განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100119003356500
საქმე №1ბ/471-20
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 აპრილი, 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------------–-ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბ--------------ის - დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი #4----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ქ---------–ში, გ--------------------, ბინა #---ში; ფაქტობრივად მცხოვრების ქ.თბილისში, გ-–--------------------------–--–------ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:
ბ--------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 12 ნოემბერს, დაახლოებით 07:00 საათზე, თ---–--–-----–------------------------- კორპუსის ეზოში, ბ--------------ემ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ხ--------------–--ლს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მუშტი დაარტყა სახის არეში, რის შემდეგ წაქცეულს ფეხით მიაყენა მრავლობითი დაზიანება, რა დროსაც ხ--------------–--ლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ბ--------------ის ქმედებით ხ--------------–--ლს მიადგა ფიზიკური ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 28 იანვრის განაჩენით:
ბ--------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ------------------–-ამ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ბ--------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და კანონის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგი საფუძვლებით:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. ბრალდების მხარემ გამოძიების ეტაპზე წარადგინა ერთმანეთთან შეთანხმებული, რელევანტური და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება ბ--------------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა. კერძოდ, აღნიშნული დასტურდება საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულ ხ--------------–--ლის სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციით, რომელმაც სასამართლოში დაადასტურა 2019 წლის 12 ნოემბერს, 07 საათზე, მეუღლესთან კონფლიქტი და ხელის დარტყმის ფაქტი, თუმცა გამორიცხა ტკივილის შეგრძნება.
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა პოლიციის თანამშრომელ ი-----–------------ის სასამართლოში მიცემული ჩვენება, რომელმაც განაცხადა, რომ გამოკითხვის ოქმში დააფიქსირა ხ--------------–--ლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რასაც გაეცნო დაზარალებული და დაადასტურა ხელმოწერით.
აპელანტმა ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მითითებულ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ სასამართლომ გვერდი აუარა ხსენებული გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში განვითარებულ მსჯელობას, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას - პირდაპირი მტკიცებულების თანაბარმნიშვნელოვნად. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი, როგორც მოწმის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. აპელანტის განმარტებით, ზუსტად მოცემული შემთხვევა წარმოადგენს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა კლასიკურ საქციელს, რომლებიც ძალადობის შემდგომ მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში განაგრძობენ ცხოვრებას. შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ სახეზეა საჩივრის დაკმაყოფილების კანონის შესაბამისი კონკრეტული საფუძვლები, ბ--------------ის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და სასამართლოს მიერ დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც მსჯავრდებულზე იმოქმედებს იმგვარად, რომ იგი განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოდგენილი არ არის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------------–-ას საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ბ--------------ის მიმართ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა სააპელაციო პალატას ბ--------------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ:
ბ--------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად სასამართლოში წამოდგენილია ისეთი პირდაპირი მტკიცებულება, როგორიცაა დაზარალებულის სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, ასევე, მოწმეების: გ--------------ას, ზ--------------ა და ი-----–------------ის სასამართლოში მიცემული ჩვენებები, რომლებიც წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, აგრეთვე, 112-ის შეტყობინების ოქმი და #0----- შემაკავებელი ორდერი.
პალატა აღნიშნავს, რომ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ,,ზ‘‘ პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
დაზარალებულ ხ--------------–--ლის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით დადგენილ იქნა, რომ ბ--------------ე არის მისი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე. 2019 წლის 11 ნოემბერს ის და ბ--------------ე იმყოფებოდნენ სტუმრად ბ--------------ის მეგობარ გ-------------------თან, სადაც ბ--------------ემ მიიღო ალკოჰოლური სასმელი. რესტორანში ადგილი ჰქონდა გარკვეულ დაძაბულობას და ჩხუბს, რის გამოც ის და ბ--------------ე რესტორნიდან წავიდნენ გ--------თან სახლში. იქ მათ, ასევე, აიტანეს ალკოჰოლური სასმელები. მას ალკოჰოლურ სასმელებთან არ აქვს კარგი დამოკიდებულება, რადგან ფსიქოტროპულ წამლებს სვამს და არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება. ალკოჰოლურმა სასმელმა იგი შესაძლოა ჩააგდოს აფექტურ მდგომარეობაში, ჩაადენინოს არაადეკვატური ქმედებები, ხოლო მეორე დღეს ეს ქმედებები აღარ ახსოვდეს. როდესაც ბ----- დაიძინა, მან გ--------თან მიიღო ალკოჰოლური სასმელი. როდესაც გაიღვიძა ბ--------------ემ, მან ბესოს უთხრა, რომ სურდა სასაფლაოზე წასვლა. ამ საკითხზე ისინი შელაპარაკდნენ. იგი ბ--------------ეს გაუჯინიანდა. რობაქიძე მას ეუბნებოდა, რომ არ იყო სასაფლაოზე წასვლის დრო. შეკამათებისას ბ--------------ემ მას ხელი გაარტყა, რაც არ იყო მისთვის სასიამოვნო და ჩავარდა ისტერიკულ მდგომარეობაში. ამ მდგომარეობაში მყოფმა დარეკა 112-ში, თუმცა მის გამოძახებაზე პოლიცია არ მისულა. შემდეგ კვლავ დარეკა 112-ში და უთხრა, რომ აღარ მისულიყვნენ და წავიდა სახლში. სამართალდამცავები მასთან სახლში მივიდნენ, რომელთაც მისცა ახსნა-განმარტება, რა დროსაც იგი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მან გამომძიებელს უთხრა, რომ სერიოზული არაფერი მომხდარა. ბ--------------ის დარტყმის შედეგად მას ტკივილი არ უგრძვნია. იგი არ მიეკუთვნება იმ ქალთა კატეგორიას, რომელიც კაცს თავს დააჩაგვრინებს. რაც შეეხება გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებას, იგი არ ადასტურებს გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ვინაიდან არც შინაარსი შეესაბამება სინამდვილს და არც სიტყვათა წყობა მისი ლაპარაკის სტილს. ჩვენების მიცემისას იგი ნასვამი იყო და რას ლაპარაკობდა, არ იცოდა. მას შემაკავებელი ორდერის გაცემაც არ მოუთხოვია ბ--------------ის მიმართ.
პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ის 1261-ე მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული დანაშაული მატერიალური შემადგენლობისაა, შესაბამისად, საჭიროა, რომ ქმედებამ გამოიწვიოს კონკრეტული შედეგი, რაც ბრალად შერაცხული დანაშაულის შემადგენლობის იმპერატიულ ელემენტს წარმოადგენს, ამ შემთხვევაში, დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტი. სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში დაზარალებულმა განაცხადა, რომ ბ--------------ის დარტყმის შედეგად მას ტკივილი არ უგვრძნია. შესაბამისად, სახეზე არაა დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა.
პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულ ხ--------------–--ლის ქმედება ჰგავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა კლასიკურ საქციელს, რომლებიც ძალადობის შემდგომ მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში განაგრძობენ ცხოვრებას და გამოსავალს მოძალადის მიმართ ლმობიერი პოზიციის დაკავებაში ხედავენ, რითაც ხსნის მის მიერ სასამართლოში შეცვლილ პოზიციას, გამოძიებაში მიცემულ ჩვენებასთან შედარებით. პალატა აღნიშნავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, როდესაც დაზარალებულს ჰქონდა უფლება, საერთოდ არ მიეცა ჩვენება სასამართლოსთვის ოჯახის წევრის მიმართ და ესარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით, რასაც ხშირად მიმართავენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი, დაზარალებულის მიერ ბ--------------ის მხრიდან მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტის დადასტურება სასამართლოში გამორიცხავს მსჯავრდებულის მიმართ მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში ყოფნის ფაქტს.
პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულმა ხ--------------–--ლმა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში ახსნა მისი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა ჩვენების მიცემის დროს, რაც, გარდა მისი ჩვენებისა, ასევე, დასტურდება ბ--------------ისა ჩვენებით, რომ ის იყო საკმაოდ ნასვამი.
რაც შეეხება პროკურორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა პოლიციის თანამშრომელ ი-----–------------ის სასამართლოში მიცემული ჩვენება, ამ საკითხთან მიმართებით პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და დამატებით განმარტავს, რომ მოწმეების: გ--------------ას, ზ--------------ა და ი-----–------------ის ჩვენებები არ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებებს და ეხება მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს. პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული მოწმეები არ შეიძლება გაიგივდნენ იმ პირებთან, რომელთა ირიბი ჩვენებების დასაშვებობაზეც მსჯელობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავის 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში, რომლითაც, გამონაკლის შემთხვევებში, არ გამორიცხავს ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას პირდაპირი მტკიცებულების თანაბარმნიშვნელოვნად. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ირიბი ჩვენების დასაშვებობის საკითხის განხილვაზე იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამისათვის ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. სასამართლო შესაძლებლად მიიჩნევს ირიბი ჩვენების დაშვების განხილვას, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია და დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება.
პირველ რიგში, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არათუ შეუძლებელია დაზარალებულის დაკითხვა, არამედ იგი დაკითხულია და ჩვენებაც აქვს მიცემული სასამართლოსთვის, რომელშიც ახსნილი აქვს სასამართლოსა და გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობები. ბრალდების მხარის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებული დაშინებულია, არ დასტურდება არაფრით. დაზარალებულმა ხ--------------–--ლმა სასამართლოში ჩვენების მიცემისას აღნიშნა, რომ იგი არ მიეკუთვნება იმ ქალთა კატეგორიას, რომელიც კაცს თავს დააჩაგვრინებს.
გარდა ამისა, პალატა განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოთ მითითებული გადაწყვეტილებით დასაშვებ ირიბი ჩვენებაში არ შეიძლება მოვიაზროთ იმ პირის ჩვენება, რომელზეც აპელირებს საჩივრის ავტორი, რამდენადაც საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებათა ჩამტარებელი პირები სასამართლოს ინფორმაციას აწვდიან მათ მიერ შესრულებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ირგვლივ და არა მოწმის მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაციის თაობაზე. შესაბამისად, ასეთი ხასიათის ჩვენება ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.
შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარეს გამოძიების ეტაპზე ჰქონდა ერთმანეთთან შეთანხმებული, რელევანტური და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დასტურდებოდა ბ--------------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებს.
ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მხოლოდ ერთი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას (საქმე #291აპ-17, 9 ნოემბერი, 2017 წელი).
გამართლებულ ბ--------------ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, მან წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ, იგი 2019 წლის 11 ნოემბერს, ხ--------------–--ლთან ერთად, იმყოფებოდა მეგობარ გ-----------------ის დაბადების დღეზე. როდესაც სახლში დაბრუნდნენ, მან დაიძინა. გამთენიისას გაიღვიძა და დაინახა, რომ ხ--------------–--ლი ნასვამი იყო და ისევ სვამდა. ხ--------------–--ლის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისთვის ალკოჰოლური სასმელის მიღება არ შეიძლებოდა, ვინაიდან ცუდად ხდებოდა და ექიმების ჩარევა სჭირდებოდა. ნასვამ ხ--------------–--ლს გამთენიისას ვიღაცის სასაფლაოზე უნდოდა წასვლა, ამის გამო ისინი შელაპარაკდნენ, აზრზე მოსვლის მიზნით, მან ხ-------- ერთხელ შემოარტყა სახეში, ამის გარდა, მას ხ-------- მიმართ ხელი არ აუწევია. შემდეგ იგი დაბრუნდა დასაძინებლად, ხ--------------–--ლი კი მაღაზიაში იყო წასული, რა დროსაც მასთან მივიდნენ სამართალდამცავები და დააკავეს.
პალატა განმარტავს, რომ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბ--------------ის ბრალეულობაში.
პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და, იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ ბ--------------ემ ჩაიდინა ბრალად წარდგენილი ქმედება. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია ბ--------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ‘‘. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ,,სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე‘‘. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo‘‘, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ, ასევე, მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ,,ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ‘‘ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], #39630/09, §151, 13.12.2012, ,,ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ‘‘ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], #29750/09, §48, 16.09.2014).
სააპელაციო პალატა, ასევე, აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება, როგორც შიდასამართლებრივი, ისე - საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ ,,გონივრულ ეჭვს მიღმა‘‘ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და, ასევე, უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, §76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილებები საქმეებზე - Lavents v. Latvia, §125 და Melich and Beck v. Czech Republic, §49).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ‘‘. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა‘‘, ხოლო ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი‘‘.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ბ--------------ის ბრალეულობის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 28 იანვრის განაჩენი ბ--------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტითა და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------------–-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 28 იანვრის განაჩენი ბ--------------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
ბ--------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ბ--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
ბ--------------ეს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შედის კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შორენა გუნცაძე