დაუშვებლობის შესახებ განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118700051512
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№39აპ-18 ქ. თბილისი
ჩ--------- გ----, 39აპ-18 24 მაისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო გვენეტაძე (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ---- ჩ---------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ----- გ------ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. გ----ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის განაჩენით გ---- ჩ---------, – დაბადებული 1----–-–------------, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; მასვე 3 წლით ჩამოერთვა საქმიანობის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. გ. ჩ--------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2017 წლის 5 აგვისტოდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენით შეიცვალა: გ---- ჩ--------ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ---- ჩ--------მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2017 წლის 5 აგვისტოს, დაახლოებით 16:35 საათზე, თ---–------------–----–--ის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე, დაბა ს------–ი, „ნისან ტიდას“ მარკის ავტომანქანით, ტრანზიტული №------, თ---–---ს მიმართულებით მოძრავმა გ---- ჩ--------მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ყოველგვარი ხელშემშლელი გარემოებების გარეშე გადავიდა საპირისპირო ზოლში და შეეჯახა ქვეითთა ბილიკზე მყოფ შ------- მ------–-–---–-ა და მის მცირეწლოვან ქალიშვილ ნ---- უ------ს. შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო შ------- მ------–-–---–- და ნ---- უ------ ადგილზე გარდაიცვალნენ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას და გ---- ჩ---------სათვის სასჯელის ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას იმ მოტივით, რომ მან ჩაიდინა გაუფრთხილებელი დანაშაული; აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას; არ არის ნასამართლევი; მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ; ჰყავს 5 წლის გოგონა, რომლის ერთადერთი პატრონიც თვითონაა და არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები.
6. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორი ნანა გუგუტიშვილი შესაგებლით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ---- ჩ---------ს ქმედების კვალიფიკაციისა და სასჯელის განსაზღვრის ნაწილში და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
9. საკასაციო პალატა სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული საბოლოო სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და დაასაბუთა, თუ რატომ დაუმძიმა მსჯავრდებულ გ---- ჩ--------ს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით შეფარდებული სასჯელი, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ---- ჩ---------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ----- გ------ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. გვენეტაძე
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი