დაუშვებლობის შესახებ განჩინება

სისხლის სამართლის 11.07.2018
საქმის ნომერი
010141318700053927
თარიღი
11.07.2018

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700053927

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№93აპ-18 თბილისი

ა--------ი ა---------, 93აპ-18 10 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო გვენეტაძე (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 იანვრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კახაბერ ლეკიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის განაჩენით ა--------- ა--------ი, – დაბადებული 1----–-–---------------–-, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით 1 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. გაუქმდა ა. ა--------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ვ-------- მ---------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ა---––---–ი, რ---------–-ს ქ. №1---ის მიმდებარედ, სარეგისტრაციო ზონა – ა---––--ე – 62, სექტორი – ა---––--ე – 09, კვარტალი – 53, ნაკვეთი – 404, ფართობი – 130.00 კვ.მ.) 5000 ლარის წილს მოეხსნა ყადაღა.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 იანვრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა--------- ა--------მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება და რაც გამოიხატა შემდეგში:

 

· 2016 წლის 1 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ა--------- ა--------ი მართავდა ავტომობილ „ოპელ ასტრას“ მარკის მსუბუქ ავტომობილს, სახ. №Q-------- და მოძრაობდა ხ-–----ი-ა---––--ე-ვ--–-ს საავტომობილო გზის 34-ე კმ-ზე, ბ----------ს მუნიციპალიტეტის ლ-----ს დასახლებაში, ა---––--იდან ბ----------ს მიმართულებით, რა დროსაც დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები და შეეჯახა ბ----------დან ა---––--ის მიმართულებით მოძრავ, „ოპელ კორსას“ მარკის მსუბუქ ავტომანქანას, სახ. №A--------, რომელსაც მართავდა ზ----- ვ-------ე. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ავტომანქანა „ოპელ კორსას“ მძღოლმა ზ----- ვ-------ემ და ავტომანქანაში მყოფმა მგზავრებმა – გ------- ჯ-------–-–---–-ა და თ----- მ--–-----მ მიიღეს ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებები, ხოლო მგზავრმა დ-------- ლ-------მ – ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა კახაბერ ლეკიშვილმა. კასატორის აზრით, ა--------- ა--------ისათვის განსაზღვრული სასჯელი არაადეკვატურია მის მიერ ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით, გამოყენებული სასჯელის სახე და ზომა აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და მის პიროვნულ მახასიათებლებს, რის გამოც პროკურორმა ითხოვა მისთვის კანონიერი და პროპორციული სასჯელის შეფარდება.

 

5. მსჯავრდებული ა--------- ა--------ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ------- ა------–---–ი შესაგებლით ითხოვენ პროკურორ კახაბერ ლეკიშვილის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო პალატა პროკურორის საჩივარს დასაშვებად ცნობს – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ა--------- ა--------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რასაც საკასაციო პალატა არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით სასჯელი განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 63-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, იგი სამართლიანი და ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია, რის გამოც არ არსებობს მისი დამძიმების საფუძველი.

 

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კახაბერ ლეკიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე ნ. გვენეტაძე

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

გ. შავლიაშვილი