განჩინება

სისხლის სამართლის 22.06.2018
საქმის ნომერი
330802218002481339
თარიღი
22.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802218002481339

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

17I-18 ქ. თბილისი

ს--------ი/ს-------ი ა------, 17I-18 22 ივნისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან _ კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ _ ნანიკო ზაზუნაშვილის

ადვოკატების _ კ--- ც------–---ს, ე----- ბ--------ს, გ---- ნ-----–--–---–-ს, ხ---- ნ-----–--–---–-ს

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ა------ ს--------ის/ს-------ის

თარჯიმან _ ნ. გ--–---ს

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა------ ს--------ის/ს-------ისა და მისი ინტერესების დამცველების, ადვოკატების - კ--- ც------–---სა და ე----- ბ--------ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწოდებული მასალების თანახმად, 2016 წლის 6 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების კოლუმბიის საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული საბრალდებო დასკვნის მიხედვით ა. ს--------ი/ს-------ი ბრალდებულია შემდეგი დანაშაულების ჩადენაში:

 

აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 371-ე მუხლით, აშშ-ს კოდექსის 50-ე თავის 1705 მუხლით, ფედერალური რეგულაციების შესახებ კოდექსის 31-ე თავის 560.203 - 560.205 და 594.204, 594.205 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული (შეთქმულება აშშ-დან ირანში საქონლის ექსპორტის და უცხოური აქტივების კონტროლის სამსახურის (OFAC) სპეციალური დანიშნულების მოქალაქეთათვის (SDN) მომსახურების გაწევის მიზნით, აგრეთვე აშშ-ს, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტისა და აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტის მიმართ თაღლითობის მიზნით) ამასთან, აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე ვადით;

აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის მე-2 მუხლთან ერთობლიობაში (პასუხისმგებლობა დანაშაულის ჩადენაში დახმარებისათვის) აშშ-ს კოდექსის 50-ე თავის 1702 და 1705 მუხლებით, ფედერალური რეგულაციების შესახებ კოდექსის 31-ე თავის 560.203 - 560.205 და 594.204, 594.205 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული (უკანონო ექსპორტი და ექსპორტის განხორციელების მცდელობა ემბარგოდადებულ ქვეყანაში და მომსახურების გაწევა უცხოური აქტივების კონტროლის სამსახურის (OFAC) სპეციალური დანიშნულების მოქალაქეთათვის/იურიდიული პირებისათვის (SDN) ამასთან, აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 20 წლამდე ვადით;

აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის მე-2 მუხლთან ერთობლიობაში (პასუხისმგებლობა დანაშაულის ჩადენაში დახმარებისათვის) აშშ-ს კოდექსის 50-ე თავის 1705 მუხლით და ფედერალური რეგულაციების შესახებ კოდექსის მე-15 თავის 764.2(a),(b),(k) მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (უარის თქმის შესახებ ბრძანების (TDO) ნებაყოფლობით დარღვევა) ამასთან, აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 20 წლამდე ვადით;

აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1956 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (შეთქმულება ფულის გათეთრების მიზნით). ამასთან, აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 20 წლამდე ვადით;

2. ამერიკის შეერთებულ შტატებში ა. ს--------ის/ს-------ის მიმართ 2016 წლის 6 ოქტომბერს მიღებულ საბრალდებო აქტს საფუძვლად უდევს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

დაახლოებით 2012 წლის აპრილიდან სექტემბრამდე პერიოდში, ა------ ს--------ი/ს-------ი სხვა პირებთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, შეეცადა ამერიკის შეერთებული შტატებიდან ირანში საჰაერო ხომალდის ძრავის უკანონო ექსპორტის განხორციელებას, აღნიშნული ძრავის ირანული კომპანია „M-------r“-ისათვის მიყიდვის გზით. მითითებული ქმედება ხორციელდებოდა ამერიკული კანონმდებლობის დარღვევით, ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოებისათვის ძრავის საბოლოო დანიშნულების ადგილის თაობაზე მცდარი ინფორმაციის მიწოდებით, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით.

 

ამერიკული კანონმდებლობის თანახმად, აკრძალულია ამერიკის შეერთებულ შტატებში დამზადებული კომერციული საჰაერო ხომალდების ძრავების ექსპორტი ან რე-ექსპორტი განსაზღვრულ-ემბარგოდადებულ დანიშნულების ადგილებზე, მათ შორის ირანში, თუ ექსპორტიორს არ აქვს სპეციალური ლიცენზია შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის სამსახურიდან (OFCAT).

 

ამასთან, 2008 წლის 17 მარტს სავაჭრო დეპარტამენტმა გამოსცა დროებითი უარის ბრძანება (TDO), რომლის მიხედვითაც „M-------r“-ს არ ჰქონდა ექსპორტის პრივილეგია. TDO-ს მიხედვით „M-------r“-ს ან/და ნებისმიერ პირს ან კომპანიას, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მოქმედებენ „M-------r“-ის სახელით ან/და მის სასარგებლოდ, აეკრძალათ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ექსპორტთან დაკავშირებულ გარიგებებში მონაწილეობა. გარდა აღნიშნულისა, 2011 წელს უცხოური აქტივების კონტროლის სამსახურმა „M-------r“ ჩასვა OFAC-ის სპეციალური დანიშნულების მოქალაქეთა (SDN) სიაში ისლამური რევოლუციის გვარდიის შენაერთებისთვის (Islamic Revolutionary Guard Corps-Qods Force) ფინანსური, მატერიალური და ტექნოლოგიური დახმარების გაწევისათვის. SDN-ი ზღუდავს „M-------r“-ის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს აშშ დოლარში განხორციელებულ გარიგებებში, და აგრეთვე კრძალავს ნებისმიერი საქონელის, ტექნოლოგიის ან მომსახურების ექსპორტს, რე-ექსპორტს, გაყიდვას ან მიწოდებას ამერიკის შეერთებული შტატებიდან პირდაპირი ან არაპირდაპირი გზებით.

 

დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელების დროს, ა. ს--------ი/ს-------ი მოქმედებდა, როგორც თურქული საავიაციო კომპანიის - K------------k (K--l) - ლოჯისტიკისა და შესყიდვების აგენტი. აღნიშნული კომპანია უცხოური კლიენტების სახელით ყიდულობდა საჰაერო ხომალდის ნაწილებსა და სხვა მსგავს საქონელს. მოცემულ შემთხვევაში მითითებული კომპანიის მიზანს წარმოდგენდა, საჰაერო ხომალდის ძრავის ამერიკული კომპანიისაგან შესყიდვა და შემდგომ ირანული კომპანია „M-------r”-ისათვის მიყიდვა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საჰაერო ხომალდის შესაბამისი ძრავის შესყიდვამდე უშუალოდ ა. ს--------ი/ს-------ი, კომპანია „K--l”-ის სახელით, ოფიციალურად გაეცნო ამერიკული კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის აკრძალვებს და დაადასტურა, რომ მათ მიერ არ მოხდებოდა მითითებული აკრძალვების დარღვევა.

 

2012 წლის ივლისში ა. ს--------მა/ს-------მა და მისმა თანამზრახველებმა ზემოაღნიშნული თურქული კომპანიის სახელით, ამერიკის შეერთებულ შტატების ტერიტორიაზე შეიძინეს 1 060 000 ამერიკული დოლარის ღირებულების საჰაერო ხომალდის ძრავი ESN 517621 და ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ ორგანოებს დაუმალეს მითითებული ძრავის საბოლოო დანიშნულების ადგილის თაობაზე ინფორმაცია. მითითებული მიზნის განსახორციელებლად თანამზრახველები იყენებდნენ შესაბამის დოკუმენტაციას. კერძოდ, ძრავის შესყიდვის ორდერები შეიცავდნენ მცდარ ინფორმაციას ძრავის რეალური მყიდველის თაობაზე. ძრავის საბოლოო შემსყიდველად მითითებული იყო თურქული კომპანია „K--l“, მაშინ, როდესაც მითითებული ძრავის შემდგომი გასხვისება უნდა მომხდარიყო ირანულ კომპანია “M-------r”-ზე. ამასთან, შესაბამისმა ტვირთის ექსპედიტორმა, ა. ს--------ის/ს-------ისა და მისი თანამზრახველების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე საჰაერო ზედნადებში მიუთითა არასწორი ინფორმაცია ძრავის მიმღები პირის თაობაზე, კერძოდ, ძრავის საბოლოო მიმღებად მითითებული იყო თურქული კომპანია „K--l“, მაშინ როდესაც საბოლოო მიმღებს წარმოადგენდა ირანული კომპანია „M-------r“, ხოლო საბოლოო დანიშნულების ადგილს - ირანი. მითითებული მცდარი ინფორმაცია, ტვირთის ექსპედიტორის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე, გადაეცა ამერიკის შეერთებული შტატების საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახურს და შედეგად განხორციელდა ძრავის საბოლოო დანიშნულების ადგილის თაობაზე ინფორმაციის დამალვა.

 

საბოლოო დანიშნულების ადგილის თაობაზე მცდარი ინფორმაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოებისათვის წარდგენის შედეგად, ზემოაღნიშნული საჰაერო ხომალდის ძრავის ექსპორტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელდა 2012 წლის 21 ივლისს. თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე იგი მოგვიანებით დაბრუნებულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე.

 

ამასთან, საჰაერო ხომალდის ძრავის შესყიდვა განხორციელდა, აგრეთვე, სხვა მსგავსი კატეგორიის დანაშაულის შედეგად მოპოვებულ თანხის მეშვეობით და შესაბამისად, მითითებული თანხის თურქეთის რესპუბლიკიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადარიცხვის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა თანამზრახველების მიერ მისი უკანონო ბუნების შენიღბვა.

 

3. 2016 წლის 6 ოქტომბერს გამოიცა ა. ს--------ის/ს-------ის დაკავების ბრძანება.

 

4. 2017 წლის 29 ივნისიდან ა. ს--------ი/ს-------ი ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის არხებით.

 

5. 2017 წლის 22 სექტემბერს გაფორმდა ერთობლივი დეკლარაცია საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ა. ს-------ის/ს--------ის ექსტრადიციის თაობაზე.

 

6. 2017 წლის 25 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. ს--------ი.

 

7. 2017 წლის 27 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით, ა. ს--------ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით.

 

8. 2017 წლის 9 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი ა. ს--------ის/ს-------ისა და მისი ადვოკატის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

 

9. 2017 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტიდან, დიპლომატიური არხებით, მიიღო ა. ს--------ის/ს-------ის საექსტრადიციო მასალები. აღნიშნული დოკუმენტების დედანი მთავარმა პროკურატურამ მიიღო 2017 წლის 6 ნოემბერს.

 

10. 2017 წლის 27 დეკემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, დიპლომატიური არხებით, მიიღო დამატებითი გარანტიები ა. ს--------ის/ს-------ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციასთან დაკავშირებით.

 

11. 2017 წლის 22 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ა. ს--------ის/ს-------ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2018 წლის 25 მარტამდე.

 

12. 2017 წლის 28 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი ა. ს--------ის/ს-------ისა და მისი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

 

13. 2018 წლის 23 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ა. ს--------ის/ს-------ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2018 წლის 25 ივნისამდე.

 

14. 2018 წლის 28 მაისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოებისაგან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ა. ს--------ის/ს-------ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციასთან დაკავშირებით.

 

15. 2018 წლის 5 ივნისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო დამატებითი ინფორმაცია ა. ს--------ის/ს-------ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციასთან დაკავშირებით.

 

16. 2018 წლის 6 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და მოითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი ა------ ს--------ის/ს-------ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი პროცედურების განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც მითითებულია 2016 წლის 6 ოქტომბრის საბრალდებო აქტში და დასჯადია აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 371-ე მუხლით, აშშ-ს კოდექსის 50-ე თავის 1705 მუხლით, ფედერალური რეგულაციების შესახებ კოდექსის 31-ე თავის 560.203 - 560.205 და 594.204, 594.205 მუხლებით (შეთქმულება აშშ-დან ირანში საქონლის ექსპორტის და უცხოური აქტივების კონტროლის სამსახურის (OFAC) სპეციალური დანიშნულების მოქალაქეთათვის (SDN) მომსახურების გაწევის მიზნით, აგრეთვე აშშ-ს, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტისა და აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტის მიმართ თაღლითობის მიზნით); აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის მე-2 მუხლთან ერთობლიობაში (პასუხისმგებლობა დანაშაულის ჩადენაში დახმარებისათვის) აშშ-ს კოდექსის 50-ე თავის 1702 და 1705 მუხლებით, ფედერალური რეგულაციების შესახებ კოდექსის 31-ე თავის 560.203 - 560.205 და 594.204, 594.205 მუხლებით (უკანონო ექსპორტი და ექსპორტის განხორციელების მცდელობა ემბარგოდადებულ ქვეყანაში და მომსახურების გაწევა უცხოური აქტივების კონტროლის სამსახურის (OFAC) სპეციალური დანიშნულების მოქალაქეთათვის/იურიდიული პირებისათვის (SDN); აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის მე-2 მუხლთან ერთობლიობაში (პასუხისმგებლობა დანაშაულის ჩადენაში დახმარებისათვის) აშშ-ს კოდექსის 50-ე თავის 1705 მუხლით და ფედერალური რეგულაციების შესახებ კოდექსის მე-15 თავის 764.2(a),(b),(k) მუხლით (უარის თქმის შესახებ ბრძანების (TDO) ნებაყოფლობით დარღვევა) და აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1956 მუხლით (შეთქმულება ფულის გათეთრების მიზნით).

 

17. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ 2018 წლის 8 ივნისის განჩინებით დასაშვებად ცნო ა------ ს--------ის/ს-------ის ექსტრადიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში მის მიმართ სისხლისსამართლებრივი პროცედურების განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც მითითებულია 2016 წლის 6 ოქტომბრის საბრალდებო აქტში და დასჯადია აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 371-ე მუხლით, აშშ-ს კოდექსის 50-ე თავის 1705 მუხლით, ფედერალური რეგულაციების შესახებ კოდექსის 31-ე თავის 560.203 - 560.205 და 594.204, 594.205 მუხლებით (შეთქმულება აშშ-დან ირანში საქონლის ექსპორტის და უცხოური აქტივების კონტროლის სამსახურის (OFAC) სპეციალური დანიშნულების მოქალაქეთათვის (SDN) მომსახურების გაწევის მიზნით, აგრეთვე აშშ-ს, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტისა და აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტის მიმართ თაღლითობის მიზნით); აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის მე-2 მუხლთან ერთობლიობაში (პასუხისმგებლობა დანაშაულის ჩადენაში დახმარებისათვის) აშშ-ს კოდექსის 50-ე თავის 1702 და 1705 მუხლებით, ფედერალური რეგულაციების შესახებ კოდექსის 31-ე თავის 560.203 - 560.205 და 594.204, 594.205 მუხლებით (უკანონო ექსპორტი და ექსპორტის განხორციელების მცდელობა ემბარგოდადებულ ქვეყანაში და მომსახურების გაწევა უცხოური აქტივების კონტროლის სამსახურის (OFAC) სპეციალური დანიშნულების მოქალაქეთათვის/იურიდიული პირებისათვის (SDN); აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის მე-2 მუხლთან ერთობლიობაში (პასუხისმგებლობა დანაშაულის ჩადენაში დახმარებისათვის) აშშ-ს კოდექსის 50-ე თავის 1705 მუხლით და ფედერალური რეგულაციების შესახებ კოდექსის მე-15 თავის 764.2(a),(b),(k) მუხლით (უარის თქმის შესახებ ბრძანების (TDO) ნებაყოფლობით დარღვევა) და აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1956 მუხლით (შეთქმულება ფულის გათეთრების მიზნით).

 

18. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი – ა------ ს--------ი/ს-------ი და მისი ინტერესების დამცველები, ადვოკატები - კ--- ც------–--ე და ე----- ბ-------- საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისის განჩინების გაუქმებას იმ მოტივით, რომ ა------ ს--------ს/ს-------ს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და ამასთანავე, ქმედებები, რომელსაც მას ედავებიან, არ არის დასჯადი საქართველოს კანონმდებლობით, რაც „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, გამორიცხავს პირის ექსტრადიციას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

 

3. ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. ს--------ი/ს-------ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2017 წლის 25 სექტემბერს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

4. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ძებნილი ა. ს--------ის/ს-------ის მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატებმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს რაიმე მტკიცებულებები, რაც მის მიმართ ამერიკის შეერთებულ შტატებში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა.

 

5. დაცვის მხარის მითითებასთან დაკავშირებით, რომ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა ა. ს--------ის/ს-------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, პალატა მიუთითებს, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი არ ითვალისწინებს პირის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში არ იხილება ა. ს--------ის/ს-------ის ბრალეულობის საკითხი. სასამართლო მსჯელობს მხოლოდ იმაზე, ხომ არ არსებობს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები.

 

6. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და არ ეთანხმება კასატორების მითითებას იმის შესახებ, რომ ქმედება, რომლის ჩადენასაც ედავებიან ა. ს--------ს/ს-------ს არ არის დასჯადი საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ:

 

ექსტრადიციის სფეროში სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, პირის ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღება დანაშაულებრივი ქმედების ძირითადი ელემენტები (დისპოზიცია) მისი მაკვალიფიცირებელი გარემოებების შეფასების გარეშე. ამასთან, ორმაგი დანაშაულებრიობის პრინციპის განსაზღვრისას, მხედველობაშია მისაღები ევროპის საბჭოს სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ ევროპული კონვენციების ექსპერტთა კომიტეტისათვის (Committee of Experts on the Operation of European Conventions on Co-operation in Criminal Matters (PC-OC) საქართველოს მიერ გაცხადებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ორმაგი დანაშაულებრიობის პრინციპის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება მომთხოვნი სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ქმედების კვალიფიკაცია და დანაშაულის კატეგორია. მითითებული პრინციპი დაცულად მიიჩნევა, თუკი საექსტრადიციო მასალებში აღწერილი ქმედების ძირითადი ელემენტები დასჯადია საქართველოს კანონმდებლობით, მიუხედავად იმისა ემთხვევა თუ არა აღნიშნული კვალიფიკაცია მომთხოვნი სახელმწიფოს მიერ გამოყენებულ კვალიფიკაციას (). აღნიშნული მიდგომა გაზიარებულია აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებით (მაგალითისთვის იხ. სუსგ 1I-16 , 32I-17).

 

საექსტრადიციო მასალების თანახმად, ა. ს--------მა და მისმა თანამზრახველებმა ექსპორტის პროცედურებზე პასუხისმგებელ კომპანიას განზრახ მიაწოდეს მცდარი ინფორმაცია ტვირთის საბოლოო დანიშნულების ადგილის თაობაზე. აღნიშნულმა კომპანიამ კი მითითებული მცდარი ინფორმაცია, შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე, მიაწოდა ამერიკის შეერთებული შტატების საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახურს. ამასთან, შესაბამის დოკუმენტაციაში ტვირთის საბოლოო დანიშნულების ადგილის თაობაზე მცდარი ინფორმაციის მითითების გარეშე მითითებული ტვირთის ამერიკის შეერთებული შტატების საბაჟო საზღვარზე გადატანა ვერ განხორციელდებოდა. აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ გადატანილი ტვირთის ღირებულება - 1 751 438 ლარი, წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისათვის. ამდენად, ა. ს--------ის მიერ ჩადენილი ქმედებები საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დასჯადი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით; ამასთან, ვინაიდან საჰაერო ხომალდის ძრავის შესყიდვა განხორციელდა, სხვა მსგავსი კატეგორიის დანაშაულის შედეგად მოპოვებულ თანხის მეშვეობით და შესაბამისად, მითითებული თანხის თურქეთის რესპუბლიკიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადარიცხვის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა თანამზრახველების მიერ მისი უკანონო ბუნების შენიღბვა, მითითებული ქმედების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში კვალიფიკაცია განხორციელდებოდა, აგრეთვე, 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ჯგუფურად), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

 

შესაბამისად, ა. ს--------ის მიერ ჩადენილი ქმედებები დანაშაულად ითვლება და დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში, მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია სულ მცირე ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს რა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო - სამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას, მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ივნისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ა------ ს--------ის/ს-------ის ექსტრადიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში მის მიმართ სისხლისსამართლებრივი პროცედურების განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც მითითებულია 2016 წლის 6 ოქტომბრის საბრალდებო აქტში და დასჯადია აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 371-ე მუხლით, აშშ-ს კოდექსის 50-ე თავის 1705 მუხლით, ფედერალური რეგულაციების შესახებ კოდექსის 31-ე თავის 560.203 - 560.205 და 594.204, 594.205 მუხლებით (შეთქმულება აშშ-დან ირანში საქონლის ექსპორტის და უცხოური აქტივების კონტროლის სამსახურის (OFAC) სპეციალური დანიშნულების მოქალაქეთათვის (SDN) მომსახურების გაწევის მიზნით, აგრეთვე აშშ-ს, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტისა და აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტის მიმართ თაღლითობის მიზნით); აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის მე-2 მუხლთან ერთობლიობაში (პასუხისმგებლობა დანაშაულის ჩადენაში დახმარებისათვის) აშშ-ს კოდექსის 50-ე თავის 1702 და 1705 მუხლებით, ფედერალური რეგულაციების შესახებ კოდექსის 31-ე თავის 560.203 - 560.205 და 594.204, 594.205 მუხლებით (უკანონო ექსპორტი და ექსპორტის განხორციელების მცდელობა ემბარგოდადებულ ქვეყანაში და მომსახურების გაწევა უცხოური აქტივების კონტროლის სამსახურის (OFAC) სპეციალური დანიშნულების მოქალაქეთათვის/იურიდიული პირებისათვის (SDN); აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის მე-2 მუხლთან ერთობლიობაში (პასუხისმგებლობა დანაშაულის ჩადენაში დახმარებისათვის) აშშ-ს კოდექსის 50-ე თავის 1705 მუხლით და ფედერალური რეგულაციების შესახებ კოდექსის მე-15 თავის 764.2(a),(b),(k) მუხლით (უარის თქმის შესახებ ბრძანების (TDO) ნებაყოფლობით დარღვევა) და აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1956 მუხლით (შეთქმულება ფულის გათეთრების მიზნით), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა------ ს--------ის/ს-------ის (A--- S----Z) და მისი ინტერესების დამცველების, ადვოკატების - კ--- ც------–---სა და ე----- ბ--------ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

 

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

პ. სილაგაძე