განჩინება

სისხლის სამართლის 29.06.2018
საქმის ნომერი
330802218002497053
თარიღი
29.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802218002497053

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

18I-18 ქ. თბილისი

გ----------- გ----, 18I-18 29 ივნისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - ნანიკო ზაზუნაშვილის

ადვოკატ - მ----- წ------–-–---–ის

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - გ---- გ-----------ს

თარჯიმან - მ------ ბ---–----ის

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – გ---- გ-----------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ----- წ------–-–---–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ბ--–------ის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, 2012 წლის 17 სექტემბერს ბ--–------ის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის გროდნოს საოლქო სამმართველოს საგამოძიებო ნაწილის მიერ გამოცემულ იქნა დადგენილება გ. გ-----------ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. აღნიშნული დადგენილების თანახმად, გ. გ----------ს ბრალად ედება ბ--–------ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 3711 მუხლის მე-2 ნაწილით (უკანონო მიგრაციის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე ვადით. იმავე დღეს ბ--–------ის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის გროდნოს საოლქო სამმართველოს საგამოძიებო ნაწილის მიერ გ. გ-----------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა. 2012 წლის 18 სექტემბერს გ. გ-----------ს მიმართ ბ--–------ის რესპუბლიკის მიერ გამოცხადდა ძებნა.

2. გ. გ-----------ს მიერ ბ--–------ის რესპუბლიკაში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2009 წლის 22 ივლისს, დაახლოებით 20 საათსა და 20 წუთზე, გ---- გ----------მა ს.ლ. ს-----თან, მ.ვ. ა-------–-----თან, რ.ზ. გ--------თან, ს. ც----–-----სთან და ა. ტ----–----სთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, ბ--–------ის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 2 მსუბუქ ავტომობილში, რომლებსაც მართავდნენ ს.ლ. ს-----ი და მ.ვ. ა-------–-----ი, განათავსეს 7 არალეგალური მიგრანტი (აქედან 6 საქართველოს მოქალაქე) და გადაიყვანეს ბ--–------ის რესპუბლიკის საზღვართან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე. შემდგომ რ.ზ. გ--------მა ზემოაღნიშნული არალეგალური მიგრანტები მიიყვანა ბ--–------ის და ლ----ის რესპუბლიკების საზღვართან, ლ----ის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მათი უკანონო გადაყვანის მიზნით. ზემოაღნიშნული ქმედებებისათვის ს.ლ. ს-----მა და მ.ვ. ა-------–-----მა მიიღეს მიგრანტებისაგან თანხა არანაკლებ 1400 დოლარისა, საიდანაც ს.ლ. ს-----მა 100 დოლარი გადასცა რ.ზ. გ--------ს, ხოლო დანარჩენი თანხა 1300 დოლარის ოდენობით, მათ გაინაწილეს თანაბრად. 2009 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 3 საათსა და 35 წუთზე რ.ზ. გ--------ი ზემოაღნიშნულ არალეგალურ მიგრანტებთან ერთად, დაკავებულ იქნა ბ--–------ის რესპუბლიკის საზღვრის უკანონო კვეთის მცდელობის დროს.

3. 2017 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბ--–------ის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურიდან მიიღო გ. გ-----------ს ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობა და თანდართული საექსტრადიციო მასალები.

 

4. 2017 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ბ--–------ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი გ. გ-----------.

 

5. 2017 წლის 14 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, გ. გ----------ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით.

 

6. 2018 წლის 8 იანვარს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია გ. გ-----------ს ბ--–------ის რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით.

 

7. 2018 წლის 11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, გ. გ-----------სთვის შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2018 წლის 13 აპრილამდე.

 

8. 2018 წლის 17 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი გ. გ-----------სა და მისი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

 

9. 2018 წლის 25 იანვარს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო დამატებითი ინფორმაცია გ. გ-----------ს ექსტრადიციასთან დაკავშირებით. აღნიშნული დოკუმენტების დედანი მიღებულია 2018 წლის 7 თებერვალს.

 

10. 2018 წლის 11 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, გ. გ-----------სთვის შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2018 წლის 13 ივლისამდე.

 

11. 2018 წლის 13 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი გ. გ-----------სა და მისი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

 

12. 2018 წლის 15 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და მოითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი გ---- გ-----------ს ბ--–------ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია ბ--–------ის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის გროდნოს საოლქო სამმართველოს საგამოძიებო ნაწილის 2012 წლის 17 სექტემბრის დადგენილებაში გ. გ-----------ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და დასჯადია ბ--–------ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 3711 მუხლის მე-2 ნაწილით (უკანონო მიგრაციის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით).

 

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ 2018 წლის 21 ივნისის განჩინებით დასაშვებად ცნო გ---- გ-----------ს ბ--–------ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია ბ--–------ის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის გროდნოს საოლქო სამმართველოს საგამოძიებო ნაწილის 2012 წლის 17 სექტემბრის დადგენილებაში გ. გ-----------ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და დასჯადია ბ--–------ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 3711 მუხლის მე-2 ნაწილით (უკანონო მიგრაციის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით).

 

14. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – გ---- გ-----------ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ----- წ------–-–---–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის განჩინების გაუქმებას იმ მოტივით, რომ მოცემულ შემთხვევაში ქვეყანა, რომელიც ითხოვს ექსტრადიციას - ბ--–------ის რესპუბლიკა, არ არის ევროსაბჭოს წევრი და არ აქვს რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომელიც ეხება ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს; ბ--–------ის რესპუბლიკის მიერ გამოგზავნილი მასალებით ირკვევა, რომ აღკვეთის ღონისძიების საკითხი განხილულია სასამართლოს გვერდის ავლით, კერძოდ, დაპატიმრების დადგენილება გასცა პროკურორმა, რაც ეწინააღმდეგება ევროპულ კონვენციას; ასევე, გ.გ-----------ს მეუღლე და შვილი არიან საქართველოს მოქალაქეები და მისი გადაცემა შეუსაბამო იქნება კონვენციის მე-8 მუხლთან; გარდა ამისა, მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, იგი შესაძლოა, გახდეს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი; ბ--–------ში ადამიანის უფლებების დარღვევას აქვს მასშტაბური ხასიათი; ასევე, დანაშაული რომლის ჩადენასაც მას ედავებიან, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში შეფასდებოდა როგორც ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რაც სრულად ამნისტირებულია საქართველოს კანონმდებლობით.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

 

3. ბ--–------ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი გ. გ----------- საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2017 წლის 13 ოქტომბერს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

4. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ძებნილი გ. გ-----------ს მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს რაიმე მტკიცებულებები, რაც მის მიმართ ბ--–------ის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა.

 

5. ქმედება, რომლის ჩადენასაც ედავებან გ. გ----------ს (უკანონო მიგრაციის ორგანიზება, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე ვადით), საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დასჯადი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 3441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი მიგრანტის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის მცდელობა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 15 წლამდე ვადით). ამდენად, ადვოკატის მოსაზრება, რომ გ---- გ-----------ს მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში შეფასდებოდა როგორც ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, საფუძველს მოკლებულია.

6. არ არის გასაზიარებელი ასევე ადვოკატის პოზიცია ამნისტიასთან დაკავშირებით, ვინაიდან ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით ამნისტირებულია და საქართველოს აქვს იურისდიქცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით“. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს არ აქვს იურისდიქცია მოცემულ დანაშაულთან მიმართებით, მსჯელობა ამნისტიის კანონის შესაძლო გამოყენების თაობაზე სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

 

7. დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ გ. გ-----------ს ექსტრადიცია არ უნდა განხორციელდეს ბ--–------ის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის მასშტაბური ხასიათის გამო, ვინაიდან ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე (Mamatkulov and Askarov v. Turkey, no 46827/99 46951/99, EctHR, 72-73).

 

8. კასატორის მითითებასთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების კონვენციასთან შეუსაბამობის თაობაზე, პალატა აღნიშნავს, რომ ბ--–------ის რესპუბლიკის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, წინასწარი გამოძიების ეტაპზე გადაწყვეტილებას პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე იღებს გამომძიებელი პროკურორის მიერ შემდგომი სანქცირებით, ხოლო სასამართლო განხილვის ეტაპზე - მოსამართლე. ამასთან, ბ--–------ის რესპუბლიკის კანონმდებლობის თანახმად, დაცვის მხარეს შეუძლია გაასაჩივროს გადაწყვეტილება ეჭვმიტანილის/ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შესახებ, რის თაობაზეც გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მოსამართლე. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევის საფრთხე.

 

9. პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას ექსტრადიციის შეუსაბამობაზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით ნაგულისხმევ ვალდებულებებთან და სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, კერძოდ:

 

გ. გ----------ს ჩაუტარდა გასაუბრება მისი ბ--–------ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. აღნიშნული გასაუბრებისას მან აღნიშნა, რომ საქართველოში მუდმივად ცხოვრობენ მისი მეუღლე და შვილი. თუმცა, თავად გ. გ-----------ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, იგი 2013 წლიდან 2016 წლამდე ცხოვრობდა ოჯახისგან განცალკევებით, საქართველოს საზღვრებს გარეთ, ხოლო 2016 წლიდან იხდის სასჯელს საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისათვის, კერძოდ, საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთისათვის. მანვე, დროის მითითებულ პერიოდში, დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის მიღების გამო, რაც ცხადჰყოფს, რომ იგი საქართველოს არ განიხილავს მუდმივ საცხოვრებელ ადგილად. ამასთან, მხედველობაშია მისაღები დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, რომლის ჩადენაშიც გ. გ----------- ბრალდებულია ბ--–------ის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს როგორც შიდა სახელმწიფოებრივ ისე საერთაშორისო დონეზე. გ. გ-----------სათვის ბრალად შერაცხული ქმედება კი წარმოადგენს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს საქართველოს კანონმდებლობით, ვინაიდან იგი ჩადენილია მიგრანტთა ჯგუფის მიმართ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ. ამდენად, გ. გ-----------ს ექსტრადიციის შემთხვევაში არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დარღვევის რისკი.

 

10. უსაფუძვლოა ასევე კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ ექსტრადიცია არ უნდა განხორციელდეს იმ მოტივით, რომ ბ--–------ის რესპუბლიკას არ აქვს რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, ვინაიდან აღნიშნული გარემოება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონის შესაბამისად, არ წარმოადგენს ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას.

 

11. გარდა ამისა, ბ--–------ის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი იქნა გარანტიები გ. გ-----------ს მიმართ ადამიანის უფლებების უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნული გარანტიების სანდოობაზე მიუთითებს სულ მცირე შემდეგი ფაქტორები: ექსტრადიციის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ისტორიაში მსგავსი გარანტიების დარღვევის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა (Al-Moayad v. Germany, no. 35865/03, decision, ECHR, 68); გარანტიები გაცემული ქვეყნის ცენტრალური ორგანოს მიერ (Chahal v. The United Kingdom, no 22414/93, ECHR 105-107; Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, ECHR, 344; Kordian v. Turkey , no. 6575/06, Decision, ECHR); აღნიშნული გარანტიების დარღვევა ბ--–------ის რესპუბლიკის კანონმდებლობით აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს (Cipriani v. Italy, no. 221142/07, Decision, ECHR; Youb Saoudi v. Spain, no. 22871/06, Decision, ECHR).

 

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს რა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო - სამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას, მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი გ---- გ-----------ს ბ--–------ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია ბ--–------ის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის გროდნოს საოლქო სამმართველოს საგამოძიებო ნაწილის 2012 წლის 17 სექტემბრის დადგენილებაში გ. გ-----------ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და დასჯადია ბ--–------ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 3711 მუხლის მე-2 ნაწილით (უკანონო მიგრაციის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – გ---- გ-----------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ----- წ------–-–---–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

 

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

პ. სილაგაძე