განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №170310019002796084
საქმე №3ბ/2349-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნანა დარასელია
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - ი------------ი
წარმომადგენელი - ნ----------–---
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენელი - კ----------------------–---–ი
მესამე პირები - ს------ (ს-----) ს---ს ძე კ----–--ი, ა------ს ს---ს ძე კ----–--ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება
1.1. აპელანტის მოთხოვნა - თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2018 წლის 19 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს #8----------- განცხადებით მიმართა ი------------მა და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებზე მდებარე თეთრიწყარო, სოფელი ა---–---ი. განცხადებას ერთვოდა პირადობის მოწმობის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ელ. ვერსია.
2.2. 2018 წლის 5 დეკემბრის კომისიის სხდომის ოქმის თანახმად, კომისიას 2018 წლის 2 აგვისტოს #3----- შუამდგომლობით მომართა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და წარადგინა განცხადება, სადაც ი-------------ი ითხოვს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ა---–---ში მდებარე 2400 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციას. შუამდგომლობას თან ერთვოდა შემდეგი დოკუმენტაცია: 1. პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები; 2. ორთოფოტო; 3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი (სამსახურეობრივი ბარათი) #43----/17 27.07.2018წ. საკუთრების უფლების რეგისტრაციის, მიწის ნაკვეთის დანიშნულებისა და კატეგორიის შესახებ ინფორმაცია (საიდანაც ირკევევა, რომ 1988 წლის მიწათსარგელობის გეგმის მიხედვით საკუთრების უფლების აღიარებაზე მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო საკარმიდამო (სახნავი) დანიშნულების მიწას); 4. ცნობა საქართველოს ეროვნული არქივიდან 20.07.2018, #15/1-----; 5. წერილი წიაღის ეროვნული სააგენტო 13.09.2018, 22/7---; 6. ელექტროენერგიის აბონენტის ბარათი; 7. მინდობილობა #1--------; 8. სანოტარო აქტი (მოწმეთა ჩვენებები); 9 ქორწინების მოწმობა; 10. ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან; 11. საკადასტრო აგეგმვით-აზომვითი ნახაზი. განმცხადებლის განმარტებით, მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი და არასაცხოვრებელი დამხმარე ფართი, რომელიც ი. მარგიანის და მისი ოჯახის წევრების მფლობელობაშია.
2.3. საჯარო რეესტის ეროვნულ სააგენტოს შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 16 ივლისის #21-02-1/9---- წერილით ეცნობა, რომ შემოსავლების სამსახურში ინახება თეთრიწყაროს რაიონი, სოფელ ა---–---ის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები 2000, 2006 წწ. და სია, რომელზეც წელი მითითებული არ არის. მოქალაქე მ------------- სიებში არ ფიქსირდება.
2.4. საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 20 ივლისის #15/1----- წერილის თანახმად, ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცულ თეთრიწყაროს რაიონის ჩ------ის სასოფლო საბჭოს სოფელ ა---–---ის 1986-1996 (რეკვიზიტები შევსებულია 2007 წლის ჩათვლით) წლების საკომლო წიგნებში ი---------------------–---------ანის კომლისა და კომლზე რიცხული ქონების შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა. თეთრიწყაროს რაიონის ჩ------ის სასოფლო საბჭოს სოფელ ა---–---ის 1996 წლის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტებში, თეთრიწყაროს რაიონის ჩ------ის სასოფლო საბჭოს სოფელ ა---–---ის 1999-2000 წლების მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობებში არ აღმოჩნდა ჩანაწერი ი-------------------–-----------ს შესახებ. თეთრიწყაროს რაიონის ჩ------ის სასოფლო საბჭოს სოფელ ა---–---ი 992-1995, 1997-2007 წლების მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტები, 1992-1998, 2001-2007 წლების მიწის სარეგისტრაციო მოწმობები, 1992- 2007 წლების მიწის განაწილების (სარეფორმო), საგადასახადო სიები, მებაღეობის სია (მიმაგრების ტალონი), ასევე მიწის ზონარგაყრილი წიგნები ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცვაზე არ შემოსულა.
2.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 27 ივლისის #43----/17 წერილის თანახმად, ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემებით, #8----------- განაცხადზე წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაზე მოცემულ უძრავ ნივთზე, 02.07.18წ. მდგომარეობით საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.
2.6. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 27 სექტემბრის 376/301074 წერილის თანახმად საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს კართოტეკაში ირიცხება თეთრიწყაროს რაიონი სოფ. ა---–---ში რეგისტრირებული ს----- ს---ს ძე კ-----–--ი დაბ. 16.07.1926წ. პასპორტი: VII-TN643794 (ბარათი შევსებულია რუსულად).
2.7. საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 5 ოქტომბრის #15/1----- წერილის თანახმად, ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცულ თეთრიწყაროს რაიონის ჩ------ის სასოფლო საბჭოს სოფელ ა---–---ის 1986-1996 (რეკვიზიტები შევსებულია 2007 წლის ჩათვლით) წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ს----- (ს------, სემენ) ს---ას ძე კ-----–--. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ნ-----–------------ს (გერასიმის) ასული კ-----–--ა - მეუღლე, ს---ა ს-----ის (სემენის) ძე კ-----–-- - შვილი, ი------------ის ასული კ-----–--ა - რძალი. შენიშვნა: გაკეთებულია ფანქრით ჩანაწერი - რუსეთში. დროებით ადგილზე (რთულად იკითხება) იხ. დანართი N1). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1982 წელს აგებული 1986-1987 წლებში 150 კვ.მ საცხოვრებელი სახლის საერთო სასარგებლო ფართი, მათ შორის 108,4 კვ.მ საცხოვრებელი სახლი (1988-2007 წლების მონაცემები არ ფიქსირდება) და 1986, 1990 წლებში 2500 (დოკუმენტში ასეა) მიწის ფართობი (1987-1989, 1991-2007 წლების მონაცემები არ ფიქსირდება). თეთრიწყაროს რაიონის ჩ------ის სასოფლო საბჭოს სოფელ ა---–---ის 1996 წლის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტებში, თეთრიწყაროს რაიონის ჩ------ის სასოფლო საბჭოს სოფელ ა---–---ის 1999-2000 წლების მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობებში არ აღმოჩნდა ჩანაწერი ს----- (ს------, სემენ) ს---ს (ს---ას) ძე კ-----–--ის შესახებ. თეთრიწყაროს რაიონის ჩ------ის სასოფლო საბჭოს სოფელ ა---–---ი 1992-1995, 1997-2007 წლების მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტები, 1992-1998, 2001-2007 წლების მიწის სარეგისტრაციო მოწმობები, 1992-2007 წლების მიწის განაწილების (სარეფორმო), საგადასახადო სიები, მებაღეობის სია (მიმაგრების ტალონი), ასევე მიწის ზონარგაყრილი წიგნები ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცვაზე არ შემოსულა.
2.8. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 10 ოქტომბრის #21-02-1/1----- წერილით საჯარო რეესტის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ინახება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ა---–---ის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები - 2000, 2006 წ.წ. და სია, რომელზეც წელი მითითებული არ არის, სადაც მითითებულია:
1. კ-----–--ი ს----- ს---ს ძე სია 1,0 ჰა.
2. კ-----–--ი ს----- ს---ს ძე, 2000 წელი-0,1 ჰა.
3. კ-----–--ი ს-----ი 2006 წელი- 0,2272 ჰა, ს/კ 8-------- - შენობა.
2.9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 ოქტომბრის #4----- წერილით კომისიას ეცნობა, რომ დოკუმენტაცია უძრავი ქონების (ს/კ 84.02.33.1--) შესახებ არ იძებნება.
2.10. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 29 ოქტომბერს გაცემული ცნობა დახასიათების თანახმად, თეთრიწყარო, სოფელი ა---–---ი, გაურკვეველი დანიშნულების, 5166 კვმ ფაქტიური ფართობის, უ.დ.დ-ს გარეშე 1994 წლამდე, ლიტერი ა-საცხოვრებელი, უ.დ.დ-ს გარეშე არსებული ფართი 176,20 კვმ, ლიტერი ბ-დამხმარე უ.დ.დ-ს გარეშე არსებული ფართი 15,00 კვმ, ლიტერი ვ-დამხმარე, უ.დ.დ-ს გარეშე არსებული ფართი 40,00 კვმ, ლიტერი გ - დამხმარე, უდდ-ს გარეშე არსებული ფართი 53,00 კვმ, მესაკუთრეები/მოსარგებლეების არიან კ----–-- ს------ (ს-----) ს---ს ძე და კ----–-- ა------ს ს---ს ძე. სააღრიცხვო მასალის ჩანაწერები რუსულენოვანია, სააღრიცხვო მასალა აღრიცხულია 1976 წელს.
2.11. სისტემური რეგისტრაციის რუკაზე, უძრავი ქონების ს/კ 84.02.33.1-- მესაკუთრედ მითითებულია ს-----ი კ-----–--ი, სადაც დატანილია ასევე ს/კ 84.02.06.3--.
2.12. 2018 წლის 5 დეკემბრის კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, კომისიის ადგილზე გასვლითა და დათვალიერებით დადგინდა, რომ უძრავი ქონება არის შემოსაზღვრული მყარი ღობით, მათ შორის ქვით, რკინა ბეტონით და რკინის კონსტრუქციებით. ასევე ლითონის ბოძებითა და ლითონის კონსტრუქციებით. ასევე ლითონის ბოძებითა და მავთულის ბადით. მიწის რეფორმის პერიოდში განხორციელებული სისტემური მონაცემებით, უძრავი ქონება (ს/კ 84.02.06.3--) ეკუთვნის ს-----ი კ-----–--ს. გამომდინარე იქიდან, რომ სისტემური რეგისტრაციის მონაცემები არის დაუზუსტებელი და ხშირ შემთხვევაში შეიცავს ცდომილებებს, კომისიამ 2018 წლის 19 სექტემბრის #13-1/358 წერილით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია ს-----ი კ-----–--ის კომლისა და კომლზე რიცხული ქონების შესახებ. ასევე, მასზე სისტემური რეგისტრაციით რეგისტრირებული ქონების სააღრიცხვო ბარათი. ამის პარალელურად, ვინაიდან უძრავი ქონება ექცეოდა წიაღისეული შესწავლის სალიცენზიო სალიცენზიო ტერიტორიაზე, 2018 წლის 10 სექტემბრის #22/7--- წერილით მოხდა წიაღის ეროვნული სააგენტოდან ინფორმაციის გამოთხოვა და დადგინდა, რომ აღნიშნული უძრავი ქონება არ ექვემდებარებოდა წიაღზე დამაგრებას. საჯარო რეესტრის #4----- და #451160 წერილების საფუძველზე მოწოდებული ინფორმაციით, კერძოდ საკომლო ჩანაწერებით, დადგინდა, რომ მოთხოვნილი უძრავი ქონება ს-----ი კ-----–--ისა და მისი კომლის წევრების მართლზომიერი მფლობელობის ობიექტია. შესაბამისად, არ არის თვითნებურად დაკავებული და მისი განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ ს-----ის კ-----–--ისა და მისი კომლის წევრების ნების შესაბამისად.
2.13. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის 2018 წლის 5 დეკემბრის #3-- განკარგულებით უარი ეთქვა ი------------ს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი სოფელ ა---–---ში მდებარე 2400 კვმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
2.14. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 18 დეკემბერს მიღებული იქნა #8------------24 გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
3. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 5 დეკემბრის #3-- განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, “???????? ?? ????? ????????? ????????? ??????? ???????????? (????????????) ??????? ????? ?????????? ?????????? ??????? ????????? ??????? ” საქართველოს კანონისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (შემდგომ–კომისია) კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად. შუამდგომლობას უნდა ერთოდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, აგრეთვე სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია.
“???????? ?? ????? ????????? ????????? ??????? ???????????? (????????????) ??????? ????? ?????????? ?????????? ??????? ????????? ??????? ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური პირების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისებასა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია.
აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა არის – სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.
ხსენებული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური პირისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.
აღნიშნული კანონის მე-51 მუხლის მე-5 და მე-9 პუნქტების თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს და კომისია დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, კომისია დაინტერესებულ პირს უგზავნის წერილობით შეტყობინებას საკუთრების უფლების აღიარების საფასურის შესაბამისი ოდენობისა და მისი სრულად გადახდის ვალდებულების თაობაზე. თუ დაინტერესებული პირი გადაიხდის საკუთრების უფლების აღიარების საფასურის წერილობითი შეტყობინებით დადგენილ ოდენობას, კომისია გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას და დამოწმებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს, რომელზედაც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად ასახული უნდა იყოს საკუთრებისუფლებააღიარებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობის საზღვრები და ფართობი. კომისია მის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს − განკარგულებას. იმავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს კომისიის 2018 წლის 5 დეკემბრის #3-- განკარგულება, რომლითაც ი------------ს უარი ეთქვა უძრავი ქონების საკუთრების უფლების აღიარებაზე. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საკომლო ჩანაწერებით და ტექ-ბიუროს ჩანაწერებით, მოთხოვნილი უძრავი ქონება ს-----ი კ-----–--ისა და მისი კომლის წევრების მართლზომიერი მფლობელობის ობიექტია. შესაბამისად, არ არის თვითნებურად დაკავებული. აღნიშნული გარემოება დასტურდება საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 27 ოქტომბრის ცნობა დახასიათებით.
დადგენილია, რომ თეთრიწყაროში, სოფელი ა---–---ში მდებარე, გაურკვეველი დანიშნულების, 5166 კვმ ფაქტიური ფართობის, უ.დ.დ-ს გარეშე 1994 წლამდე, ლიტერი ა-საცხოვრებელი, უ.დ.დ-ს გარეშე არსებული ფართი 176,20 კვმ, ლიტერი ბ-დამხმარე უ.დ.დ-ს გარეშე არსებული ფართი 15,00 კვმ, ლიტერი ვ-დამხმარე, უ.დ.დ-ს გარეშე არსებული ფართი 40,00 კვმ, ლიტერი გ - დამხმარე, უ.დ.დ- ს გარეშე არსებული ფართი 53,00 კვმ, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები/მოსარგებლეების არიან კ----–-- ს------ (ს-----) ს---ს ძე და კ----–-- ა------ს ს---ს ძე. სააღრიცხვო მასალის ჩანაწერები რუსულენოვანია და სააღრიცხვო მასალა აღრიცხულია 1976 წელს.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მოსაზრება იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე ვერ ახდენს ს-----ი კ-----–--ისა და მისი კომლის წევრების მართლზომიერი მფლობელობის ობიექტის და მოსარჩელე ი-------------ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ქონების იდენტურობას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 27 ივლისის #43----/17 წერილით დასტურდება, რომ ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემებით, #8----------- განაცხადზე წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაზე მოცემულ უძრავ ნივთზე, 2018 წლის 2 ივლისის მდგომარეობთ საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. ასევე შეუძლებელია საარქივო ცნობაში მითითებული ს----- (ს------, სემენ) ს---ს ძე კ-----–--ის კომლის ქონების იდენტიფიკაცია.
სასამართლომ განმარტა, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებულ ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტის საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომელსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. კანონის ტექსტიდან გამომდინარე, ნორმა განსაზღვრავს თუ რომელმა მხარემ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაამტკიცოს. კანონი განსაზღვრავს აგრეთვე თუ რომელ მხარეს ეკისრება მტკიცებულებათა წარდგენა სასამართლოში, რომელი ფაქტები არ საჭიროებენ დამტკიცებას, როგორ და რა წესით ხდება მტკიცებულებათა შეგროვებამ შემოწმება, შეფასება და ა.შ.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სასამართლომ ჩათვალა, რომ იმისთვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და ს---ლდებულო წინაპირობაა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისთვის, რომ, თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ მოხდა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილი გამოკვლევა და სწორი სამართლებრივი შეფასება.
იმისათვის რომ მიწას მიენიჭოს თვითნებურად დაკავებულის სტატუსი და მასზე გავრცელდეს კომისიის უფლებამისილება, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი უნდა იყოს დაკავებული 2007 წლამდე (სასოფლო ან არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების), რომელზედაც განთავსებული უნდა იყოს საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), უნდა მდებარეობდეს დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ირკვევა, რომ მიწას მიენიჭება თვითნებურად დაკავებულის სტატუსი თუ ის საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული და არ წარმოადგენს ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, ანუ არ არის მართლზომიერი მფლობელობის ობიექტი.
საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ საკუთრების უფლების მოპოვების ობიექტი ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემებით არ არის რეგისტრირებული. საქმის მასალებით დასტურდება და მოპასუხე მხარეც სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ი------------ი და მისი ოჯახი ფლობს აღნიშნულ მიწის ნაკვეთს და შენობა- ნაგებობას, მაგრამ მხოლოდ ის გარემოება, რომ ი------------ი ფლობს უძრავ ქონებას, სასამართლომ ჩათვალა, რომ არ წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების სამართლებრივ საფუძველს, იმ მოცემულობაში, როდესაც ცალსახად იკვეთება ტექბიუროს არქივში დაცული სხვა პირის მართლზომიერი უფლება. სასამართლოს მოსაზრებით, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ შემოსავლების სამსახურში დაცულია ს----- კ-----–--ის სახელზე არსებული საგადასახადო სია, რაც წარმოადგენს საკუთრების უფლების დამადასტურებელ ერთ- ერთ ძირითად დოკუმენტს და საკუთრების უფლების რეალიზაციის საფუძველს. დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარეობს დასახლებულ პუნქტში, სოფელში. ასევე უდავოა, რომ აღნიშნული სოფელი წარმოადგენდა ე.წ. ბერძნული მოსახლეობით დასახლებულ სოფელს, რომლებმაც 1990-2000 წლებში მასიურად დატოვეს საქართველოს ფარგლები. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება (ინფორმაცია), რომელიც სასამართლოს მიანიშნებდა აღნიშნული უძრავი ქონებაზე მართლზომიერი მფლობელის არ არსებობის შესახებ.
სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის წარმომადგენელის მოსაზრება იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მომხდარა საქმის სრულფასოვანი გამოკვლევა და რომ მოპასუხის მიერ გამოყენებული ე.წ. სისტემური რეგისტრაციის რუკა დაუზუსტებელია, არ წარმოადგენს ოფიციალურ დოკუმენტს და არ ასახავს სინამდვილეს. მოსარჩელის აზრით, რადგან მოპასუხის მიერ სათანადოდ არ არის დადასტურებული მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი და ს-----ი კ-----–--ის ქონების იდენტურობა, სადავო აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
მოსარჩელე ი------------ის მიერ სასამართლო სხდომაზე განმარტებული იქნა, რომ ის და მისი ოჯახი 1988 წლიდან ფლობენ აღნიშნულ უძრავ ქონებას, მას სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება და იმ შემთხვევაში თუ გამოჩნდება სხვა დაინტერსებული პირი, ის დაუთმობს საკუთრების უფლებას. ხოლო მოპასუხე მხარის წარმომადგენელის მიერ სასამართლო სხდომაზე განმარტებული იქნა, რომ მათი ინფორმაციით ი-------------ის მიერ მოხდა აღნიშნული უძრავი ქონების შეძენა. კერძოდ მან იყიდა სახლი, პირად საუბარში მას ი------------მა განუცხადა, რომ თანხის გადახდის ქვითარიც აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ პოულობს ს----- კ-----–--ს ან მისი ოჯახის წევრს, რის გამოც ცდილობს მოახდინოს უძრავი ქონების რეგისტრაცია კომისიის მეშვეობით.
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, ე.წ. სისტემური რეგისტრაციის რუკის მონაცემების კომისიისათვის მიწოდება ხდება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელის მიერ, რათა თავიდან იქნეს აცილებული სხვა დაინტერესებული პირის უფლების დარღვევა.
სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილების სფეროს. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის, მისი მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით შემოწმების შესაძლებლობის და მისი დისკრეციული უფლებამისილების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო, სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით და მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში შეუძლებელი იყო ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის დებულებათა მოსარჩელის სასარგებლოდ გავრცელება. მოცემულ შემთვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი------------ის განცხადება კომისიას განსახილველად გადაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ი------------ის თანხმობით, ძირითადი დოკუმენტაციაც მოძიებული იქნა საჯარო რეესტრის მიერ, კომიისის მიერ მოხდა საკუთრების მოპოვების ობიექტის ადგილზე დათვალიერებით შესწავლა და მისი შეფასება წარმოადგენდა თუ არა იგი არამართლზომიერად დაკავებულ მიწის ნაკვეთს. კომისიის მიერ საკუთრების ობიექტის სამართლებრივი მდგომარეობა სრულყოფილად იქნა გამოკვლეული და მოძიებულ იქნა ინფორმაცია, რათა არ მომხდარიყო სხვა პირის უფლების შეზღუდვა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფაქტობრივი მდგომარეობის ყოველმხრივ სრული და ობიექტური გამოკვლევა და შეფასება მის ვალდებულებას წარმოადგენს, მის მიერ გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს კანონის მოთხოვნების შესაბამისად და არა მხოლოდ დაინტერესებული პირის სუბიექტური ინტერესის გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, რომელი საკადასტრო კოდების მითითებით მოხდა მტკიცებულებების მოპოვება, ან რომელი საკადასტრო კოდია მითითებული სხდომის ოქმში. საქმეში წარმოდგენილ 2018 წლის 2 ივლისის სიტუაციურ ნახაზზე მითითებულია უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 84.02.33.1--, იგივე საკადასტრო კოდია მითითებული ე.წ. სისტემური რეგისტრაციის რუკაზეც, სადაც დამატებით ასევე დატანილია საკადასტრო კოდი 84.02.06.3-- და მოსარჩელე მხარის აპელირება სისტემური რეგისტრაციის მონაცემების არანამდვილობაზე, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია. სასამართლომ ჩათვალა, რომ დაუშვებელია საკუთრების უფლების შეზღუდვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული. მით უმეტეს იმ პირობებში, რომ მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ განცხადებაზე დართული აზომვითი საკადასტრო ნახაზის გრაფიკული მონაცემები (ადგილმდებარეობა, კონფიგურაცია, საზღვრები, ფართობი) შეესაბამება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცულ აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) პროექტის ფარგლებში განხორციელებული სისტემური აღწერების შედეგად მიღებულ, დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების კომპიუტერული დამუშავების შედეგად მიღებულ ინტეგრირებული გრაფიკულ მონაცემთა ბაზაში, ს-----ი კ----–--ის სახელზე არსებულ მონაცემებს. მიწის რეგისტრაციის" (KFW თანადაფინანსებით) პროექტისა და აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) პროექტის ფარგლებში განხორციელებული სისტემური აღწერები მიმდინარეობდა ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის პარალელურად, მასში ასახულია ძირითადი და პირველადი აღწერა და წარმოადგენს ძირითად სახელმძღვანელო ინფორმაციას, რომ პირის მიმართ მიწის ნაკვეთი იყო გამოყოფილი და რადგან არ მოხდა მისი რეგისტრაცია შესაბამისი წესით, სასამართლოს მოსაზრებით, არ წარმოადგენს პირის საკუთრების უფლების რაიმე სახით შეზღუდვის საფუძველს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი------------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ასევე ითხოვს დაევალოს მოპასუხეს, საქმის გარემოებათა არსებითი გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი. სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, არ არსებობს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად, რომ ი------------ის მიერ მოთხოვნილი უძრავი ქონება წარმოადგენს ს-----ი კ-----–--ისა და მათი კომლის მართლზომიერი მფლობელობის ობიექტს და აღნიშნულთან დაკავშირებით უთითებს საკომლო და ტექბიუროს ჩანაწერებს. აპელანტი თვლის, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა აღნიშნულს და ყოველგავრი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე მიიჩნია აღნიშნული დადგენილად. აპელანტისათვის გაუგებარია, თუ როგორ ადგენს სასამართლო აღნიშნული ქონების იდენტურობას. აპელანტი თვლის, რომ სასამართლომ ასევე მსჯელობის გარეშე გაიზიარა კომისიის მსჯელობა ს-----ი კ-----–--ის კუთვნილ ქონებასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც კომისიამ თვითონ თავისი ინიციატივით მოითხოვა საჯარო რეესტრიდან ს----- კ-----–--ზე ტექ-ბიუროში არსებული ინფორმაცია და ასევე კომლის შემადგენლობა. აპელანტის მოსაზრებით, მიღებული ინფორამაცია არ ნიშნავს, რომ წარმოდგენილი იდენტურია ი------------ის მიერ თვითნებურად დაკავებულ ქონებასთან. აპელანტი განმარტავს, რომ ტექ ბიუროს და საკომლო ინფორმაციას სადაოდ არ ხდის და თუმცა მიაჩნია, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია, რომელიც ასახავს მესამე პირის შესაძლო ს---რაუდო ქონებას, ბევრი ტექნიკური ხასიათის ინფორმაციით ვერ დასტურდება და აღნიშნული უნდა დადასტურდეს სხვა დამატებითი უტყუარი მტკიცებულებით. მაშინ, როდესაც ი------------ი, რომელიც თვითნებურად ფლობს და სარგებლობს უკვე 15 წელზე მეტია აღნიშნულ ქონებას, სადაც უამრავი სათავსო და დამხმარე ნაგებობებიც მიამატა აღნიშნულ დაკავებულ ფართში, მოდავე არავინ ყავს დღემდე.
აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს მსჯელობს, რომ საკადასტრო მონაცემები ედრება ი------------ის მიერ განაცხადზე წარდგენილ აზომვით ნახაზის ელ ვერსიას, მაშინ როდესაც საქმეში ნათლად ჩანს, რომ საჯარო რეესტრის ინფორმაციით ქონება რეგისტრირებული არ არის და ირიცხება სახელმწიფო საკუთრებად.
აპელანტის მოსაზრებით, შემოსავლების სამსახურის ცნობა ვერ იქნება მიჩნეული, როგორც მტკიცებულება, ასევე თვლის, რომ არ დასტურდება და არ ემთხვევა კომისიის მიერ მითითებულ საკადასტრო კოდი შემოსავლების სამსახურის ცნობაში დაფიქსირებულ საკადასტრო კოდს.
აპელანტი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე და თვლის, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება უძრავი ქონების 15 წელზე მეტი ვადით თვითნებურად დაკავება და აღნიშნავს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მოდავეც არავინ ყოფილა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტლების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.2. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება - დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას მიიჩნევს მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების სწორი გამოყენებისა და განმარტების საფუძველზე მიღებულად, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის პროცესში არ დაურღვევია კანონი, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით დადგენილ საფუძვლებს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
სარჩელის საფუძველზე მოთხოვნილია ბათილად იქნეს ცნობილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის (შემდგომში - კომისია) 2018 წლის 5 დეკემბრის #3-- განკარგულება, რომლითაც უარი ეთქვა ი------------ს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი სოფელ ა---–---ში მდებარე 2400 კვმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიას დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტის თანახმად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის 2018 წლის 05 დეკემბრის N13 ოქმის მე-19 საკითხის განხილვის გათვალისწინებით, განაცხადი N 8-----------, უარი ეთქვა ი------------ს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი სოფელ ა---–---ში მდებარე 2400 კვმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
საქმეზე დართული კომისიის სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ ჩათვალა, რომ “???????? ?? ????? ????????? ????????? ??????? ??????????? ? (????????????) ??????? ????? ?????????? ?????????? ??????? ????????? ??????? ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად უძრავი ქონება არ წარმოადგენს თვითნებურად დაკავებულ მიწას და შესაბამისად არ ექვემდებარება მასზე საკუთრების უფლების აღაირებას.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა წარმოდგენილია იმ პრეტენზიით, რომ კომისიამ სრულად არ შეისწავლა დოკუმენტაცია, წარმოდგენილი ელეტროენერგიის გადახდის და აბონენტის დამადასტურებელი ამონაწერები, მეზობლების განცხადებები, ასევე არ იზიარებს კომისიის არგუმენტაციას ტექბიუროს არქივიდან გამოთხოვილ დოუმენტებსა და მის მიერ მოთხოვნილ ქონებას შორის იდენტურობის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის და დავის საგნის საგნის შინაარსიდან გამომდინარე, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ საკომლო ჩანაწერებით და ტექ-ბიუროს ჩანაწერებით, მოთხოვნილი უძრავი ქონება ს-----ი კ-----–--ისა და მისი კომლის წევრების მართლზომიერი მფლობელობის ობიექტია. შესაბამისად, არ არის თვითნებურად დაკავებული. აღნიშნული გარემოება დასტურდება საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 27 ოქტომბრის ცნობა დახასიათებით, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ საკითხის სწორად განხილვის მიზნით გადამწყვეტია უფლებააღსაღიარებელ მიწის ნაკვეთზე მესამე პირთა მართლომიერი მფლობელობის დამადასტურებელი მტკიცებულებების არსებობის პირობებში არსებობდა თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძველი.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის საკუთრებად აღიარების საკითხს აწესრიგებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტი ადგენს, რომ თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის რომ მიწას მიენიჭოს თვითნებურად დაკავებულის სტატუსი და მასზე გავრცელდეს კომისიის უფლებამისილება, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი უნდა იყოს დაკავებული 2007 წლამდე (სასოფლო ან არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების), რომელზედაც განთავსებული უნდა იყოს საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), უნდა მდებარეობდეს დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ირკვევა, რომ მიწას მიენიჭება თვითნებურად დაკავებულის სტატუსი თუ ის საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული და არ წარმოადგენს ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, ანუ არ არის მართლზომიერი მფლობელობის ობიექტი.
საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ საკუთრების უფლების მოპოვების ობიექტი ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემებით არ არის რეგისტრირებული. საქმის მასალებით დასტურდება და მოპასუხე მხარეც სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ი------------ი და მისი ოჯახი ფლობს აღნიშნულ მიწის ნაკვეთს და შენობა- ნაგებობას. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ ი------------ი ფლობს უძრავ ქონებას, არ წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების სამართლებრივ საფუძველს, იმ მოცემულობაში, როდესაც ცალსახად იკვეთება ტექბიუროს არქივში დაცული სხვა პირის მართლზომიერი უფლება. სააპელაციო სასამართლო მოსაზრებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა გათვალისწინებული ის გარემოებაც, რომ შემოსავლების სამსახურში დაცულია ს----- კ-----–--ის სახელზე არსებული საგადასახადო სია, რაც წარმოადგენს საკუთრების უფლების დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტს და საკუთრების უფლების რეალიზაციის საფუძველს. დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარეობს დასახლებულ პუნქტში, სოფელში. ასევე უდავოა, რომ აღნიშნული სოფელი წარმოადგენდა ე.წ. ბერძნული მოსახლეობით დასახლებულ სოფელს, რომლებმაც 1990-2000 წლებში მასიურად დატოვეს საქართველოს ფარგლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტ ი------------ის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა სრულყოფილად შესწავლილი წამოდგენილი დოკუმენტაცია და ამავე დროს არ იზიარებს სასამართლოს დასკვნას მიწის ნაკვეთების იდენტურობის თაობაზე.
აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამართლებრივი ნდობის პრინციპი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში დაცულია და უზრუნველყოფილია კანონიერების პრინციპისა და კანონიერი ნდობის უფლების ინსტიტუტების მეშვეობით, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციული ორგანოები თავიანთ საქმიანობაში შებოჭილნი არიან საკანონმდებლო აქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1. მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აგრეთვე, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დანაწესის პირობებში, თბილისის სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მის მიერ უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის გადაჭრის მიზნით გამოთხოვილი აქვს ყველა რელევანტური მტკიცებულება და შესწავლილი აქვს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, კერძოდ:
დადგენილია, რომ თეთრიწყაროში, სოფელი ა---–---ში მდებარე, გაურკვეველი დანიშნულების, 5166 კვმ ფაქტიური ფართობის, უ.დ.დ-ს გარეშე 1994 წლამდე, ლიტერი ა-საცხოვრებელი, უ.დ.დ-ს გარეშე არსებული ფართი 176,20 კვმ, ლიტერი ბ-დამხმარე უ.დ.დ-ს გარეშე არსებული ფართი 15,00 კვმ, ლიტერი ვ-დამხმარე, უ.დ.დ-ს გარეშე არსებული ფართი 40,00 კვმ, ლიტერი გ - დამხმარე, უ.დ.დ- ს გარეშე არსებული ფართი 53,00 კვმ, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები/მოსარგებლეების არიან კ----–-- ს------ (ს-----) ს---ს ძე და კ----–-- ა------ს ს---ს ძე. სააღრიცხვო მასალის ჩანაწერები რუსულენოვანია და სააღრიცხვო მასალა აღრიცხულია 1976 წელს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 27 ივლისის #43----/17 წერილით დასტურდება, რომ ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემებით, #8----------- განაცხადზე წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაზე მოცემულ უძრავ ნივთზე, 2018 წლის 2 ივლისის მდგომარეობთ საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. ასევე შეუძლებელია საარქივო ცნობაში მითითებული ს----- (ს------, სემენ) ს---ს ძე კ-----–--ის კომლის ქონების იდენტიფიკაცია.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი და აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ არის სხვა პირის სახელზე რეგისტრირებული, ასევე, დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევე, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმეზე დადგენილი მტკიცებულებებით დასტურდება უფლებააღსაღიარებელი მიწის მიწის ნაკვეთზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-2 პუნქტის „ნ" ქვეპუნქტით განსაზღვრული საკუთრების უფლების აღიარების დაუშვებლობის კანონისმიერი საფუძველი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
პალატა ასევე მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების აღიარების წესი, პირობები, ასევე გამომრიცხავი გარემოებები, რეგულირდება "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის დანაწესის გათვალისწინებით, კომისია არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგო ქმედება. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით ეროვნული კანონმდებლობითა და საერთაშორისო ნორმებით გარანტირებული საკუთრების უფლების ს---რაუდო შელახვის გამორცხვის მიზნით, მიწის ნაკვეთის მესამე პირთა სახელზე მართლზომერად ფლობის ს---რაუდო რეგისტრაციის შემთხვევაშიც კი, კომისია არ იყო უფლებამოსილი მითითებული საკანონმდებლო აქტის რეგულაციების გვერდის ავლით მიეღო გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტის არგუმენტაციებს და მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო ვერ გაზიარებს აპელანტის არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე და აღნიშნავს, რომ მართალია, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტიდან გამომდინარე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ერთ-ერთ მთავარ პირობას მიწის ნაკვეთის კანონის ამოქმედებამდე ფლობა წარმოადგენს, თუმცა პალატა მიუთითებს, რომ ი------------ს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ მოტივით, რომ უძრავი ქონება არ წარმოადგენს თვითნებურად დაკავებულ მიწას და შესაბამისად არ ექვემდებარება მასზე საკუთრების უფლების აღაირებას. შესაბამისად სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ის გარემოება, რაც გამორიცხავდა მიწაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს მოცემული საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; ხოლო თავის მხრივ აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოდ უნდა იქნას მიჩნეული.
6. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,მ1'' ქვეპუნქტის დანაწესის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ნანა დარასელია