დაუშვებლობის შესახებ განჩინება

სისხლის სამართლის 25.06.2018
საქმის ნომერი
010100218700051576
თარიღი
25.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100218700051576

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№45აპ-18 ქ. თბილისი

დ-------–---–ი გ-------, 45აპ-18 26 ივნისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო გვენეტაძე (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ------- დ-------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ------– კ-------ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით გ------- დ-------–---–ი, – დაბადებული 1----–-–---------------, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2015 წლის 17 იანვრიდან. საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის თანახმად, გ. დ-------–---–ს დაენიშნა არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობა სრულ გამოჯანმრთელებამდე. გამოჯანმრთელების შემთხვევაში გ. დ-------–---–მა სასჯელის მოხდა უნდა გააგრძელოს საერთო წესით. ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ყოფნის დრო ითვლება სასჯელის საერთო ვადაში.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენით შეიცვალა: გ------- დ-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2015 წლის 17 იანვრიდან.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- დ-------–---–მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

· 2015 წლის 17 იანვარს გ------- დ-------–---–ი გ----–ი, ს---–--------ს ქ. №3--ში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ყაჩაღურად თავს დაესხა ნ-----–- მ-------ს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით გასტაცა ფული და ძვირფასეულობა.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ გ------- დ-------–---–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ტ------– კ------ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებები სრულყოფილად არ გააანალიზა, რითაც დადასტურდებოდა გ------- დ-------–---–ის უდანაშაულობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი ტ------– კ------ე ითხოვს გ------- დ-------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის გამართლებას.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: ბიოლოგიური ექსპერტიზის 2015 წლის 17 მარტის №0-------- დასკვნით, შემთხვევის ადგილიდან (შესასვლელი ოთახის იატაკიდან და კიბის საფეხურიდან) ამოღებულ სიგარეტის ნამწვებზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი იდენტურია გ------- დ-------–---–ის ნერწყვის გენეტიკური პროფილისა; ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის 2015 წლის 16 მარტის №0-------- დასკვნის თანახმად, წებოვან ლენტზე აღმოჩენილ ნაცრისფერ შალის ბოჭკოებსა და ნ-----–- მ-------ს ჯემპრის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილება; წებოვან ლენტზე აღმოჩენილ მუქ ნაცრისფერ ბამბის ბოჭკოებს და გ------- დ-------–---–ის ჟაკეტის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილება; გ------- დ-------–---–ის ქურთუკზე აღმოჩენილ ნაცრისფერ შალის ბოჭკოებსა და ნ-----–- მ-------ს ჯემპრის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილება; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებით და სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტითაა დადგენილი გ------- დ-------–---–ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.

 

8. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სრულად და ობიექტურად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და ისე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, რომლის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

 

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოების არსებობა არ იკვეთება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ გ------- დ-------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ------– კ-------ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე ნ. გვენეტაძე

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

გ. შავლიაშვილი