. 72 - 78).

 

4. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

4.1. სასამართლომ მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლზე, 91 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტზე, მე-9 მუხლის მე-7 პდა 71 პუნქტებზე და განმარტა, რომ მხარეთა შორის არსებული დავის სამართლებრივი რეგულირება უნდა განხორციელდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით. შრომის კოდექსზე კი, როგორც მოცემული დავის მარეგულირებელ ნორმებზე, მოსარჩელის მითითებას სასამართლო ვერ გაიზიარებს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ განსახილველ საქმეში შესაფასებელია კერძო სამართლის იურიდიული პირის (შპს-ს) დირექტორის, როგორც კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საქმიანობის სამართლებრივი ასპექტები საწარმოს ინტერესებთან მიმართებით. საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით. პარტნიორთა კრება განსაზღვრავს საწარმოს ძირითად მიმართულებებსა და ზოგადად, საქმიანობის პოლიტიკას, ხოლო დირექტორი კი, არის პარტნიორთა მიერ შემუშავებული ძირითადი მიმართულებებისა და პოლიტიკის განმახორციელებელი. საკორპორაციო სამართალი ერთმანეთისაგან განასხვავებს საწარმოს დირექტორის დანიშვნასა და მის შრომით თანამდებობაზე გამწესებას. პირის დანიშვნის ცნება მოიაზრებს დირექტორის დანიშვნას მის ორგანულ თანამდებობაზე, რაც ამ აქტის კორპორაციულ სამართლებრივ და ცალმხრივ ხასიათზე მიუთითებს. იგი დირექტორის დანიშვნის ფაქტის მარეგისტრირებელი ორგანოს მეშვეობით გასაჯაროებისა და შესაბამისად, დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის ნების სისრულეში მოყვანის საფუძველია. სწორედ რეგისტრაციის მომენტიდან ხდება დირექტორი უფლებამოსილი, განახორციელოს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებანი, რაც შეეხება შრომით თანამდებობაზე გამწესების აქტს, იგი წარმოადგენს იურიდიულ პირსა და დირექტორს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომლითაც მხარეებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშობა. საწარმოსა და მის დირექტორს შორის წარმოშობილი სამართალურთიერთობა ყველაზე ახლოს დავალების ხელშეკრულებასთან დგას, რამდენადაც, სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას. რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი. მიუხედავად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში შრომით-სამართლებრივი ელემენტების შემოღებისა, დირექტორთან დადებული ხელშეკრულება არ უნდა დაკვალიფიცირდეს შრომით-სამართლებრივ ხელშეკრულებად, არამედ, იგი პირობითად შეიძლება ,,სასამსახურო ხელშეკრულებად’’ მოვიხსენიოთ, რომელიც მომსახურების ხელშეკრულების ნაირსახეობაა და სავსებით განსხვავდება შრომის სამართლისათვის დამახასიათებელი პრინციპებისაგან.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე - მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე - გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება, დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება შრომით ურთიერთობას, მის ლეგალურ დეფინიციას იძლევა შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი და შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებული პირი ეწევა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, არადამოუკიდებელ და სოციალურად დამოკიდებულ საქმიანობას, რაც განასხვავებს შრომით ხელშეკრულებას კომერიციული იურიდიული პირის დირექტორთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებისაგან და ამ უკანასკნელი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები, სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლში უნდა იქნეს მოძიებული.

 

სასამართლომ მიუთითა უზენაესი სასამართლოს ბოლო დროინდელი პრაქტიკაზე და განმარტა, რომ პარტნიორთა კრება ნებისმიერ დროს იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილება დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან, აღნიშნული გადაწყვეტილებას დასაბუთებას კანონმდებლობა სავალდებულოდ არ მიიჩნევს. შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად შრომის კოდექსის 37-ე მუხლის კონკრეტული საფუძვლის გამოყენება და მისი გამოყენების მართლზომიერების შესწავლა მსგავსი ტიპის დავებში არარელევანტურია.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხის პოზიცია დირექტორის მიერ შეუსაბამოდ მაღალი პრემიის გამოწერასთან დაკავშირებით, ასევე საკითხებს ჰქონდა თუ არა მას აღნიშნული უფლებამოსილება, იმ შემთხვევაში, თუ დირექტორის მიერ მისი ფიდუციური მოვალეობების (ზრუნვის ან ერთგულების მოვალეობის) დარღვევის გამო კომპანიას ზიანი მიადგა, დირექტორის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრის უფლება აქვს, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნულ კომპანიას. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ამ უფლებას არ გამოიყენებს, მაშინ კომპანიის სახელით და მის სასარგებლოდ სარჩელი შესაძლებელია აღძრას კომპანიის პარტნიორმაც, მათ შორის, უმცირესობაში მყოფმა პარტნიორმა, თუმცა ასეთი სარჩელის აღძვრისას, მან უნდა მიუთითოს დირექტორის ქმედებით კომპანიისათვის, და არა პირადად მისთვის, მიყენებულ ზიანზე. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი სხვა დავის ფარგლებში განსახილველი საკითხია და სასამართლო ამ დავის ფარგლებში ამ საკითხს ვერ შეაფასებს. ამდენად, სახეზე არ არის შპს ,,პ-------------–------------------ცის’’ პარტნიორთა კრების გაუქმების/ბათილობის საფუძველი, რაც თავისთავად გამორიცხავს რ----–-- ა--–--ის აღდგენას დირექტორის თანამდებობაზე.

 

4.2. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე, 710-ე, 408-ე, 411-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სახელფასო განაცდურის დაკისრებასთან დაკავშირებით მეწარმეთა კანონის ნორმებთან ერთად, გამოყენებული უნდა იქნეს არა შრომითი ურთიერთობების, არამედ დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები. მოსარჩელის გათავისუფლება თანამდებობიდან მოხდა საწარმოს მმართველობითი ორგანოს - პარტნიორთა გადაწყვეტილებით და განიმარტა, რომ მას აღნიშნულის უფლებამოსილება ჰქონდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმებით და არ არსებობს კრების ოქმის გაუქმების/ბათილობის და სამსახურში აღდგენის სამართლებრივი საფუძველი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მეორე სასარჩელო მოთხოვნა დამოკიდებული არის პირველ სასარჩელო მოთხოვნაზე და გამომდინარეობს მისგან შესაბამისად, ვერ დაკმაყოფილდება მოთხოვნა განაცდურის ანაზღაურებაზე.

 

რაც შეეხება მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მისი გათავისუფლება განხორციელდა მაშინ, როდესაც ის იყო მივლინებაში და თან აღნიშნულის თაობაზე მას ეცნობა მობილური აპლიკაციის საშუალებით 11 აპრილს, მომდევნო დღეს, როდესაც 10 აპრილს ცვლილება უკვე განხორციელებული იყო სამეწარმეო რეესტრში, სასამართლომ განმარტა შემდეგი: „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 72 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის 71 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეები ვალდებული არიან მარეგისტრირებელი ორგანოსათვის რეგისტრირებული პირის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადების წარდგენამდე გააგზავნონ შეტყობინება საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით. ამ წესის დაცვის გარეშე რეგისტრაციის შეწყვეტის შემთხვევაში მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. სასამართლო დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს უკავშირებს რეგისტრაციის მომენტს. კანონმდებელმა დაადგინა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების ვალდებულება და სწორედ შეტყობინების ვალდებულების რეგულაციისთვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი მიმართავს შრომის კოდექსის ნორმას და ამ შემთხვევაში გამოიყენება 38-ე მუხლი. ვინაიდან, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს კრების ოქმის გაუქმება/ბათილობა, დირექტორის აღდგენა და სახელფასო განაცდურის ანაზღაურება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის გათვალისწინებით, სასამართლო ვერ გაცდება მოთხოვნის ფარგლებს და ვერ იმსჯელებს საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის საკითხზე.

 

5. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

5.1. აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

5.1.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილებას აფუძნებს მატერიალური სამართლის იმ ნორმებზე რომელსაც არათუ მოსარჩელე არამედ მოპასუხეც კი არ აპელირებდა. სასამართლო არაერთგვაროვანია და ურთიერთ გამომრიცხვად მსჯელობს დირექტორთან დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი შეფასებისას. სასამრთლო ხელმძღვანელობს მეწარმეთა შესახებ კანონის 49-ე მუხლით, მაშინ როცა აღნიშნული ნორმის გამოყენება მსგავს საკითხთან მიმართებით არარელევანტურია, ვინაიდან იგი ეხება საწარმოს მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს და არა დირექტორთან დადებული შრომითი ხელშეკრულების მახასიათებელ ელემენტებს.

 

სასამართლო ასევე არასწორ შეფასებას აკეთებს დირექტორთან დადებული ხელშეკრულების ნაირსახეობაზე მსჯელობისას, კერძოდ, იგი აღნიშნავს, რომ შრომით-სამართლებრივის ნაცვლად იგი უნდა მოვიხსენიოთ მომსახურების ხელშეკრულების ნაირსახეობად, რაც სავსებით განსხვავდება შრომის სამართლისთვის დამახასიათებელი პრინცეპებისგან. ბუნდოვანია თუ რომელ შრომით სამართლებრივ პრინციპს გულისხმობს სასამრთლო. მოცემული მსჯელობა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, ადამიანის ძირითადი უფლებით დაცული სფეროს შრომის უფლებას. სახელმწიფოს ძირითადი კანონი ადგენს, რომ შრომით უფლებებთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ორგანული კანონით - „შრომის კოდექსით“.

 

მოცემულ საქმეზე სასამართლო მსჯელობა არის უკანონო, ვინაიდან მან გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი ადგენს ნორმატიულ დოკუმენტებს შორის იერარქიას, რომლის თანახმადაც ორგანული კანონი (მოცემულ შემთხვევაში „შრომის კოდექსი“) უფრო მაღალ იერარქიულ საფეხურზე მდგომი ნორმატიული აქტია ვიდრე საქართველოს კანონი (მოცემულ შემთხვევაში კანონი „მეწარმეთა შესახებ“). შესაბამისად, სასამართლო ვალდებული იყო დავის გადაწყვეტისას ეხელმძღვანელა ორგანული კანონით „შრომის კოდექსი“. მით უფრო იმ გარემობის გათვალისწინებით, რომ მეწარმეთა შესახებ კანონის 7(2) მუხლი პირდაპირ უთითებს დირექტორთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტისას შრომის კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვის აუცილებლობაზე.

 

ხელშეკრულების შეწყვეტის წესი არის ის მინიმალური სტანდარტი, რასაც კანონმდებელი უწესებს ხელშემკვრელ მხარეებს ხელშეკრულებიდან გასვლისას. მოცემულ შემთხვევაში ზემოაღნიშნულთან ერთად სახეზეა, მეწარმეთა შესახებ კანონის 7(2) მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით რეგისტრირებული პარტნიორთა კრების ოქმიც. აღნიშნული რეგისტრაციის წესის დარღვევით მიღებული ოქმი ცალსახად უკანონოა და სააპელაციო სასამრთლომ უნდა გააუქმოს. აღნიშნული პირდაპირ არის დაკავშირებული სხვა სასარჩელო მთხოვნებთან რათა მოხდეს რ----–-- ა--–--ის შელახული უფლებების აღდგენა.

 

ასევე უკანონოა სასამრთლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ შრომის კოდქსის 38-ე მუხლზე მსჯელობა იქნება სასარჩელო ფარგლებს გაცდენა. გაუგებარია თუ რატომ უნდა ჩაითვალოს აღნიშნულზე მსჯელობა სასარჩელო ფარგლებს გაცდენად განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მოსარჩელე თავად მიუთითებდა სასამართლოს 38-ე მუხლის დარღვევის შესახებ.

 

სამართლებრივ კრიტიკას ვერ უძლებს ის ფაქტიც თითქოს სასამართლომ დაადგინა, რომ კრებას უფლება ჰქონდა გაეთავისუფლებინა დირექტორი ნებისმიერ დროს, მაგრამ არაფერს ამბობს მოპასუხის მიერ მითითებულ მიზეზზე. თუ რ----–-- ა--–--ე მართლაც დარღვევით იღებდა პრემიებს და ამით არღვევდა შიდაკორპორატიულ რეგულაციას ან კანონს საინტერესოა მოპასუხემ ამ საქმისწარმოების ფარგლებში თუ რატომ არ აღძრა შეგებებული სარჩელი?! სასამართლოს აღნიშნულ გარემოებაზე არ უმსჯელია და იგი არ შეუფასებია როგორც საქმისათვის მნიშნელობის მქონე ფაქტი. შესაბამისად, სასამართლომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები დადგენილი წესით და ამასთან არასწორად შეაფასა სხვა ფაქტები და გარემოებებიც.

 

აპელანტმა მოითხოვა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება და დააკმაყოფილდეს მოსარჩელე რ----–-- ა--–--ის მოთხოვნა: ბათილად იქნეს ცნობილი შპს „პ-------------–------------------ც“-ის პარტნიორთა კრების ოქმი, აღდგენილ იქნას თანამდებობაზე რ----–-- ა--–--ე და შპს „პ-------------–------------------ც“-ს დაეკისროს სახელფასო განაცდურის ანაზღაურება.

 

6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

7. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

7.1. პალატა განმარტავს, რომ კერძოსამართლებრივი დავების განხილვისას მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი პირის სასამართლოსთან ურთიერთობის ქვაკუთხედი და მისი კანონიერი ინტერესების დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფის გარანტიაა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ა-2344-შ-67-2014 განჩინება). შესაბამისად, სააპელაციო პალატა მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

რ----–-- ა--–--ე შპს ,,პ-------------–------------------ცის’’ დირექტორი იყო 2017 წლის 9 მარტიდან - 2018 წლის 10 აპრილამდე და მისი ყოველთვიური ანაზღაურება განსაზღვრული იყო - 6000 ევროს ოდენობით საგადასახადო ვალდებულებების გარეშე.

 

2018 წლის 10 აპრილს ჩატარდა შპს ,,პ-------------–------------------ცის’’ პარტნიორთა კრება №1----, რომელსაც ესწრებოდნენ საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორები: შპს ,,O-----------------’’ (კომპანია რეგისტრირებული ესტონეთში სარეგისტრაციო კოდით:1-------) – 90% წილის მესაკუთრე, წარმოდგენილი მინდობილი პირის, დ------------------ მიერ და შპს ,,P----------------’’ (კომპანია რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდით: 4--------) – 10% წილის მესაკუთრე, წარმოდგენილი მისი დირექტორის პ---------–---ს პ---------------ოს მიერ.

 

დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო - შპს ,,პ-------------–------------------ცის’’ დირექტორის ცვლილება. პარტნიორებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ საზოგადოების რეგისტრირებული დირექტორი - რ----–-- ა--–--ე უნდა გათავისუფლებულიყო თანამდებობიდან და კომპანიის დირექტორად დაინიშნა ნ---- ა-----ე.

 

2018 წლის 10 აპრილს, ნ---- ა-----ემ (შპს ,,პ-------------–------------------ცის’’ უფლებამოსილი პირი) წარუდგინა საჯარო რეესტრს განცხადება საზოგადოების რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე, რაც განხორციელდა იმავე დღესვე.

 

შპს ,,პრიმერაგოლფ ენდ რეზიდენცის’’ 2018 წლის 2 აპრილის ბრძანების საფუძველზე, რ----–-- ა--–--ე 2018 წლის 8 აპრილიდან - 2018 წლის 12 აპრილის ჩათვლით იმყოფებოდა მივლინებაში, A--------------------------------- შეხვედრაზე მონაწილეობის მიზნით და მას დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ეცნობა მივლინებაში ყოფნის დროს, სატელეფონო აპლიკაცია ,,Viber’’-ის მეშვეობით გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებით 11 აპრილს.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ზემოაღნიშნული საკანონდებლო ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე განმარტავს, რომ რ----–-- ა--–--ის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან მოხდა მის მიერ კომპანიის ფინანსური სახსრების უმისამართო და დანიშნულების გარეშე გამოყენების გამო, მოსარჩელემ კომპანიის პარტნიორების ინფორმირებისა და მათი თანხობის გარეშე ჩაირიცხა დიდი ოდენობით ფულადი პრემიები. პირველ რიგში სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეში რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტრებდა რ----–-- ა--–--ის მიერ სამსახურეობრივ მოვალეობათა უხეშ დარღვევას, წარმოდგენილი არ არის. ამასთან საყურადღებო და მნიშვნელოვნია ის გარემოება, რომ პარტნიორთა კრების 2018 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებაში, რომლითაც მოხდა რ----–-- ა--–--ის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება, არათუ ზემოაღნიშნული საფუძველი, არამედ საერთოდ არანაირი საფუძველი არ არის მითებული, თუ რის გამო იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება.

 

შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ არ დასტურდება საქმის მასალებით რ----–-- ა--–--ის გათავისუფლება შპს ,,პ-------------–------------------ც’’-ის დირექტორის თანამდებობიდან, მის მიერ დირექტორის ფიდუციური ვალდებულებების დარღვევის გამო.

 

7.2. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილის და ამავე კანონის 47-ე მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. დირექტორის კომპეტენცია და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით. მართვის ორგანოების სტრუქტურა, შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით.

 

ამავე კანონის მე-9 მუხლის 1-ლი, მე-6 და მე-7 პუნქტების თანახმად, ხელმძღვანელობის უფლება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. დირექტორები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.

 

პალატა განმარტავს, რომ საზოგადოების დირექტორობიდან პირის გათავისუფლებისას შრომის კოდექსის ნორმები არ უნდა იქნეს გამოყენებული, ვინაიდან ამ თანამდებობის პირთა გათავისუფლებაში დაყოვნებამ, მათი უფლებამოსილების ფარგლებიდან გამომდინარე, შეიძლება საზოგადოებას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. ასეთ ვითარებაში, შრომის სამართლის იმ ნორმების გამოყენება, რომლებიც შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებს განსაზღვრავს (წინასწარი გაფრთხილება გათავისუფლების თაობაზე და სხვა) მიზანშეუწონელია. დირექტორის თანამდებობის თავისებურების გათვალისწინებით, მათი მუშა-მოსამსახურეებთან გათანაბრება გაუმართლებელია. საზოგადოებას და დირექტორს შორის შრომითი ურთიერთობა მხოლოდ სპეციალური კანონით დადგენილი ნორმებით უნდა მოწესრიგდეს. შრომის კანონთა კოდექსით მოწესრიგებულია საწარმოს დირექტორისა და მის დაქირავებულ მუშაკს შორის ურთიერთობა, ხოლო დირექტორსა და საწარმოს პარტნიორებთან უნდა რეგულირდებოდეს მეწარმეთა შესახებ კანონით.

 

პალატა განმარტავს, რომ დირექტორსა და საზოგადოებას შორის დირექტორის თანამდებობის დაკავებასთან და ამ თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ურთიერთობა არ არის ტიპიური შრომითსამართლებრივი ურთიერთობა დამქირავებელსა და დაქირავებულ მუშაკს შორის, ეს არის სპეციფიკური კორპორაციული ურთიერთობა, რომლის მიმართაც შრომის კოდექსის გავრცელება არ შეესაბამება სპეციალური კანონის მოთხოვნებს. შრომის კოდექსით მოწესრიგებულია საწარმოს დირექტორსა და მის მიერ დაქირავებულ მუშაკს შორის შრომითი ურთიერთობა, რომელიც, ჩვეულებრივ, შრომითსამართლებრივი ხასიათის ურთიერთობაა, ხოლო დირექტორის თანამდებობის დაკავებასთან და ამ თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სპეციალური კანონით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 30 მარტის განჩინება საქმეზე №3კ/259 -01, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 26 ივნისის განჩინება საქმეზე № ას-68-767-03);

 

თუმცა მთელი რიგი საკითხები, რაც არ რის მოწესრიგებული ,,მეწარმეთა შესახებ’’ კანონით, საზოგადოების წესდებით, ან თავად დირექტორთან გაფორმებული ხელშეკრულებით (განსახილველ შემთხვევაში მხარეები არ დაობენ, რომ რ----–-- ა--–--ესთან ხელშეკრულება გაფორმებული არ იყო, იხ. მოპასუხის ახსნა-განმარტება), შეიძლება გახდეს შრომის კანონმდებლობით მოწესრიგების საგანი (მაგალითად სოციალური საკითხები). შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დავის ხასიათიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს თუ რა სამართლებრივი ნორმები იქნება გამოყენებული.

 

7.3. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო ერთ-ერთი საკითხი არის საწარმოს დირექტორის გათავისუფლების თაობაზე პარტნიორის მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება.

 

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საკითხების გარდა, კრება იღებს გადაწყვეტილებებს დირექტორების დანიშვნა და გამოწვევაზე, მათთან ხელშეკრულებების დადებასა და შეწყვეტაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, დაუშვებელია მეწარმე სუბიექტის საქმიანობაში იმგვარი ჩარევა, რომ პარტნიორს შეეზღუდოს საწარმოს დირექტორთან ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილება, რაც მას მინიჭებული აქვს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით. სამართლებრივად დირექტორთან დადებული შეთანხმება დავალების (სასამსახურო) ხელშეკრულებაა და, შესაბამისად, მისი ცალმხრივად შეწყვეტის მართლზომიერების შემოწმებისას “მეწარმეთა შესახებ” კანონის ნორმებთან ერთად, გამოიყენება დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმები (სსკ-ის 709-ე და მომდევნო მუხლები). სწორედ სსკ-ის 720-ე მუხლის პირველი ნაწილი ანიჭებდა უფლებას მოსარჩელეს ცალმხრივად შეეწყვიტა მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულება. ამრიგად, საწარმოს ინტერესებიდან გამომდინარე, წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს შეუძლია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან (შდრ. მსგავს საქმეებზე სუსგ-ები: საქმე №ას-302-287-2016, 15 ივლისი, 2016 წელი; საქმე №ას-101-97-2016, 15 ივლისი, 2016 წელი; საქმე №ას-23-23-2016, 9 მარტი, 2016 წელი; საქმე №ას-302-287-2016, 15 ივლისი, 2016 წელი; საქმე №ას-131-127-2016; 23 სექტემბერი, 2016 წელი).

 

ამასთან პალატას მიიჩნია, რომ საზოგადოების პარტნიორსა და დირექტორს შორის ურთიერთობა უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთნდობას. დირექტორსა და პარტნიორს შორის უთანხმოების შემთხვევაში სამეწარმეო უნარ-ჩვევებით აღჭურვილი საზოგადოების ხელმძღვანელთანაც კი, შრომითი ურთიერთობის გაგრძელება გაუმართლებელია.

 

შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვს გაუქმდეს შპს ,,პ-------------–------------------ცის’’ 2018 წლის 10 აპრილის პარტნიორთა კრების ოქმი რ----–-- ა--–--ის დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ და რ----–-- ა--–--ე აღდგენილ იქნას შპს ,,პრ-----------–-----------------ცის’’დირექტორის თანამდებობაზე - სამართლებრივად და ფაქტობრივად დაუსაბუთებელია.

 

პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იძულებითი განაცდურის ანაზრაურების თაობაზე და განმარტავს, რომ იძულებითი განაცდური არის შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად შეწყვეტის გამო დასაქმებულისათვის მიყენებულიიმ ზიანის სახით ასანაზღურებელი თანხა, რაც მას მიადგა სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ. შესაბამისად, გათვალისწინებით იმისა, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს რ----–-- ა--–--ის მოთხოვნა დირექტორის თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით, ასევე ვერ დაკმაყოფილდება მოთხოვნა - შპს ,,პ-------------–------------------ცს’’ დაეკისროს მოსარჩელის გათავისუფლების დღიდან (2018 წლის 10 აპრილი) - აღდგენის დღემდე სახელფასო განაცდური ყოველთვიურად 6000 ევროს ოდენობით.

 

7.3. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 71 პუნქტის შესაბამისად ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის რეგისტრაცია წყდება, თუ: ა) მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა უფლებამოსილი პირის განცხადება რეგისტრირებული პირის გათავისუფლების თაობაზე; ბ) მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა რეგისტრირებული პირის განცხადება რეგისტრაციის შეწყვეტის მოთხოვნის თაობაზე; გ) რეგისტრირებული პირი გარდაცვლილია, სასამართლოს მიერ აღიარებულია შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოცხადებულია გარდაცვლილად, მას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მხარდაჭერა აქვს დანიშნული.

 

ამავე მუხლის 72 პუნქტის შესაბამისად კი ამ მუხლის 71 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეები ვალდებული არიან მარეგისტრირებელი ორგანოსათვის რეგისტრირებული პირის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადების წარდგენამდე გააგზავნონ შეტყობინება ??????????? ?????? ???????? 38-? ?????? დადგენილი წესით. ამ წესის დაცვის გარეშე რეგისტრაციის შეწყვეტის შემთხვევაში მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-? ?????? პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

 

დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ რ----–-- ა--–--ე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა შპს ,,პ-------------–------------------ცის’’ პარტნიორთა 2018 წლის 10 აპრილის კრების ოქმის საფუძველზე, რაც იმავე დღეს დარეგისტრირდა სარეგისტრაციო სამსახურში.

 

ასევე დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ რ----–-- ა--–--ეს დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ეცნობა მივლინებაში ყოფნის დროს, სატელეფონო აპლიკაცია ,,Viber’’-ის მეშვეობით გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებით 11 აპრილს. შესაბამისად ცხადია, რომ დარღვეულია ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმის მოთხოვნები, რაც ორი თვის ანაზღაურების მოპასუხე კომპანიაზე დაკისრების წინაპირობაა.

 

რაც შეეხება მოპასუხის მითითებას, რომ რ----–-- ა--–--ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება განპირობებული იყო მისი მხრიდან შეუსაბამოდ მაღალი პრემიის გამოწერასთან და კომპანიის კუთვნილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის და შესაბამისად პალატა ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარის მითითებულ არგუმენტაციას. თუმცა განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პარტნიორთა კრების 2018 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებაში, რომლითაც მოხდა რ----–-- ა--–--ის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება, არათუ ზემოაღნიშნული საფუძველი, არამედ საერთოდ არანაირი საფუძველი არ არის მითებული, თუ რის გამო იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ რამდენადაც შპს ,,პ-------------–------------------ცის’’ მიერ დარღვეული იქნა მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 72 პუნქტით დადგენილი შეტყობინების ვალდებულება, კომპანიას უნდა დაეკისროს რ----–-- ა--–--ის მიმართ ორი თვის შრომის ანაზღაურება 12 000 ევროს (ხელზე მისაღები) ოდენობით (მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ რ----–-- ა--–--ის ყოველთვიური ანაზღაურება განსაზღვრული იყო - 6000 ევროს ოდენობით საგადასახადო ვალდებულებების გარეშე).

 

რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმ გარემოების შესახებ, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს კრების ოქმის გაუქმება/ბათილობა, დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა, სახელფასო განაცდურის ანაზღაურება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის გათვალისწინებით, სასამართლო ვერ გაცდება მოთხოვნის ფარგლებს და ვერ იმსჯელებს საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის საკითხზე, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმატავს შემდეგს:

 

მოთხოვნის ფარგლების დარღვევა მოცემულ შემთხვევაში სახეზე არაა, ვინაიდან სწორედ სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარეობს კომპენსაციის დაკისრების საკითხი, რაც დაკავშირებულია დასაქმებულის ინფორმირების წესის დარღვევასთან და სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობასთან. საყურადღებოა, რომ რ----–-- ა--–--ე სარჩელშივე უთითებდა დამსაქმებლის მხრიდან საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წესის დარღვევის თაობაზე.

 

განსახილველ საკითხზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ას-533-506-2015 საქმეზე განმარტა შემდეგი: ,,რაც შეეხება მოპასუხის მიერ წარმოდგენილ საკასაციო პრეტენზიას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის დარღვევის თაობაზე, პალატა მას ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ მოთხოვნის ფარგლების დარღვევა მოცემულ შემთხვევაში სახეზე არაა, სწორედ სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარეობს სასამართლოს დასკვნა კომპენსაციის დაკისრების თაობაზე, რადგანაც დადგინდა, როგორც დასაქმებულის ინფორმირების წესის დარღვევა, ისე სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობა (ამ ნაწილში მოპასუხეს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი ხასიათის შედავებით). პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით გათვალისწინებულია მხარის ვალდებულება, სასამართლოს მოახსენოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზეც თავის მოთხოვნას ამყარებს და მოთხოვნის შინაარსი. მიზანშეწონილია, თუ მხარეები მოთხოვნის იმ სამართლებრივ საფუძველზეც - ნორმაზე მიუთითებენ, რომელსაც მათი მოთხოვნა ან, შესაბამისად, შესაგებელი ემყარება (პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი: სამართლებრივი საფუძვლები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს), თუმცა საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ეს არ არის შემზღუდავი სასამართლოსათვის და არც გავლენას ახდენს დავის შედეგზე. მოსამართლისათვის სავალდებულო არ არის მხარეთა მოსაზრებები, თუ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად რა სამართლებრივი საფუძველი უნდა იქნეს გამოყენებული და არც კანონის იმპერატიული დათქმაა, რომ გამოტანილი გადაწყვეტილება დაეფუძნოს მხარეთა მიერ მითითებულ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს მაშინაც კი, თუ მხარეები განსაზღვრულ საკითხებთან მიმართებით არასწორ ან არამყარ სამართლებრივ პოზიციებს ირჩევენ, თუ საქმის მასალებზე დაყრდნობით და სხვაგვარი დასაბუთებით კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა შესაძლებელია. სწორედ აღნიშნული წარმოადგენს სამოსამართლო საქმიანობას, რომელიც უზრუნველყოფს კერძო სამართლის სუბიექტთა დარღვეული უფლებებისა და ინტერესების სრულყოფილად და ეფექტურად დაცვას (იხ. სუსგ Nას-877-825-2010, 28 დეკემბერი, 2010 წელი). ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ქვემდგომმა სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა შრომის კოდექსის 21-ე და 38-ე მუხლებით და სწორად დააკისრა მოპასუხეს, როგორც კომპენსაციის, ისე გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურება (ეს უკანასკნელი ვალდებულება, გარდა შრომის კოდექსის 21-ე მუხლისა, აღიარებულია ასევე „ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ კონვენციით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 22.02.1995 დადგენილებით, ძალაშია 22.06.1997 წლიდან))’’.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ რ----–-- ა--–--ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე კომპანიას უნდა დაეკისროს რ----–-- ა--–--ის მიმართ ორი თვის შრომის ანაზღაურება 12 000 ევროს (ხელზე მისაღები) ოდენობით.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამევე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის შესაბამისად ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე მოითხოვდა გაუქმდეს შპს ,,პ-------------–------------------ცის’’ 2018 წლის 10 აპრილის პარტნიორთა კრების ოქმი რ----–-- ა--–--ის დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ და რ----–-- ა--–--ე აღდგენილ იქნას შპს ,,პრ-----------–-----------------ცის’’დირექტორის თანამდებობაზე; შპს ,,პ-------------–------------------ცს’’ დაეკისროს მოსარჩელის გათავისუფლების დღიდან (2018 წლის 10 აპრილი) - აღდგენის დღემდე სახელფასო განაცდური ყოველთვიურად 6000 ევროს ოდენობით.

 

ამასთან მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ’’ ქვეპუნქტიდან გამომდინარე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, ხოლო სააპელაციო საჩივრის წარმოდგენისას 150 ლარი. გათვალისწინებით იმისა, რომ მოსარჩელე სახელფასო განაცდურის მოთხოვნის ნაწილში გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო არაქონებრივი დავის ნაწილში სარჩელი და სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მოპასუხე მხარეს არ ადეკისრება. ამასთან, ვინაიდან შპს ,,პ-------------–------------------ცის’’ უნდა დაეკისროს რ----–-- ა--–--ის მიმართ ორი თვის შრომის ანაზღაურება 12 000 ევროს (ხელზე მისაღები) ოდენობით, შესაბამისად მასვე უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა პირველ და მეორე ინსტანციებში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობით, რაც ჯამში შეადგენს 3049,20 ლარს (12000*3,63*7/100).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 386-ე, 389-ე, მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. რ----–-- ა--–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდეს ნაწილობრივ და ამ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.

 

3. რ----–-- ა--–--ის სარჩელი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდეს შემდეგი სახით.

 

3.1. განაცდური ხელფასის სახით თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

3.2. შპს ,,პ-------------–------------------ცის’’ რ----–-- ა--–--ის სასარგებლოდ დაეკისროს ორი თვის შრომის ანაზღაურების სახით 12 000 (თორმეტი ათასი) ევროს გადახდა (საგადასახადო ვალდებულების გარეშე).

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე ითხოვს - გაუქმდეს შპს ,,პ-------------–------------------ცის’’ 2018 წლის 10 აპრილის პარტნიორთა კრების ოქმი რ----–-- ა--–--ის დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ და რ----–-- ა--–--ე აღდგენილ იქნას შპს ,,პრ-----------–-----------------ცის’’ დირექტორის თანამდებობაზე, დარჩეს უცვლელი.

 

5. შპს ,,პ-------------–------------------ცის’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 3049,20 (სამიათას ორმოცდაცხრა ლარი და ოცი თეთრი) ლარის ოდენობით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა

 

თავმჯდომარე გენადი მაკარიძე

 

მოსამართლეები ამირან ძაბუნიძე

 

ლაშა ქოჩიაშვილი