განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 040100120003439852
საქმე №1/ბ-195-2020წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
10 აპრილი, 2020 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ლერი თედორაძე
ბრალდების მხარე: ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი ზ------–--–--------ე;
მსჯავრდებული: ი--------–-----ე, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქალაქი ო---------–-----–--------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი;
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
აღწერილობითი ნაწილი
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი--------–-----ეს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა: ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის განაჩენით: ი--------–-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ერთი წლის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად და 64–ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1(ერთი) წელი.
მსჯავრდებულ ი--------–-----ეს სასჯელის მოხდილ ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 23 ნოემბრის 20 საათისა და 30 წუთიდან, 2019 წლის 02 დეკემბრამდე.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ ი--------–-----ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გაუქმდა ბრალდებულ ი--------–-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და მოეხსნა ო---------–----–------ში ამბროლაურის რაიონული სასამართლოს ონის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 02 დეკემბრის განჩინებით დადებული ყადაღა ბრალდებულ ი--------–-----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად, ი--------–-----ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ო---------–----–------ის სოფელი ზ------–ი, (ზ--------------------------------–---------------------–----------------------------------------------------------------------------–--------------------------------------)
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი--------–-----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
ი---------------------–-----ემ, 2019 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, ო-–----------------–-----–------------ზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, უმიზეზოდ განაწყენების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელისა და ფეხის დარტყმით, ასევე თმების მოქაჩვით იძალადა რძალზე - მ-----------------ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ------–--–--------ემ და მოითხოვა მსჯავრდებულ ი--------–-----ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელად დანიშნული თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი იქნა პირობით მსჯავრად, ვერ იქნება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციული.
დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი:
სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).
სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და, რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.
რადგანაც, მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ: თავად ბრალდებულ ი--------–-----ის გამოკითხვის ოქმით; დაზარალებულ მ-----------------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმე თ---------–-----ის გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის 2019 წლის 23 ნოემბრის დათვალიერების ოქმით; 2019 წლის 27 ნოემბრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით; შეტყობინება N------- დანაშაულის ჩადენის შესახებ; N------ შემაკავებელი ორდერით ი--------–-----ეზე და შემაკავებელი ორდერის ოქმით; N------ შემაკავებელი ორდერით მ-----------------ზე და შემაკავებელი ორდერის ოქმით; N------ შემაკავებელი ორდერით ი--------–-----ეზე და შემაკავებელი ორდერის ოქმითა და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ი--------–-----ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
მოცემულ შემთხვევაში, პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ი--------–-----ისათვის სასჯელის გამკაცრებას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ორასიდან ოთხას საათამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ი--------–-----ე მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებული შერიგებულია ბრალდებულთან, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს, ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.
სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს, ინანიებს) გარემოებები, დანაშაულებრივი ქმედების შემდგომი ქცევა, კერძოდ, ის რომ შეურიგდა დაზარალებულს, რაც, მის დადებით პიროვნულ მახასიათებელს წარმოადგენს, ასევე, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა უსაფუძვლო და არაადეკვატურია. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ი--------–-----ის მიმართ დადგენილი სანქციის ფარგლებში, დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის პირობითად ჩათვლა მისი კერძო და ზოგადი პრევენციული ხასიათიდან გამომდინარე, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების მოთხოვნებთან და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ------–--–--------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ცაგერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის განაჩენი, ი--------–-----ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ------–--–--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.ცაგერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის განაჩენი, ი--------–-----ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;
3.ი--------–-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ერთი წლის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად და 64–ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1(ერთი) წელი;
4.მსჯავრდებულ ი--------–-----ეს სასჯელის მოხდილ ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 23 ნოემბრის 20 საათისა და 30 წუთიდან, 2019 წლის 02 დეკემბრამდე;
5.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ ი--------–-----ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
6.ი--------–-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა, შესაბამისად, მოეხსნას ო---------–----–------ში ამბროლაურის რაიონული სასამართლოს ონის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 02 დეკემბრის განჩინებით დადებული ყადაღა ბრალდებულ ი--------–-----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად, ი--------–-----ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ო---------–----–------ის სოფელი ზ------–--------------------------------------–--------------------–----------------------------------------------------------------------------–--------------------------------------);
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე;
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ლ.თედორაძე/