განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.04.2018
საქმის ნომერი
010332218900013289
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
17.04.2018

გადაწყვეტილების ტექსტი

# 010332218900013289

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

საქმე #სპ-02-18. 17 აპრილი, 2018 წელი

ქ. თბილისი

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი), ვასილ როინიშვილი

 

მ--- გ------ს მდივნობით,განიხილა ადვოკატ ა---------– გ--------ის საჩივარი სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 12.10.2017წ. გადაწყვეტილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატამ იხელმძღვანელა „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით (კანონის ანალოგია) და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ადვოკატ ა---------– გ--------ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 12.10.2017წ. გადაწყვეტილება;

3. შეწყდეს ადვოკატ ა---------– გ--------ის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოება ხანდაზმულობის გამო;

4. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: /მაია ვაჩაძე/

 

მოსამართლეები: /ნუგზარ სხირტლაძე/

 

/ვასილ როინიშვილი/