განაჩენი

სისხლის სამართლის 08.04.2020
საქმის ნომერი
010142220700110071
ინსტანცია
თარიღი
08.04.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010142220700110071

საქმე №1/ა.გ.31-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

08 აპრილი, 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მაკა გველესიანი

მოსამართლეები: მზია ლომთათიძე

მერაბ ჯორბენაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ----- ს-------ის შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 17 მარტის განაჩენის გადასინჯვის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 17 მარტის განაჩენით, დამტკიცდა ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორსა და ბრალდებულ დ----- ს-------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

დ----- ს-------ი (პირადი №------------ დაბადებული 19---–-–----------------- საქართველოს მოქალაქე) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების, ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის’’ (მარიხუანას), ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;

დ----- ს-------ს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: ა)სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ)საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება;

 

2020 წლის 12 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა დ----- ს-------მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის N1/13/732 გადაწყვეტილებისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის N1/2/1282 განჩინების საფუძველზე, მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.

 

სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის N1/13/732 გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მართალია საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა სსკ-ის 273-ე მუხლი და არა სსკ-ის 2731-ე მუხლი, რომელიც დასჯადად აცხადებს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებას, მაგრამ სასამართომ ამავე გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „სასამართლო მსჯელობს ზოგადად კონკრეტული საკითხის ნორმატიულ შინაარსზე და წყვეტს პრობლემას ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე, შესაბამისად, იდენტური პრობლემის გამომწვევი ნორმის შენარჩუნების შემთხვევაში, ის გადაწყვეტილების უგულებელმყოფელ და დამძლევ ნორმად ჩაითვლება“.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის №1/2/1282 განჩინების თანახმად: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი განჩინების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

 

ამდენად, განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის მიზნებისათვის, სსკ-ის 273-ე და სსკ-ის 2731-ე მუხლები ერთი რეგულაციის რეჟიმში ექცევა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 06 ოქტომბრის 2017 წლის 17 მარტის განაჩენით, დ----- ს-------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ, მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების, ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის’’ (მარიხუანას), ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროდან 2020 წლის 25 მარტს მიღებული N-------–-------–----------- წერილის თანახმად, მსჯავრდებულ დ----- ს-------ს ზ/აღნიშნული განაჩენით დაკისრებული ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით გადახდილი არ აქვს, რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში და მის მიმართ მიმდინარეობს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები.

 

პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის N1/13/732 გადაწყვეტილება სამართლებრივად გავლენას ახდენს მსჯავრდებულ დ----- ს-------ის საქმეში გამოყენებულ სისხლის სამართლის კანონზე და შესაბამისად, ის უნდა გათავისუფლდეს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, დანიშნული სასჯელისგან და აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები

 

ზემოღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ დ----- ს-------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 17 მარტის განაჩენი უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის N1/13/732 გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის №1/2/1282 განჩინებით, საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ დ----- ს-------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

2. მსჯავრდებული დ----- ს-------ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 17 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და დანიშნული სასჯელისგან.

 

3. დ----- ს-------ს აღუდგეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 17 მარტის განაჩენით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 

6. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანიდან და ექვემდებარება დაუყონებლივ აღსრულებას.

 

7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მაკა გველესიანი

 

მოსამართლეები: მზია ლომთათიძე

 

მერაბ ჯორბენაძე