განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 07.04.2020
საქმის ნომერი
330311120003550343
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
07.04.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330311120003550343

საქმე N3ბ/647

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

07.04.2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე: გია ბერაია

სხომის მდივანი ქეთევან სტურუა

 

საჩივრის ავტორი (მსჯავრდებული, პაციენტი) ს----ლ ე------ი,ადვოკატი ც---------------ა

მონაწილე პირები: მოწინააღმდეგე მხარე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N- პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება,წარმომადგენელი ე----------------–ი

დავის საგანი - არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგის 2020 წლის 27 მარტის ბრძანება

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

სასაქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №-------------------------------–-------- თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა 2020 წლის 26 მარტს შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2116-2120-ე მუხლების, ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და საქართველოს პატიმრობის კოდექსის 122-ე მუხლის შესაბამისად და მოითხოვა არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით, ს----ლ მ--------ს ძე ე------ის სტაციონარში მოთავსების თაობაზე ბრძანების გაცემა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 მარტის ბრძანებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №-------------------------------–-------- თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: ა). მსჯავრდებული ს----ლ ე------ი არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით მოთავსდა სტაციონარში – შპს ,,ა--------------–---–--------–------------------------------–----------------–-–------–-----------------------------------–----თი მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე.

 

ბ). ს----ლ ე------ი განაჩენით დაწესებული სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №-------------------------------–-------- თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გადაყვანილ იქნეს შპს „აკად. ბ-------–---–ის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (ხ-------------ი) არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე და მსჯავრდებულის არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვის შემთხვევაში, მის მიერ სასჯელის მოხდა გაგრძელდეს საერთო წესით;

 

გ). ს----ლ ე------ის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოთავსების ვადა, რომელიც შედის სასჯელის მოხდის საერთო ვადაში, აითვალოს მისისტაციონარში მოთავსებიდან;

 

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით

გასაჩივრებული ბრძანების დასკვნებზე მითითება:

 

სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ექსპერტ-ფსიქიატრთა მიერ გაცემული დასკვნიდან, პაციენტ ს----ლ ე------ის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოთავსების მიზანშეწონილობის შესახებ შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ №-- ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა მიღებულია ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით და მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს დასახელებული მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება .

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2118 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მიმართვის წარდგენიდან 24 საათის ვადაში.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ დადგინდა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, აღენიშნება ფსიქიკური აშლილობის ნიშნები, მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევის საკითხი წყდება „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და პატიმრობის კოდექსის შესაბამისად. მსჯავრდებულის გამოჯანმრთელების შემთხვევაში მის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით.

,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ პაციენტს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება გაეწევა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და იგი გამოჯანმრთელდება მის მიერ მოსახდელი სასჯელის ვადის განმავლობაში, რაც დასტურდება ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნით, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციამ აღნიშნულის შესახებ უნდა შეატყობინოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს მსჯავრდებულის დაუყოვნებლივ გადაყვანა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად. ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ყოფნის დრო ითვლება სასჯელის საერთო ვადაში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ პაციენტს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება გაეწევა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და იგი ვერ გამოჯანმრთელდება მის მიერ მოსახდელი სასჯელის ვადის განმავლობაში, სასჯელის ვადის გასვლის შემდეგ, არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმების არსებობისას, პირისთვის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის საკითხი წესრიგდება ამ კანონით დადგენილიწ ესით და სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა

 

ზემოაღნიშნული ბრძანება გაასაჩივრა ს----ლ ე------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 მარტის ბრძანების გაუქმება.

 

საჩივრის ავტორის მითითებით, გასაჩივრებულ ბრძანებაში არ არის მითითებული და დადგენილი ის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება შესაძლებელი იყო თუ არა პაციენტის მკურნალობა პენიტენციური დაწესებულების პირობებში. აღნიშნულ საკითხზე ექსპერტის მხრიდან არ მიუღია ცალსახა და ნათელი პასუხი. პაციენტთან შემდგომი კომუნიკაციის შემდგომ შესაძლებელი იქნებოდა ამ უკანასკვნელისგან თანხმობის მიღება მკურნალობაზე. პენიტენციურ დაწესებულებას არ გამოუჩენია საკმარისი ძალისხმევა, რომ მიეღო პაციენტს ადეკვატური სამედიცინო დახმარება თავად პენიტენციურ დაწესებულებაში. სასამართლოს მიერ კი ისე იქნა გადაწყვეტილება მიღებული პირის იძულებით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ, რომ არ ყოფილა სრულყოფილად გამოკვლეული მნიშვნელოვანი გარემოებები და ითხოვს ბრძანების გაუქმებას.

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა და გაანალიზა ფსიქიატრიული დაწესებულების ექიმის, ექსპერტი პაციენტის და პაციენტის ინტერესების დამცველი ადვოკატის მოსაზრებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

პალატა მიიჩნევს, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული ბრძანების გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძვლებს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით მიუთითებს შემდეგს:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2118 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მიმართვის დასაბუთებულობის შემოწმებისა და „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლების შეფასების შემდეგ, მოსამართლე გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მიზნით პაციენტის სტაციონარში მოთავსების შესახებ არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე, მაგრამ არა უმეტეს 6 თვისა.

 

„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პრეამბულაში მითითებულია, რომ საქართველო, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, აღიარებს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა არის ადამიანის ჯანმრთელობის ფუნდამენტური ნაწილი და საზოგადოების კეთილდღეობის აუცილებელი პირობა, ხოლო ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებების დაცვა სახელმწიფოს მოვალეობაა, და ამ კანონით განსაზღვრავს ფსიქიატრიული დახმარების სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს. კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია უზრუნველყოს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთათვის ფსიქიატრიული დახმარების ხელმისაწვდომობა და უწყვეტობა, აღნიშნულ პირთა უფლებების, თავისუფლებებისა და ღირსების დაცვა და განსაზღვროს ფსიქიატრიის დარგის მუშაკთა უფლებები და მოვალეობანი.

 

„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი ადგენს, თუ რა შემთხვევაში და რა საფუძვლების არსებობისას უნდა მოხდეს პაციენტის იძულებითი მოთავსება სტაციონარში ფსიქიატრიული დახმარების მიზნით. აღნიშნულის აუცილებლობა დგება მაშინ, თუ პირს ფსიქიკური აშლილობის გამო არ გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა შეუძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშე, აგრეთვე ა) თუკი დახმარების დაყოვნება საფრთხეს შეუქმნის პაციენტის ან სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას; ბ) თუ პაციენტმა საკუთარი მოქმედებით შეიძლება მიიღოს ან სხვას მიაყენოს მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი.

 

ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ფსიქიკური აშლილობა არის პირის ძირითადი ფსიქიკური ფუნქციების დარღვევა ან ქცევის აშლის გამომხატველ სიმპტომთა ჯგუფი, რომელიც იწვევს პიროვნულ დისფუნქციას, არღვევს გარემოსთან ადაპტაციის პროცესს; ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი დგინდება საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტების მიხედვით; „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი არის პირის შესაძლებლობა, შეაფასოს საკუთარი ფსიქიკური ჯანმრთელობა, სამედიცინო ჩარევის მიზანი და მკურნალობის მოსალოდნელი შედეგი; შესაბამისად, ტერმინ ,,გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარს" კანონი, მიზნებიდან გამომდინარე, უკავშირებს პირის უნარს, შეაფასოს საკუთარი ფსიქიკური ჯანმრთელობა, სამედიცინო ჩარევის მიზანი და მკურნალობის მოსალოდნელი შედეგი. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლში მოხსენიებული ტერმინის „გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის“ განმარტება უნდა მოხდეს კანონის მიზნებიდან გამომდინარე და მის შესაბამისად.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" არსებული შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ №-- ამბულატორიული ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, ირკვევა, რომ პაციენტი ს----ლ ე------ი გარეგნულად მეტ-ნაკლებად მოწესრიგებელია, ჰიპომიმიურია, დაძაბულია, მოუსვენარი, კონტაქტში ერთვის დაძაბულად, იმპულსურად, მოცულია საკუთარი ავადმყოფური განცდებით, საუბრობს მოჭარბებულად, მისთვის საინტერესო თემებზე, არ უსმენს შეკითხვებს, საჭიროებს დამატებით ჩაკითხვას, პასუხობს დაყოვნებით, ხშირად არაარსებითად, მეტყველების ტემპი რამდენადმე აჩქარებული, საუბრობს მონოტონურად, მოკლებულია თხრობის ელფერს, შეინიშნება მომატებული შფოთვა, ორიენტაცია ადგილში, დროში, გარემოსა და საკუთარ ვინაობაში ფორმალური. ავლენს უნდობლობას ექიმების მიმართ. ეჩხუბება ერთ ექიმს, უყვირის მას, აბრალებს სიფილისის დიაგნოზს. აქტიური ყურადღების მობილიზაციას ვერ ახერხებს. მეხსიერების მხრივ რეპროდუქცია გაძნელებული. მოვლენების გახსენება, ქრონოლოგიურინ თანმიმდევრობით თხრობა უჭირს. შეინიშნება გვერდითი ასოციაციების სიჭარბე. მსჯელობა ფორმალური, მოკლებული დასაბუთებას, ლოგიკურობას. აზროვნება პარალოგიური, სტერეოტიპული, ქცევები იმპულსური, გაუწონასწორებელი, გუნება-განწყობა დაქვეითებული, გამოთქვამს დამოკიდებულების ბოდვით იდეებს. სმენითი ჰალუუციანციების არსებობას უარყოფს, თუმცა ობიექტური დაკვირვებით შეინიშნება საორიენტაციო სმენითი რეფლექსის დაძაბვა. აწეული გამღიზიანებლობა, ემოციური ლაბილობა, იმპულსურობა, ქცევები-გაუწონასწორებელი. კრიტიკა საკუთარი ავადმყოფური მდგომარეობის და ქცევების მიმართ ფორმალური, დაქვეითებული.

ს----ლ ე------ს აღენიშნება ბოდვითი აშლილობა /F 22.0/ (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია ICDმე-10გადასინჯვა). ამჟამად, აღნიშნული დაავადება ს----ლ ე------ს ხელს უშლის სასჯელის მოხდაში. ამჟამინდელი ფსიქიკური მდგომარეობით ს----ლ ე------ი საჭიროებს არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ სტაციონარულ მკურნალობას ბ------–---–-ს სახ.ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, აღნიშნული მდგომარეობის ამოწურვამდე, რის შემდეგ მსჯავრდებულს შეუძლია გააგრძელოს სასჯელის მოხდა.

 

შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის'' ფსიქიატრიული ექსპერტიზის ექიმ - ფსიქიატრმა თ--------------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ს----ლ ე------ისათვის აუცილებელი პირობაა არანებაყოფილობითი სტაციონარული მკურნალობა და დაეთანხმა დასკვნას.

 

სასამართლო სხდომაზე მკურნალმა ექიმმა - ლ--–-----–--------–---–მა განმარტა, რომ ს----ლ ე------ისათვის აუცილებელი პირობაა არანებაყოფილობითი სტაციონარული მკურნალობა.

 

პალატა აქვე მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ დადგინდა, რომ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, აღენიშნება ფსიქიკური აშლილობის ნიშნები, მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევის საკითხი რეგულირდება „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და პატიმრობის კოდექსის შესაბამისად. მსჯავრდებულის გამოჯანმრთელების შემთხვევაში მის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე სასამართლო სხდომაზე მოსმენილი ახსნა - განმარტებებით, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და იმ განმარტებას, რომ ამჟამად აღნიშნული დაავადება ს----ლ ე------ს ხელს უშლის სასჯელის მოხდაში. ამჟამინდელი ფსიქიკური მდგომარეობით ს----ლ ე------ი საჭიროებს არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ სტაციონარულ მკურნალობას ბ-------–---–ის სახელობის ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, აღნიშნული მდგომარეობის ამოწურვამდე, რის შემდეგ მსჯავრდებულს შეუძლია გააგრძელოს სასჯელის მოხდა.

 

სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირების - ექსპერტის და პაციენტის მკურნალი ექიმის მოსმენის შემდეგ პალატა მიიჩნევს, რომ ს----ლ ე------ი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროებს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში – შპს ,,აკად. ბ-------–---–ის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” პირობებში (ხ-------------ი) მოთავსებას. პალატა აქვე მიუთითებს, რომ დასკვნა მიღებულია „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, არ არსებობს გასაჩივრებული ბრძანების გაუქმების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 2116 – 2120 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით, საქართველოს პატიმრობის კოდექსის 122-ე მუხლით, ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 და 22-ე მუხლებით და

 

ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:

 

1. ს----ლ ე------ს ადვოკატის ც---------------ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგის 2020 წლის 27 მარტის ბრძანება;

 

3. ბრძანება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

 

მოსამართლე: გია ბერაია