დაუშვებლობის შესახებ განჩინება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002225410
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №121აპ-18 ქ. თბილისი
კ---–---–-- რ------, 121აპ-18 16 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 თებერვლის განაჩენზე თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მინდია დავითაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და საქმის არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 იანვრის განაჩენით რ------ კ---–---–--, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათით, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე, 2017 წლის 29 ნოემბრიდან იმავე წლის 28 დეკემბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს.
რ------ კ---–---–--ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში.
განაჩენით მსჯავრდებულ რ------ კ---–---–--ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2004 წლის 25 დეკემბრიდან ც---–- ა------- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა რ------ კ---–---–--სთან. ისინი ცხოვრობდნენ ერთად თ---–--–-, ნ--–-----ის მე-4 მ/რ-ში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის მიმდებარედ არსებულ ფერდობზე, ნაკვეთში. ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა, რის შემდეგაც რ------ კ---–---–-- მეუღლეზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის შედეგადაც ც---–- ა------- თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა ტანჯვას, ფიზიკური შეურაცხყოფისას კი - ტკივილს.
2017 წლის 29 ნოემბერს, შუადღის საათებში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, რ------ კ---–---–--მ კვლავ განახორციელა ოჯახში ძალადობა მეუღლის - ც---–- ა-------ს მიმართ, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინებდა და ლანძღავდა, რა დროსაც ც---–- ა-------მ განიცადა ტანჯვა. ოჯახური კონფლიქტის დროს რ------ კ---–---–--მ მეუღლეს ასევე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ესროლა ქვა, რომელიც მოარტყა მარცხენა ფეხის კოჭში. რ------ კ---–---–--ს ქმედებების შედეგად ც---–- ა-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა ჯანმრთელობის დაზიანება.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და რ------ კ---–---–--ს მიმართ ისეთი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებულია თავისუფლების აღკვეთასთან.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და საქმის არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მინდია დავითაძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და რ------ კ---–---–--სათვის ისეთი სასჯელის შეფარდებას, რომელიც თავისუფლების აღკვეთასთან იქნება დაკავშირებული, რაც ჩაეთვლება პირობითად.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
8. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას.
9. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს რ------ კ---–---–--სათვის სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გაუქმებასა და მისთვის საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას, რაც ჩაეთვლება პირობითად, რასაც საკასაციო პალატა არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო: რ------ კ---–---–-- ხასიათდება დადებითად, არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი და სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებითა და შეღავათებით, ომის მეორე ჯგუფის ინვალიდია, დაზარალებული არ ითხოვს მის მკაცრად დასჯას. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრა საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მინდია დავითაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი