დაუშვებლობის შესახებ განჩინება

სისხლის სამართლის 13.07.2018
საქმის ნომერი
010100218700052616
თარიღი
13.07.2018

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100218700052616

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №107აპ-18 ქ. თბილისი

ნ-------–---–- დ-----, 107აპ-18 16 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განაჩენზე თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ტალიაშვილის, მსჯავრდებულ დ----- ნ-------–---–-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- გ-----ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და საქმის არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 14 სექტემბრის განაჩენით დ----- ნ-------–---–-, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2500 ლარი. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დ----- ნ-------–---–ს პატიმრობაში ყოფნის ვადის (2016 წლის 4 სექტემბრიდან იმავე წლის 7 სექტემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, შეუმცირდა დანიშნული ჯარიმა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2300 ლარი.

 

დ----- ნ-------–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს;

 

განაჩენით მსჯავრდებულ დ----- ნ-------–---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 3 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. თ---–--–-, ი-------–---ს ქუჩა №10-თან დ----- ნ-------–---–მა ყოფილ მეუღლეს - ნ---- მ----–---–ს განზრახ გადაუგრიხა მარჯვენა ხელის ცერა თითი, რითაც მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება - მარჯვენა მტევნის ერთი თითის ფალანგის ქვეამოვარდნილობა, რამაც, თავის მხრივ, დაზარალებულის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

 

ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანასა და დ----- ნ-------–---–-ს მიმართ სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას; ხოლო დაცვის მხარე - განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

 

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და საქმის არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 14 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

4. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

 

თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი მარიამ ტალიაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ დ----- ნ-------–---–-სათვის ისეთი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

 

მსჯავრდებული დ----- ნ-------–---–- და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ------- გ----- საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და დ. ნ-------–---–-ს გამართლებას.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს დ----- ნ-------–---–-სათვის სასჯელის გამკაცრებას, რასაც საკასაციო პალატა არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელის ზომა შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს.

 

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარიც უსაფუძვლოა და დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისთვის იხ. #57აპ-15) და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან მსჯავრდებულ დ----- ნ-------–---–-ს ბრალეულობა უტყუარადაა დადასტურებული საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ნ---- მ----–---–ისა და მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით.

 

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ტალიაშვილის, მსჯავრდებულ დ----- ნ-------–---–-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- გ-----ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

გ. შავლიაშვილი