დაუშვებლობის შესახებ განჩინება

სისხლის სამართლის 18.07.2018
საქმის ნომერი
010141318700056412
თარიღი
18.07.2018

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700056412

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №166აპ-18 ქ. თბილისი

კ---–--–---–- ჯ----–, 166აპ-18 18 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ჯ----– კ---–--–---–-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- გ--–-----ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით:

ჯ----– კ---–--–---–-, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2017 წლის 23 ოქტომბრიდან. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და ყადაღა უნდა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 ივლისის განჩინებით 1500 ლარის ნაწილში დაყადაღებულ, ჯ----– კ---–--–---–-ს (პირადი №-----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს (3505,00კვმ. საკადასტრო კოდი: N50.04.44.1--).

 

გ------- კ---–--–---–-, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით.

 

განაჩენით მსჯავრდებულ ჯ----– კ---–--–---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 9 ივნისს ქ. ა------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნ---- ჩ-----–-–---–ს მეუღლის მშობელმა - ჯ----– კ---–--–---–მა, არასრულწლოვანი შვილიშვილის - ს--- კ---–--–---–-ს თანდასწრებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ნ---- ჩ-----–-–---–ს მკერდის არეში ორჯერ დაარტყა მუშტი, რის შედეგადაც იგი წაიქცა და ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნ---- ჩ-----–-–---–ს ა------ს ჰოსპიტალში შესვლის დროს აღენიშნებოდა ნაჭდევები მარცხენა მტევნის მეხუთე თითისა და მარჯვენა მუხლის მიდამოში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ჯ. კ---–--–---–-ს გამართლებას.

 

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა თელავის რაიონული სასამართლოს მსჯელობას და არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია მსჯავრდებულ ჯ----– კ---–--–---–-ს უდანაშაულობის შესახებ და ასევე, მისი შეფასებები მომხდარ ქმედებებთან დაკავშირებით, რითაც ის ცდილობს, თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობის ტვირთი. მისი პოზიცია ეწინააღმდეგება რეალურად განვითარებულ მოვლენებს და 1-ლი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს.

 

სააპელაციო პალატა დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას, რომ არ იზიარებს ბრალდებულ ჯ----– კ---–--–---–-ს ჩვენებას, რომელიც ემსახურება მისთვის პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას, ვინაიდან არ შეესაბამება საქმეზე უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც საკმარის საფუძველს წარმოადგენს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ჯ----– კ---–--–---–-ს დამნაშავედ ცნობისათვის.

 

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია მსჯავრდებულ ჯ----– კ---–--–---–-ს უდანაშაულობის თაობაზე, რომ ექსპერტიზის დასკვნის გარდა საქმეში სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ჯ----– კ---–--–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენას, არ არსებობს და ნ---- ჩ-----–-–---–ის მხრიდან მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი გამოგონილია პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მოტივით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დაცვის მხარის არგუმენტები არსებითად ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს, რომელთა ობიექტურობის საეჭვოდ მიჩნევის რაიმე საფუძველი არ არსებობს შემდეგ გარემოებათა გამო: დაზარალებულმა ნ---- ჩ-----–-–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ჯ----– კ---–--–---–მა მას მკერდის არეში დაარტყა ხელი და ამ ყველაფერს ხედავდა მისი სამი წლის შვილი, რომელმაც ტირილი დაიწყო და როდესაც ბავშვის დაწყნარებას შეეცადა, მას კვლავ მიუახლოვდა ჯ----– კ---–--–---–- და ისევ დაარტყა მკერდის არეში, რის შედეგადაც დაეცა და დაუზიანდა შარვალი და მუხლი. წამოდგომის შემდეგ ჯ----– კ---–--–---–მა ჰკრა ხელი, კედელს შეაჯახა და გაქცევის საშუალებას არ აძლევდა. მიყენებული დაზიანებების შედეგად მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამასთან, სწორედ ამ დროს მიიღო დაზიანებები მუხლსა და თითზე. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნით, ნ---- ჩ-----–-–---–ს 2016 წლის 9 ივნისს, ა------ს ჰოსპიტალში შესვლის დროს, აღენიშნებოდა ესკორიაცია მარცხენა მტევნის მე-5 თითისა და მარჯვენა მუხლის მიდამოში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. მოწმეებმა ---–-- დ-------–მა, ლ---- ჩ-----–-–---–მა და ც----- კ---------–---–მა სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში განმარტეს, რომ ნ---- ჩ-----–-–---–ი თავის შვილთან ერთად, სახლთან ახლოს, ძლიერ წვიმაში, ქუჩაში ნახეს. ნ---- ჩ-----–-–---–იც და მისი შვილიც იყვნენ ძლიერ აღელვებულები და ტიროდნენ. მოწმე გ------- კ---–--–---–მა აღნიშნა, რომ სახლიდან მოშორებით, ქუჩაში, დაინახა თავისი მეუღლე და სამი წლის შვილი, რომლებიც იყვნენ აღელვებულები, ამასთან, მეუღლეს მარჯვენა ხელის ერთერთი თითიდან და მუხლიდან მოსდიოდა სისხლი და ჭრილობები იყო ახალი.

 

სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა აპელანტის პოზიციას, რომ სხვა მოწმე არ არის ფაქტის უშუალო შემსწრე, ხოლო დაზარალებული დაინტერესებულია საქმის შედეგით და სასამართლოს მისი ჩვენება არ უნდა გაეზიარებინა და მიიჩნია, რომ ნ---- ჩ-----–-–---–ის ჩვენება არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და საეჭვოდ მიჩნევის რაიმე საფუძველი არ არსებობს. ამასთან, დაზარალებულის ჩვენებების უტყუარობა გამყარებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომელთა შორის არ არსებობს რაიმე წინააღმდეგობები, რაც საეჭვოს გახდიდა მათ სანდოობას.

 

სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ ოჯახური ძალადობა არ წარმოადგენს ისეთი ტიპის დანაშაულს, რომელიც თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით გამოირჩევა, შესაბამისად, მსგავსი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობა და შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან.

დაცვის მხარე ასევე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ექსპერტიზის დასკვნით ვერ დგინდება დაზიანების ხანდაზმულობა და ლოკალიზაცია. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ, მართალია, ექსპერტიზის დასკვნით უდავოდ არ არის დადგენილი ის ფაქტი, თუ როდის მიიღო დაზარალებულმა დაზიანებები, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დადგინდეს, თუ რამდენად არის დაზიანებები მიყენებული სწორედ ჯ----– კ---–--–---–-ს ძალადობის შედეგად, რაც საქმეში არსებულ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით პალატამ დადასტურებულად მიიჩნია.

 

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დაცვის მხარის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერი, რაც ნათელს მოჰფენდა აღნიშნულ საქმეს, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ასევე - სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით და არ არის დაკავშირებული ჯ----– კ---–--–---–-ს მსჯავრდების საკითხთან

 

რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ მოხსნა დასაკითხ პირთა სიიდან მოწმეები, რომლებიც ადასტურებდნენ ნ---- ჩ-----–-–---–ის მხრიდან ჯ----– კ---–--–---–-ს მიმართ არაეთიკურ ქცევას და იმ გარემოებას, რომ მანამდე მსჯავრდებულს შვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა არ ჩაუდენია, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, „სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.“ ამავე კოდექსის მე-14 მუხლის შესაბამისად, „მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება“, ხოლო 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა“. ეს საქმე 1-ლი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად განიხილეს ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა დაცვით და მხარეებს მიეცათ საშუალება, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე წარმოედგინათ საკუთარი პოზიციები. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ევროპულმა სასამართლომ საქმეში „ბელზიუკი პოლონეთის წინააღმდეგ“ (Belziuk v. Poland) განმარტა, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეთა შესაძლებლობას, იცნობდნენ საქმეს და ყველა მტკიცებულებასთან მიმართებით ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება, ხოლო საქმეში „დამბო ბიჰიერი ბ.ვ. ნიდერლანდების წინააღმდეგ“ (Dombo Beheer BV v. The Netherlands) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ დასახელებული პრინციპი მოიცავს ორივე მხარისათვის მტკიცებულებათა წარდგენის შესაძლებლობის მინიჭებას ისეთ პირობებში, რომ არცერთ მათგანს არ მიენიჭოს აშკარა უპირატესობა. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ შეზღუდვია არც მტკიცებულებების წარდგენისა და არც საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირების უფლება. საპროცესო კანონმდებლობით, თუ ბრალდების მხარემ არ წარადგინა რაიმე მტკიცებულება, დაცვის მხარეს შეუძლია, მოითხოვოს იმ მოწმეთა დაკითხვა, რომლებსაც შესაძლოა, მსჯავრდებულის უდანაშაულობა ემტკიცებინა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

 

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მოტივაცია სასჯელთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობაც. მოცემულ შემთხვევაში ჯ----– კ---–--–---–-, მართალია, წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა, ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მაგრამ არ აღიარებს ჩადენილ ქმედებას, რის გამოც სასამართლო არ არის უფლებამოსილი და სამართლებრივად მოკლებულია შესაძლებლობას, მის მიმართ გამოიყენოს პირობითი მსჯავრი. ჯ----– კ---–--–---–-ს მიმართ სასჯელის სახედ ასევე ვერ იქნება გამოყენებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ვინაიდან არის საპენსიო ასაკს მიღწეული. საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არ დაენიშნება საპენსიო ასაკის პირს.

 

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ჯ----– კ---–--–---–მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ------- გ--–-----მ, რომლებიც საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და ჯ. კ---–--–---–-ს გამართლებას.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებითაც უტყუარად დასტურდება ჯ----– კ---–--–---–-ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.

 

9. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა დაცვის მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი გახდებოდა, კასატორები არ უთითებენ.

 

10. პალატა აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ, (Hirvisaari v. Finland), განაცხადი N49684/99; §30; ECHR; 25.12.2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ (No. 2), (Gorou v. Greece (No. 2)), განაცხადი N 12686/03; §37, §41; ECHR; 20.03.2009).

 

11. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს ჯ----– კ---–--–---–-ს ბრალეულობის თაობაზე, არ მიიჩნევს მიზანშეწონილად საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებას, დაცვის მხარის არგუმენტებზე განმეორებით მსჯელობის მიზნით.

 

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ჯ----– კ---–--–---–-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- გ--–-----ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

გ. შავლიაშვილი