განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100120003441695
1ბ/458-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 აპრილი, 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული - ვ--–------ე ჯ------ე, დაბადების თარიღი: 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თბილისი, გ-–--------------–-----------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------–----–---------------–---–------------.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი (ადევნება, ე.ი. უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ელექტრონული საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის); საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).
სასჯელი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ვ--–------ე ჯ------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 13 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ანა კალანდაძემ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 13 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა და დანიშნული სასჯელის დამძიმება, შემდეგ გარემოებათა გამო: მიუხედავად იმისა რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ვ--–------ე ჯ------ის მიერ ჩადენილ ქმედებას, ბრალდების მხარეს მიაჩნია რომ სასამართლომ ვ--–------ე ჯ------ის მიმართ გამოიყენა შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელი და განაჩენი ამ ნაწილში უნდა შეიცვალოს. სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მსგავსი ხასიათის დანაშაულის შედეგად წარმოქმნილი პოტენციური საფრთხე. სასჯელის მიზნების ადეკვატური ღონისძიებების გაუტარებლობა და მსგავსი დანაშაულის მიმართ სახელმწიფო შემწყნარებლური დამოკიდებულება მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნება გამართლებული, რადგან პრევენციული მექანიზმის ეფექტურობა მინიმუმამდე იქნება შემცირებული. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის მხედველობაში მიღებით სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად რომ ის განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით ვინაიდან მსჯავრდებულ ვ--–------ე ჯ------ეს ექნება განცდა, რომ მისი მხრიდან დაზარალებულის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, სასამართლო არ დაუნიშნავს მას სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს, რაც ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისთვის ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი, რითაც ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ–ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანით მსჯავრდებულ ვ--–------ე ჯ------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალურ ზომასთან მიახლოებული თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია.
სასამართლომ დაადგინა:
ვ--–------ე ჯ------ემ ჩაიდინა ადევნება, ე.ი. უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ელექტრონული საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის;
მანვე ჩაიდინა მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ვ--–------ე ჯ------ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის ოქტომბრის თვიდან ვ--–------ე ჯ------ე დაახლოებით ორი თვის განმავლობაში, ლ---- კ--------ის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა ადევნებას, კერძოდ: დაჰყვებოდა ლ---- კ--------ს ფეხით მოძრაობისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას და უკანონოდ უთვალთვალებდა, ასევე, სოციალური ქსელ „ფეისბუკის“ მეშვეობით, მის მიერვე დარეგისტრირებული შეცვლილი სახელების გამოყენებით, ამყარებდა დაზარალებულისათვის არასასურველ კომუნიკაციას. აღნიშნულმა ქმედებებმა გამოიწვია ლ---- კ--------ის ფსიქიკური ტანჯვა და შეუქმნა რეალური საჭიროება ცხოვრების წესის მნიშვნელოვანად შეცვლის.
2019 წლის 31 დეკემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, თ---–--–----------–---–-----------–ში მდებარე „ჯიპისის“ აფთიაქში, ვ--–------ე ჯ------ე ლ---- კ--------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ლ---- კ--------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 13 თებერვლის განაჩენით, ვ--–------ე ჯ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ვ--–------ე ჯ------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ვ--–------ე ჯ------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2019 წლის 31 დეკემბრიდან.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ვ--–------ე ჯ------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ვ--–------ე ჯ------ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ლ---- კ--------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, მოწმეების: ს--–---- ბ--------–---–ის, თ------ მ------–---–ის, თ----- ო-----ის, დ-------- ს--------ის და ქ------- ბ-----–---–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით და თავად ვ--–------ე ჯ------ის აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ვ--–------ე ჯ------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ვ--–------ე ჯ------ემ ჩაიდინა ადევნება, ე.ი. უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ელექტრონული საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით; მავე ჩაიდინა მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვ--–------ე ჯ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომელთა სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ვ--–------ე ჯ------ეს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან არ ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ვ--–------ე ჯ------ის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება, ასევე ის გარემოებები, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, ვ--–------ე ჯ------ე აცნობიერებს, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, გააჩნია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და დამნაშავის რესოციალიზაციის და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ვ--–------ე ჯ------ეს საბოლოო სასჯელის სახედ განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული - თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, რაც პალატის აზრით სამართლ----ია, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციულია და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის განყოფილების პროკურორ ანა კალანდაძის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ანა კალანდაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 13 თებერვლის განაჩენი ვ--–------ე ჯ------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ვ--–------ე ჯ------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ვ--–------ე ჯ------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ვ--–------ე ჯ------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 31 დეკემბრიდან.
ვ--–------ე ჯ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
საქმეზე საბოლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ვ--–------ე ჯ------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან მის შენახვაზე უფლებამოსილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ჯორბენაძე