დაუშვებლობის შესახებ განჩინება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700054849
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №113აპ-18 ქ. თბილისი
მ------–---–- მ--–----, 113აპ-18 16 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ--–---- მ------–---–-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- ბ-----–---–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განაჩენით მ--–---- მ------–---–-, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 27 სექტემბრიდან.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვან დაზარალებულებსა და მათ კანონიერ წარმომადგენლებს ეცნობათ საქმის სასამართლოში განხილვის შედეგები და განემარტათ ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლების შესახებ.
განაჩენით მ--–---- მ------–---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: მ--–---- მ------–---–- არასრულწლოვან შვილებთან - 14 წლის მ--- მ------–---–სა და 17 წლის ე----- მ------–---–თან ერთად ცხოვრობდა ქ. თ--–--–-, რ---------–-ს ქ. N----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში სისტემატურად ახორციელებდა ოჯახურ ძალადობას თავისი არასრულწლოვანი შვილების მიმართ. იგი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, მთვრალი კი ხდებოდა აგრესიული, აგინებდა და ეჩხუბებოდა მ--- და ე----- მ------–---–ებს, უკრძალავდა დედასა და ბებიასთან ურთიერთობას, ემუქრებოდა მათ, რათა მისი საქციელის შესახებ არავისთან ესაუბრათ. არასრულწლოვანი დები - მ--- და ე----- მ------–---–ები მამის ასეთი საქციელით იყვნენ შეურაცხყოფილნი, დათრგუნულნი, განიცდიდნენ მუდმივ შიშსა და ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
2017 წლის 24 სექტემბერს, საღამოს საათებში, მთვრალმა მ--–---- მ------–---–მა მ--- მ------–---–-ს მიმართ კვლავ განახორციელა ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა. ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ყელში წაუჭირა ხელი, რის შედეგადაც მან არა მხოლოდ ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა განიცადა, არამედ მამის მხრიდან ძალადობის ფაქტის განმეორების შიშიც.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანას.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენი გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ--–---- მ------–---–მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ------- ბ-----–---–მა, რომლებიც საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენში ცვლილების შეტანასა და მ. მ------–---–-სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარე ასაჩივრებს განაჩენს მხოლოდ სასჯელის ნაწილში, რის შესახებაც პალატა აღნიშნავს, რომ ორივე ინსტანციის სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულ მ--–---- მ------–---–ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ--–---- მ------–---–-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- ბ-----–---–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი