განჩინება/გადაწყვეტილება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330311120003579255
საქმე N3ბ/661
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22.04.2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: გია ბერაია
სხომის მდივანი ქეთევან სტურუა
საჩივრის ავტორი (მსჯავრდებული, პაციენტი) ლ------–------ა,ადვოკატი მ------------ი მოწინააღმდეგე მხარე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 პენიტენციური დაწესებულება
წარმომადგენელი თ-------------ე
დავის საგანი - არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 09 აპრილის ბრძანება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 09 აპრილის ბრძანებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: ა). მსჯავრდებული ლ---ო ვ--–-------ს ძე ც------ა (დაბადების თარიღი 04.07.1978 წელი, პირადი ნომერი - 58-------61), არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით, მოთავსდეს სტაციონარში - შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში” (ხონიქუტირი)არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე;
ბ). ლ------–------ა, განაჩენით დაწესებული სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის №18 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილ იქნას შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში” (ხონი-ქუტირი) არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე და მსჯავრდებულის არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვის შემთხვევაში, მის მიერ სასჯელის მოხდა გაგრძელდეს საერთო წესით;
გ). ლ------–------ას არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოთავსების ვადა, რომელიც შედის სასჯელის მოხდის საერთო ვადაში, აითვალოს მისის ტაციონარში მოთავსებიდან
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით
გასაჩივრებული ბრძანების დასკვნებზე მითითება:
საქალაქო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტ-ფსიქიატრთა მიერ გაცემული დასკვნიდან, პაციენტ ლ------–------ას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოთავსების მიზანშეწონილობის შესახებ შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ 2020 წლის 0--------–-ს №3- ექსპერტიზის დასკვნა მიღებულია „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით და მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს დასახელებული მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ დადგინდა, რომ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, აღენიშნება ფსიქიკური აშლილობის ნიშნები, მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევის საკითხი რეგულირდება „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონისა და პატიმრობის კოდექსის შესაბამისად. მსჯავრდებულის გამოჯანმრთელების შემთხვევაში, მის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით.
ზემოაღნიშნული ბრძანება გაასაჩივრა ლ------–------ა, ინტერესების დამცველმა ადვოკატმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 09 აპრილის ბრძანების გაუქმება.
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა და გაანალიზა ფსიქიატრიული დაწესებულების პაციენტის მკურნალი ექიმის, ექსპერტი-ფსიქიატრის, პაციენტის, პაციენტის ინტერესების დამცველი ადვოკატის და პაციენტის მამის განმარტებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
პალატა მიიჩნევს, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული ბრძანების გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძვლებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით მიუთითებს შემდეგს:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2118 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მიმართვის დასაბუთებულობის შემოწმებისა და „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლების შეფასების შემდეგ, მოსამართლე გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მიზნით პაციენტის სტაციონარში მოთავსების შესახებ არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე, მაგრამ არა უმეტეს 6 თვისა.
„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პრეამბულაში მითითებულია, რომ საქართველო, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, აღიარებს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა არის ადამიანის ჯანმრთელობის ფუნდამენტური ნაწილი და საზოგადოების კეთილდღეობის აუცილებელი პირობა, ხოლო ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებების დაცვა სახელმწიფოს მოვალეობაა, და ამ კანონით განსაზღვრავს ფსიქიატრიული დახმარების სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს. კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია უზრუნველყოს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთათვის ფსიქიატრიული დახმარების ხელმისაწვდომობა და უწყვეტობა, აღნიშნულ პირთა უფლებების, თავისუფლებებისა და ღირსების დაცვა და განსაზღვროს ფსიქიატრიის დარგის მუშაკთა უფლებები და მოვალეობანი.
„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი ადგენს, თუ რა შემთხვევაში და რა საფუძვლების არსებობისას უნდა მოხდეს პაციენტის იძულებითი მოთავსება სტაციონარში ფსიქიატრიული დახმარების მიზნით. აღნიშნულის აუცილებლობა დგება მაშინ, თუ პირს ფსიქიკური აშლილობის გამო არ გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა შეუძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშე, აგრეთვე: ა). თუკი დახმარების დაყოვნება საფრთხეს შეუქმნის პაციენტის ან სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას; ბ). თუ პაციენტმა საკუთარი მოქმედებით შეიძლება მიიღოს ან სხვას მიაყენოს მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი.
ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ფსიქიკური აშლილობა არის პირის ძირითადი ფსიქიკური ფუნქციების დარღვევა ან ქცევის აშლის გამომხატველ სიმპტომთა ჯგუფი, რომელიც იწვევს პიროვნულ დისფუნქციას, არღვევს გარემოსთან ადაპტაციის პროცესს; ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი დგინდება საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტების მიხედვით; „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი არის პირის შესაძლებლობა, შეაფასოს საკუთარი ფსიქიკური ჯანმრთელობა, სამედიცინო ჩარევის მიზანი და მკურნალობის მოსალოდნელი შედეგი; შესაბამისად, ტერმინ ,,გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარს" კანონი, მიზნებიდან გამომდინარე, უკავშირებს პირის უნარს, შეაფასოს საკუთარი ფსიქიკური ჯანმრთელობა, სამედიცინო ჩარევის მიზანი და მკურნალობის მოსალოდნელი შედეგი. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლში მოხსენიებული ტერმინის „გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის“ განმარტება უნდა მოხდეს კანონის მიზნებიდან გამომდინარე და მის შესაბამისად.
პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ №3- ამბულატორიული ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, ირკვევა, რომ პაციენტი ლ------–------ა გარეგნულად მეტ-ნაკლებად მოწესრიგებელია, მიზანმიმართული კონტაქტისათვის მისაწვდომი, საუბარში ერთვის გაღიზიანებული ტონით, საუბრობს ჭარბად, ასოციაციები რამდენადმე აჩქარებული, ზოგჯერ გაუგებარი, ორიენტირებული დროში ადგილში, გარემოსა და საკუთარ თავში საკმარისად. ცნობიერება ნათელი, აღქმის, პათოლოგიის არსებობას უარყოფს, აქტიურად გამოთქვამს მოწამვლის და დევნის ბოდვით აზრებს, თვლის, რომ მტრები უპირებენ მოწამვლას. როგორც ამბობს ,,სისტემას უფრთხილდები და არ ვამბობ", არ იღებს მედიკამენტებს, გუნება-განწყობა დაქვეითებული, მიმდინარე შემოწმების მიზაბნი არსრულად ესმის, კრიტიკა ფორმალური.
დასკვნის თანახმად ლ------–------ას, აღენიშნება ბოდვითი აშლილობა /F 22.0/ (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია (ICD)მე-10გადასინჯვა). ამჟამად, აღნიშნული დაავადება ლ------–------ას ხელს უშლის სასჯელის მოხდაში. ამჟამინდელი ფსიქიკური მდგომარეობით ლ------–------ა საჭიროებს არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ სტაციონარულ მკურნალობას ბ.ნანეიშვილის სახ.ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, აღნიშნული მდგომარეობის ამოწურვამდე, რის შემდეგ მსჯავრდებულს შეუძლია გააგრძელოს სასჯელის მოხდა.
პალატა აქვე მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ დადგინდა, რომ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, აღენიშნება ფსიქიკური აშლილობის ნიშნები, მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევის საკითხი რეგულირდება „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და პატიმრობის კოდექსის შესაბამისად. მსჯავრდებულის გამოჯანმრთელების შემთხვევაში მის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე სასამართლო სხდომაზე მოსმენილი ახსნა - განმარტებებით, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და იმ განმარტებას, რომ ამჟამად აღნიშნული დაავადება ლ------–------ას ხელს უშლის სასჯელის მოხდაში. ამჟამინდელი ფსიქიკური მდგომარეობით ლ------–------ა საჭიროებს არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ სტაციონარულ მკურნალობას ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, აღნიშნული მდგომარეობის ამოწურვამდე, რის შემდეგ მსჯავრდებულს შეუძლია გააგრძელოს სასჯელის მოხდა.
სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირების - ექსპერტის ნ-------------–---–-ს და პაციენტის მკურნალი ექიმის ლ--–-----–--------–---–-ს მოსმენის შემდეგ პალატა მიიჩნევს, რომ ლ------–------ა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროებს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში – შპს ,,აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” პირობებში (ხონი-ქუტირი) მოთავსებას. პალატა აქვე მიუთითებს, რომ დასკვნა მიღებულია „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, არ არსებობს გასაჩივრებული ბრძანების გაუქმების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 2116 – 2120 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით, საქართველოს პატიმრობის კოდექსის 122-ე მუხლით, ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 და 22-ე მუხლებით და
ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:
1. ლ------–------ას ადვოკატის მ------------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგის 2020 წლის 09 აპრილის ბრძანება;
3. ბრძანება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
მოსამართლე: გია ბერაია