დაუშვებლობის შესახებ განჩინება

სისხლის სამართლის 13.07.2018
საქმის ნომერი
080100116002300111
თარიღი
13.07.2018

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100116002300111

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №89აპ-18 ქ. თბილისი

მ-------–--- ა-–----, 89აპ-18 19 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა-–---- მ-------–---ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ--–- თ---------------–---–-სა და მსჯავრდებულ გ------- გ---------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო----- რ------ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

ა-–---- მ-------–---ს ბრალი დაედო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში; გ-------– ხ-----–---ს - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში; ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებაში, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ; ხოლო გ------- გ---------ს - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2016 წლის 26 ივლისიდან - 27 ივლისის ღამის საათებში, კერძოდ, 23:45 საათიდან 00:55 საათამდე პერიოდში, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ქ. ს-----------ში, რ---------–-ს ქუჩა №------ში მდებარე გ-------– ხ-----–---ს საცხოვრებელ ბინაში მყოფი გ-------– ხ-----–---, გ------- გ--------- და ა-–---- მ-------–--- პირადად გაჩხრიკეს მას შემდეგ, რაც პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნით ბრალდებულები აღნიშნულ საცხოვრებელ ბინაში შეიყვანეს. ჩხრეკის შედეგად, ა-–---- მ-------–---საგან, მხარზე გადაკიდებული ჩანთიდან ამოიღეს 9 მმ ნომინალურკალიბრიანი ,,გოლდ სტარ-2002’’ მოდელის 7---- საქარხნო ნომრის ცეცხლსასროლი იარაღი, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, გ-------– ხ-----–---საგან, მხარზე გადაკიდებული ჩანთიდან ამოიღეს 1974 წლის ნიმუშის 5.45 მმ კალიბრიანი ,,კალაშნიკოვის’’ კონსტრუქციის პმ 9---- საქარხნო ნომრის ,,AK74G’’ მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდითა და მისთვის განკუთვნილი, ამავე კალიბრიანი საბრძოლო მასალა - 30 ცალი ვაზნით, ასევე 9 მმ ნომინალურკალიბრიანი 5--- საქარხნო ნომრის ,,FDRMVLA magnumi’’-ს მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც მართლსაწინაღმდეგოდ ატარებდა, ხოლო გ------- გ---------სგან, წელის მარჯვენა მხარეს, შარვლის სათავიდან ამოიღეს 9 მმ ნომინალურკალიბრიანი ,,გოლდ სტარ 2002’’ მოდელის 4---- საქარხნო ნომრის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა; გ-------– ხ-----–---მ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლი’’, რაც დაუდგინდა ნარკოლოგიური შემოწმებისას.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის განაჩენით:

ა-–---- მ-------–---ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

ა-–---- მ------–---, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 27 ივლისიდან.

 

გ-------– ხ-----–---ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

 

გ-------– ხ-----–---, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით - ჯარიმა 1000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. ხ-----–---ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 27 ივლისიდან.

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის, ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წამომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

გ------- გ---------ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

 

გ------- გ---------, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 8 თებერვლის განაჩენით ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული სასჯელი - ჯარიმის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. გ---------ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 27 ივლისიდან.

 

3. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

 

მსჯავრდებულების - ა-–---- მ-------–---სა და გ------- გ---------ს ინტერესების დამცველი ადვოკატები ითხოვდნენ განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულების გამართლებას; ხოლო მსჯავრდებულ გ-------– ხ-----–---ს ინტერესების დამცველი -განაჩენში ცვლილების შეტანას და გ. ხ-----–---ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდების ნაწილში გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

 

ა-–---- მ-------–---ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

 

ა-–---- მ------–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 27 ივლისიდან.

 

გ-------– ხ-----–---ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

 

გ-------– ხ-----–--- გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან.

 

გ-------– ხ-----–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 27 ივლისიდან.

 

გ-------– ხ-----–---ს აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 წლით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის, ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წამომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

გ------- გ---------ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

 

გ------- გ--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 8 თებერვლის განაჩენით ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული სასჯელი - ჯარიმის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. გ---------ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 27 ივლისიდან.

 

5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოთხოვნა მსჯავრდებულების - ა-–---- მ-------–---ს, გ-------– ხ-----–---სა და გ------- გ---------ს გამართლების შესახებ, რომ მათ ცეცხლსასროლი იარაღები არ ჰქონიათ, მათი დაკავებისას დაირღვა საპროცესო კანონის მოთხოვნები და ასევე გამოკვეთილი იყო ნივთმტკიცების გამოცვლისა და მტკიცებულებების კანონის დარღვევით მოპოვების ფაქტი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება. იარაღის კანონიერი ტარების უფლება აქვს იარაღის მესაკუთრესა და იარაღით მოსარგებლეს. ,,იარაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, ცეცხლსასროლია ისეთი იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად, ხოლო საბრძოლო მასალაა მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შედგება მაინიცირებელი ფეთქებადი ნივთიერებისა და ჭურვისგან (ჭურვებისგან) და კონსტრუქციულად განკუთვნილია მისი იარაღიდან გასროლის შედეგად ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულები - ალ.მ-------–---, გ. გ--------- და გრ. ხ-----–--- პოლიციის თანამშრომლებმა შეაჩერეს გ. ხ-----–---ს საცხოვრებელი ბინიდან გამოსვლისთანავე, შესასვლელი კარის წინ, საერთო სარგებლობის ბაქანზე და მიეცათ წინადადება, ჩხრეკის ჩატარების მიზნით, შესულიყვნენ ბინაში, სადაც ჩაუტარდათ პირადი ჩხრეკა, რა დროსაც თითოეულ მსჯავრდებულებს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოუღეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და ერთხელ კიდევ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გ. ხ-----–---ს საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას მსჯავრდებულებმა როგორც ჩანთებში, ასევე შარვლის სათავეში მოათავსეს მათ მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები და ერთდროულად გამოვიდნენ საცხოვრებელი ბინიდან, სადაც შეაჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა.

 

იარაღის უკანონო ტარება დამთავრებულია ქმედების შეწყვეტის მომენტიდან და მძიმე შედეგის დადგომა საჭირო არ არის. ეს განზრახი დანაშაულია, რადგანაც პირს შეგნებული აქვს, რომ კანონიერი ნებართვის გარეშე შეიძინა, შეინახა და ატარებს ცეცხლსასროლ იარაღს. თუ მხედველობში მივიღებთ ასევე იმ გარემოებას, რომ ცეცხლსასროლი იარაღის ტარება აუცილებლად მოითხოვს მოქმედების განხორციელებას (მაგ. ბინიდან გასვლის წინ ცეცხლსასროლი იარაღის ჯიბეში ან თუნდაც ჩანთაში მოთავსებას), სწორედ ასეთი მოქმედებები განახორციელეს მსჯავრდებულებმა ბინიდან გასვლის წინ და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვეს ბინა და გამოვიდნენ საერთო სარგებლობის გასასვლელში, რაც გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენდა საზოგადოებისათვის.

 

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საჩივრის მოტივაცია გ. ხ-----–---სა და გ. გ---------ს ჩხრეკის შედეგად ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის თაობაზე, გამოცვლის ალბათობის არსებობის გამო და სრულად დაეთანხმა გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას ამ ნაწილში. პალატამ ყურადღება გაამახვილა მოწმეების - (ექსპერტების) გ. ე-–----სა და ლ. კ-–--–---–-ს ჩვენებებზე. გ. ე-–----ს ჩვენებით დასტურდება, რომ გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ექსპერტიზაზე გადაიგზავნა პაკეტების ხუთი ფუთა, გაიხსნა ლ-----–--–---–---ნ ერთად და მათი მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. მან მიუთითა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი გ. გ---------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული პისტოლეტის ნომერი იყო 4----, რაც ასევე დასტურდება დასკვნაზე დართული ფოტომასალით, რომელიც დასკვნის განუყოფელი ნაწილია, ხოლო დასკვნის მე-5 პუნქტში მითითებული ნომერი 4---- წარმოადგენს მექანიკურ შეცდომას. ანალოგიური ჩვენება მისცა ექსპერტმა ლ. კ-–--–---–მაც.

 

სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება მიაპყრო ექსპერტების - ია ე----------სა და შ------- კ--–------ს ჩვენებებს. მათ დაადასტურეს ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები, განმარტეს, რომ გამომძიებლის მიერ ექსპერტიზაზე შესამოწმებლად გადმოგზავნილი ნივთიერი მტკიცებულებები შეფუთული და დალუქული იყო კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო №5 ტომარაზე შეინიშნებოდა მცირე დაზიანება (ოდნავ დაზიანებული), წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გავლენას მოახდენდა საბოლოო შედეგზე.

 

სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება მიაპყრო მოწმე პოლიციელების ჩვენებებს, რომლებმაც თანმიმდევრულად აღწერეს, თუ როგორ განვითარდა მოვლენები 2016 წლის 26 ივლისიდან - 27 ივლისის ჩათვლით, ღამის საათებში. დაადასტურეს ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების კანონის შესაბამისად დალუქვისა და შესამოწმებლად ექსპერტიზაზე გადაგზავნის ფაქტი, ხოლო მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა დაადასტურეს დადგენილების საფუძველზე მათ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს მტკიცებულებების უარყოფის საფუძველი.

 

სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა დაცვის მხარის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულების დაკავებისას დაირღვა საპროცესო კანონი, კერძოდ, დაკავებულებს არ განემარტათ კანონით მინიჭებული მათი უფლებები. აღნიშნული სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულებს განემარტათ ადვოკატის ყოლის, დუმილის გამოყენებისა და ყველა სხვა უფლება, თუმცა მსჯავრდებულებმა ხელი არ მოაწერეს გაურკვეველი მიზეზების გამო. არცერთ მსჯავრდებულს რაიმე შენიშვნა და განცხადება მათი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის მიმდინარეობის, მისი შედეგების შესახებ არ გამოუთქვამს. რაც შეეხება საჩივრის მოტივაციას, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაკითხული მოწმეების ჩვენებებს შორის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მათი გაზიარების საკითხს საეჭვოს გახდიდა, არ გამოვლენილა.

 

რაც შეეხება გ-------– ხ-----–---ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებას, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად, დაკმაყოფილდა კონსტიტუციური სარჩელი №732 („საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის სიტყვების - „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების“ ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის. შესაბამისად, განაჩენში გ-------– ხ-----–---ს მიმართ შევიდა ცვლილება და იგი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან; მასვე აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 წლით ჩამორთმეული ყველა უფლება.

 

6. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

 

მსჯავრდებულ ა-–---- მ-------–---ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ--–- თ---------------–---–- საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ა. მ-------–---ს გამართლებას.

 

მსჯავრდებულ გ------- გ---------ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ო----- რ------ საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გ. გ---------ს გამართლებას.

 

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

9. საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

 

10. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას.

 

11. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც ა-–---- მ-------–--- და გ------- გ--------- დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით. მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (მაგალითისთვის იხ. №455აპ-16). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მითითებული გადაწყვეტილებით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის განაჩენი უცვლელად დატოვა. მსჯავრდებულების - ა-–---- მ-------–---სა და გ------- გ---------სათვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა დასტურდება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებებით, პირადი ჩხრეკის ოქმებით, ექსპერტიზების დასკვნებითა და სხვ.. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატების - ლ--–- თ---------------–---–-სა და ო----- რ------ს საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილი, მართალია, მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, მაგრამ აღნიშნული მოთხოვნა არ შეიძლება გაგებულ იქნეს მხარეების მიერ წამოჭრილ ყოველ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მავალდებულებლად (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „სუომინენი ფინეთის წინააღმდეგ“ (Suominen v. Finland), N37801/97 , 01/07/2003, §34), კერძოდ: ევროპული სასამართლოს პოზიციით, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Georgiadis v. Greece), N21522/93 , 29/05/1997, §43).

 

13. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ა-–---- მ-------–---ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ--–- თ---------------–---–-სა და მსჯავრდებულ გ------- გ---------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო----- რ------ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

გ. შავლიაშვილი