განაჩენი

სისხლის სამართლის 08.04.2020
საქმის ნომერი
330100120003419008
ინსტანცია
თარიღი
08.04.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100120003419008

1ბ/456-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

8 აპრილი, 2020 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: მერაბ ჯორბენაძე

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

გოჩა ჯეირანაშვილი

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული - რ------ ა--------ი, დაბადებული 1----–-–-------------ოს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------–-----------–----------------–-----–------------;

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება - სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით).

 

სასჯელი:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 29 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 31 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. დანაშაულთა ერთობლიობით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 13 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ------ ა--------მა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, შემდეგ გარემოებათა გამო: თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედებები; ითანამშრომლა გამოძიებასთან, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ასევე, ჰყავს ოთხი მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც მატერიალურად მასზე არიან დამოკიდებულები. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი უთითებს, რომ მის მიმართ დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი, არ შეესაბამება მის პიროვნებას და ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს. შესაბამისად, მსჯავრდებული რ------ ა--------ი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 13 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას და მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარის მიერ შესაგებელი არ არის წარმოდგენილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

რ------ ა--------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (სამი ეპიზოდი); ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით და ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

რ------ ა--------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0.588903 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, საიდანაც: 2019 წლის 28 ოქტომბერს, ქ------–---------------------–----------------–-----–-------------ში არსებული თავის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ------ ა--------მა ნარკოტიკული საშუალება - 0,067 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება 100 (ასი) ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ზ----- ღ---–--ეზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ; 2019 წლის 29 ოქტომბერს, ქ------–---------------------–----------------–-----–-------------ში არსებული თავის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ------ ა--------მა ნარკოტიკული საშუალება - 0,1492 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება 100 (ასი) ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ზ----- ღ---–--ეზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ; 2019 წლის 31 ოქტომბერს, ქ------–---------------------–----------------–-----–-------------ში არსებული თავის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ------ ა--------მა ნარკოტიკული საშუალება - 0,1463 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება 100 (ასი) ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ზ----- ღ---–--ეზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ; 2019 წლის 2 ნოემბერს, ქ------–---------------------–----------------–-----–-------------ში არსებული თავის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ------ ა--------მა ნარკოტიკული საშუალება - 0,2212 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება 100 (ასი) ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ზ----- ღ---–--ეზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ; ხოლო ნარკოტიკული საშუალება - 0,005203 გრამი ჰეროინის შემცველ ნივთიერებებს რ------ ა--------ი უკანონოდ ინახავდა საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ დამხმარე სათავსოში, რაც ამოღებული იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 2019 წლის 4 დეკემბერს, ქ------–---------------------–----------------–-----–-------------ში არსებული რ------ ა--------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ დამხარე სათავსოში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 13 თებერვლის განაჩენით, რ------ ა--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 29 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 31 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 29 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 31 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ რ------ ა--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

რ------ ა--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 4 დეკემბრიდან;

 

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით; ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, „სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მსჯავრდებულ რ------ ა--------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ რ------ ა--------ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების: ა-------------ას, ზ----- ღ---–--ის, რ----- ზ------–---–ის, შ----- ხ--–-–---–ის და ვ-–-------- ა-–----–---–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის ოქმით, ზ----- ღ---–--ესთან ჩატარებული ამოღების ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეო-აუდიო ჩანაწერებით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებითა და თავად რ------ ა--------ის აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, მსჯავრდებულ რ------ ა--------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ რ------ ა--------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (სამი ეპიზოდი), ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება ჩადენილი დიდი ოდენობით და ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით. დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

რ------ ა--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის ფაქტი, რომ მსჯავრდებული ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და შესაბამისად, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულისა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად „სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 თებერვლის განაჩენით, რ------ ა--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. რ------ ა--------ი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2018 წლის 19 ნოემბერს, სასჯელის სრულად მოხდით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც ყველაზე მკაცრი სასჯელი აქვს დანიშნული რ------ ა--------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თოთხმეტ წლამდე ვადით და წარმოადგენს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს.

 

საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. ვინაიდან მოცემული დანაშაულების ჩადენის მომენტში რ------ ა--------ი ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, შესაბამისად სახეზეა დანაშაულის რეციდივი. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის, ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. შესაბამისად, პალატა განმარტავს, ვინაიდან რ------ ა--------ის მიერ ჩადენილი ყველაზე მძიმე დანაშაულისათვის სანქციის მინიმალური ზღვარია თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს რ------ ა--------ის მიმართ არ შეიძლება დაენიშნა 8 (რვა) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთაზე ნაკლები სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ქმედების შემდეგ ყოფაქცევა; მხედველობაში მიიღო, ასევე, მსჯავრდებულის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას, არის ოთხი არასრულწლოვანის შვილის მამა და აღნიშნულის საფუძველზე მას განუსაზღვრა სამართლიანი და ადეკვატური სასჯელი, რასაც სააპელაციო პალატა ეთნხმება და მიიჩნევს, რომ მისი შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.

 

შესაბამისად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მის პიროვნებას და ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს და პალატა განმარტავს, რომ სწორედ მსჯავრდებულის აღიარება და მონანიება, სწრაფი მართლმსაჯულებისათვის ხელშეწყობა და მისი ოჯახური მდგომარეობა გახდა საფუძველი, დანაშაულთა ერთობლიობის და დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით რ------ ა--------ს დანიშვნოდა სანქციით გათვალისწინებულ მინიმალურ ზღვართან მიახლოებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სრულიად სამართლიანია და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ რ------ ა--------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 13 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ რ------ ა--------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 13 თებერვლის განაჩენი რ------ ა--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

რ------ ა--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 29 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 31 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 29 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 31 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ რ------ ა--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ რ------ ა--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

რ------ ა--------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 4 დეკემბრიდან.

 

რ------ ა--------ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით; ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებები:

ნარკოტიკული საშუალებები, მათი შესაფუთი მასალები და რ------ ა--------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში განადგურდეს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ვიდეო-აუდიო ჩანაწერი - განთავსებული 3 ცალ ელექტრონულ დისკზე, რ------ ა--------ის ხმის ნიმუში და ფოტოები - განთავსებული 3 ცალ ელექტრონულ დისკზე შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მერაბ ჯორბენაძე

 

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

 

გოჩა ჯეირანაშვილი