დაუშვებლობის შესახებ განჩინება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700053879
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №95აპ-18 ქ. თბილისი
შ--–---–---–- დ-----, 95აპ-18 9 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა------- კ-----–----ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ-------- ბ--–--------სა და მსჯავრდებულ დ----- შ--–---–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ------- მ---------ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენით:
დ----- შ--–---–---–-, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ე” ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. დ. შ--–---–---–ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 30 მაისიდან.
ა------- კ-----–----, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ე” ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 30 მაისიდან.
განაჩენით მსჯავრდებულების - დ----- შ--–---–---–-სა და ა------- კ-----–----ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 30 მაისს, დაახლოებით 00:00 საათიდან 01:10 საათამდე შუალედში, ქ. რ-------–-, ე.წ. ძველი და ახალი სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე, დ----- შ--–---–---–მა და ა------- კ-----–---მა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, თავისუფლება აღუკვეთეს დ----- შ--–--–---–ს, რომელიც მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულეს, გადაადგილებულიყო ძველი სასაფლაოს ტერიტორიიდან ახალი სასაფლაოს ტერიტორიამდე, სადაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ასევე დანის გამოყენებით მიაყენეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით.
2016 წლის 30 მაისს, დაახლოებით 00:00 საათიდან 01:10 საათამდე შუალედში, ქ.რ-------–-, ე.წ. ახალი სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე, დ----- შ--–---–---–მა ცეცხლის წაკიდებით გაანადგურა „ოპელ ასტრას“ ფირმის ავტომანქანა, სახ. #--------- და მასში მოთავსებული ფულადი თანხა 105 ლარის ოდენობით, რითაც დ----- შ--–--–---–ს მიაყენა 1855 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომლებიც ითხოვდნენ განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულების უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 დეკემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ა------- კ-----–----სა და დ----- შ--–---–---–-ს განმარტებები, თითქოსდა ისინი მიდიოდნენ თ---–--–- და ა. კ-----–----ს მამის საფლავზე მისვლის მოტივით წაიყვანეს დ----- შ--–--–---–ი სასაფლაოების მიმართულებით. ასევე დაუსაბუთებელია მსჯავრდებულების აპელირება იმ გარემოებაზე, თითქოს მათ წინასწარი განზრახვა არ ჰქონდათ და მხოლოდ დ. შ--–--–---–ის მიერ გამოხატული შეურაცხყოფის ფონზე მიაყენა მას დაზიანება (2-3-ჯერ დაარტყა) დ. შ--–---–---–მა. თავად მსჯავრდებულთა განმარტებებიდან ჩანს, რომ მათ თ--- კ----–---–-ს გადმოცემით იცოდნენ, რომ ტაქსის მძღოლმა მისცა მას მობილური ტელეფონის ნომერი და სწორედ აღნიშნულ მძღოლს დაურეკეს თ---–--–- წაყვანის მოტივით, რაც ასევე დასტურდება სატელეფონო ზარებით. ამასთან, მსჯავრდებულები არ უარყოფენ იმ ფაქტს, რომ გზაში უნდა დალაპარაკებოდნენ მძღოლს, რომელსაც უნდა აეხსნა მათთვის თ. კ----–---–-სთვის ტელეფონის ნომრის მიცემის მიზეზი. თუმცა უსაფუძვლოა და არ დასტურდება ის გარემოება, რომ დ----- შ--–---–---–- და ა------- კ-----–---- ნამდვილად მიდიოდნენ თ---–--–-.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებად ვერ მიიჩნევს დაზარალებულის მიერ დ----- შ--–---–---–-ს დაჭრის ფაქტს, ვინაიდან, აღნიშნულ გარემოებას გამორიცხავს არამხოლოდ დაზარალებული, არამედ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტთა მოსაზრება, რომ საქმეზე არასწორად იქნა შეფასებული წარმოდგენილი მტკიცებულებები და ობიექტურად არ იქნა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები. პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ დ----- შ--–---–---–მა და ა------- კ-----–---მა, წინასწარი განზრახვით და შეთანხმებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით აღუკვეთეს თავისუფლება დ----- შ--–--–---–ს, რომელიც მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულეს გადაადგილებულიყო ძველი სასაფლაოს ტერიტორიიდან ახალი სასაფლაოს ტერიტორიამდე, სადაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ასევე დანის გამოყენებით მიაყენეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით.
აღსანიშნავია, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მათი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა არსებით დარღვევას. საგამოძიებო მოქმედებების ოქმების სისწორე დადასტურებულია მასში მონაწილე პირთა ხელმოწერებით. მსჯავრდებულთა მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ან დაზარალებულ დ----- შ--–--–---–ის მხრიდან.
დაზარალებულ დ----- შ--–--–---–ის ჩვენების სისწორე დადასტურებულია არაერთი მტკიცებულებით. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, დ----- შ--–--–---–ს 30.05.2016 წელს ობიექტური შემოწმებით აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სახისა და წელის მიდამოებში, ნაჭდევი თავის მიდამოში, რაც მიყენებული იყო მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით, ხოლო ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტის მიხედვით, სტაციონარულად დაესვა დიაგნოზი: გულმკერდის წინა კედლის ორი ნაკვეთი ჭრილობა, რაც მიყენებული იყო მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს. ასევე 2016 წლის 24 ივნისს გაცემული N------ დასკვნის თანახმად, დ----- შ--–--–---–ის და ა------- კ-----–----ს სისხლი მიეკუთვნება I ჯგუფს, ხოლო დ----- შ--–---–---–-ს სისხლი მიეკუთვნება III ჯგუფს. სამივე მათგანის ტანსაცმელზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება I ჯგუფს. ვინაიდან საქმის გარემოებებით არ არის დადგენილი და არც თავად ა------- კ-----–---ს აღუნიშნავს, რომ მან დ----- შ--–--–---–თან დაპირისპირების დროს რაიმე დაზიანება მიიღო, მის შარვალზე აღმოჩენილი სისხლი უნდა ეკუთვნოდეს დ----- შ--–--–---–ს, ხოლო ა. კ-----–----ს განმარტება, რომ სისხლი შარვალზე ფრჩხილების კვნეტის შედეგად აღმოჩნდა, დაუსაბუთებელია.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დაზარალებულის ჩვენების გაუზიარებლობისთვის არ გააჩნია საკმარისი საფუძველი. დ----- შ--–---–---–ს და ა------- კ-----–---ს თავიდანვე ჰქონდათ განზრახული ტაქსის მძღოლის მოტყუებით გამოძახება, თითქოს ისინი მიდიოდნენ თ---–--–-. ვერ დადასტურდა, თუ რომელ მეგობართან მიდიოდნენ ისინი, ასევე წინააღმდეგობრივია მათი ჩვენებები - მიდიოდნენ ვალის დასაბრუნებლად თუ თანხის სასესხებლად. თავად ბრალდებულთა მეგობრებმაც კი განმარტეს, რომ თ--- კ----–---–-ს მიერ გადმოცემული ინფორმაციის მიღების შემდეგ, დ. შ--–---–---–- და ა. კ-----–---- ძალიან გაბრაზდნენ და დ. შ--–---–---–მა დაურეკა დ. შ--–--–---–ს. საგულისხმოა, რომ დაზარალებული წაიყვანეს სასაფლაოების მიმართულებით, ხოლო გაჩერების შემდეგ, ძალადობის გამოყენებით, აიძულეს გზის გაგრძელება, მიაყენეს დაზიანებები და არ აძლევდნენ წასვლის საშუალებას. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დაზარალებულს თავისუფლება აღუკვეთეს სწორედ მაშინ, როდესაც დაზარალებულმა თავისი ნების საწინააღმდეგოდ შეასრულა მოქმედებები და ძალადობის გამოყენების ფონზე (ა------- კ-----–----ს მიერ დაჭერა, დ----- შ--–---–---–-ს მხრიდან დანის მიდება და ჭრილობების მიყენება) არ აძლევდნენ გათავისუფლების საშუალებას. მოცემული მომენტიდან, დ----- შ--–--–---–ის მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა ძალადობის და ასეთის გამოყენების მუქარით, გადაიქცა თავისუფლების უკანონო აღკვეთად. მის ხანგრძლივობას, ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს და ის გარემოება, რომ დაზარალებულმა თავი დააღწია მათ და გამოიქცა, არ გამორიცხავს თავისუფლების უკანონო აღკვეთის შემადგენლობას.
დაზარალებულის ჩვენება დასტურდება ასევე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ხოლო დ----- შ--–---–---–-ს და მისი მეგობრების არგუმენტი მის დაზიანებასთან დაკავშირებით, გამორიცხა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნამ და ექსპერტის დაკითხვამ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა თუ რა დაინტერესება უნდა ჰქონოდათ პოლიციის თანამშრომლებს, ექსპერტებს და თავად დ----- შ--–--–---–საც კი, მაშინ, როდესაც დაცვის მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. სააპელაციო პალატა დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს და აღნიშნა, რომ მსჯავრდებულთა განმარტებები არის არარეალური და არადამაჯერებელი, წინააღმდეგობაში მოდის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან და ვერ გახდება დაზარალებულის, მოწმეების და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების გაუზიარებლობის საფუძველი.
რაც შეეხება მაკვალიფიცირებელ ნიშნებს, რომლებიც წარდგენილი აქვთ დ----- შ--–---–---–სა და ა------- კ-----–---ს, სააპელაციო პალატამ ასევე მიიჩნია დადასტურებულად. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. ამასთან, წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა. მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა დეტალურად მიუთითა თითოეული პირის ქმედებებზე და დ----- შ--–---–---–-სა და ა------- კ-----–----ს კავშირზე. დაზარალებულის მიერ გადმოცემული ინფორმაცია მიუთითებს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის არსებობაზე, რაც ასევე დადასტურებულია მსჯავრდებულების ახლო მეგობრული ურთიერთობით. რაც შეეხება სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობას და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარას, დასტურდება როგორც დაზარალებულის ჩვენებით, ასევე ექსპერტიზის დასკვნებითა და ექსპერტთა ჩვენებებით.
1-ლი ინსტანციით საქმის არსებითი განხილვისას დ----- შ--–---–---–მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და უდავოდ გახადა აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ დ----- შ--–---–---–-ს მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულ დ----- შ--–---–---–-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
5. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 დეკემბრის განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
მსჯავრდებულ ა------- კ-----–----ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ-------- ბუცხრიკიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ა. კ-----–----ს გამართლებას.
მსჯავრდებულ დ----- შ--–---–---–-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ------- მოდებაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: დ. შ--–---–---–-ს გამართლებას საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ე” ქვეპუნქტებით.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. იმ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომლებისთვისაც მსჯავრდებულებს - ა------- კ-----–----სა და დ----- შ--–---–---–-ს მსჯავრი დაედოთ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა სავარაუდო მოცემულ საქმეზე დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (მაგალითისთვის იხ.№263აპ-12).
8. რაც შეეხება კასატორთა მითითებას მსჯავრდებულთა უდანაშაულობის თაობაზე დ----- შ--–--–---–ის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, რომ განაჩენი არის დაუსაბუთებელი და არ ემყარება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ განაჩენში ყველა მსჯავრდებულთან მიმართებით მიუთითა იმ მოტივებსა და მტკიცებულებებზე (დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებზე, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა თუ დათვალიერების ოქმებზე), რომლებიც უტყუარად ადასტურებენ ა------- კ-----–----სა და დ----- შ--–---–---–-ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას.
9. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა------- კ-----–----ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ-------- ბ--–--------სა და მსჯავრდებულ დ----- შ--–---–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ------- მ---------ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი