განჩინება/გადაწყვეტილება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210015730741
საქმე №2ბ/3477-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი – ლანა ჩერქეზიშვილი
აპელანტი – სსიპ ს------------------–--------–---------–--------–------------------------–-.
წარმომადგენელი – ნინო დავლაძე, ნინო ციხისელი.
მოწინააღმდეგე მხარე – თ------ ხ---–--–---.
წარმომადგენელი – ს-------- არობელიძე, ნანა დოლიძე.
დავის საგანი – ბრძანებების ბათილად ცნობა; სამსახურში აღდგენა; იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება.
აპელანტის მოთხოვნა – გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა.
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. სსიპ ქალაქ თბილისის №--------------------–-- დირექტორის მიერ 2014 წლის 23 დეკემბერს გამოცემული №-------ის ბრძანების (თ------ ხ---–--–--ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - გაფრთხილების გამოყენების შესახებ) ბათილად ცნობა;
1.2. სსიპ ქალაქ თბილისის №--------------------–-- დირექტორის მიერ 2014 წლის 29 დეკემბერს გამოცემული №-------ის ბრძანების (თ------ ხ---–--–--ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - საყვედურის გამოცხადების შესახებ) ბათილად ცნობა;
1.3. სსიპ ქალაქ თბილისის №--------------------–-- დირექტორის 2015 წლის 22 იანვრის №-------ის ბრძანების (თ------ ხ---–--–--ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ) ბათილად ცნობა;
1.4. თ------ ხ---–--–--ის აღდგენა პირვანდელ სამუშაო ადგილზე - სსიპ ს-------- ჭ--------–-ს სახელობის ქალაქ თბილისის №--------------------–-- ბუღალტერის თანამდებობაზე;
1.5. სსიპ ს-------- ჭ--------–-ს სახელობის ქალაქ თბილისის №--------------------–--თვის, თ------ ხ---–--–--ის სასარგებლოდ, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება, მისი ყოველთვიური ხელფასის - 505 ლარის გათვალისწინებით, 2015 წლის 22 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. (იხ. განცხადება სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შესახებ, ს.ფ. 91-105);
სარჩელის თანახმად, თ----- ხ---–--–--- 22 წლის მანძილზე მუშაობდა ქალაქ თბილისის №-- საჯარო სკოლის ბუღალტერის თანამდებობაზე. 2014 წლის 12 სექტემბერს, დამსაქმებელმა გაუფორმა შრომითი ხელშეკრულება ერთი წლის ვადით, რომელიც 2015 წლის 22 იანვარს შეუწყვიტა, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის, თუმცა, მას არ ჩაუდენია რაიმე სახის დისციპლინური გადაცდომა, დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებდა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. სსიპ ქალაქ თბილისის №--------------------–-- მიერ №-------ს გამოცემულ ბრძანებას საფუძვლად დაედო სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა, ან არაჯეროვანი შესრულება, რაც მოპასუხის განმარტებით, გამოიხატა მასში, რომ №--------------------–-- დირექციის მიერ 2014 წლის 18 დეკემბერს შედგენილი №------- აქტის თანახმად, თ------ ხ---–--–---მ უარი განაცხადა ახსნა-განმარტების მიცემაზე, თუ რატომ შეიძინა ძვირად საახალწლო კარნავალისათვის საჭირო მასალები - 40 ცალი დიდი ზომის ფორმატი. 2014 წლის 29 დეკემბრის №------ ბრძანების თანახმად კი მოსარჩელემ შეურაცხყოფა მიაყენა სკოლის თანამშრომლებს, კერძოდ, ფაქტთან დაკავშირებით შექმნილ 2014 წლის 25 დეკემბრის აქტში საუბარია მოსარჩელის მიერ დირექტორისათვის შეურაცხყოფის მიყენებაზე. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ფაქტები არ შეესაბამება სიმართლეს და გარდა ამისა, მისთვის არ მოუთხოვიათ ამ გადაცდომასთან დაკავშირებით რაიმე სახის ახსნა-განმარტება. №------ ბრძანება შექმნილია მხოლოდ იმ მიზნით, რომ გამართლებულ იქნეს სამსახურიდან გათავისუფლება, რომლის საფუძველადაც მოპასუხე მიუთითებს თ------ ხ---–--–--ის, როგორც სკოლის ბუღალტრის მიერ საბანკო ოპერაციების არასრულად შესრულებაზე. მოსარჩელის განმარტებით, საბანკო მომსახურების შეძენის შემდეგ, სკოლის დირექტორმა 2014 წლის 29 დეკემბერს წერილობით აცნობა, რომ უგზავნიდა ლ--------------ს ტან-კოდს - 1---- და ამავე დროს, ავალებდა აღნიშნული ტან-კოდით საბანკო ოპერაციების შესრულებას ინტერნეტ-ბანკის საშუალებით. დირექტორის მიერ მიწოდებული ტან-კოდით ინტერნეტ-ბანკში შესვლა ვერ მოხერხდა არაერთი მცდელობის მიუხედავად. აღნიშნულზე მოსარჩელემ განცხადებით მიმართა დირექტორს და განუმარტა, რომ ვერ ხერხდებოდა ინტერნეტ ბანკში შესვლა, ხოლო ლიბერთი ბანკთან დაკავშირების მიუხედავად, პრობლემის მოგვარებას ვერ ახერხებდა. 2015 წლის 21 იანვარს ლ--------------დან მიღებულ იქნა წერილი, რომლითაც ტექნიკური ხარვეზი არ დადასტურდა. პრობლემას წარმოადგენდა არა რაიმე ტექნიკური ხარვეზი, არამედ ის, რომ ტან-კოდის გარდა, სისტემაში შესასვლელად აუცილებელი იყო მომხმარებლის სწორი სახელისა და პაროლის შეყვანა. ლ--------------ს საბანკო მომსახურების შეძენის შესახებ განაცხადით დგინდება რომ ტან-კოდების ბარათის ნომრის შესაბამისი მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომელიც აუცილებელი იყო სისტემაში შესასვლელად და რომლის არცოდნაც არ იძლეოდა სისტემაში შესვლის შესაძლებლობას, ეკუთვნოდა თავად სკოლის დირექტორს ქ------- ჩ-------- და მოსარჩელესთვის აღნიშნულის შესახებ ცნობილი შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ დირექტორისგან, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია მოსარჩელეს არ მიუღია. ანუ მოსარჩელე შეცდომაში იქნა შეყვანილი თავად დირექტორის მიერ, რადგან სისტემაში შესვლას ცდილობდა დირექტორის მითითების შესაბამისად, მის მიერ მოწოდებული ტან-კოდით, ხოლო თავისი - ბუღალტრის ტან-კოდი მან მოგვიანებით აიღო, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ინტერნეტ ბანკში შესვლა. მოსარჩელის განმარტებით, მისთვის უცნობი იყო მის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ ბრძანებების არსებობა და შესაბამისად, არ შეესაბამება სინამდვილეს ის გარემოება, რომ მან თითქოსდა უარი განაცხადა მათ ჩაბარებაზე.
მოპასუხე სსიპ ს-------- ჭ--------–-ს სახელობის ქალაქ თბილისის №---ე საჯარო სკოლამ წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლოს სხდომაზე, სასამართლოსთვის მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ თ------ ხ---–--–--ის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი იყო საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი. 2014 წლის 23 დეკემბერს გამოცემული №------ ბრძანების საფუძველს წარმოადგენს 2014 წლის 22 დეკემბრის აქტი, რომლის მიხედვითაც, 2014 წლის 18 დეკემბერს, მოსარჩელემ უარი განაცხადა ახსნა-განმარტების დაწერის თაობაზე, იმის შესახებ, თუ რატომ იყიდა საკარნავალო მასალა ძვირად. მოცემულ ვითარებას საფუძვლად დაედო ხელოვნების მასწავლებლის - თ----- ც--–---- შეშფოთება ფასებთან დაკავშირებით (პროფესიიდან გამომდინარე, მას ხშირად უწევდა ასეთი ტიპის ნივთების შეძენა), ბაზრის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საჭირო მასალა მაღაზია ,,ბიბლუსთან“ შედარებით უფრო ძვირად იყიდებოდა იმ მაღაზიაში, სადაც მოხდა საბოლოოდ ბუღალტრის მიერ მასალის შეძენა. 2014 წლის 29 დეკემბერს გამოცემულ №------ ბრძანებას საფუძვლად დაედო სკოლის თანამშრომელთა მიმართ ზნეობრივ ეთიკური ნორმების საწინააღმდეგო უღირსი საქციელი. მოწმეთა ჩვენებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სკოლის დირექტორს, იმუქრებოდა, ყვიროდა, იწყევლებოდა და შეურაცხყოფას აყენებდა იქ მყოფ ადამიანებს. მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელის განმარტებას, რომლითაც იგი უარყოფს იმ ფაქტს, რომ მისთვის ცნობილი იყო დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ ინფორმაცია და აცხადებს, რომ 2015 წლის 22 იანვარს დირექტორის მოადგილემ გააცნო მოსარჩელეს სადავო ბრძანება, ხოლო მოსარჩელემ უარი განაცხადა მის ჩაბარებაზე, რის გამოც სკოლის შინაგანაწესის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგა აქტი, რომლითაც დამსწრე პირებმა დაადასტურეს მოსარჩელის უარი ბრძანების ჩაბარებაზე. რაც შეეხება ინტერნეტ ბანკის გამოყენების შესახებ მოთხოვნას, სკოლის დირექტორმა ლიბერთი ბანკს მიმართა წერილობით დირექტორ - ქ------- ჩ-------ისთვის და ასევე ბუღალტერ - თ------ ხ---–--–--ისთვის ჩაერთოთ ინტერნეტ ბანკის მომსახურება. ვინაიდან, დირექტორის არაერთი ზეპირი მიმართვის მიუხედავად, ბუღალტერი ისევ არ სარგებლობდა ინტერნეტ ბანკით, ქ------- ჩ-------მა მიმართა წერილობით და კვლავ მოსთხოვა ინტერნეტ ბანკის გამოყენება. მოსარჩელემ 2015 წლის 9 იანვარს მიმართა სკოლის დირექტორს და აცნობა, რომ 2014 წლის 30 დეკემბრიდან არ მუშაობდა ინტერნეტ ბანკი და სთხოვა დახმარება. სკოლის მიმართვის საფუძველზე, სს ,,ლიბერთი ბანკმა“ აცნობა, რომ 2015 წლის 1 იანვრიდან 11 იანვრამდე ინტერნეტ ბანკის მომსახურებაში არ დაფიქსირებულა ხარვეზები. აღსანიშნავია, სს ,,ლ--------------ს“ 2017 წლის 8 აგვისტოს პასუხი, სადაც აღნიშნულია, რომ ინტერნეტ ბანკის პაროლები გაიწერა და დამზადდა 2014 წლის 7 დეკემბერს, ხოლო მოსარჩელემ თავისი პაროლით პირველად შესვლა სცადა 2015 წლის 12 იანვარს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით თ------ ხ---–--–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის №--------------------–-- დირექტორის 2014 წლის 29 დეკემბრის №------ ბრძანება, თ------ ხ---–--–--ისთვის საყვედურის გამოცხადების შესახებ, ასევე ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის №--------------------–-- დირექტორის 2015 წლის 22 იანვრის №------ ბრძანება, თ------ ხ---–--–---სთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ და სსიპ ს-------- ჭ--------–-ს სახელობის ქალაქ თბილისის №---ე საჯარო სკოლას, თ------ ხ---–--–--ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 7000 (შვიდიათასი) ლარის (დარიცხული) ოდენობით. თ------ ხ---–--–--ის სარჩელის დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ------ ხ---–--–--- 1--- წლიდან მუშაობდა სსიპ ს-------- ჭ--------–-ს სახელობის ქალაქ თბილისის №---ე საჯარო სკოლაში, ბუღალტრის თანამდებობაზე. მხარეები იმყოფებოდნენ განუსაზღვრელი ვადით წარმოშობილ შრომით ურთიერთობაში, თუმცა მათ შორის ყოველწლიურად იდებოდა შრომითი ხელშეკრულება. მხარეებს შორის ბოლო ხელშეკრულება დაიდო 2014 წლის 12 სექტემბერს, ერთი წლის ვადით. ამ ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა თვეში 505 ლარის ოდენობით
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბრძანება (ს.ფ. 19);
- შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ. 106-108);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სასამართლოს 24.10.2017 წლის სხდომის ოქმი (ს.ფ. 182-188);
- აუდიო ჩანაწერი, დისკი (ს.ფ. 206; 194-204; 228.);
2.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ------ ხ---–--–--- კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით ასრულებდა შინაგანაწესითა და სამსახურის დებულებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. 2014 წლამდე, მის მიმართ გამოყენებული არ ყოფილა დისციპლინური სახდელის რომელიმე ზომა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
2.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ ს-------- ჭ--------–-ს სახელობის ქალაქ თბილისის №--------------------–-- დირექტორის 2014 წლის 23 დეკემბრის №------ ბრძანებით, თ------ ხ---–--–---ს სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულებისა და სამსახურეობრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულებისათვის, დისციპლინური სახდელის სახით მიეცა გაფრთხილება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ბრძანება (ს.ფ. 46);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
2.4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ ს-------- ჭ--------–-ს სახელობის ქალაქ თბილისის №--------------------–-- დირექტორის 2014 წლის 29 დეკემბრის №------ ბრძანებით, ზნეობრივ-ეთიკური ნორმების წინააღმდეგ სკოლის თანამშრომელთა მიმართ უღირსი საქციელისთვის, სახალხოდ სკოლის თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის, რამაც ზიანი მიაყენა სკოლის ავტორიტეტს, თ------ ხ---–--–---ს დაეკისრა დისციპლინური სახდელის ზომა - საყვედური.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ბრძანება (ს.ფ. 49);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
2.5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ ს-------- ჭ--------–-ს სახელობის ქალაქ თბილისის №--------------------–-- დირექტორის 2015 წლის 22 იანვრის №------ ბრძანებით, სამსახურეობრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულების, შრომითი ხელშეკრულებითა და სკოლის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების არაერთგზის დარღვევის, კერძოდ, ინტერნეტ ბანკის გამოუყენებლობის, საბანკო ოპერაციების არასწორი წარმოებისა და სკოლის საბუღალტრო საქმიანობის სისტემატური შეფერხების გამო, თ------ ხ---–--–---ს 2015 წლის 22 იანვრიდან შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბრძანება (ს.ფ. 51);
- მხარეთა ახსნა განმარტება;
2.6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ ს-------- ჭ--------–-ს სახელობის ქალაქ თბილისის №--------------------–-- დირექტორის მიერ გამოცემული №------ ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საჯარო სკოლის შინაგანაწესის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, რომელთა მიხედვითაც, დასაქმებულის დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება. თ------ ხ---–--–--ის მიერ, შინაგანაწესის აღნიშნული პუნქტების დარღვევის დასადასტურებლად, ბრძანებაში მითითებულია სსიპ ქალაქ თბილისის №--------------------–-- დირექციის მიერ 2014 წლის 18 დეკემბერს შედგენილი აქტი №-------, რომლის მიხედვით, თ------ ხ---–--–---მ "უარი განაცხადა საახალწლო კარნავალისათვის საჭირო მასალების 40 ცალი დიდი ზომის ფორმატების სკოლის მიერ უფრო ძვირად შეძენის თაობაზე, ახსნა-განმარტების მიცემის შესახებ"
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ბრძანება;
- აქტი;
- მოპასუხის ახსნა-განმარტება;
2.7. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 4 დეკემბერს, სსიპ ქალაქ თბილისის №---ე საჯარო სკოლასა და შპს ,,კ--–-–---------“-ს შორის დაიდო ხელშეკრულება №--, გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს ორივე მხარის დირექტორი. 2014 წლის 5 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით სკოლის დირექტორი ქ------- ჩ-------ი და შპს ,,კ--–-–---------“-ის დირექტორი რ----– ფ----–--ე ადასტურებენ, რომ ,,მიმწოდებელმა“ შეასრულა, ხოლო ,,შემსყიდველმა“ მიიღო მხარეებს შორის 2014 წლის 4 დეკემბერს გაფორმებული №-- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - სკოლისთვის თავდაპირველად 140 ლარის, ხოლო შემდეგ, დამატებით 38 ლარის ღირებულების საკანცელარიო საქონლის მიწოდება. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დიდი ზომის ფორმატების შეძენა შესაძლებელი იყო შედარებით მცირე ღირებულების გადახდით, ამ მოკვლევის ჩატარების შემდეგ სკოლის დირექტორმა მოთხოვა თ------ ხ---–--–---ს წერილობითი ახსნა-განმარტების მიცემა (მოსარჩელე არ უარყოფს, რომ სკოლის დირექტორის დავალების საფუძველზე, პირადად მან შეიძინა საახალწლო კარნავალისთვის საჭირო მასალები), თუმცა მოსარჩელემ წერილობით ახსნა-განმარტებაზე უარი განაცხადა (მანამდე, ზეპირად, მან თავისი პოზიცია და განმარტება მოახსენა სკოლის დირექტორს). აღნიშნული დასტურდება 2014 წლის 18 დეკემბრის აქტით, რომელშიც მითითებულ გარემოებებს ადასტურებს სკოლის დირექტორი, საქმისმწარმოებელი და სკოლის ლაბორანტი. მოსარჩელე, როგორც დასაქმებული, ვალდებული იყო დამორჩილებოდა დამსაქმებლის მოთხოვნას წერილობითი ახსნა-განმარტების მიცემაზე, რაც მას არ შეუსრულებია. ის გარემოება, რომ მან უარი განაცხადა წერილობით ახსნა-განმარტების მიცემაზე, წარმოადგენს თ------ ხ---–--–--ის მიერ შრომის შინაგანაწესის დარღვევას
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ბრძანება;
- აქტი (ს.ფ. 47);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
2.8. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე საჯარო სკოლის დირექტორმა 2014 წლის 29 დეკემბერს გამოსცა ბრძანება №------, თ------ ხ---–--–--ისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სკოლის თანამშრომლებს. სასამართლოს მითითებით საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რითაც გახდებოდა ცხადი, თუ რამ გამოიწვია ბრძანებაში და 2014 წლის 25 დეკემბრის აქტში (სადაც აღნიშნულია, რომ სკოლის ბუღალტერმა თ------ ხ---–--–---მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სკოლის დირექტორ ქ------- ჩ--------) მითითებული ინციდენტი, ასევე არ ჩანს ინციდენტის ზუსტი აღწერა და არცის გარემოებაა ცხადი, თუ მოსარჩელემ თავისი ამა თუ იმ ქმედებით რა სახის ზიანი მიაყენა სკოლის ავტორიტეტს. აღნიშნულ საკითხზე არ ჩატარებულა დისციპლინური წარმოება, მოსარჩელისგან არ ყოფილა მოთხოვილი ახსნა-განმარტების მიცემა და სხვ. სკოლის დირექტორის №------ ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საჯარო სკოლის შინაგანაწესის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც დასაქმებულის დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება ზნეობრივ-ეთიკური ნორმების წინააღმდეგ დასაქმებულის, მოსწავლის ან სკოლის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი. ამ შემთხვევაში, არ არსებობს სკოლის შინაგანაწესის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის გამოყენების წინაპირობები. (გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ შინაგანაწესის 21-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისთვის, შინაგანაწესი არ ითვალისწინებს საყვედურის გამოცხადებას. შინაგანაწესის 21-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დისციპლინური სახდელის სახით, საყვედური გამოიყენება: ა) წერილობითი გაფრთხილების შემდგომ დასაქმებულის მიერ იგივე სახის გადაცდომის შემთხვევაში. ბ) მასწავლებლის ეთიკის კოდექსის ნორმების დარღვევისთვის. გ) ხუთზე მეტი დაგვიანებისას ან ორზე მეტი გაკვეთილის არასაპატიო მიზეზით გაცდენისთვის. დ) განმეორებითი შემთხვევა სკოლის დოკუმენტაციის წარმოების წესების დარღვევისთვის. სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარების განმეორებითი შემთხვევისთვის.) დადგენილია, რომ თ------ ხ---–--–---ს შინაგანაწესის 21-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ის ქმედება არ ჩაუდენია, რაც განაპირობებდა დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით საყვედურის გამოცხადებას. გარდა ამისა, ერთხელ უკვე გამოყენებული დისციპლინური სახდელის სამართლებრივი საფუძველი იყო სკოლის შინაგანაწესის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტების დარღვევა. ამდენად, ეს სადავო გარემოება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს განმეორებით ჩადენილ გადაცდომად. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ პუნქტი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევისთვის. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ თ------ ხ---–--–--- არ ეწეოდა სკოლაში პედაგოგიურ საქმიანობას და იგი წარმოადგენდა სკოლის ადმინისტრაციას, მასზე ვერ გავრცელდება მასწავლებლის პროფესიული ეთიკის ნორმები. შესაბამისად, ბრძანების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლად მითითებული 21-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტში მოცემული ქმედება არ ითვალისწინებს დისციპლინური გადაცდომისთვის პასუხისმგებლობის სახედ საყვედურის გამოცხადებას. ამდენად, არ არსებობდა დამსაქმებლის მიერ 2014 წლის 29 დეკემბრის ბრძანების გამოცემის სამართლებრივი თუ ფაქტობრივი საფუძველი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ბრძანება;
- აქტი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
2.9. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე სსიპ ქალაქ თბილისის №--------------------–-- ბუღალტერის თანამდებობა არ არის ვაკანტური
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
2.10. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ------ ხ---–--–---სთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გამოცემული სადავო ბრძანებაში სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის "თ" ქვეპუნქტი. სადავო ბრძანების პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება შეწყვეტილია სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულების, შრომითი ხელშეკრულებითა და სკოლის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების არაერთგზის დარღვევის გამო. კერძოდ, მითითებულია შემდეგი დარღვევები: ინტერნეტ ბანკის გამოუყენებლობა, საბანკო ოპერაციების არასწორი წარმოება და სკოლის საბუღალტრო საქმიანობის სისტემატური შეფერხება. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის საქმიანობაში, ინტერნეტ ბანკის გამოყენებასთან დაკავშირებით შექმნილი დაბრკოლებები არ არის გამოწვეული მოსარჩელის მიზეზით, მისი დაუდევრობით, უპასუხისმგებლობით, უცოდინრობით: 2014 წლის 17 დეკემბრის საბანკო მომსახურების შეძენის შემდეგ, სკოლის დირექტორმა 2014 წლის 29 დეკემბერს წერილობით აცნობა თ------ ხ---–--–---ს, რომ უგზავნიდა ლ--------------ს ტან-კოდს: 1---- და საბანკო ოპერაციები უნდა შეესრულებინა ინტერნეტ-ბანკის საშუალებით. 2015 წლის 9 იანვარს, მოსარჩელემ წერილით მიმართა დირექტორს და განმარტა, რომ ვერ ხერხდებოდა ინტერნეტ ბანკში შესვლა იმ ტან-კოდით, რომელიც მან მიაწოდა და ის, ლიბერთი ბანკთან დაკავშირების მიუხედავად, პრობლემის მოგვარებას ვერ ახერხებდა. ლ--------------დან 2015 წლის 21 იანვარს მიღებულ იქნა წერილი, რომლითაც ტექნიკური ხარვეზი არ დადასტურდა. სასამართლომ დაადგინა, რომ პრობლემას ქმნიდა არა რაიმე ტექნიკური ხარვეზი, არამედ ის, რომ სკოლის დირექტორს, თ------ ხ---–--–--ისთვის მიწოდებული ჰქონდა თავისი-დირექტორის ტან-კოდი. ტან-კოდთან ერთად, სისტემაში შესასვლელად აუცილებელია მომხმარებლის სწორი სახელისა და პაროლის შეყვანა. ლ--------------ს საბანკო მომსახურების შეძენის შესახებ განაცხადით დგინდება, რომ ტან-კოდების ბარათის ნომრის შესაბამისი მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომელიც აუცილებელი იყო სისტემაში შესასვლელად და რომლის არცოდნაც აფერხებდა შესაძლებლობას სისტემაში შესვლას, ეკუთვნოდა თავად სკოლის დირექტორს და მოსარჩელისთვის ამ მონაცემის შესახებ ცნობილი შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ დირექტორისგან, რომლისგანაც აღნიშნული ინფორმაცია არ მიუღია. მოსარჩელის მიერ ინტერნეტ ბანკში შესვლის შეუძლებლობა გამოწვეულია დირექტორის შეცდომით, სავარაუდოდ, მისი უნებლიე შეცდომით, რადგანაც ინტერნეტ-ბანკი იმ დროისთვის სიახლე იყო და დირექტორისთვის შესაძლებელია უცნობი იყო, რომ ბუღალტერი მისი - დირექტორის ტან-კოდით ვერ შევიდოდა ინტერნეტ ბანკის სისტემაში და რომ მას ამისთვის სჭირდებოდა თავისი _ ბუღალტრის ტან-კოდი. რადგანაც მოსარჩელისთვის დირექტორი იყო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კომპეტენტური პირი, ის თავის საქმიანობას ახორციელებდა მისი დავალებების შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც, დირექტორის წერილობითი დავალება იყო. სწორედ მის მიერ გაგზავნილი (მიწოდებული) ტან-კოდით შეესრულებინა მოსარჩელეს საბანკო ოპერაციები ინტერნეტ ბანკში, რაც შეუძლებელი იყო. ასევე ბრძანებაში მითითებულია მოსარჩელის მიერ არასწორი საბანკო ოპერაციის განხორციელება, კერძოდ 2014 წლის 1 დეკემბერს, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ნაცვლად, ხელშეკრულებით განსაზღვრული სატრენინგო მომსახურების საფასური - 110 ლარი, ყოველგვარი ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გარეშე, სკოლიდან გადაირიცხა პროფესიონალ ბუღალტერთა და ახალგაზრდა ფინანსისტთა სამეცნიერო კვლევით და პრაქტიკულ ცენტრში. წარმოდგენილი №---------- საგადახდო დავალება ხელმოწერილია თავად დირექტორის მიერ. სკოლის ბუღალტრის განცხადებისა და მოთხოვნის შედეგად, სკოლის მიერ მომზადდა წერილი პროფესიონალ ბუღალტერთა და ახალგაზრდა ფინანსისტთა სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული ცენტრის მიმართ, შეცდომით გადარიცხული თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნით. ბუღალტრის შესაბამისი მიმართვის გარეშე, სკოლის დირექტორისთვის თანხის არასწორად გადარიცხვა ცნობილი ვერ გახდებოდა. თ----- ხ---–--–--- აღიარებს, რომ შეცდომით მოხდა აღნიშნული თანხის გადახდა სხვა ანგარიშზე, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ შეცდომით გადარიცხული თანხა ექვემდებარება დაბრუნებას და ამით სკოლის ბიუჯეტს ზიანი არ მიდგომია. შესაბამისად, გადაცდომას არ გამოუწვევია სკოლისთვის ფინანსური ზიანის მიყენება და ამით მისი მძიმე მდგომარეობაში ჩაყენება, მოსარჩელემ თვითონვე გამოასწორა ჩადენილი გადაცდომა და ამ მიზეზით დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება არ შეიძლება ჩაითვალოს გამართლებულად.
2.11. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ------ ხ---–--–---სთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად, ბრძანებაში მიეთითა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის "თ" ქვეპუნქტი. მითითებული ნორმით, დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ, ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებული იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა. განსახილველ შემთხვევაში, არ დადასტურდა, ბრძანებაში, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მითითებული საფუძველი. თუნდაც, სასამართლოს ბათილად არ მიეჩნია დისციპლინური სახდელის _ საყვედურის გამოყენების შესახებ ბრძანება, სახეზე არ იქნებოდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გამოცემულ ბრძანებაში დასახელებული ნორმის გამოყენების საფუძველი, ვინაიდან სადავო ბრძანებების გამოცემის - დისციპლინური სახდელების გამოყენების, მათ შორის -შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოადგენენ მოსარჩელის შრომითი მოვალეობების სხვადასხვა სფეროს: საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლი პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი კი გამოიყენება დასაქმებულის მიერ, ერთი წლის განმავლობაში ერთი და იგივე სფეროში შემავალი მოვალეობების დარღვევის შემთხვევაში, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი ვერ ექნებოდა.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით.
ევროპის სოციალური ქარტიის პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, 54-ე, 317-ე, 361-ე მუხლებზე, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე, 38-ე მუხლებზე მითითებით სასამათლომ განმარტა, რომ დამსაქმებელი, კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას, უფლებამოსილია შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა, თუმცა, ეს უფლება უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კანონით გათვალისწინებული დანაწესის ზუსტი დაცვით და თანაც ისე, რომ ადგილი არ ჰქონდეს უფლების ბოროტად გამოყენებას: შრომით ურთიერთობებში, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება პრინციპს, რომლის შესაბამისადაც, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის შეწყვეტასთან შედარებით. ამა თუ იმ დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი გადაცდომა (დარღვევა) უნდა შეფასდეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და, რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით; დამსაქმებელმა დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე, მისი ქმედება მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით უნდა შეაფასოს, რა დროსაც, უნდა გაირკვეს დარღვევასთან (გადაცდომასთან) სამსახურიდან გათავისუფლების ადეკვატურობა (შესაბამისობა). დამსაქმებელმა უნდა გამოიყენოს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. გადაცდომის (დარღვევის) დროს უნდა აირჩეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის. შესაბამისად, იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება, დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად მივიჩნიოთ, აუცილებელია, არსებობდეს ისეთი ხასიათის დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე თ------ ხ---–--–--ის მიმართ, არამართლზომიერად, უსაფუძვლოდ იქნა გამოყენებული დისციპლინური სახდელები, მათ შორის - სამსახურიდან გათავისუფლება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო მრავალი წლის განმავლობაში და მის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული რაიმე დისციპლინური სახდელი, რაც მიუთითებს მოსარჩელის როგორც გამოცდილებაზე, ისე კვალიფიციურობაზე.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, სსიპ ს-------- ჭ--------–-ს სახელობის ქალაქ თბილისის №--------------------–--თვის, თ------ ხ---–--–--ის სასარგებლოდ, კომპენსაციის გადახდის დაკისრება, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით, სახელდობრ, 7 000 (დარიცხული) ლარის ოდენობით. კომპენსაციის მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე მსჯელობისას, ასევე კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო ძირითადად დაეყრდნო რამდენიმე გარემოებას: სსიპ ქალაქ თბილისის №--------------------–-- მიერ მოსარჩელის გათავისუფლება მოხდა 2015 წლის 22 იანვრიდან, ხოლო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 2018 წლის 9 იანვარს. ამ დროის განმავლობაში, მოსარჩელის მიერ, გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა დაიკავა სხვა პირმა. თ------ ხ---–--–---სთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან მნიშვნელოვანი დროა გასული, რაც გავლენას ახდენს ნებისმიერი პირის კვალიფიკაციაზე; სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმასაც, რომ მოპასუხე არის საგანმანათლებლო დაწესებულება და არა - კომერციული, მოგებაზე ორიენტირებული იურიდიული პირი. შესაბამისად, სასამართლომ მიზანშეუწონლად მიიჩნია მოსარჩელის სამსახურში აღდგენა. რაც შეეხება ტოლფასი სამსახურით უზრუნველყოფას, სასამართლოს ეს საკითხი არ გამოურკვევია, ამ მხრივ, მოსარჩელის ინიციატივის არარსებობის გამო.
4. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ - სამართლებრივი საფუძვლები
4.1. აპელანტის განმარტებით სასამართლოს გადაწყვეტილება 3.2.8 ნაწილში რამდენიმე ფაქტობრივ უსწორობას მოიცავს, კერძოდ: - მოპასუხე სკოლა საქმის განხილვისას განმარტავდა, რომ თ------ ხ---–--–--ის გაღიზიანება გამოიწვია პირველმა სახდელმა (გაფრთხილება) და სწორედ ამიტომ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა სკოლის თანამშრომლებს. აღნიშნული დასტურდება 2014 წლის 25 დეკემბრის აქტით, რომელსაც ხელს აწერენ სსიპ ქალაქ თბილისის №-- საჯარო სკოლის დირექტორი, საქმისმწარმოებელი, ლაბორანტი და შპს „გ------------“ წარმომადგენელი (რომელიც არ არის სკოლის თანამშრომელი, არამედ აწარმოებდა სკოლაში სარემონტო სამუშაოებს). აქტით დადასტურებულია, რომ მოსარჩელემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა სკოლის დირექტორს, იმუქრებოდა, ყვიროდა, იწყევლებოდა და შეურაცხყოფას აყენებდა ასევე იქ მყოფ ადამიანებს. საყურადღებოა, რომ სადაო გარემოების გასაბათილებლად მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტი, მტკიცებულება რითაც გააქარწყლებდა მისი მხირდან სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს და საერთოდ მოსარჩელეს არ უდავია ამ ფაქტის მიმართ. სასამართლო არ უარყოფს თავად ფაქტს, არ მსჯელობს რომ იგი არ მომხდარა, არამედ მიუთითებს რომ გაურკვეველია მისი წინაპირობა, რაც არ აქარწლებს იმ ფაქტს, რომ სახეზეა გადაცდომა - სიტყვიერი შეურაცხყოფის სახით. შესაბამისად დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რითიც სასამართლოსთვის გახდებოდა ცხადი, თუ რამ გამოიწვია №------ ბრძანებაში და 2014 წლის 25 დეკემბრის აქტში მითითებული ინციდენტი, ასევე არ ჩანს ინციდენტის ზუსტი აღწერა და არც ის გარემობაა ცხადი, თუ მოსარჩელემ თავისი ამა თუ იმ ქმედებებით რა სახის ზიანი მიყენა სკოლის ავტორიტეტს. ვინაიდან, თ------ ხ---–--–---ს 2014 წლის 23 დეკემბერის №------ ბრძანებით უკვე შეფარდებული ჰქონდა დისციპლინური სახდელი - გაფრთხილება და იგი არ იყო ვადაზე ადრე მოხსნილი ან გაქარწყლებული, ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის მის მიმართ გამოყენებულ იქნა უფრო მძიმე დისციპლინური სახდელი - საყვედური, რომელიც გათვალისწინებულია სსიპ ქალაქ თბილისის №-- საჯარო სკოლის შინაგანაწესის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით. შესაბამისად გაუგებარია სასამართლოს დასაბუთება სახდელის შესაბამისობაზე და მით უფრო მისი ბათილობა, მაშინ როდესაც სახდელის სახით მოსარჩელეს შეფარდებული ქონდა გაფრთხილება, რომელიც არ ყოფილა გაქარწყლებული, ამავე დროს კოლეგის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის შინაგანაწესის მიხედვით უნდა დაკისრებოდა სასტიკი საყვედური, თუმცა სკოლამ გაითვალისწინა რიგი ფაქტორები და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სახდელების სახეები გაწერილია შინაგანაწესში და გაფრთხილების შემდგომ უფრო მძიმე სახდელს წარმოადგენდა საყვედური - სწორედაც, რომ სკოლამ მართებულად შეუფარდა სახდელი მოსარჩელეს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდიმარე არასწორია სასამართლოს განმარტება, რომ არ არსებობდა სკოლის შინაგანაწესის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტის გამოყენების წინაპირობები და ამ ქმედებისათვის შინაგანაწესით არ არის დადგენილი საყვედურის გამოცხადება.
ასევე ფაქტობრივ უსწორობას წარმოადგენს სასამართლოს მსჯელობა რომ სკოლას არ ჩაუტარებია დისციპლინური წარმოება. აღსანიშნავია, რომ მეცნიერების მინისტრის №----- ბრძანება არეგულირებს „მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესს" სადაც, განსაზღვრულია, რომ მასწავლებელთა დისციპლინური გადაცდომების განხილვას უზრუნველყოფს დისციპლინური კომიტეტი. ამდაგვარი სხვა აქტი, რომლითაც დადგინდებოდა ადმინისტრაციის თანამშორმლის დისციპლინური წარმოების საკითხი არ არსებობს. აქვე აღსანიშნავია, რომ სსიპ ს-------- ჭ--------–-ს სახელობის ქალაქ თბილისის №-- საჯარო სკოლის შინაგანაწესის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინამდებარე შინაგანაწესის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა" „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების შეფარდების უფლება აქვს სკოლის დირექტორს. ამასთან დისციპლინური წარმოების საკითხი სასამართლოში არ ყოფილა სადაო, შესაბამისად სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს და ამით მიღებულ იქნა არასწორი გადაწყვეტილება.
ინტერნეტ ბანკის გამოუყენებლობა, საბანკო ოპერაციების არასწორი წარმოება და სკოლის საბუღალტრო საქმიანობის სისტემატიური შეფერხებაზე სასამართლო არასწორ დასკვნებს აკეთებს და შესაბამისად წარმოადგენს ფაქტობრივ უზუსტობებს, მეტიც, სასამართლომ ვარაუდებზე დაყრდნო გადაწყვეტილება, რაც არ წარმოადგენს სამართლებრივ დასაბუთებას. კერძოდ: 1. ინტერნეტ ბანკის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ფაქტობრივი გარემოებები არასწორად და არასრულად არის წარმოდგენილი გადაწყვეტილებაში. შესაბამისად მნიშვნელოვანია ეტაპობრივად აღიწეროს ვითარება: 2014 წლის 7 დეკემბრამდე (ზუსტი თარიღი უცნობია) სკოლის დირექტორმა და ბუღალტერმა მიმართეს ლიბერთი ბანკს და მოითხოვეს ინტერნეტ ბანკის მომსახურებისათვის გაეწერათ უფლებები მათთვის და აქვე მითითებულია მათი პეროსნალური მონაცემები და უფლებების სახე (სრული უფლებით - დირექტორი, ხედვის, აკრეფის უფლებით - ბუღალტერი). გამომდინარე იქიდან, რომ თითოეული მომსახურება დაფუძნებულია პერსონალურ მონაცემებზე და ასევე სამართლებრივი უფლებაუნარიანობის წარმოშობაზე კონკრეტული პირის სახელით, თითოეულ მათგანს თვითონვე უნდა ეზრუნა ამ პაროლების აღებაზე. პაროლების დამზადებაზე ბანკში ადგილზე მივიდნენ დირექტორი და ასევე ბუღალტერიც, რადგან საჭიროა მხარეებს წარმოედგინათ პირადობის მოწმობები. (აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულება ბანკის მიმართვის შესახებ). 2014 წლის 29 დეკემბერს სკოლის დირექტორი უგზავნის წერილს და სთხოვს, რომ საბანკო ოპერაციები შესრულებულ იქნას ინტერნეტ ბანკის საშუალებით, ანუ მოთხოვნას წარმოადგენდა მხოლოდ ინტერნეტ ბანკის გამოყენება. აღსანიშნავია, რომ ტან კოდების ბარათის ნომერი 1----, რომელიც მოსარჩელემ წარმოადგინა სკოლის დირექტორს მისთვის არ გაუგზავნია, კერძოდ დირექტორის წერილს N-------, რომლითაც მოსარჩელეს ეთხოვა საბანკო ოპერაციების ინტერნეტ ბანკის საშუალებით განხორციელება, არ აქვს დანართი ტან კოდის ბარათის ნომრის მითითებით, რომელიც დასტურდება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემიდან (E-FLOW) ამონაწერით. მოსარჩელის მითითება იმ გარემოებებზე, რომ დირექტორი საბანკო ოპერაციების შესრულებას თხოვდა სწორედ ზემოაღნიშნული ტან კოდის გამოყენებით, არასწორია, ვინაიდან დირექტორის მოთხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ საბანკო ოპერაციები შესრულებულიყო ინტერნეტ ბანკის საშუალებით. იმ ფაქტორის დაშვების შემთხვევაშიც კი, თუ დირექტორი გაუგზავნიდა მას თავის ტან კოდს არ მეტყველებს იმაზე, რომ მაინც და მაინც ამ ტანკოდის გამოყენება სთხოვა, რადგან დირექტორი ისედაც მიაწოდებდა ადრე თუ გვიან თავის ტან კონდს ყოველი შემთხვევისათვის, რადგან ბუღალტერს არ აქვს სრული უფლებები ინტერნეტ ბანკში. უკვე 2015 წლის 9 იანვრის წერილით, საჯარო სკოლის დირექტორი სთხოვს ინტერნეტ ბანკის საშუალებით წარმოადგინოს 2014-2015 წლების საბანკო ამონაწერი. აღნიშნული დავალების ვერ შესრულების შემდეგ ბუღალტერმა წერილობით მიმართა სკოლას და აცნობა არა ის რაც გადაწყვეტილებაშია მითითებული, რომ ვერ ხერხდებოდა სისტემაში შესვლა იმ ტან კოდით რომელიც დირექტორმა მისცა, არამედ იმის გამო, რომ ინტერნეტ ბანკი არ მუშაობდა და სთხოვა დირექტორს გაერკვია ეს საკითხი. დირექტორმა მიმართა ლიბერთი ბანკს და გამოითხოვა ინფორმაცია თუ რა სახის შეფერხებას ჰქონდა ადგილი, ხოლო ლიბერთი ბანკმა კი უარყო რაიმე სახის შეფერხების არსებობა. მოცემული ვითარებისათვის აღსანიშნავია რამოდენიმე გარემოება: 1. ბუღალტერს არ მიუმართავს ბანკისათვის საკუთარი პაროლის ასაღებად, რაზედაც როგორც გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, რომ დირექტორი იყო ვალდებული აეღო და მიწოდებინა ის ბუღატრისთვის არ არის სწორი. 2. იმისდამიუხედავად, რომ სკოლის დირექტორი სთხოვდა მოსარჩელეს ინტერნეტ ბანკის გამოყენებას მას 2015 წლის 12 იანვრამდე არც კი უცდია ინტერნეტბანკში შესვლა; 3. იმის გათვალისწინებით, რომ თუ ის არ იცნობდა ინტერნეტ ბანკს, მინიმუმ არ გამოუხატავს ინტერესი, რას წარმოადგენდა ინტერნეტბანკი და წინასწარ გაერკვია მასში მუშაობის სფეციფიკა და უკვე კონკრტული დავალების შესრულებისას არ შეექმნა პრობლემები დაწესებულებისათვის. 4. სასამართლოს მსჯელობა, რომ ეს გამოწვეულ იქნა სკოლის დირექტორის ბრალეულობით, რადგან იგი არ იცნობდა ამ სისტემას არ შეესბამება სიმადვილეს, რადგან დირექტორის დანიშვნის დღიდან ის გამუდმებით სთხოვდა მას ინტერნეტ ბანკის გამოყენებას, რადგან ბუღალტერი მუდმივად ტოვებდა სამუშაო ადგილს, მიდიოდა ბანკში და ამგვარად ასრულებდა საბანკო ოპერაციებს, რაც აფერხებდა სკოლის მუშაობას.
ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ 2015 წლის 13 იანვრის აქტით, რომელსაც ხელს აწერენ სსიპ ქალაქ თბილისის №-- საჯარო სკოლის დირექტორი, ამავე სკოლის კოორდინატორი აღმზრდელობით დარგში, საქმისმწარმოებელი და ისტორიის მასწავლებელი, აღნიშნულია, რომ 2015 წლის 13 იანვარს სსიპ ქალაქ თბილისის №-- საჯარო სკოლის ბუღალტერმა თ------ ხ---–--–---მ უარი განაცხადა წარმოედგინა ახსნა განმარტება, პროფესიონალ ბუღალტერთა ახალგაზრდა ფინანსისტთა სამეცნიერო კვლევითი და პრაქტიკული ცენტრისათვის 2014 წლის 1 დეკემბერს ყოველგვარი საფუძვლების გარეშე 110 ლარის გადარიცხვის თაობაზე (დირექტორის მოთხოვნა - 2015 წლის 9 იანვრის წერილი №-----------). ამავე აქტით დგინდება, რომ საქმისმწარმოებელმა გააცნო მოსარჩელეს 09/01/2015 წლის წერილი №----, ხოლო მან უარი განაცხადა ახსნა განმარტების წარმოდგენაზე. საქმეში ასევე წარმოდგენილია 2014 წლის 8 დეკემბრის წერილი №-----------, რომლითაც სკოლის მიერ გაიგზავნა შეტყობინება აღნიშნული თანხის შეცდომით გადარიცხვის თაობაზე და ეთხოვა უკან დაბრუნება, თუმცა დღეის მდგომარეობით ეს ორგანიზაცია აღარ არსებობს და სკოლას თ------ ხ---–--–--ის ქმედებით მიადგა ზიანი. მართალია, საგადახდო დავალებას ხელს აწერს სკოლის დირექტორიც, მაგრამ მოსარჩელის მსჯელობა მხარეთა პასუხისმგებლობის ნაწილში არასწორია, ვინაიდან მას ეს არ ათავისუფლებს საკუთარი მოვალეობების შესრულებისაგან. ამასთან, ხელმძღვანელს აქვს კანონიერი და პროფესიული ნდობის საფუძველი, რომ მაგალითად, მასთან დასაქმებული საქმეთა მმართველი უზრუნველყოფს საქმისწარმოების სწორ ფუნქციონირებას, იურისტი უზრუნველყოფს სამართლებრივ შესაბამისობას კანონმდებლობასთან, ხოლო ბუღალტერი შეასრულებს ფინანსურ ოპერაციებს სწორად და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
სასამართლო საერთოდ არ მსჯელობს ერთ-ერთ გადაცდომაზე, რომელიც ასევე დაედო საფუძლად მოსარჩელის გათავისუფლებას - დარღვეულია ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულება, რომ ბუღალტერი ,,საინვენტარიზაციო კომისიასთან ერთად დროულად ატარებს ინვენტარიზაციას და შედეგებს ასახავს ოქმში.“ კერძოდ, 2014 წლის 28 ნოემბერს სკოლის დირექტორის №------ ბრძანებით შეიქმნა სსიპ ქალაქ თბილისის №-- საჯარო სკოლის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივებისა და მცირეფასიანი საშუალებების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია. ჩამოწერის პროცედურების განსახორციელებლად აუცილებელი იყო ბუღალტერს მიეწოდებინა დირექტორისთვის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივებისა და მცირეფასიანი საშუალებების ჩამონათვალი. აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართა დირექტორმა მოსარჩელეს, მაგრამ შედეგი არ დამდგარა. ბუღალტრის პირდაპირი მოვალეობები არის გაწერილი საკანონმდებლო დონეზეც და მოსარჩელის მხრიდან 2010 წლის 23 ივლისის №--- ბრძანების მითითება არასწორია, რადგან საკითხი ეხება არა ინვენტარიზაციის მიზნით შექმნილი კომისიის მოვალეობებს, არამედ ჩამოწერის მიზნით შექმნილ საინვენტარიზაციო კომისიისა და მათ შორის კონკრეტულად ბუღალტრის ფუნქციებს, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ჩამოწერასთან. 2015 წლის 14 იანვრის №----- აქტით, რომელსაც ხელს აწერენ სსიპ ქალაქ თბილისის №-- საჯარო სკოლის დირექტორი, ამავე სკოლის გეოგრაფია-ბიოლოგიის მასწავლებელი და საქმისმწარმოებელი, დასტურდება, რომ ბუღალტერმა უარი განაცხადა ჩაებარებინა დირექტორის მიერ მოთხოვნილი ამავე სკოლის ჩამოსაწერი ძირითადი აქტივებისა და მცირეფასიანი საშუალებების ჩამონათვალი (ნარჩენი ღირებულების აქტი), საქმისმწარმოებელმა გააცნო 2015 წლის 9 იანვრის წერილი, ხოლო მოსარჩელემ უარი განაცხადა მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებასა და ახსნა განმარტების წარმოდგენაზე. სასამართლო ცალკეულ ქმედებებს აფასებს როგორც ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობას, თუმცა მოცმეულ შემთხვევაში გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში კუმულატიურად არის წარმოდგენილი არაერთი გადაცდომა, რამაც განაპირობა საერთო ჯამში ხელშეკრულების შეწყვეტა. მოსარჩელე არ თანამშომლობდა სკოლის დირექტორთან, აფერხებდა მუშაობას, ირიდებდა პასუხისმგებლობას, რაც პირდაპირ მის ფუნქცია მოვალეობებში შედიოდა, არ ემორჩილებოდა სკოლის დირექტორს და სხვა ზემოაღნიშნული გარემოებები ქმნის დასაქმებულის მართლზომიარად გათავისუფლების საფუძვლებს.
აპელანტის განმარტებით მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს ვადიან ხელშეკრულებას. მოცემულ საკითხთან მიმართებით მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არც პოზიცია და არც მოთხოვნა, როგორც სარჩელში, ისე სასამართლო სხდომაზე. სასამრთლომ თავისი ინიციატივით იმსჯელა, დაასაბუთა და გადაწყვიტა, რომ მხარეები იმყოფებოდნენ უვადო სახელშეკრულებო ურთიერთობებში, რითაც დარღვეულია შეჯიბრებითობის პრინციპი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ის მოთხოვნა, რომლითაც დადგენილია, რომ სასამართლოს არ აქვს უფლება მხარეს მიანიჭოს ის რაც მას არ მოუთხოვია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
5. ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
5.1. პალატა განმარტავს, რომ კერძოსამართლებრივი დავების განხილვისას მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი პირის სასამართლოსთან ურთიერთობის ქვაკუთხედი და მისი კანონიერი ინტერესების დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფის გარანტიაა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ა-2344-შ-67-2014 განჩინება). შესაბამისად, სააპელაციო პალატა მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
თ------ ხ---–--–--- 1--- წლიდან მუშაობდა სსიპ ს-------- ჭ--------–-ს სახელობის ქალაქ თბილისის №---ე საჯარო სკოლაში, ბუღალტერის თანამდებობაზე. მხარეთა შორის ყოველწლიურად იდებოდა შრომითი ხელშეკრულება, მათ შორის ბოლო ხელშეკრულება გაფორმდა 2014 წლის 12 სექტემბერს, ერთი წლის ვადით. ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა თვეში 505 ლარის ოდენობით (ს.ფ. 106-107, 18).
სსიპ ქალაქ თბილისის №--------------------–-- დირექციის მიერ 2014 წლის 18 დეკემბერს შედგენილი იქნა აქტი №-------, რომლის მიხედვით, თ------ ხ---–--–---მ ,,უარი განაცხადა საახალწლო კარნავალისათვის საჭირო მასალების 40 ცალი დიდი ზომის ფორმატების სკოლის მიერ უფრო ძვირად შეძენის თაობაზე, ახსნა-განმარტების მიცემის შესახებ’’ (ს.ფ. 47)
2014 წლის 18 დეკემბერს №------- აქტზე დაყრდნობით, სსიპ ს-------- ჭ--------–-ს სახელობის ქალაქ თბილისის №--------------------–-- დირექტორის 2014 წლის 23 დეკემბრის №------ ბრძანებით, თ------ ხ---–--–---ს სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულებისა და სამსახურეობრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულებისათვის, დისციპლინური სახდელის სახით მიეცა გაფრთხილება. ბრძანების გამოცემის სამართლებრივი საფუძველია სკოლის შინაგანაწესის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტების და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი, რომელთა მიხედვითაც, დასაქმებულის დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება და სახდელის სახედ შესაძლოა გამოყენებული იქნას წერილობითი გაფრთხილება (ს.ფ. 23; 60-81);
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით თ------ ხ---–--–--ის სარჩელი - სსიპ ქალაქ თბილისის №--------------------–-- დირექტორის მიერ 2014 წლის 23 დეკემბერს გამოცემული №-------ის ბრძანების (თ------ ხ---–--–--ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - გაფრთხილების გამოყენების შესახებ) ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაყვეტილება თ----- ხ---–--–--ის მიერ არ გასაჩივრებულა და გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
2014 წლის 25 დეკემბრის თარიღით შედგენილია აქტი, რომლის თანახმად 2014 წლის 25 დეკემბერს სსიპ ქალაქ თბილისის №--------------------–-- ბუღალტერმა თ----- ხ---–--–---მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სკოლის დირექტორს ქ------- ჩ--------, კერძოდ: დაემუქრა, დირექტორის კაბინეტში ყვიროდა, იწყევლებოდა, შეურაცხყოფას აყენებდა იქ მყოფ ადამიანებს. აქტს ხელს აწერენ - სკოლის დირექტორი ქ------- ჩ-------ი, სკოლის საქმისმწარმოებელი თ----- მ-----, სკოლის ლაბორანტი დ-------- ნ---------, შპს ,,გ-----------’’ წარმომადგენელი დ----- გ---------- (ეს უკანასკნელი აპალანტის განმარტებით სკოლაში აწარმოებდა სარემონტო სამუშაოებს და შეესწრო ინციდენტს). (ს.ფ. 50).
სსიპ ს-------- ჭ--------–-ს სახელობის ქალაქ თბილისის №--------------------–-- დირექტორის 2014 წლის 29 დეკემბრის №------ ბრძანებით, ზნეობრივ-ეთიკური ნორმების წინააღმდეგ სკოლის თანამშრომელთა მიმართ უღირსი საქციელისათვის, სახალხოდ სკოლის თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის, რამაც ზიანი მიაყენა სკოლის ავტორიტეტს, თ------ ხ---–--–---ს დაეკისრა დისციპლინური სახდელის ზომა - საყვედური.
ბრძანების გამოცემის სამართლებრივი საფუძველია სკოლის შინაგანაწესის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, რომელთა მიხედვითაც, დასაქმებულის დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება ზნეობრივ-ეთიკური ნორმების წინააღმდეგ დასაქმებულის, მოსწავლის ან სკოლის დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი და სახდელის სახედ შესაძლოა გამოყენებული იქნას საყვედური (ს.ფ. 49; 60-81);
სსიპ ს-------- ჭ--------–-ს სახელობის ქალაქ თბილისის №--------------------–-- დირექტორის 2015 წლის 22 იანვრის №------ ბრძანებით, სამსახურეობრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულების, შრომითი ხელშეკრულებითა და სკოლის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების არაერთგზის დარღვევის, კერძოდ, ინტერნეტ ბანკის გამოუყენებლობის, საბანკო ოპერაციების არასწორი წარმოებისა და სკოლის საბუღალტრო საქმიანობის სისტემატური შეფერხების გამო თ------ ხ---–--–---ს 2015 წლის 22 იანვრიდან შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება. ბრძანების გამოცემის სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 37-ე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტი.
პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოსარჩელე უკანასკნელი 22 წლის განმავლობაში მუშაობდა სსიპ ს-------- ჭ--------–-ს სახელობის ქალაქ თბილისის №---ე საჯარო სკოლაში, ასევე უდაოა, რომ მხარეთა შორის ყოველწლიურად ფორმდებოდა ახალი შრომითი ხელშეკრულება 1 წლის ვადით და ბოლო ასეთი ხელშეკრულება გაფორმდა 2014 წლის 12 სექტემბერს.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 13 პუნქტის თანახმად თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ან თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში.
ზემოდასახელებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მხარეთა შორის არსებობდა განუსაზრელი ვადით დადებული (უვადო) შრომითი ხელშეკრულება.
5.2. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმის საფუძველზე პალატა განმარტავს, რომ დამსაქმებელს ენიჭება დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება თუ ამ უკანასკნელმა დაარღვია შრომითი ხელშეკრულებით ან შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულება და ამავდროულად დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებული იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა. შესაბამისად, როდესაც სასამართლოში დავის საგანი არის სშკ-ის 37-ე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტით დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების კანონიერების საკითხის შემოწმება, სასამართლო ადგენს რამდენად მართლზომიერად გამოიყენა დამსაქმებელმა ეს უფლება და რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო ამ უკანასკნელმა გადაწყვეტილება, რომ დასაქმებულის მოქმედება შეფასებულიყო დარღვევად. ამასთან უნდა დგინდებოდეს, რომ ამავე ტიპის დარღვევის გამო, ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებული იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.
უზენაესმა სასამართლოს ას-1350-2019 საქმეზე განმარტა შემდეგი: ,,მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის სამართლებრივი საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერი საფუძვლების განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, აუცილებელია, განმეორებით გამოვლენილი დარღვევების შეფასება, რადგან მოცემული მუხლის ფარგლებში პასუხისმგებლობის საფუძველი შესაძლებელია იყოს, მხოლოდ იმავე დარღვევების განმეორებითობა. დარღვევის განმეორებითობასთან მიმართებაში არსებითია ქმედების ერთგვაროვნება. სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი კეთილსინდისერების პრინციპისა და უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვის გათვალისწინებით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული, თუ დარღვევას აქვს არსებითი ხასიათი. დაუშვებელია ერთი და იგივე არაარსებითი დარღვევების არსებობისას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა’’.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ ს-------- ჭ--------–-ს სახელობის ქალაქ თბილისის №--------------------–-- დირექტორის 2015 წლის 22 იანვრის №------ ბრძანებაში, რომლის სამართლებრივი საფუძველი არის სშკ-ის 37-ე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტი, შრომითი ხელშეკრულებით და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული დარღვევის სამი კონკრეტული საფუძველია მითითებული - ინტერნეტ ბანკის გამოუყენებლობა, საბანკო ოპერაციების არასწორი წარმოება და სკოლის საბუღალტრო საქმიანობის სისტემატური შეფერხება.
საყურადღებოა, რომ დირექტორის 2014 წლის 23 დეკემბრის №------ ბრძანება თ----- ხ---–--–--ისათვის გაფრთხილების გამოცხადების შესახებ დაეყრდნო №------- აქტს, ანუ სასკოლო მასალების (40 ცალი დიდი ზომის ფორმატის) ძვირად შეძენას, ხოლო 2014 წლის 29 დეკემბრის №------ ბრძანება თ----- ხ---–--–--ისათვის საყვედურის გამოცხადების შესახებ დაეყრდნო ზნეობრივ-ეთიკური ნორმების დარღვევას სკოლის თანამშრომელთა მიმართ, რამაც ზიანი მიაყენა სკოლის ავტორიტეტს. ამდენად დადგენილია, რომ 2015 წლის 22 იანვრის №------ ბრძანებაში მითითებულ დარღვევების ჩადენისათვის თ----- ხ---–--–--ის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში გამოყენებული არ იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა. შესაბამისად ბრძანების გამოცემის დროს დარღვეული იქნა საკანონმდებლო მოთხოვნები, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია.
გარდა ზემოაღნიშნულისა პალატა ყურადღებას მიაქცევს კიდევ ერთ გარემოებას, კერძოდ, როგორც აღინიშნა 2015 წლის 22 იანვრის №------ ბრძანების გამოცემის მიზეზი სამი კონკრეტული საფუძველი გახდა - ინტერნეტ ბანკის გამოუყენებლობა, საბანკო ოპერაციების არასწორი წარმოება და სკოლის საბუღალტრო საქმიანობის სისტემატური შეფერხება.
საქმეში წარმოდგენილია გადახდის ქვითარი (ს.ფ. 83), რომლითაც ირკვევა, რომ სს ,,ლ--------------’’-ს მეშვეობით ქალაქ თბილისის №--------------------–-- მიერ 110 ლარი იქნა ჩარიცხული, ტრენინგ-სემინარზე მონაწილეობის მიზნით. გადახდა განხორციელებულია 2014 წლის 1 დეკემბერს და გადახდის ქვითარში მიმღებად მითითებულია პროფესიონალ ბუღალტერთა და ახალგაზრდა ფინანსისტთა სამეცნიერო კვლევითი და პრაქტიკული ცენტრი. გადახდის ქვითარს ხელს აწერს სკოლის დირექტორი ქ------- ჩ-------ი და ეს ფაქტი უტყუარად ადასტურებს, რომ თანხის გადარიცხვა განახორციელა თავად სკოლის დირექტორმა და შესაბამისად მისთვის ჯერ კიდევ 2014 წლის 1 დეკემბერს იყო ცნობილი თუ ვის ჩაურიცხა თანხა. დასახელებული მტკიცებულება საყურადღებოა ორი თვალსაზრისით, კერძოდ: ა) საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ნამდვილად თ----- ხ---–--–---მ დაუშვა შეცდომა, როდესაც საბანკო ანგარიშის ნომერი გადასცა სკოლის დირექტორს და ბ) სკოლის დირექტორმა 2014 წლის 1 დეკემბერს უკვე იცოდა, რომ თანხა ჩაირიცხა შეცდომით, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით თ----- ხ---–--–---ს არ მიდავებია არც 2014 წლის 23 დეკემბრის №------ ბრძანების გამოცემისას ჩატარებული დისციპლინური სამართალწარმოების დროს და არც 2014 წლის 29 დეკემბრის №------ ბრძანების გამოცემისას ჩატარებული დისციპლინური სამართალწარმოების დროს.
საქმეში წარმოდგენილია სსიპ ქალაქ თბილისის №-- საჯარო სკოლის დირექტორის 2014 წლის 1 დეკემბრის №----- ბრძანება სკოლის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივებისა და მცირეფასიანი საშუალებების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ (ს.ფ. 87). ბრძანება ძალაშია მისი ხელმოწერისთანავე და კომისიის ერთ-ერთი წევრი არის თ----- ხ---–--–---. შესაბამისად, თუ ამ უკანასკნელის მიერ ადგილი ჰქონდა კომისიის საქმიანობისათვის ხელის შეშლას აღნიშნული ფაქტი ცნობილი უნდა ყოფილიყო ჯერ კიდევ 2014 წლის 23 დეკემბერს, ანუ თ----- ხ---–--–--ის მიმართ პირველი დისციპლინური სახდელის გამოტანის დროს, თუმცა მას აღნიშნულის თაობაზე სკოლის ადმინისტრაცია არ მიდავებია, მათ შორის არც 29 დეკემბრის დისციპლინური სახდელის გამოტანის დროს. აღნიშნულს ადასტურებს თავად სააპელაციო საჩივარში აპელანტის მიერ მითითეული გარემოება, კერძოდ, აპელანტი განმარტავს, რომ ,,ჩამოწერის პროცედურების განსახორციელებლად აუცილებელი იყო ბუღალტერს მიეწოდებინა დირექტორისათვის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივებისა და მცირეფასიანი საშულებების ჩამონათვალი. აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართა დირექტორმა მოსარჩელეს, მაგრამ შედეგი არ დამდგარა’’. მართალია 2015 წლის 14 იანვრის აქტში (ს.ფ. 53) აღნიშნულია, რომ 2015 წლის 14 იანვარს თ----- ხ---–--–---მ უარი განაცხადა ჩაებარებინა სკოლის დირექტორის ქ------- ჩ-------ის მიერ 9 იანვრის წერილით მოთხოვნილი სკოლის ჩამოსაწერი ძირითადი აქტივებისა და მცირეფასიანი საშუალებების ჩამონათვალი, თუმცა საყურადღებოა, რომ ასეთი ჩამონათვალის გაკეთება მთლიანად კომისიის ვალდებულება იყო და არა მარტო თ----- ხ---–--–--ის და ამასთან არც 2014 წლის 1 დეკემბრის №----- ბრძანებით არის განსაზღვრული წარმოადგენდა თუ არა ასეთი ჩამონათვალის მომზადება მხოლოდ თ----- ხ---–--–--ის ვალდებულებას.
რაც შეეხება ინტერნეტ ბანკის გამოუყენებლობას, პალატა იზიარებს ირველი ინტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ინტერნეტ ბანკის არ გამოყენებასთან დაკავშირებით თ----- ხ---–--–--ის ბრძალეულობა და ამასთან ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ საქმის მასალების მიხედვით 2014 წლის 30 დეკემბრიდან დაავალა სკოლის დირექტორმა თ----- ხ---–--–---ს ყველა საბანკო ოპერაცია ეწარმოებინა ინტენეტ ბანკის საშუალებით (ს.ფ. 21, 56). უკვე 9 იანვარს თ----- ხ---–--–--- წერილობით აცნობებს დირექტორს (ს.ფ. 85), რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად ვერ ახერხებს ინტერნეტ ბანკით სარგებლობას, ამასთან სს ლ--------------ს წერილით ირკვევა, რომ თავის სახელით თ----- ხ---–--–---მ პირველად 12 იანვარს სცადა (ს.ფ. 189) შესცვლა ვებ-გვერდზე. მართალია ლიბერთ ბანკის წერილის მიხედვით ბანკის ინტერნეტით მომსახურებაში რაიმე ტიპის ხარვეზი არ დაფიქსირებულა (ს.ფ. 86), თუმცა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, ადასტურებს, რომ თ----- ხ---–--–---ს თავი არ აურიდებია დირექტორის ბრძანების და შესაბამისად მასზედ დაკისრებული სამსახურებრივი ვალდებულების შესრულებისათვის. ამასთან საყურადღებოა, რომ საქმის მასალების მიხედვით არ დასტურდება, რომ თმარ ხ---–--–--ის მიერ ინტერნეტ ბანკის გამოუყენებლობამ სკოლას მიაყენა რაიმე სახის ზიანი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხე საჯარო სკოლამ 2015 წლის 22 იანვრის №------ ბრძანება გამოსცა უსაფუძვლოდ, არამართლზომიერად, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
5.3. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ,,საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი). საკასაციო პალატამ არაერთხელ აღნიშნა და ამ შემთხვევაშიც, ამახვილებს კასატორის ყურადღებას იმაზე, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, კერძოდ, დამსაქმებელს აქვს მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტული ქმედებით გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზე, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა (იხ. საქმე ას-1483-2019).
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია 2014 წლის 25 დეკემბრის თარიღით შედგენილია აქტი, რომლის თანახმად 2014 წლის 25 დეკემბერს სსიპ ქალაქ თბილისის №--------------------–-- ბუღალტერმა თ----- ხ---–--–---მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სკოლის დირექტორს ქ------- ჩიქურს, კერძოდ: დაემუქრა, დირექტორის კაბინეტში ყვიროდა, იწყევლებოდა, შეურაცხყოფას აყენებდა იქ მყოფ ადამიანებს. აქტს ხელს აწერენ - სკოლის დირექტორი ქ------- ჩ-------ი, სკოლის საქმისმწარმოებელი თ----- მ-----, სკოლის ლაბორანტი დ-------- ნ---------, შპს ,,გ-----------’’ წარმომადგენელი დ----- გ---------- (ეს უკანასკნელი აპალანტის განმარტებით სკოლაში აწარმოებდა სარემონტო სამუშაოებს და შეესწრო ინციდენტს).
აღნიშნული მტკიცებულებიდან გამომდინარე მოსარჩელე ვალდებული იყო არა ხოლოდ ზეპირი განმარტებით შემოფარგლულიყო, რომ 25 დეკემბრის აქტში მოყვანილ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია, არამედ წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულებები (მაგ: მოეთხოვა მოწმეთა დაკითხვა), რაც მან არ განახორციელა. შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ დამსაქმებელმა მასზედ კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი დასძლია დასახელებული მტკიცებულების წარმოდგენით. ამასთან სახეზეა დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულებით და შინაგანაწესით გათვალისიწნებული ვალდებულების დარღვევა, კერძოდ, 2014 წლის 12 სექტემბერს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების 3.3.1. პუნქტის შესაბამისად დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს საჯარო სკოლის წესდებით, შინაგანაწესით და ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნები. სსიპ ქალაქ თბილისის №--------------------–-- შინაგანაწესის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუქნტის თანახმად დასაქმებულის დისციპლინური გადაცდომაა ზნეობრივ-ეთიკური ნორმების წინააღმდეგ დასაქმებულის, მოსწავლის ან სკოლის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი. მხოლოდ ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული გადაცდომისათვის სკოლის ადმინისტრაციის (დირექტორის) მიერ გამოყენებული იქნა ,,საყვედური’’ და არა ასეთი დარღვევისათვის (მოსწავლის ან კოლეგის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის) ამავე შინაგანაწესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ,,სასტიკი საყვედური’’, ვერ გახდება ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ დამსაქმებელმა გამოიყენა ნაკლებად მკაცრი სახდელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატს მიაჩნია, რომ ვინაიდან თ----- ხ---–--–---მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დირექტორს, აღნიშნულით დაარღვია ზნეობრივი და ეთიკის ნორმები და შრომის შიანაგანაწესით დადგენილი წესები. შესაბამისად უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც თ------ ხ---–--–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის №--------------------–-- დირექტორის 2014 წლის 29 დეკემბრის №------ ბრძანება, თ------ ხ---–--–--ისთვის საყვედურის გამოცხადების შესახებ და ამ ნაწილში თ----- ხ---–--–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5.4. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევ სამართლებრივ შედეგად სწორად იქნა გამოყენებული სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტი: „სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“.
პირველი ინსტანციის სასამართლომ, ვინაიდან არ არსებობდა თავისუფალი თანამდებობა, (ტოლფასი თანამდებობაზე აღდგენა თავად მოსარჩელემ არ მოითოხვა) დამსაქმებელ ორგანიზაციაში, სავსებით მართებულად დააკისრა მოპასუხეს კომპენსაციის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ,სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სშკ-ი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდეც განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ.
კომპენსაციის განსაზღვრისას სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, ზემოხსენებულ კრიტერიუმებთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია, რომ კომპენსაცია შესაძლოა გაცილებით მეტიც იყოს, ვიდრე იძულებითი განაცდური, რომელიც დასაქმებულის პირვანდელ ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენის თანმდევი შედეგია. აღნიშნული იმითაა განპირობებული, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დასაქმებულის გათავისუფლების უკანონოდ (არამართლზომიერად) ცნობის შემთხვევაში, თუკი ვერ ხდება მისი პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა - დაკავებულ ან მის ტოლფას პოზიციაზე, კომპენსაცია გაიცემა სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, რომელიც, ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლოა გაცილებით მეტიც იყოს, ვიდრე სამუშაოზე აღდგენის შემთხვევაში დამსაქმებლისათვის დაკისრებული იძულებითი განაცდური, რადგან ასეთ ვითარებაში ყოფილი დასაქმებულის ნაწილობრივი უფლებრივი რესტიტუცია ხდება, ამასთან, არა მხოლოდ კონკრეტული დამსაქმებლისათვის, არამედ ზოგადად შრომით ბაზარზე ერთგვარი „სანქციის“ სახესაც უნდა ატარებდეს დამსაქმებლისათვის დაკისრებული კომპენსაცია იმ კონტექსტში, რომ მომავალში არიდებულ იქნეს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად შეწყვეტის შემთხვევები (იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის გამიჯვნაზე იხ. სუსგ-ები:# ას-140-140-2018, 29.08.2018წ. განჩინების 24-ე პუნქტი; ასევე- #ას-291-291-2018, 01.06-2018წ. განჩინების 17.1.3 ქვეპუნქტი) - შდრ. სუსგ-ას # ას-1329-2018, 22.02.2019წ.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა: „საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში“ (იხ. სუსგ # ას-941-891-2015, 29.01.2016წ.).
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე - სსიპ ქალაქ თბილისის №--------------------–-- მიერ მოსარჩელის გათავისუფლება მოხდა 2015 წლის 22 იანვრიდან, ხოლო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 2018 წლის 9 იანვარს. ამ დროის განმავლობაში, მოსარჩელის მიერ, გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა დაიკავა სხვა პირმა. თ------ ხ---–--–---სთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან მნიშვნელოვანი დროა გასული, რაც გავლენას ახდენს ნებისმიერი პირის კვალიფიკაციაზე; მოპასუხე არის საგანმანათლებლო დაწესებულება და არა კომერციული, მოგებაზე ორიენტირებული იურიდიული პირი - მიზანშეწონილია სსიპ ს-------- ჭ--------–-ს სახელობის ქალაქ თბილისის №--------------------–--თვის, თ------ ხ---–--–--ის სასარგებლოდ, კომპენსაციის გადახდის დაკისრება, 7 000 (დარიცხული) ლარის ოდენობით.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და საკომპესაციო თანხის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, თ----- ხ---–--–---ს არ დაეკისრება აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი ს.ფ. 266) ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ ს-------- ჭ--------–-ს სახელობის ქალაქ თბილისის №-- საჯარო სკოლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა თ------ ხ---–--–--ის სარჩელი სსიპ ქალაქ თბილისის №--------------------–-- დირექტორის 2014 წლის 29 დეკემბრის №------ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე და ამ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვტილება.
3. თ------ ხ---–--–--ის სარჩელი რომლითაც იგი ითოხვს - ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის №--------------------–-- დირექტორის 2014 წლის 29 დეკემბრის №------ ბრძანება, თ------ ხ---–--–--ისთვის საყვედურის გამოცხადების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.
4. სხვა ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება მის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე გენადი მაკარიძე