განჩინება/გადაწყვეტილება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310020003549702
საქმე №3ბ/646-20
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06 აპრილი, 2020 წელი
ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნინო ყანჩაველი
სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი
საჩივრის ავტორი - დ-------------ა
წარმომადგენელი - კ-----------------–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს ისანი-სამგორის სამმართველოს პირველი განყოფილება
წარმომადგენელი - ნ------------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - გ--------------–---–ი
წარმომადგენელი - მ-------–----------ი
დავის საგანი - შემაკავებელი ორდერის გაუქმება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით დ-------------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებლის მიერ 2020 წლის 23 მარტს შედგენილი შემაკავებელი N027929 ორდერი.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ დ-------------ა და გ--------------–---–ი არიან ყოფილი მეუღლეები, ცხოვრობენ ცალ-ცალკე, აქვთ დაძაბული ურთიერთობა. გიროგი მამანიშვილს არ სურს მოსარჩელე დ-------------ასთან რაიმე სახის კომუნიკაცია, თუმცა მიუხედავად ამისა, მოსარჩელე ცდილობს კომუნიკაციას. 2020 წლის 23 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებლის ნ------------–---–ის მიერ მსხვერპლის - გ--------------–---–ის დაცვის მიზნით მოძალადე დ-------------ას მიმართ შედგენილ იქნა №027929 შემაკავებელი ორდერი; რომლის მიხედვით დ-------------ა ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებს გ--------------–---–ის მიმართ და მის მიმართ დამტკიცდა შემაკავებელი ორდერი №027929 შემდეგი პირობებით: მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი ცხოვრობს. მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება და მოძალადეს აეკრძალოს მსხვერპლთან, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონით, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
სასამართლომ N027929 შემაკავებელი ორდერის ოქმითა და მისი შემდგენი პირის ახსნა-განმარტებებით დადასტურებულად მიიჩნია დ-------------ას მიერ გ--------------–---–ის მიმართ N027929 შემაკავებელი ორდერის გამოცემამდე ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტი.
3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ მიუთითა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3, მე-4, მე-10 მუხლებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებლმა დაადგინა რა დ-------------ას მხრიდან გ--------------–---–ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი, გ--------------–---–ის, როგორც მსხვერპლის დაცვის მიზნით გამოსცა შემაკავებელი ორდერი. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია დ-------------ას მხრიდან გ--------------–---–ის მიმართ N027929 შემაკავებელი ორდერის გამოცემამდე ფსიქოლოგიური ძალადობა, შესაბამისად მიიჩნია, რომ სადავო შემაკავებელი გამოცემულია კანონის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
4. საჩივრის საფუძვლები
4.1. დ-------------ას საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
საჩივრის ავტორი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება, მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებლის მიერ შედგენილი №027929 შემაკავებელი ორდერი.
საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს ნაჩქარევად, მტკიცებულებების შესწავლის გარეშე განიხილა საქმე, არ მისცა მოსარჩელე მხარეს საშუალება ემსჯელა მტკიცებულებებთან მიმართებაში, ამასთან, არ არსებობს მტკიცებულება - კანონის დაცვით მოპოვებული რაიმე დოკუმენტი რომელიც დაადასტურებს დ-------------ას მხრიდან ძალადობის ფაქტს.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების დასაბუთება:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენელი საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებულ გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) სააპელაციო საჩივრის (საჩივრის) ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლი ადგენს, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით შესაძლებელია გამოცემული იქნეს შემაკავებელი ორდერი.
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 9.4 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი ორდერის/დამცავი ორდერის გამოცემით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევის ხასიათი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების გამოყენებით.
კანონის 11.3 მუხლი ადგენს, რომ პოლიცია უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ შეიძლება დაირღვეს პირის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები მისი უგულებელყოფით ან იძულებით ან/და მის მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებლის ნ------------–---–ის მიერ მსხვერპლის - გ--------------–---–ის დაცვის მიზნით მოძალადე დ-------------ას მიმართ 2020 წლის 23 მარტს შედგენილი №027929 შემაკავებელი ორდერი.
სასამართლო მტკიცებულებათა შეფასების დროს ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-მუხლით. ხსენებული მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ დ-------------ა და გ--------------–---–ი არიან ყოფილი მეუღლეები, ცხოვრობენ ცალ-ცალკე, აქვთ დაძაბული ურთიერთობა. გიროგი მამანიშვილს არ სურს მოსარჩელე დ-------------ასთან რაიმე სახის კომუნიკაცია, თუმცა მიუხედავად ამისა, მოსარჩელე ცდილობს კომუნიკაციას. 2020 წლის 23 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებლის ნ------------–---–ის მიერ მსხვერპლის - გ--------------–---–ის დაცვის მიზნით მოძალადე დ-------------ას მიმართ შედგენილ იქნა №027929 შემაკავებელი ორდერი; რომლის მიხედვით დ-------------ა ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებს გ--------------–---–ის მიმართ და მის მიმართ დამტკიცდა შემაკავებელი ორდერი №027929 შემდეგი პირობებით: მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი ცხოვრობს. მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება და მოძალადეს აეკრძალოს მსხვერპლთან, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონით, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა დაადასტურეს, რომ არიან ყოფილი მეუღლეები, ჰყავთ ერთი შვილი, რომელიც ცხოვრობს მამასთან, გ--------------–---–თან. მხარეები ასევე მიუთითებენ, რომ ხსენებული გარემოება სადავოა მეუღლეებს შორის და დ-------------ას სურს შვილის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მისი საცხოვრებელი ადგილი.
სააპელაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი მიმოწერისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ წერილობითი კომუნიკაციის გზით დ-------------ას მიერ გიორგი მამანიშვილის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელება არ დასტურდება. შესაბამისად, ამ ნაწილში შემაკავებელი ორდერის დამტკიცების საფუძველი არ დადგინდა, რის გამოც ამ ნაწილში სადავო აქტი უნდა გაუქმდეს.
საქმის მასალებში დაცულია მხარეთა ახსნა-განმარტებები. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა განუმარტეს აგრეთვე სასამართლოს საკითხის მიმართ თავიანთი პოზიციები და მიუთითეს ფაქტობრივ გარემოებებზე. საქმის მასალებში დაცულ ვიდეო ჩანაწერზე გიორგი მემანიშვილმა მიუთითა როგორც ფსიქოლოგიური ძალადობის არსებობის ერთ-ერთ დამდგენ მტკიცებულებაზე. ამის საპასუხოდ მოპასუხე მხარემ მიუთითა ხსენებული მტკიცებულების მოპოვების კანონსაწინააღმდეგობაზე. ამდენად, იმ პირობებშიც, თუ სასამართლო გაიზიარებს დ-------------ას პოზიციას ხსენებული მტკიცებულების გაუთვალისწინებლობის თაობაზე, ხსენებული გარემოება, კერძოდ მითითითებულ დროს დ-------------ას მიერ გიორგი მემანიშვილის მიმართ განხორციელებული ფქსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი დასტურდება მხარეთა ახსნა-განმარტებებით. კერძოდ, როგორც აღინიშნა, გ--------------–---–მა ახსნა-განმარტებით განმარტა მითითებულ დროს არსებული შემთხვევა, ხოლო დ-------------ამ ახსნა-განმარტებით მიუთითა ჩანაწერის კანონშეუსაბამობაზე და არა ფაქტის არარსებობაზე.
პალატა ყოველივე ზემოღნიშნულის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ საქმის მასალები, გამოკვლეული ფაქტები და ინფორმაცია, იძლევა იმის მტკიცების საკმარის საფუძველს, რომ შემაკავებელი ორდერი დ-------------ას მიმართ იმ ნაწილში, რომლითაც დ-------------ას აეკრძალა გ--------------–---–თან წერილობითი კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით უნდა გაუქმდეს, დანარჩენ ნაწილში კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებლის მიერ 2020 წლის 23 მარტს გამოცემული N027929 შემაკავებელი ორდერი უნდა დარჩეს ძალაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2112-ე; 2114-ე; ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; 372-ე; 383-ე; 386-ე; 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ-------------ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებლის მიერ 2020 წლის 23 მარტს გამოცემული N027929 შემაკავებელი ორდერი მოძალადისათვის ნებისმიერი სახის კომუნიკაციის აკრძალვის თაობაზე ( ორდერის მე-7 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტი).
3. გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებლის მიერ 2020 წლის 23 მარტს გამოცემული N027929 შემაკავებელი ორდერი იმ ნაწილში, რომლითაც დ-------------ას აეკრძალა გ--------------–---–თან წერილობითი კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
4. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებლის მიერ 2020 წლის 23 მარტს გამოცემული N027929 შემაკავებელი ორდერი დანარჩენ ნაწილში.
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ნინო ყანჩაველი