განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.11.2019
საქმის ნომერი
330310018002738017
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
29.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002738017

საქმე N3ბ/2391-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

29 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გიორგი გოგიაშვილი

 

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - ზ-----------------–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ზ-----------------–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №--- ოქმის თანახმად, 2012 წლის 9 მარტს კომისიის მიერ 2--- საკითხად განხილულ იქნა ჟ--–---------------–ის განცხადება ქალაქ თბილისში, ს------–---------–- 1 929 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. კომისიის გადაწყვეტილებით ჟ--–---------------–ს საკუთრების უფლება ეღიარა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე (ს.ფ 29).

 

2012 წლის 20 ივნისს ჟ--–---------------–სა და ზ-----------------–ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ჟ--–---------------–ის საკუთრებაში არსებული 1929 კვ.მ მიწის ნაკვეთი მდებარე ქალაქ თბილისში, ს------–---------–- (ს.კ. 0---------------), ჟ--–---------------–მა აჩუქა შვილს, ზ-----------------–ს.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე, ქალაქ თბილისში, ს------–---------–- მდებარე 1929 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს.კ. 0--------------- დარეგისტრირდა ზ-----------------–ის საკუთრებად (ს.ფ. 41-42).

 

2013 წლის 25 ივლისს ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას №-------------- განცხადებით მიმართა ნ--------------–მა და მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2012 წლის 09 მარტის №--- ოქმის საფუძველზე მიღებული საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლის მიხედვითაც ჟ--–---------------–ს ეღიარა საკუთრების უფლება 1 929 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.

 

ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2013 წლის 29 აგვისტოს №--- საოქმო გადაწყვეტილებით ნ--------------–ის განცხადება დაკმაყოფილდა და ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2012 წლის 09 მარტის №--- ოქმის 2--- საკითხით მიღებული გადაწყვეტილება (ს.ფ 30-31);

 

ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2013 წლის 29 აგვისტოს №--- საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოსი წარდგენილი იქნა ზ-----------------–ისა და ხ--------------–---–ის სარჩელი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ზ-----------------–ისა და ხ--------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 07 აპრილის განჩინებით, ზ-----------------–ის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო, ზ-----------------–ი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება და ზ-----------------–ის სარჩელი დატოვებული იქნა განუხილველად (საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამაში იხ. (საქმე №330310113329330 (3ბ/901-15)) (ს.ფ. 129-140);

 

2018 წლის 06 მარტს ზ-----------------–ის წარმომადგენელმა ბ------------ემ განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკურების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა 2013 წლის 29 აგვისტოს ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №--- საოქმო გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება და მისი ბათილად ცნობა.

 

2018 წლის 28 მარტს ზ-----------------–ის წარმომადგენელმა ბ------------ემ დამატებითი მტკიცებულების წარდგენის მიზნით, განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკურების უფლების აღიარების კომისიას, სადაც ასევე მიუთითა, რომ მხარეებს შორის მიმდინარეობდა სამოქალაქო დავა სასამართლოში, რომლის განხილვის მიზნით სხდომა ჩანიშნული იყო 2018 წლის 10 აპრილს და მოითხოვა უმოკლეს ვადაში განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღება (ს.ფ 33-35, 44-45);

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკურების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 12 აპრილის №--- ოქმით დგინდება, რომ კომისიამ მიზანშეუწონლად მიიჩნია 2013 წლის 29 აგვისტოს №--- საოქმო გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლა (ს.ფ 55-58);

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 28 მარტის განცხადებით ირკვევა და აღნიშნული სასამართლო სხდომაზეც დადასტურებული იქნა მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ, კომისიაში ზ-----------------–ის 2018 წლის 06 მარტის განცხადების განხილვის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მიმდინარეობდა დავა ჟ--–---------------–სა და ზ-----------------–ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნით. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილი იქნა, რომ ამავე სარჩელით მოსარჩელე ხ--------------–---–ი ითხოვდა სადავო 137 კვ.მ ფართის მესაკუთრედ ცნობას, რის გამოც სასამართლომ ზემოაღნიშული საკითხის გადაწყვეტამდე სწორად მიიჩნია აღიარების კომისიამ ზ-----------------–ის განცხადების განხილვა მიზანშეუწონლად. ამასთან, საყურადღებოა, რომ 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა ხ--------------–---–ის (მ---------–ის) სარჩელი, ბათილად ცნო ჩუქების ხელშეკრულოება და მოსარჩელე აღიარა სადავო 137 კვ.მ უძრავი ქონების მესაკუთრედ (სარჩელის წარდგენის თარიღი 01.05.2017. საქმე №2/11144-17 №330210117001904816 იხ. საქმის წარმოების ელ. პროგრამა).

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პირველ ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ-----------------–ის სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადაო აქტი მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე არ არსებობს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ზ-----------------–ის 2018 წლის 06 მარტის №----------------- განცხადების განხილვის დავალების საფუძველი.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

აპელანტის მითითებით, ზ-----------------–მა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიმართა ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საკითხის ხელახლა შესწავლის მიზნით. კომისიის სადავოდ ქცეული ოქმით კი, მას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე არარსებული ფაქტისა და არასწორი სამართლებრივი შეფასების გამო ეთქვა უარი, რაც შემდგომ სასამართლოშიც იქნა გასაჩივრებული.

აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში მიმდინარე პროცესების დროს, ზ-----------------–მა, 2018 წლის 28 დეკემბერს, კვლავ მიმართა ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და კიდევ ერთხელ ითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მომხდარიყო 2013 წლის 29 აგვისტოს N----ე ოქმის N-- საკითხის ხელახლა შესწავლა. მიუხედავად ამისა, კომისიამ ეს არ გააკეთა და სასამართლოში კვლავ გაგრძელდა საქმის განხილვა, თუმცა საბოლოოდ სასამართლომაც უკანონოდ უთხრა უარი მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფლებაზე.

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, რომ არ არსებულიყო ახლად აღმოჩენილი გარემოება, ზ-----------------–ს არ ექნებოდა საართლებრივი საფუძველი მიემართა კომისიისათვის, მაგრამ ამგვარი საფუძვლის არსებობისას, კომისიას უნდა შეესწავლა 2013 წლის 29 აგვისტოს N--- ოქმის N-- საკითხის კანონიერება, რაც განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ასევე სადავოდ ხდის, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ საოქმო განჩინებას, რომლითაც წინამდებარე საქმეზე სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადადებულ იქნა 2019 წლის 29 მარტისათვის. სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, საქმეზე გადაწყვეტილებისა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების გადადება საგამონაკლისო ნორმაა და იგი ხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმე ,,არსებითად რთული გადასაწყვეტია“. აპელანტის მითითებით, დაშვებელია სასამართლო ყველა საქმეს ჰკიდებდეს ასეთ ,,იარლიყს“. ცალსახაა, რომ საპროცესო კანონმდებლობა ასეთი შემთხვევისათვის ითვალისწინებს დასაბუთებული და მოტივირებული განჩინების გამოტანის აუცილებლობას, რაც განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა. შესაბამისად, არსებობს აღნიშნული საოქმო განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

სააპელაციო საჩივრის ავტორი ასევე მოითხოვს მოწინააღმდეგე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მოცემულ საქმეზე მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა- განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 12 აპრილის N--- ოქმის N1 საკითხის კანონიერების შემოწმება და მოპასუხე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ზ-----------------–ის 2018 წლის 06 მარტის N----------------- განცხადების განხილვის დავალდებულება.

 

სააპელაციო პალატა სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში დაცული ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №--- ოქმით დასტურდება, რომ 2012 წლის 9 მარტს, კომისიის მიერ 2--- საკითხად განხილულ იქნა ჟ--–---------------–ის განცხადება ქალაქ თბილისში, ს------–---------–- 1 929 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. კომისიის გადაწყვეტილებით ჟ--–---------------–ს საკუთრების უფლება ეღიარა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე (ს.ფ 29).

 

ჟ--–---------------–სა და ზ-----------------–ს შორის 2012 წლის 20 ივნისს დადებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ჟ--–---------------–მა მის საკუთრებაში არსებული 1929 კვ.მ მიწის ნაკვეთი მდებარე ქალაქ თბილისში, ს------–---------–- (ს.კ. 0---------------) აჩუქა შვილს, ზ-----------------–ს.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე, ქალაქ თბილისში, ს------–---------–- მდებარე 1929 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს.კ. 0--------------- დარეგისტრირდა ზ-----------------–ის საკუთრებად (ს.ფ. 41-42).

 

2013 წლის 25 ივლისს ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას №-------------- განცხადებით მიმართა ნ--------------–მა და მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2012 წლის 09 მარტის №--- ოქმის საფუძველზე მიღებული საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლის მიხედვითაც ჟ--–---------------–ს ეღიარა საკუთრების უფლება 1 929 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.

 

ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2013 წლის 29 აგვისტოს №--- საოქმო გადაწყვეტილებით ნ--------------–ის განცხადება დაკმაყოფილდა და ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2012 წლის 09 მარტის №--- ოქმის 2--- საკითხით მიღებული გადაწყვეტილება (ს.ფ 30-31);

 

ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2013 წლის 29 აგვისტოს №--- საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოსი წარდგენილი იქნა ზ-----------------–ისა და ხ--------------–---–ის სარჩელი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ზ-----------------–ისა და ხ--------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 07 აპრილის განჩინებით, ზ-----------------–ის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო, ზ-----------------–ი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება და ზ-----------------–ის სარჩელი დატოვებული იქნა განუხილველად (საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამაში იხ. (საქმე №330310113329330 (3ბ/901-15)) (ს.ფ. 129-140);

 

2018 წლის 06 მარტს ზ-----------------–ის წარმომადგენელმა ბ------------ემ განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკურების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა 2013 წლის 29 აგვისტოს ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №--- საოქმო გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება და მისი ბათილად ცნობა.

 

2018 წლის 28 მარტს ზ-----------------–ის წარმომადგენელმა ბ------------ემ დამატებითი მტკიცებულების წარდგენის მიზნით, განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკურების უფლების აღიარების კომისიას, სადაც მიუთითა, რომ იმავე მხარეთა შორის სამოქალაქო დავა მიმდინარეობდა სასამართლოში, რომლის განხილვის მიზნით სხდომა ჩანიშნული იყო 2018 წლის 10 აპრილს და მოითხოვა უმოკლეს ვადაში განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღება (ს.ფ 33-35, 44-45);

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკურების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 12 აპრილის №--- ოქმით დგინდება, რომ კომისიამ მიზანშეუწონლად მიიჩნია 2013 წლის 29 აგვისტოს №--- საოქმო გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლა (ს.ფ 55-58);

 

სააპელაციო პალატა განსახილველ შემთხვევაში იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას და განმარტავს, რომ როგორც საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 28 მარტის განცხადებით ირკვევა, (რაც პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩატარებულ სხდომაზეც იქნა დადასტურებული მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკურების უფლების აღიარების კომისიაში ზ-----------------–ის 2018 წლის 06 მარტის განცხადების განხილვის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მიმდინარეობდა დავა ჟ--–---------------–სა და ზ-----------------–ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის თაობაზე.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მითითებულ დავაში მოსარჩელე ხ--------------–---–ის ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა სადავო მიწის ნაკვეთის 137 კვ.მ ფართის მის საკუთრებად აღიარება. ყოველივე ზემოაღნიშნულიან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ ზემოაღნიშული საკითხის გადაწყვეტამდე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკურების უფლების აღიარების კომისიამ ზ-----------------–ის განცხადების განხილვა სწორად მიიჩია მიზანშეუწონლად, რამეთუ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მიმდინარე დავის შედეგს არსებითი მნიშვნელობა გააჩნდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკურების უფლების აღიარების კომისიაში მიმდინარე წარმოებისათვის.

 

სააპელაციო პალატა აქვე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოების შესახებ, რომ როგორც საერთო სასამართლოების საქმის წარმოების ელ. პროგრამის მეშვეობით გახდა ცნობილი 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა ხ--------------–---–ის (მ---------–ის) სარჩელი, ბათილად ცნო ჩუქების ხელშეკრულება და მოსარჩელე აღიარა სადავო 137 კვ.მ უძრავი ქონების მესაკუთრედ (სარჩელის წარდგენის თარიღი 01.05.2017. საქმე №2/11144-17 №330210117001904816).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდიანრე, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ზ-----------------–ის სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადაო აქტი მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე არ არსებობს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ზ-----------------–ის 2018 წლის 06 მარტის №----------------- განცხადების განხილვის დავალების საფუძველი.

 

რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის იმ საოქმო განჩინების კანონიერებას, რომლითაც მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადადებულ იქნა 2019 წლის 29 მარტს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმის ზეპირი განხილვის შემდეგ ცხადდება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. მოსამართლე უფლებამოსილია, სათათბირო ოთახში გაუსვლელად გამოაცხადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. თუ საქმე არსებითად რთული გადასაწყვეტია, გამონაკლის შემთხვევაში, მოსამართლე უფლებამოსილია, გადადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვისა. აღნიშნულის თაობაზე მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება, რის შესახებაც სხდომის დასრულებისთანავე აცნობებს მხარეებს, და განსაზღვრავს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღს. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ დავის სირთულის განსაზღვრა მოსამართლის შესაფასებელი კატეგორიას წარმოადგენს, ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების გადადება გამართლებულია კონკრეტული დავის სირთულითა და საქმის სწორად გადაწყვეტის ინტერესით. ამდენად, არც ამ ნაწილში არსებობს აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.

 

რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას, მოწინააღმდეგე მხარისათვის ზ-----------------–ის სასარგებლოდ აპელანტის მიერ გაღებული სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების დაკისრების შესახებ, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც არ იქნა დაკმაყოფლებული ზ-----------------–ის სარჩელი უსაფუძვლობის გამო, ასევე უსაფუძვლოა მოთხოვნა მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის დაკისრების თაობაზე.

 

საპროცესო ხარჯები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ-----------------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება;

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე გიორგი გოგიაშვილი