განჩინება

სისხლის სამართლის 23.07.2018
საქმის ნომერი
010100218700053746
თარიღი
23.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100218700053746

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№84აპ-18 ქ. თ---–--ი

რ-–---ი ა-–----------, 84აპ-18

23 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პ----- სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 იანვრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გიორგი შაფათავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით ა-–---------- რ-–---ი, – დაბადებული 1--- წლის 1--------------ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2016 წლის 1 მარტის ღამის საათების ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 1 მარტის დილის საათების ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში. ა-–---------- რ-–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. გამართლებულს განემარტა, რომ აქვს უფლება, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

ა-–---------- რ-–---ი სისტემატურ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მამას - მ-----– რ-–---ს; 2017 წლის 1 მარტს, დაახლოებით ღამის საათებში, თ---–--ში, ვ-–----–----–----------------–ის მ--- კორპუსის ბინა N2--ში, ა-–---------- რ-–---მა, მთვრალმა, დაზიანება მიაყენა მამას - მ-----– რ-–---ს, კერძოდ, რამდენჯერმე ხელი დაარტყა სახესა და თავში, რამაც ძლიერი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ა-–---------- რ-–---ი სისტემატურ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მამას - მ-----– რ-–---ს; 2017 წლის 1 მარტს, დაახლოებით დილის საათებში, თ---–--ში, ვ-–----–----–----------------–ის მ--- კორპუსის ბინა N2--ში, ა-–---------- რ-–---მა, მთვრალმა, დაზიანება მიაყენა მამას - მ-----– რ-–---ს, კერძოდ, მან რამდენჯერმე ხელი დაარტყა სხეულის სხვდასხვა არეში, რამაც ძლიერი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 იანვრის განაჩენის გაუქმებასა და ა-–---------- რ-–---ის დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ქმედებებში. პროკურორის მითითებით, ზ------ ბ----ემ და პ----- თ---–-----ემ დაადასტურეს გამოძიებაში მათ მიერ მიცემული ჩვენებები და განმარტეს, რომ 2017 წლის 1 მარტს ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე შეტყობინების საფუძველზე მისულებმა, ნახეს, რომ მ-----– რ-–---ს სახეზე ეტყობოდა დაზიანება. დაზარალებულმა მათ განუმარტა, რომ შვილმა - ა. რ-–---მა მთვრალმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც, ზოგადად, სისტემატური ხასიათი ჰქონდა; აღნიშნული გარემოება დაადასტურა მ-----– რ-–---ის დისშვილმა ა-–---------- ზ-----–--ემ; სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ ნ----- ჯ------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ დაზარალებულს ნამდვილად აღენიშნებოდა დაზიანებები.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა ა-–---------- რ-–---ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებები (მათ შორის პ. თ---–-----ისა და ზ. ბ----ის ჩვენებები) არის ირიბი. პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი სახის მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ მ-----– რ-–---ს სხეულზე ფიზიკური დაზიანებები მისმა შვილმა, ა-–---------- რ-–---მა მიაყენა.

 

9. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გიორგი შაფათავას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

პ. სილაგაძე