განჩინება/გადაწყვეტილება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010340018900013711
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
(სარეზოლუციო ნაწილი)
საქმე Nსსკ- 02-18 16 აპრილი, 2018 წელი
სსკ-02-18 შ----ე ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვასილ როინიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვა
სხდომის მდივანი - ქ------- ბ------–---–ი
საჩივრის ავტორი - ი-----–- შ----ე
წარმომადგენლები - მ-----– ჯ-----; დ----- ლ--------
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
წარმომადგენელი - ხ----- შ----–--ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 22 თებერვლის N1/139 გადაწყვეტილება.
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 366 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ი-----–- შ----ის საჩივარი მისი მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 22 თებერვლის N1/139 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 22 თებერვლის N1/139 გადაწყვეტილება, ბ-------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის ი. შ----ი-----ის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ.
3. საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვასილ როინიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
პაატა სილაგაძე