განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100117001937061
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№29აპ-18 ქ. თბილისი
ღ----–---- თ----------, 29აპ-18 25 ივნისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ თ---------- ღ----–----სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ---- მ-------–---–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განაჩენით თ---------- ღ----–----, - დ----------–-------–--–ს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.
თ---------- ღ----–----ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 23 აპრილიდან.
თ---------- ღ----–----ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თ---------- ღ----–----მ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
თ---------- ღ----–----მ 2017 წლის 23 აპრილს ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-----ში უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 0,1287 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რასაც უკანონოდ ინახავდა ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბეში, რაც ამოიღეს პოლიციის მუშაკებმა 2017 წლის 23 აპრილს ქ. ბ------ში, შ--–----ის ქუჩა №--–ის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ---- მ-------–---–მა და ითხოვეს თ---------- ღ----–----ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ მოტივით, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია; ბრალდება ეფუძნება მხოლოდ დაინტერესებულ პოლიციელთა ცრუ ჩვენებებს; სასამართლომ სრულყოფილად არ შეაფასა ყველა ის მტკიცებულება, რაც გამოკვლეული იყო სასამართლო სხდომაზე; ბრალდების მტკიცებულებები მოპოვებულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონის დარღვევით; მოწმეთა ჩვენებები წინააღმდეგობრივია; ექსპერტიზის დასკვნაში შეგნებულად არის გაზრდილი ნარკოტიკების რაოდენობა.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. მსჯავრდებულ თ---------- ღ----–----სთვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. საქმეები №515აპ-14, №283აპ.-16, № 96აპ-17), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.
8. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებითაც უტყუარად დასტურდება თ---------- ღ----–----ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.
9. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას პოლიციელებისა და ექსპერტის მიერ არასწორი და წინააღმდეგობრივი ინფორმაციების მოწოდების შესახებ, ვინაიდან მათი ჩვენებები დამაჯერებელი და ურთიერთშესაბამისია და რაიმე გარემოება, რაც პალატას მათი ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველს მისცემდა, საქმის მასალებიდან არ იკვეთება.
10. საკასაციო პალატა არ იზიარებს ასევე დაცვის მხარის მითითებას გამოძიების მხრიდან საპროცესო მოქმედებათა კანონის არსებითი დარღვევით ჩატარების შესახებ, ვინაიდან ასეთი არ გამოვლენილა საქმის მასალების შესწავლის შედეგად.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ თ---------- ღ----–----სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ---- მ-------–---–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე