განჩინება/გადაწყვეტილება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330350020003501201
საქმე №3ბ/536-20
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: ნინო ყანჩაველი
სხდომის მდივანი: თეა გობეჯიშვილი
სააპელაციო საჩივრის ავტორი (დროებითი განთავსების ცენტრში მოსათავსებელი პირი) - ე--------------------უს (E--------------------, დაბადებული: 0--------- წ., ნ------------------–----–------------–--ის მოქალაქე)
მოწინააღმდეგე მხარე (შუამდგომლობის ავტორი) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება
დავის საგანი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებით განთავსების ცენტრში ე--------------------უს (E--------------------, დაბადებული: დაბადებული: 0--------- წელი, ნ------------------–----–------------–--ის მოქალაქე) მოთავსება
გასაჩივრებული ბრძანება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 თებერვლის ბრძანება
გასაჩივრებული ბრძანების დასკვნებზე მითითება:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 თებერვლის ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე ე----------------------უ (E-------------------- დაბ. 0--------- წ.) მოთავსდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში დაკავების საფუძვლის აღმოფხვრამდე ან მისი საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 თვის ვადით. ნ-------------------–----–-----------–--ის მოქალაქე ე----------------------უს (E-------------------- დაბ. 0--------- წ.) შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადა აითვალა მისი ფაქტობრივი დაკავებიდან - 2020 წლის 26 თებერვლის, 16:16 საათიდან.
დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ მიუთითა, 2020 წლის 28 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მომართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის, 51-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3, მე-4, მე-5, პუნქტების, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2142 მუხლის და „უცხოელის დაკავებისა და დროებით განთავსების ცენტრში მოთავსების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 აგვისტოს N631 ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 მუხლების საფუძველზე, იშუამდგომლა ნ------------------–----–-----------–--ის მოქალაქე ე--------------------უს (E-------------------- დაბ. 0--------- წ.) მოთავსება შსს მიგრაციის დეპარტამენტის დროებით განთავსების ცენტრში, დაკავების საფუძვლის აღმოფხვრამდე ან მისი საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 თვის ვადით.
წარმოდგენილი შუამდგომლობის თანახმად, მიგრაციის დეპარტამენტის უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ნებაყოფლობითი დაბრუნება-გაძევებისა და რეადმისიის განყოფილების უფროსის 2020 წლის 28 თებერვლის №527396
სამსახურებრივი ბარათით და თანდართული მასალებით დადგინდა, რომ 2020 წლის 26
თებერვალს, 16:16 საათზე, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შეასახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მართლწესრიგის თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა ნ------------------–----–-----------–--ის მოქალაქე ე--------------------უ (E-------------------- დაბ. 0--------- წ.); დაკავების ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ პოლიციის თანამშრომლების მიერ გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ აღნიშნული პირის მიმართ შსს პოლიციის თანამშრომლების მიერ მიმდინარე წლის 17 იანვარს შედგენილ იქნა რეაგირების ოქმი და პირს განემარტა 24 იანვარს შსს მიგრაციის დეპარტამენტში გამოცხადების ვალდებულების თაობაზე. თუმცა მიგრაციის დეპარტამენტში გადამოწმების შედეგად, დადგინდა, რომ აღნიშნული პირი თავს არიდებს მის მიმართ დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებას და არ ცხადდება მიგრაციის დეპარტამენტში. ე--------------------უს განმარტებით აღნიშნულის შესახებ მისთვის ცნობილი იყო, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო არ გამოცხადდა.
შუამდგომლობის თანახმად, 2020 წლის 27 თებერვალს, შსს მიგრაციის დეპარტამენტში ჩატარდა გასაუბრება ე--------------------უსთან, რაზედაც შედგა შესაბამისი ოქმი. გასაუბრების დროს შსს მიგრაციის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განემარტა კანონმდებლობით დადგენილი უფლებები. გასაუბრება მიმდინარეობდა მისთვის გასაგებ ინგლისურ ენაზე, თარჯიმნის მონაწილეობით. ჩატარებული გასაუბრებისას ე--------------------უმ განმარტა, რომ დაიბადა 1----–-–---------------–ს, ნ------------------–----–-----------–--აში, უბომას შტატის, სოფელ იმოსტეტში. მისი განმარტებით, საქართველოში ჩამოვიდა 2015 წლის 29 ოქტომბერს, სასაზღვრო გამტარ პუნქტ ,,თბილისის აეროპორტის“ გავლით, ვიზის საფუძველზე, ტურისტული მიზნით. საქართველოში ჩამოსვლიდან სამი თვის შემდგომ თავშესაფრის თხოვნით მიმართა შესაბამის უწყებას, თუმცა უარი ეთქვა. აღნიშნული უარი გაასაჩივრა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში, სადაც ასევე უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. პირის განმარტებით, 2019 წლის დეკემბერში განმეორებით მიმართა შესაბამის უწყებას თავშესაფრის თხოვნით, თუმცა მიმდინარე წლის იანვარში კვლავ უარი ეთქვა. მისივე განმარტებით, აღნიშნული უარი სასამართლოში არ გაუსაჩივრებია. ე--------------------უს განმარტებით მიმდინარე წლის იანვრის თვეში, პოლიციის თანამშრომლის მიერ გაფრთხილებულ იქნა შსს მიგრაციის დეპარტამენტში გამოცხადების თაობაზე, თუმცა ადვოკატის რჩევით არ გამოცხადდა მიგრაციის დეპარტამენტში. ბოლო პერიოდში ცხოვრობდა დროებით ნაქირავებ ბინაში, მისამართზე: ქ. თ---–----------------–---------------ში. მუშაობდა ქალაქ თბილისში, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ----------ად. ე--------------------უს განმარტებით, საქართველოში არ ფლობს უძრავ ქონებას, არ გააჩნია რეგისტრაციის მისამართი და არ ჰყავს ნათესავები. ამასთან, პირმა განაცხადა, რომ სამომავლოდ სურს საქართველოში ცხოვრება.
შუამდგომლობაში ასევე მითითებულია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ე--------------------უს მიმართ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სათანადო ინფორმაციები იქნა გამოთხოვილი შესაბამისი უწყებებიდან. საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტის
საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველოს 2020 წლის 27 თებერვლის №526891 სამსახურებრივი ბარათით გვეცნობა, რომ ნ------------------–----–-----------–--ის მოქალაქე ე--------------------უს (E--------------------, დაბ:0---------წ.) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად 2016 წლის 5 ოქტომბერს უარი ეთქვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. ხოლო 2020 წლის 16 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით განმეორებით მომართა ნ------------------–----–-----------–--ის მოქალაქე ე--------------------უმ (E--------------------, დაბ:0---------წ.) რომელსაც 2020 წლის 23 იანვარს უარი ეთქვა საქმის ხელახლა განხილვაზე. შესაბამისად ზემოაღნიშნული პირი აღარ ითვლება თავშესაფრის მაძიებლად საქართველოში.
შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელი შეიძლება დაკავებული იქნას და მოთავსდეს დროებითი განთავსების ცენტრში თუ არსებობს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის მიმალვის საფრთხე. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ნ------------------–----–-----------–--ის მოქალაქე ე--------------------უ (E--------------------, დაბ:0---------წ.) საქართველოში ბოლოს შემოვიდა 2015 წლის 29 ოქტომბერს, სასაზღვრო გამტარ პუნქტ ,,თბილისის აეროპორტის" გავლით. პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილი რეაგირების ოქმის მიხედვით იგი ვალდებული იყო მიმდინარე წლის 24 იანვარს გამოცხადებული ყოფილიყო შსს მიგრაციის დეპარტამენტში. თუმცა აღნიშნულმა პირმა მიგრაციის დეპარტამენტში გამოცხადებას თავი აარიდა მის მიმართ დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებას და არ გამოცხადდა მიგრაციის დეპარტამენტში. იგი ქვეყანაში იმყოფება კანონიერი საფუძვლების გარეშე, იგი არ სარგებლოს საქართველოში საერთაშორისო დაცვით და აღარ არსებობს საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის კანონიერი საფუძველი. მას არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი, ასევე არ გააჩნია მუდმივი შემოსავლის წყარო და არ უცდია მოეპოვებინა ქვეყანაში კანონიერი ყოფნის საფუძველი, გამომდინარე აქედან არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირი თავს აარიდებს ქვეყნიდან გაძევების პროცედურებს. შესაბამისად, არსებობს პირის მხრიდან ადმინისტრაციული წარმოებისათვის თავის არიდების საფრთხე და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მეორე პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაკავების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3, მე-4, მე-5, პუნქტების, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2142 მუხლის და „უცხოელის დაკავებისა და დროებით განთავსების ცენტრში მოთავსების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 აგვისტოს N631 ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 მუხლების საფუძველზე, ვშუამდგომლობთ, რომ ნ------------------–----–-----------–--ის მოქალაქე ე--------------------უ (E-------------------- დაბ. 0--------- წ.)მოთავსდეს შსს მიგრაციის დეპარტამენტის დროებით განთავსების ცენტრში, დაკავების საფუძვლის აღმოფხვრამდე ან მისი საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილების აღსრულებამდე, 3 თვემდე ვადით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება.
სასამართლოს საქმის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა საფუძვლიანია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2142 მუხლის და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების საფუძველზე ნ------------------–----–-----------–--ის მოქალაქე ე--------------------უ უნდა მოთავსდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებით განთავსების ცენტრში დაკავების საფუძვლის აღმოფხვრამდე ან მისი საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 თვის ვადით.
ე--------------------უს საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
საჩივრის ავტორი ითხოვს გასაჩივრებული ბრძანების გაუქმება.
სააპელაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის, საჩივრის გაცნობის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული ბრძანების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2142-ე მუხლის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებას საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ ან უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მეორე პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელი შეიძლება დაკავებული იქნეს და მოთავსდეს დროებითი განთავსების ცენტრში თუ არსებობს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის მიმალვის საფრთხე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა და საჩივრის ავტორიც ადასტურებს, რომ საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე.
დადგენილია, რომ 2020 წლის 27 თებერვალს, შსს მიგრაციის დეპარტამენტში ჩატარდა გასაუბრება ე--------------------უსთან, რაზედაც შედგა შესაბამისი ოქმი. გასაუბრების დროს შსს მიგრაციის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განემარტა კანონმდებლობით დადგენილი უფლებები. გასაუბრება მიმდინარეობდა მისთვის გასაგებ ინგლისურ ენაზე, თარჯიმნის მონაწილეობით. ჩატარებული გასაუბრებისას ე--------------------უმ განმარტა, რომ დაიბადა 1----–-–---------------–ს, ნ------------------–----–----------–---–------------–----------------–-----------–ი. მისი განმარტებით, საქართველოში ჩამოვიდა 2015 წლის 29 ოქტომბერს, სასაზღვრო გამტარ პუნქტ ,,თბილისის აეროპორტის“ გავლით, ვიზის საფუძველზე, ტურისტული მიზნით. საქართველოში ჩამოსვლიდან სამი თვის შემდგომ თავშესაფრის თხოვნით მიმართა შესაბამის უწყებას, თუმცა უარი ეთქვა. აღნიშნული უარი გაასაჩივრა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში, სადაც ასევე უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. პირის განმარტებით, 2019 წლის დეკემბერში განმეორებით მიმართა შესაბამის უწყებას თავშესაფრის თხოვნით, თუმცა მიმდინარე წლის იანვარში კვლავ უარი ეთქვა. მისივე განმარტებით, აღნიშნული უარი სასამართლოში არ გაუსაჩივრებია. ე--------------------უს განმარტებით მიმდინარე წლის იანვრის თვეში, პოლიციის თანამშრომლის მიერ გაფრთხილებულ იქნა შსს მიგრაციის დეპარტამენტში გამოცხადების თაობაზე, თუმცა ადვოკატის რჩევით არ გამოცხადდა მიგრაციის დეპარტამენტში. ბოლო პერიოდში ცხოვრობდა დროებით ნაქირავებ ბინაში, მისამართზე: ქ. თ---–----------------–---------------ში. მუშაობდა ქალაქ თბილისში, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ----------ად. ე--------------------უს განმარტებით, საქართველოში არ ფლობს უძრავ ქონებას, არ გააჩნია რეგისტრაციის მისამართი და არ ჰყავს ნათესავები. გასაუბრების დასასრულს პირმა განაცხადა, რომ სამომავლოდ სურს საქართველოში ცხოვრება..
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტის საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველოს 2020 წლის 6 თებერვლის №317155 სამსახურებრივი ბარათის თანახმად ნ------------------–----–-----------–--ის მოქალაქე - ე--------------------უს (E--------------------; დაბ: 0---------; პასპორტის № 01260001642) არ მიუმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველოსთვის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით, შესაბამისად იგი არ სარგებლობს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსით საქართველოში.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი გარემოებები. კერძოდ, დადასტურებულია, რომ ე--------------------უს საქართველოში არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი, ასევე არ გააჩნია მუდმივი შემოსავლის წყარო და ვერ მოიპოვა ქვეყანაში კანონიერი ყოფნის საფუძველი. წარმოდგენილ საჩივარში ე--------------------უს არ მიუთითებია და არც სასამართლოს სხდომაზე დაუსახელებია გარემოებები, რომლებიც გააქარწყლებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ არსებობს პირის მხრიდან ადმინისტრაციული წარმოებისათვის თავის არიდების საფრთხე და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მეორე პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების საფუძველი.
სააპელაციო პაალტა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა ე--------------------უს (E--------------------, დაბადებული: 0--------- წელი, ნ------------------–----–-----------–--ის მოქალაქე) დაკავების საფუძვლის აღმოფხვრამდე ან მისი საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილების აღსრულებამდე არაუმეტეს 3 თვის ვადით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებით განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ დასაბუთებულია და კანონის ნორმათა სწორი გამოყენებისა და განმარტების საფუძველზე იქნა დაკმაყოფილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ბრძანება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რაც გამორიცხავს საჩივრის დაკმაყოფილებისა და ბრძანების გაუქმების შესაძლებლობას.
სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; მე-13; 2139-ე-2144-ე მუხლებით, და
ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:
1. ე--------------------უს (E--------------------, დაბადებული: 0--------- წელი, ნ------------------–----–-----------–--ის მოქალაქე) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 თებერვლის ბრძანება;
3. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: ნინო ყანჩაველი