დაუშვებლობის შესახებ განჩინება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 240100116001478505
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №100აპ-18 ქ. თბილისი
ე------ მ--------, 100აპ-18 16 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ---– შ---------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------ ს-------სა და მსჯავრდებულების - მ----- მ-------ს, მ----- ფ-----ს, ბ----- მ----–---ს, მ-------- ე------ს, რ--–- გ-------ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით:
რ--–- გ-------, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 9 ნოემბრის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა - 1000 ლარი.
გაუქმდა რ--–- გ-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 ივლისის განჩინებით გირაოს თანხის - 3000 ლარის სანაცვლოდ ბ--–- ხ-–--------ს პ/ნ 5----------, გ---- ხ-–--------ს პ/ნ 5----------, ე---------- ხ-–--------ს პ/ნ 5----------, ს-------- ხ-–--------სა პ/ნ 5---------- და ჯ---- ხ-–--------ს პ/ნ 5---------- თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მდებარე ხ----ს რაიონის სოფელ ს---------ში, დაზუსტებული ფართობით 3000.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №---- და №---- საკადასტრო კოდით 45.12.27.0---, რომლის ღირებულება, აუდიტორული დასკვნის თანახმად, შეადგენს 8500 ლარს, დადებული ყადაღა უნდა გაუქმდეს და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
მ-------- ე------, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 9 ნოემბრის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა - 1000 ლარი.
გაუქმდა მ-------- ე------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 ივლისის განჩინებით გირაოს თანხის - 3000 ლარის სანაცვლოდ თ----- კ-–--ს პ/ნ 4---------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მდებარე ქ.ს----ში, ჟ.შა-------ს ქ.№24-ში, დაზუსტებული ფართობით 267.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1 საკადასტრო კოდით 44.01.32.2--., რომლის ღირებულება, აუდიტორული დასკვნის თანახმად, შეადგენს 12000 ლარს დადებული ყადაღა უნდა გაუქმდეს და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
მ----- ფ-----, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 9 ნოემბრის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა - 1000 ლარი.
გაუქმდა მ----- ფ-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 აგვისტოს განჩინებით გირაოს თანხის - 3000 ლარის სანაცვლოდ მ---- ფ-----ს (პ/ნ 5----------), მ----- ფ-----სა (პ/ნ 5----------), მ------- ფ-----სა (პ/ნ 5----------) და ნ-----–- ს------ს (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებულ, წ--–-------ში, ვ. შ-----ს №18-ში მდებარე, აუდიტორული დასკვნის თანახმად, 18500 ლარის ღირებულების, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას, საკადასტრო კოდით N47.11.33.1--. დადებული ყადაღა უნდა გაუქმდეს და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ბ----- მ----–---, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 9 ნოემბრის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა - 1000 ლარი.
გაუქმდა ბ----- მ----–---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 ივლისის განჩინებით გირაოს თანხის 3000 ლარის სანაცვლოდ ნ----- ჭ-------ს (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მდებარე ხ----ს მუნიციპალიტეტში, სოფელ ქ----- ქ---–---ში, დაზუსტებული ფართობი 9554.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი 45.14.22.2--- რომლის ღირებულება, აუდიტორული დასკვნის თანახმად, შეადგენს 6500 ლარს დადებული ყადაღა უნდა გაუქმდეს და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ზ---– შ---------, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 9 ნოემბრის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა - 1000 ლარი.
გაუქმდა ზ---– შ---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გირაოს შემტანს სრულად უნდა დაუბრუნდეს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში.
მ----- მ-------, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 9 ნოემბრის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა - 1000 ლარი.
გაუქმდა მ----- მ-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 2 აგვისტოს განჩინებით გირაოს თანხის 3000 ლარის სანაცვლოდ დ------ შ---–---ს პ/ნ 5----------, ლ---–- შ---–---ს პ/ნ 5----------, ნ------ შ---–---ს პ/ნ 5---------- და ს------- შ---–---ს პ/ნ 5---------- თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მდებარე ხონის რაიონის სოფელ ნახახულევში, დაზუსტებული ფართობი 5040.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №01 და №02, საკადასტრო კოდით 37.05.36.1--- რომლის ღირებულება აუდიტორული დასკვნის თანახმად შეადგენს 7000 ლარს დადებული ყადაღა უნდა გაუქმდეს და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
განაჩენით მსჯავრდებულების - ზ---– შ---------ს, მ----- მ-------ს, მ----- ფ-----ს, ბ----- მ----–---ს, მ-------- ე------სა და რ--–- გ-------ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 9 ნოემბერს, ა---------ს ი--–------ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მყოფმა სამხედრო მოსამსახურეებმა - რ--–- გ-------მ, მ----- ფ-----მ, ზ---– შ---------მ, ბ----- მ----–---მ, მ----- მ-------მ და მ-------- ე------მ ,,ბ------’’ ასეულის ყაზარმაში ცემეს სამხედრო მოსამსახურე ი----- გ---------.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომლებიც ითხოვდნენ განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 იანვრის განაჩენით სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია დაცვის მხარის მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ზ---– შ---------ს, რ--–- გ-------ს, მ----- ფ-----ს, ბ----- მ----–---ს, მ----- მ-------სა და მ-------- ე------ს მიერ განზრახ ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. სააპელაციო პალატამ, ისევე როგორც 1-ლი ინსტანციის სასამართლომ, უმთავრეს მტკიცებულებად მიიჩნია სამი პირდაპირი მოწმის - დ----- მ-------ს, პ----- ც------სა და მ--–---- გ-----ს ჩვენებები, რომელთა უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ისინი დამარწმუნებლად და ვარაუდების გარეშე გადმოსცემენ დანაშაულთან დაკავშირებულ ფაქტებს და გარემოებებს, რის გამოც მათი ჩვენებები კატეგორიულია. ამასთან, რ--–- გ-------ს, ზ---– შ---------ს, ბ----- მ----–---ს, მ----- ფ-----ს, მ----- მ-------სა და მ-------- ე------ს მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებათა ჩადენა სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ბატალიონის ტრავმების აღრიცხვის ჟურნალის ჩანაწერებით, დაზარალებულ ი----- გ---------სა და მოწმეების - ნ------ შ-----ს, გ------- გ-------–-–---–-ს, მ-----– ა------ს, მ-------- ბ---------ს, ნ------- ა---–---ს, ჰ---–--- ი-----–----ს, გ------- მ---------ს, მ------ ბ---–-----ს, დ----- დ-----ს მიერ მიცემული ჩვენებებით. ხსენებული მტკიცებულებებიდან სააპელაციო პალატამ განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა ტრავმების აღრიცხვის ჟურნალზე, რომლის მიხედვით, ი----- გ---------ს სხეულის ისეთ ადგილებზე აქვს დაზიანებები მიყენებული, რაც დამახასიათებელია ცემის დროს, მათ შორის სახის მარცხენა ნახევრის მსუბუქი დაჟეჟილობა ცხვირიდან სისხლდენით და სხვა.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრების მოტივაცია იმის თაობაზე, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, ვინაიდან ბრალდების მხარის მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ მსჯავრდებულთათვის შერაცხულ დანაშაულებს, ხოლო დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რაც სარწმუნოს გახდიდა მსჯავრდებულთა ჩვენებებს, რომ მათი მხრიდან დაზარალებულ ი. გ---------ს მიმართ არ განხორციელებულა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
5. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 იანვრის განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
მსჯავრდებულ ზ---– შ---------ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ------ ს------- საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ზ. შ---------ს გამართლებას.
მსჯავრდებულები - მ----- მ-------, მ----- ფ-----, ბ----- მ----–---, მ-------- ე------ და რ--–- გ------- საკასაციო საჩივრებით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
8. საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორების მიერ მათ საჩივრებში წარმოდგენილ არგუმენტებს უდანაშაულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება, რომ ზ---– შ---------მ, მ----- მ-------მ, მ----- ფ-----მ, ბ----- მ----–---მ, მ-------- ე------მ და რ--–- გ-------მ ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ზ---– შ---------ს, მ----- მ-------ს, მ----- ფ-----ს, ბ----- მ----–---ს, მ-------- ე------სა და რ--–- გ-------ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს (მათ შორის იმ გადაწყვეტილებებს, რომელთა შესახებაც დაცვის მხარე აპელირებს საკასაციო საჩივარში), ხოლო სხვა რაიმე ისეთი სახის გარემოება, რაც, სავარაუდოდ, შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
9. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ზ---– შ---------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------ ს-------სა და მსჯავრდებულების - მ----- მ-------ს, მ----- ფ-----ს, ბ----- მ----–---ს, მ-------- ე------ს, რ--–- გ-------ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი