განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100218700051508
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№25აპ-18 ქ. თბილისი
ა---–---–- გ-------, 25აპ-18 25 ივნისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 4 დეკემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან ჟორჟოლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ივნისის განაჩენით გ------- ა---–---–-, – დ----------–-------–-–-------------ს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 120-ე მუხლითა (ვ--–---- ჭ-----ის ეპიზოდი) და სსკ-ის 120-ე მუხლით (რ-------–-- მ-------ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში. გ------- ა---–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და მის შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთ თვეში სრულად დაუბრუნდა გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 2 000 ლარი. გ------- ა---–---–ს განემარტა, რომ მას უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 4 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
2014 წლის 8 მაისს, დაახლოებით 02:00 საათზე, გ------- ა---–---–- მის ყოფილ მეუღლესთან - თ----- მ-------ესთან მომხდარი კონფლიქტის გამო, თავისი საცხოვრებელი სახლის, გ-–------ მ---------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა ყოფილ სიმამრს - რ-------–-- მ-------ესა და ცოლისძმას - რ---- მ-------ეს, რომლებსაც თან ახლდნენ რ---- მ-------ის მეგობრები. გ------- ა---–---–სა და რ-------–-- მ-------ეს საუბრის დაწყებისთანავე მოუვიდათ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, რომელშიც ჩაერთო რ. მ-------ის თანხლები ყველა პირი, რა დროსაც გ------- ა---–---–მა თანნაქონი დანით მუცელში სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიაყენა რ---- მ-------ის მეგობარს - გ---- უ-----ეს;
2014 წლის 8 მაისს, დაახლოებით 02:00 საათზე, გ------- ა---–---–- მის ყოფილ მეუღლესთან - თ----- მ-------ესთან მომხდარი კონფლიქტის გამო, თავისი საცხოვრებელი სახლის, გ-–------ მ---------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა ყოფილ სიმამრს - რ-------–-- მ-------ესა და ცოლისძმას - რ---- მ-------ეს, რომლებსაც თან ახლდნენ რ---- მ-------ის მეგობრები, მათ შორის ვ--–---- ჭ-----ე. გ------- ა---–---–სა და რ-------–-- მ-------ეს საუბრის დაწყებისთანავე მოუვიდათ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, რაშიც ჩაერთო ვ--–---- ჭ-----ე; მას გ------- ა---–---–მა თანნაქონი დანით მარცხენა გულმკერდსა და მარცხენა წინა მხარში მიაყენა განზრახ მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით;
2014 წლის 8 მაისს, დაახლოებით 02:00 საათზე, გ------- ა---–---–- მის ყოფილ მეუღლესთან - თ----- მ-------ესთან მომხდარი კონფლიქტის გამო, თავისი საცხოვრებელი სახლის, გ-–------ მ---------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა ყოფილ სიმამრს - რ-------–-- მ-------ესა და ცოლისძმას - რ---- მ-------ეს, რომელთაც თან ახლდნენ რ---- მ-------ის მეგობრები, მათ შორის ვ--–---- ჭ-----ე. გ------- ა---–---–სა და რ-------–-- მ-------ეს საუბრის დაწყებისთანავე მოუვიდათ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც გ------- ა---–---–მა რ-------–-- მ-------ეს თანნაქონი დანით გულმკერდის მარცხენა და მარჯვენა ბეჭის მიდამოში მიაყენა განზრახ მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და გ------- ა---–---–-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 120-ე მუხლითა (გ---- უ-----ის ეპიზოდი) და სსკ-ის 120-ე მუხლით (რ-------–-- მ-------ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში. კასატორის მითითებით, ვ--–---- ჭ-----ემ განმარტა, რომ მას გ. ა---–---–-ს მოქნეული ხელი მოხვდა და დაიჭრა; თ. რ-----–---–მა განაცხადა, რომ გ. უ-----ე, ვ. ჭ-----ე, რ. მ-------ე იყვნენ დაჭრილები და საჭესთან თავად დაჯდა, რათა დაჭრილები ბ-–---–---–ის ქუჩაზე წაეყვანა; გ------- ა-------–--ემ განმარტა, რომ გ. ა---–---–- იქნევდა ხელებს; მან მოქნეული ხელი გ---- უ-----ესა და ვ--–---- ჭ-----ესაც დაარტყა ტანზე; ტ------- წ--–------მ განმარტა, რომ თავისი ინიციატივით გადააგდო დახეული და სისხლიანი ტანსაცმელი, რომელიც ეკუთვნოდა რ-------–-- მ-------ეს; დაცვის მხარე სასამართლოში ორ საპირისპირო პოზიციას აყალიბებდა, რაც მიზნად ისახავდა სასამართლოს შეცდომაში შეყვანას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ გ------- ა---–---–-ს მსჯავრდებისათვის არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი. საქმის მასალებით ვერ დგინდება დაზარალებულებს არსებული დაზიანებები ნამდვილად გ------- ა---–---–მა მიაყენა თუ არა. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას გამოძიების არასრულყოფილად ჩატარების თაობაზე, მათ შორის, რომ სასამართლოსათვის პასუხგაუცემელი დარჩა შეკითხვა, თუ გამოძიების ეტაპზე რა მიზეზით არ დაიკითხა თვითმხილველი მოწმე - რ---- მ-------ე. ამდენად, საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის პოზიციას გ------- ა---–---–-ს წარდგენილ ბრალდებებში (117-ე მუხლის პირველი ნაწილი, 120-ე მუხლის ორი ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით.
9. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან ჟორჟოლაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე