განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110100117002184876
საქმე №1/ბ-181-2020 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06 აპრილი, 2020 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ---- მ--------ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. პირადი ნომერი: 1----------, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ზესტაფონი, სოფელი შ----–-.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
კ---- მ--------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა:
1.1 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.2 ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლა, რომელიც არღვევს ბინისა და სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.3 ძალადობა - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 126-ე მუხლის პირველი ნაწილით;
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ კ---- მ--------ეს არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით;
სასამართლომ დაადგინა, რომ კ---- მ--------ემ ჩაიდინა:
1.1 ძალადობა - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
1.2 ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლა, რომელიც არღვევს ბინისა და სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას;
ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1 2017 წლის 12 ოქტომბერს, ზესტაფონის რაიონის სოფელ კ---–---ში მცხოვრებ მ----- მ--------ესთან, შუადღის საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), მივიდა კ---- მ--------ე, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მ----- მ--------ეს, რის შემდეგაც ორივე ხელი მძლავრად მოუჭირა თავის ორივე მხარეს, ამავდროულად მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეაფურთხა სახეში და რამდენჯერმე ძლიერად შეანჯღრია. განაგრძობდა რა ძალადობას, კ---- მ--------ემ, მ----- მ--------ეს ანთებული სიგარეტი მიადო მარცხენა თვალის ქვედა მხარეს, ამავდროულად მარცხენა ხელს უჭერდა თავის მარჯვენა ნაწილში. კ---- მ--------ის მხრიდან განხორციელებული თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად, მ----- მ--------ემ, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა.
1.2 2017 წლის 12 ოქტომბერს, ზესტაფონის რაიონის სოფელ კ---–---ში მცხოვრებ მ----- მ--------ესთან, შუადღის საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), მივიდა კ---- მ--------ე, რომელიც მ----- მ--------ის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შევიდა ამ უკანასკნელის კუთვნილ ეზოში, სადაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას. აღნიშნულის შემდეგ, ასევე, მ----- მ--------ის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შევიდა მის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც ბარის გამოყენებით შეეცადა ფანჯრის ამოღებას, თუმცა უშედეგოდ.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის განაჩენით კ---- მ--------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. კ---- მ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და კ---- მ--------ეს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2017 წლის 14 ოქტომბრიდან 2017 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით), დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით;
3. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - მსჯავრდებული კ---- მ--------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს მის მიმართ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენი და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებებში გამართლდეს. მსჯავრდებულს გასაჩივრებული განაჩენი მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად, სასამართლოს ობიქტურად უნდა შეეფასებინა მოწმეთა ჩვენებები და საეჭვო გარემოებები მის სასარგებლოდ გადაეწყვიტა.
მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარზე პროკურორს შესაგებელი არ წარუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ მსჯვარდებულის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი კ---- მ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ:
მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ მ----- მ--------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 12 ოქტომბერს, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მას ტელეფონზე დაურეკა უცხო პიროვნებამ და უთხრა, რომ სურდა ქვაბების შეძენა და მისულიყო ბაზარში. უთხრა, რომ სახლში იყო და ვერ მივიდოდა. აღნიშნულზე, ახალგაზრდა პიროვნებამ უთხრა, რომ მაშინ თავად მივიდოდა მასთან. მართლაც, მასთან სახლში მივიდა ორი ახალგაზრდა პიროვნება. ერთერთმა უთხრა, რომ იყო ნ------- მ--------ის შვილი - კ---- მ--------ე. კ----მ მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აფურთხა, ეუბნებოდა, რომ სახლი მამამისის აშენებული იყო, ფანჯრებიც მისი ჩასმული. კ----მ მას ორივე ხელი მოუჭირა თავში, რა დროსაც იგრძნო ტკივილი, ასევე, თვალთან, ქვევით, დაადო ანთებული სიგარეტი, რაც, ასევე, ეტკინა. შემდეგ მოკიდა ხელი მაჯაში, ისე რომ ფეხის გადადგმის საშუალება არ მისცა, „ფხოკიალით“ აიყვანა მეორე სართულზე და აიძულებდა დანის გამოყენებით აეთალა ფანჯრის სამაგრი ქაფი. შემდეგ, კ----მ აიღო იქვე დადებული ლაფათი, დაარტყა ფანჯარას და იძახდა, უნდა ამოვაგდოო. ამასობაში, იხელთა დრო და გადავიდა მეზობლებთან, გ------ და მ------ მ----–--ეებთან.
დაზარალებულის განმარტებით, მ------ და გ------ი შეესწრნენ როდესაც კ---- მას აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. დაპირისპირების დროს, კ---- მ--------ემ, შარვალიც ჩაიწია და დაანახა სასქესო ორგანო. მისივე განმარტებით, როდესაც პოლიციაში მიდიოდა, გზაში შეხვდა ნ------- მ--------ე, რომელსაც მოუყვა მომხდარის შესახებ და უთხრა, რომ პოლიციაში უნდა გაეცხადებინა აღნიშნულის შესახებ. დაზარალებულის განმარტებითვე, კონფლიქტის დროს, კ---- მ--------ემ მას გამოსტაცა მობილური ტელეფონი და დაუმტვრია მიწაზე დანარცხებით. მას კ---- მ--------ე სახლში არ მიუწვევია, არ სურდა და არ უნდოდა მისი ეზოში შესვლა.
მოწმის სახით დაკითხულ მ------ მ----–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 12 ოქტომბერს იმყოფებოდა სახლში მეუღლესთან, გ------ მ----–--ესთან ერთად. მ----- მ--------ის ეზოდან შემოესმა ხმაური და ხმამაღალი, ყვირილის ხმა. წავიდა მ-----ს ეზოსკენ და დაინახა კ---- მ--------ე, რომელიც ეჩხუბებოდა მ-----ს, აფურთხებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ეუბნებოდა, რომ სახლი და ფანჯრები მამამისის გაკეთებული იყო. ფანჯრები უნდა ამოეღო და წაეღო. კ----მ მ----- სახლში შეიყვანა და იქ რა მოხდა მისთვის უცნობია. როდესაც მ-----სთან გადავიდა სახლში, მას სახეზე, თვალთან სიწითლე ეტყობოდა, მ-----მ უთხრა, რომ კ----მ დააზიანა სიგარეტით. ასევე უთხრა, რომ კ----მ თავში მოუჭირა ორივე ხელი. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა მოწმის მიერ გამოძიებაში (ტომი I, ს.ფ. 47-49) მიცემული ჩვენების ნაწილი, სადაც აღნიშნულია „კითხვაზე გიპასუხებთ, რომ აღნიშნული პირების წასვლის შემდეგ, მ----- მ--------ემ მითხრა, რომ ვიდრე ჩვენ მივიდოდით, კ---- მ--------ემ მას ორივე ხელი მოჰკიდა თავის არეში და მძლავრად შეანჯღრია. გარდა ამისა, როგორც მან მითხრა, კ----მ მას სახეზე მიადო ანთებული სიგარეტი. მ----- მ--------ეს მარცხენა თვალის ქვემოთ ეტყობოდა დაწვის კვალი. სხვა დეტალები ჩემთვის უცნობია“. პროკურორის შეკითხვაზე, მოწმემ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები.
მოწმის სახით დაკითხულ გ------ მ----–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 12 ოქტომბერს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც, მ----- მ--------ის სახლიდან გაიგო ხმამაღალი საუბრის ხმა. გავიდა გარეთ და დაინახა, რომ მ----- მ--------ის ეზოში იმყოფებოდა კ---- მ--------ე, მ----- მ--------ე და კ----ს თანმხლები ახალგაზრდა ბიჭი. კ---- მ--------ე ხმამაღლა ეკამათებოდა მ----- მ--------ეს და აგინებდა. ეუბნებოდა ეს სახლი მამაჩემმა ააშენაო, ფანჯრები მან გააკეთაო. ამ დროს მ----- მ--------ე ცდილობდა პოლიციაში დარეკვას, მაგრამ დარეკა თუ არა, არ ახსოვს. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გამოქვეყნებული იქნა მოწმის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების (ტომი I, ს.ფ. 50-52) ნაწილი, სადაც მითითებულია „კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მ----- მ--------ემ მე და ჩემს მეუღლეს მ------ მ----–--ეს გვითხრა, ჩვენს მისვლამდე კ---- მ--------ემ მას ორივე ხელი მოჰკიდა თავის არეში და მძლავრად შეანჯღრია და ასევე, როგორც მან გვითხრა, კ---- მ--------ემ სახეზე მიადო ანთებული სიგარეტი. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ აღნიშნულ დროს ჩემი შვილიშვილი გიზო მ----–--ე ჯერ კიდევ არ იყო დაბრუნებული სკოლიდან. სხვა დეტალები ჩემთვის უცნობია“. პროკურორის შეკითხვაზე, მოწმემ ვერ გაიხსენა უთხრა თუ არა მ----- მ--------ემ მას სიგარეტის მიდების ფაქტი. რაც შეეხება შენჯღრევას, მოწმემ განაცხადა, რომ კ----მ მ-----ს ხელი მოჰკიდა და შეიყვანა სახლში.
მოწმის სახით დაკითხულ გ--–- მ--------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 12 ოქტომბერს, ტელეფონზე დაურეკა კ---- მ--------ემ, დედამისის მ----- მ--------ის ტელეფონით და უთხრა, რომ დედამისის, მ----- მ--------ის სახლში, ხარჯები გაწეული ჰქონდა მამამისს, ნ------- მ--------ეს და აღნიშნული უნდა გარკვეულიყო, რომ რეკავდა პოლიციაში. უპასუხა, რომ აუცილებლად დაერეკა და გაერკვია. სთხოვა დედამისთან, მ----- მ--------ესთან დალაპარაკება, რა დროსაც, მ-----მ უთხრა, რომ არ ენერვიულა, ყველაფერი კარგად იყო. რამდენიმე ხანში, თავად გადაურეკა კ----ს ტელეფონზე, რა დროსაც კ----მ უთხრა, რომ არ ეცალა და თვითონ დაურეკავდა. როდესაც დაურეკა კ----მ, უთხრა, რომ სახლის რემონტი, ფანჯრები მამამისის გაკეთებული იყო და გაარკვევდა. როდესაც დედამისს ტელეფონზე ესაუბრა, მ-----მ უთხრა, რომ შეურაცხყოფას არავის მიაყენებინებდა, პოლიციაში მიდიოდა, საჩივრის დასაწერად. ადგილზე რა მოხდა მისთვის უცნობია, თუმცა ტელეფონზე საუბრის დროს, კ---- მ--------ე დედამისს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.
მოწმის სახით დაკითხულ ა------- კ-–-----ის ჩვენებით ირკვევა, რომ მ----- მ--------ისგან იცის კ---- მ--------ის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ. მომხდარის შესახებ მიცემული აქვს ჩვენება, დეტალები არ ახსოვს და ითხოვა ჩვენების გამოქვეყნება. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გამოქვეყნებული იქნა მოწმის მიერ გამოძიებაში (ტომი I, ს.ფ. 263-265) მიცემული ჩვენება, სადაც აღნიშნულია „რეგისტრირებული ვარ ხარაგაულის რაიონის სოფელ სხლითში, მაგრამ დაახლოებით 8 წელია ოჯახთან ერთად ვცხოვრობ ზესტაფონის რაიონის სოფელ კ---–---ში. ჩემს მეზობლად, დაახლოებით 100 მეტრში ცხოვრობს მ----- მ--------ე, რომელთანაც მაქვს კარგი ურთიერთობა. გარდა ამისა, მ----- მანაჯავიძე არის ჩემი ნათესავი. 2016 წლის, როგორც მახსოვს გაზაფხულის პერიოდში, მ----- მ--------ემ თავის ეზოში გადაწყვიტა სახლის მშენებლობა. აღნიშნულ ფაქტამდე რამდენიმე ხნით ადრე, ზუსტად პერიოდი არ მახსოვს, მ----- მ--------ემ, გვერდით არსებული თავისი კუთვნილი ორსართულიანი კაპიტალური სახლი გაყიდა, რომელიც შეიძინა გ------ მ----–--ემ. მე, ქ.ტყიბულში დამთავრებული მაქვს სამშენებლო პროფესიული სასწავლებელი და ვარ პროფესიონალი მშენებელი. მ----- მ--------ემ მე მთხოვა, რომ დავხმარებოდი სახლის სამშენებლო სამუშაოებში, რაზეც დავეთანხმე. მე, პერიოდულად ვახორციელებდი მ----- მ--------ის სახლის სამშენებლო სამუშაოებს. აღნიშნული სამუშაოების შესრულებაში მე დახმარებას მიწევდა ნ------- მ--------ე. აღნიშნული პიროვნება ხშირად რჩებოდა მ----- მ--------ის სახლში. ჩემთვის ცნობილია, რომ სახლის სამშენებლო სამუშაოების ყველა ხარჯი გასწია მ----- მ--------ემ. როდესაც დავასრულე უშუალოდ სახლის მშენებლობა ბლოკით და საჭირო გახდა გადახურვის სამუშაოების ჩატარება, მ----- მ--------ემ „თ-------“ ბანკიდან გამოიტანა სესხი, თანხის ოდენობა ზუსტად არ მახსოვს. აღნიშნული ფაქტი ჩემთვის კარგად არის ცნობილი, რადგან მ----- მ--------ეს მე ვახლდი „თ-------“ ბანკის ზესტაფონის ფილიალში სესხის აღების დროს. თანხის აღების შემდეგ, მ----- მ--------ემ შეიძინა ლითონის სახურავი. სახლის გადახურვის სამუშაოებს ძირითადად მე ვახორციელებდი. აღნიშნულ სამუშაოებში, ასევე, მეხმარებოდა ნ------- მ--------ე. ამჟამად მ----- მ--------ის სახლის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, მაგრამ შესასრულებელია აღნიშნული სახლის სარემონტო სამუშაოები. შეკითხვა მოწმე ა------- კ-–-----ეს: თუ არის თქვენთვის ცნობილი 2017 წლის 12 ოქტომბერს, მ----- მ--------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ?. მოწმე ა------- კ-–-----ის პასუხი: მე, მოგვიანებით მ----- მ--------ემ მითხრა, რომ 2017 წლის 12 ოქტომბერს, მასთან მივიდა ნ------- მ--------ის შვილი, კ---- მ--------ე, რომელმაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. კერძოდ: მ----- მ--------ემ მითხრა, რომ კ---- მ--------ემ რამდენჯერმე შეაგინა დედის მისამართით, უწოდა შეურაცხმყოფელი სიტყვები, კონკრეტულად თუ რა სიტყვები უწოდა, მ----- მ--------ეს ჩემთვის არ უთქვამს. როგორც მან მითხრა, შეურაცხმყოფელი სიტყვების გამეორების რცხვენოდა. გარდა ამისა, მ----- მ--------ემ მითხრა, რომ კ---- მ--------ემ რამდენჯერმე შეაფურთხა სახეში და ძალით ააღებინა თავის ხელით დანა, რომელიც კ---- მ--------ემ ძალით დაასმევინა სახლის მეტალოპლასტმასის ფანჯრის სამაგრ ე.წ. „ქაფზე“. აღნიშნულ დროს, მ----- მ--------ემ მითხრა, რომ კ---- მ--------ემ მას ორივე ხელი მოუჭირა თავის არეში. აღნიშნულ დროს კ---- მ--------ე ამბობდა, რომ სახლის სამშენებლო სამუშაოების ყველა ხარჯი გასწია მისმა მამამ ნ------- მ--------ემ.
მოწმის სახით დაკითხულმა ს----- ყ-----–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის ივლისის თვეში მ----- მ--------ე მას შეუთანხმდა მეტალო პლასტმასის ფანჯრების გაკეთებაზე და მართლაც გაუკეთა ფანჯრები. როდესაც მივიდა მ----- მ--------ის სახლში ფანჯრების გასაკეთებლად, იქ დახვდა ნ------- მ--------ე, რომელმაც მას გადაუხადა თანხის ნაწილი 150 ლარი. მ-----სგან იცოდა, რომ მან ფული ნ-------თან დატოვა და ის გადაცემდა.
მოწმის სახით დაკითხულმა ე-–--- გ--–--ემ განმარტა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. დაზარალებულ მ----- მ--------ის თანხმობით მოახდინა მისი გარეგნული დათვალიერება, რა დროსაც მ----- მ--------ეს აღენიშნებოდა დაზიანებები სიწითლის სახით. შეადგინა შესაბამისი ოქმი, რაც დაადასტურეს ხელის მოწერით. ასევე, მოახდინა ფოტოგადაღებაც.
მოწმის სახით დაკითხულმა დ----- რ-------ემ განმარტა, რომ 2017 წელს კ---- მ--------ესთან ერთად წავიდა მ----- მ--------ის სახლში, ნ------- მ--------ის წამოსაყვანად. როდესაც მ-----სთან მივიდნენ, ნ-------ი იქ არ იყო. მ-----სა და კ----ს შორის შედგა საუბარი, თუმცა კ----ს მხრიდან მ-----ს მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. საუბრის დროს, თვითონ გავიდა გარეთ, ჩაჯდა მანქანაში და იქ ელოდებოდა კ----ს, რომელიც დაახლოებით 10 წუთში მივიდა მანქანასთან. როდესაც მანქანაში ჩაჯდა, ვერ ხედავდა რა ხდებოდა ეზოში, სადაც მ----- და კ---- იმყოფებოდნენ.
მოწმის სახით დაკითხულმა მ-------- ნ-----–--ემ განმარტა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უფროსის მოადგილედ. 2017 წლის 14 ოქტომბერს, გამომძიებელ თ------ შ------–--ესთან ერთად მონაწილეობა მიიღო კ---- მ--------ის დაკავებაში. დაკავებულს განემარტა მისი უფლებები და დაკავების შემდეგ გადაყვანილი იქნა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში.
მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ გ--–-შვილმა განმარტა, რომ მუშაობს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში, უფროსი ექსპერტის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2017 წლის 12 ოქტომბერს, გამომძიებელ თ------ შ------–--ესთან და დაზარალებულ მ----- მ--------ესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც მოახდინა შემთხვევის ადგილის ფოტო გადაღება. ასევე, ამოღებული იქნა ფანჯრის სამაგრი ქაფის დეტალები, საოჯახო დანა და ნიჩაბი. ამოღებული ნივთები გადასცა გამომძიებელს. ადგილზე შედგენილი იქნა საგამოძიებო მოქმედების ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით.
მოწმის სახით დაკითხულმა თ------ შ------–--ემ განმარტა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. იყო კ---- მ--------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: გამოკითხა მოწმეები და დაზარალებულები, დანიშნა ექსპერტიზები, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, მ----- მ--------ისგან და ნ------- მ--------ისგან ამოიღო ტანსაცმელები, ბრალდების შესახებ დადგენილება გააცნო კ---- მ--------ეს, გამოკითხა და გაუცვალა მტკიცებულებები.
სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა კ---- მ--------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 12 ოქტომბერს მართალია მივიდა მ----- მ--------ის საცხოვრებელ სახლში, მამის, ნ------- მ--------ის წამოსაყვანად, თუმცა მ-----სთვის არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. უბრალოდ მივიდა მამის, ნ------- მ--------ის წამოსაყვანად.
საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 13 ოქტომბრის გარეგნული დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ე-–--- გ--–--ემ, დაზარალებულ მ----- მ--------ის თანხმობით, მოახდინა დაზარალებულ მ----- მ--------ის სხეულის გარეგნული დათვალიერება. მ----- მ--------ეს სხეულზე, მარჯვენა ლოყის არეში აღენიშნება ნაჭდევის კვალი, რომელიც მისი განმარტებით, 2017 წლის 12 ოქტომბერს, ხელის მოჭერის შედეგად მიაყენა კ---- მ--------ემ, ხოლო მარცხენა თვალის ქვემოთ აღენიშნება დაზიანება შეწითლების სახით, რომელიც მისი განმარტებით, 2017 წლის 12 ოქტომბერს, ანთებული სიგარეტის მიდების შედეგად მიაყენა კ---- მ--------ემ.
2017 წლის 12 ოქტომბრის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ გამომძიებელ თ------ შ------–--ის მიერ, მ----- მ--------ისგან ამოღებული იქნა: შავკორპუსიანი „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, მთლიანად დამსხვრეული სახით. „ნოკიას“ ფირმის მობილურ ტელეფონს დამსხვრეული აქვს ეკრანის მინა, კლავიატურა და წინა კორპუსი. კორპუსიდან მოცილებულია უკან ხუფი და ბატარეა. ამოღებული „ნოკიას“ ფირმის, დამსხვრეული მობილური ტელეფონი, ხუფი და ბატარეა დაილუქა პოლიეთილენის პარკში ზესტაფონის რაიონული სამმართველოს N33/10 ლუქის ბეჭდით.
2017 წლის 12 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კ---–---ში და წარმოადგენს მ----- მ--------ის საცხოვრებელ სახლს და ეზოს.....აღნიშნული ადგილის წინ, ბეტონის აივანზე არის ხისტარიანი საოჯახო ტიპის დანა. დაზარალებულმა მ----- მ--------ემ განაცხადა, რომ კ---- მ--------ემ აღნიშნული დანა დააჭერინა მარჯვენა ხელში და ძალით დაასმევინა ფანჯრის მყარ ე.წ. ქაფზე. რამდენიმე ადგილზე მყარი ქაფი გაიჭრა. ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა ხისტარიანი დანა, რომელიც დაილუქა საექსპერტო- კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს NFCI 415612 პაკეტში (პაკ. N1).......ძირა ნაწილში, დასავლეთ მხარეს, ფანჯრის კორპუსზე შეინიშნება დეფორმაციის კვალი. აღნიშნულ ნაწილში ფანჯრის რაფა დაშორებულია ბლოკის კედელს 1,5 სმ-დან 3 სმ სიმაღლემდე სხვადასხვა ადგილში. აღნიშნული ფანჯრის წინ, მოხრეშილ გრუნტზე არის მყარი ქაფის ნაწილები, რომლებიც ამოღებული იქნა ექსპერტის მიერ და დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს NFCI 415611 პაკეტში (პაკ. N2). აღნიშნულ ოთახში დასავლეთის კედლის მახლობლად მოხრეშილ გრუნტზე დევს ხისტარიანი ნიჩაფი. დაზარალებულმა მ----- მ--------ემ განაცხადა, რომ კ---- მ--------ე აღნიშნული ნიჩბის გამოყენებით ცდილობდა მეტალოპლასტმასის ერთი ფანჯრის კედლიდან ამოღებას. ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა ნიჩაბი, რომელიც დაილუქა პოლიეთილენის პარკში ზესტაფონის რაიონული სამმართველოს N3310 ლუქის ბეჭდით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის სასაქონლო ექსპერტიზის N----- დასკვნით დასტურდება, რომ - ექსპერტიზაზე წარმოდგენილი „NOKIA 200“ Model: RM-969-ის ანალოგიური მობილური ტელეფონის საბაზრო ღირებულება, მისი ექსპლუატაციაში ყოფნის და მუშა მდგომარეობის გათვალისწინებით, 2017 წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით, საორიენტაციოდ შეადგენს - 40 (ორმოც) ლარს.
- მეხსიერების ბარათის ე.წ. „ჩიპი“-ს საბაზრო ღირებულების დადგენა ვერ მოხერხდა, მასზე ინფორმაციის არ არსებობის გამო. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ-----–---- ს---------მ.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ 13.10.17წ. 03:33-03:50 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. მ----- მ--------ის სხეულზე გარეგნულად თვალით ხილულ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება (უჩივის ტკივილს თავის არეში). აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ-------------–---მ.
საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 თებერვლის განაჩენით ირკვევა, რომ კ---- მ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სასჯელი სახით განესაზღვრა თავისუფლების აღვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ 50-ე მუხლის თანახმად, 2 (ორი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი, 2 (ორი) წელი, საქართველოს სსკ 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით; კ---- მ--------ეს სასჯელის მოხდა დაეწყო - 2012 წლის 27 დეკემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 17 აპრილის N17/04/01 განკარგულებით, მსჯავრდებული კ---- მ--------ე შეწყალებული იქნა და მას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა.
საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2014 წლის 24 მაისის N02/14-2399 გადაწყვეტილებით, მსჯავრდებული კ---- მ--------ე, გათავისუფლებული იქნა პირობით ვადამდე - 2 (ორი) თვით და 9 (ცხრა) დღით ადრე.
2014 წლის 24 მაისის N------- ცნობის ასლით დასტურდება, რომ მსჯავრდებული კ---- მ--------ე გათავისუფლებული იქნა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, პირობით ვადამდე ადრე - 2014 წლის 24 მაისს.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოტივაციას მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებში გამართლების თაობაზე, იმ მოტივით, რომ მას არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია, რომ საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რომ მოწმეთა ჩვენებები სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა, აღნიშნულს სასამართლო არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში, შედეგში (ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და შედეგს შორის. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულს ფიზიკურ ტკივილს აყენებს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (ხელით გარტყმა, ხელის კვრა, ფეხის ჩარტყმა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. დანაშაულის ჩადენის ხერხსა და საშუალებას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით იგი განზრახვაში გამოიხატება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლში აღნიშნულია, რომ არავის არ აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა, ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად.. კონსტიტუციური დებულებიდან გამომდინარე და მისი შესრულების უზრუნველსაყოფად სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლი კრძალავს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას. სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა ითვალისწინებს ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლას, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას. უკანონო შესვლად ჩაითვლება სხვა პირის ბინასა თუ სხვა მფლობელობაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოჩენა და ყოფნა. შესვლა უკანონოა იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩადენილია კანონმდებლობის დარღვევით. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასადგენად აუცილებელია ზუსტად და ნათლად იყოს გამოხატული ბინის მეპატრონის ნება მასში სხვა პირის არასასურველი ყოფნის შესახებ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალურ შემადგენლობათა ჯგუფს მიეკუთვნება. იგი დამთავრებულად ითვლება უკანონო შესვლის მომენტიდან. აღნიშნული დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა პირდაპირ განზრახვაში ვლინდება.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს დაზარალებულ მ----- მ--------ის ჩვენებაზე, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ 2017 წლის 12 ოქტომბერს მასთან სახლში მივიდა კ---- მ--------ე, რომელმაც მას მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, ორივე ხელი მძლავრად მოუჭირა თავზე, ორივე მხარეს და ანთებული სიგარეტი დაადო სახეზე, ლოყასთან, ორივე შემთხვევაში, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულის ჩვენებით ასევე დასტურდება, რომ მას კ---- მ--------ემ გამოსტაცა მობილური ტელეფონი და გაუტეხა, მას კ---- მ--------ე სახლში არ მიუწვევია და არ სურდა მისი ეზოში შესვლა.
პალატა ასევე ყურადღებას მიაპყრობს მოწმეების: მ------ მ----–--ის და გ------ მ----–--ის ჩვენებებზე, რომელთა მიხედვით დასტურდება, რომ 2017 წლის 12 ოქტომბერს, იმყოფებოდნენ სახლში და მ----- მ--------ის ეზოდან შემოესმათ ხმაური, ხმამაღალი საუბარი, როდესაც გადავიდნენ მ-----ს ეზოში, დაინახეს კ---- მ--------ე, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მ----- მ--------ეს. ასევე, მოგვიანებით, მ-----სგან გაიგეს, რომ კ----მ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი მოუჭირა თავზე და ანთებული სიგარეტი დაადო სახეზე. მოწმე ე-–--- გ--–--ის ჩვენებით დასტურდება, რომ მან ჩაატარა დაზარალებულ მ----- მ--------ის გარეგნული დათვალიერება, რა დროსაც მ-----ს აღენიშნებოდა სიწითლეები. მ----- მ--------ის სხეულზე არსებული დაზიანებების არსებობა, ასევე, დადასტურებულია გარეგნული დათვალიერების ოქმით, სადაც მითითებულია, რომ მარჯვენა ლოყის არეში აღენიშნება ნაჭდევის კვალი, ხოლო მარცხენა თვალის ქვემოთ აღენიშნება დაზიანება შეწითლების სახით. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მართალია, მ----- მ--------ეს რაიმე სახის მექანიკური დაზიანებებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა, თუმცა შემოწმების დროს მ----- მ--------ე უჩიოდა თავის ტკივილს. მოწმე გ--–- მ--------ის ჩვენებით დასტურდება, რომ როდესაც დედამისის მ----- მ--------ის ტელეფონით მას დაუკავშირდა კ---- მ--------ე, რომელიც იმყოფებოდა დედამისთან სახლში, ტელეფონზე კომუნიკაციის დროს, გაიგო თუ როგორ აყენებდა კ----, მ-----ს სიტყვიერ შეურაცხყოფას. საქმეში წარმოდგენილი ამოღების ოქმით დასტურდება, რომ გამომძიებელ თ. შ------–--ის მიერ, მ----- მ--------ისგან ამოღებული იქნა შავკორპუსიანი „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, მთლიანად დამსხვრეული სახით. „ნოკიას“ ფირმის მობილურ ტელეფონს დამსხვრეული აქვს ეკრანის მინა, კლავიატურა და წინა კორპუსი, კორპუსიდან მოცილებულია უკან ხუფი და ბატარეა.
ამდენად, პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს იმასთან დაკავშირებით, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ კ---- მ--------ემ ჩაიდინა ძალადობა - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე, ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლა, რომელიც არღვევს ბინისა და სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას.
სააპელაციო პალატას აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ზემოაღნიშნულ მტკიცებულებები თანმიმდევრული, ურთიერთთავსებადი, სარწმუნოა და სასამართლოს მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია.
აქვე პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებულს სააპელაციო საჩივრით რაიმე ახალი გარემოება ან არგუმენტი, რაც მის უდანაშაულობას დაადასტურებდა, არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მსჯავრდებულ კ---- მ--------ის ქმედება სწორად იქნა დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც არ არსებობს მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მისი გამართლების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ კ---- მ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის განაჩენი კ---- მ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
კ---- მ--------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
კ---- მ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია); სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ 160-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და კ---- მ--------ეს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2017 წლის 14 ოქტომბრიდან, 2017 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდეს და საბოლოოდ კ---- მ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით.
კ---- მ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია; შესაბამისად, გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის N12/25-2017 განჩინებით მ----- გ--–--ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (მდებარე: ზესტაფონის რაიონი, სოფელი არგვეთა, ს---------------.)
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: მ----- მ--------ისგან ამოღებული ,,ნოკიას’’ ფირმის მობილური ტელეფონი, ხუფით და ბატარეით, ასევე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხის ტარიანი დანა და ხის ტარიანი ნიჩაბი, დაუბრუნდეს მ----- მ--------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ნ------- მ--------ისგან ამოღებული მუქი ფერის სვიტერი, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი და შავი ფერის მაისური, დაუბრუნდეს ნ------- მ--------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მყარი ქაფის ნაწილები, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი CD-R დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე