განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100113295164
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№31აპ-18 ქ. თბილისი
ნ------- ზ----, 31აპ-18 19 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი
შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 4 დეკემბრის განაჩენზე აჭარის ა/რ-ის პროკურატურის უფროსი პროკურორის რამაზ შავაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის განაჩენით ზ---- ნ-------, – დაბადებული 1----–-–------------–ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ზ---- ნ-------ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და ყადაღა მოეხსნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის განჩინებით დაყადაღებულ ზ---- ნ-------ს (პ--------------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (მდებარე: ბ------–-, ტ. ა--------------------------------ში) 10 000 ლარის ღირებულების წილს - განაჩენის აღსრულებიდან ერთ თვეში. გამართლებულ ზ. ნ-------ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 4 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 30 სექტემბრის N--- განკარგულებით დაფუძნდა ააიპ „ს--------------------------------------------------------------,“ რომლის დირექტორად, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 31 იანვრის N-- განკარგულებით, დაინიშნა ზ---- ნ-------; შესაბამისად, ზ---- ნ-------, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე, წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს. 2012 წლის 22 თებერვალს ააიპ „ს--------------------------------------------------------------მ“ გამოაცხადა გამარტივებული ელექტორნული ტენდერი (S-----------) ერთი ერთეული ევაკუატორის (ამწე-მანიპულატორი) სახელმწიფო შესყიდვაზე. სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი იყო, რომ ევაკუატორი (ამწე-მანიპულატორი) გამოშვებული უნდა ყოფილიყო არანაკლებ 2011 წელს (ახალი-ექსპლუატაციაში არმყოფი). აღნიშნული ტენდერის შედეგად, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2012 წლის 2 მარტის N-- ხელშეკრულება გაფორმდა ი/მ „დ------------–--–თან.“ ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 180 000 ლარით, ხოლო ხელშეკრულების საგნად IVECO 100E18 EUROCARGO (ამწე-მანიპულატორი) არანაკლებ 2011 წლის გამოშვება (ახალი-ექსპლუატაციაში არმყოფი);
ზ---- ნ-------, როგორც ააიპ „ს--------------------------------------------------------------ს“ დირექტორი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტორნული ტენდერისა და ელექტორნული ტენდერის ჩატარების წესის“ შესახებ ახორციელებდა ამავე ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ინსპექტირებასა და კონტროლს; ზ. ნ-------მ არაჯეროვნად შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობები, კერძოდ, ი/მ „დ------------–--–ის“ მხრიდან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2012 წლის 2 მარტის N-- ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული მონაცემებისა და სტანდარტების ობიექტების მიღებისას (2012 წლის 3 მარტს მიღება-ჩაბარების აქტის შედგენისას) არ განახორციელა სათანადო კონტროლი და ინსპექტირება, ზემოხსენებული ჩაბარების აქტის მიხედვით, მან 2010 წელს გამოშვებული, ექსპლუატაციაში ნამყოფი ევაკუატორი (ამწე-მანიპულატორი) IVECO 100E18 EUROCARGO ჩაიბარა.
ზ---- ნ-------ს მიერ სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი, რამაც თვითმმართველ ქალაქ - ბათუმს 95 308 ლარის ზიანი მიაყენა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 4 დეკემბრის განაჩენის გაუქმებასა და ზ---- ნ-------ს გამტყუნებას სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გაიზიარა ექსპერტების - ი----- ჭ--–---სა და შ----- ი----–---–ის დასკვნები იმის თაობაზე, რომ 2012 წლის მარტის მდგომარეობით, “IVECO”-ს მარკის ევაკუატორ მანიპულატორის მსგავსი, ტექნიკურად გამართული, ექსპლუატაციაში ნამყოფი ევაკუატორ მანიპულატორის ღირებულება საქართველოს საავტომობილო ბაზარზე შეესაბამებოდა 84 692 ლარს და ააიპ „ს--------------------------------------------------------------ს“ მიერ 2012 წლის 2 მარტის თარიღით შედგენილი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-- ხელშეკრულების საფუძველზე ი/მ „დ------------–--–ისგან“ შეძენილ „ივეკო MI 100E18 EUROKARGO-ს“ სახელშეკრულებო და საბაზრო ფასს შორის სხვაობა შეადგენდა 95 308 ლარს.
6. კასატორის მითითებით, სასამართლომ ყველა ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვიტა, იმ მოტივით, რომ საქმეში არსებობს ორი ურთიერთგამომრიცხავი დასკვნა, რომლითაც სხვადასხვაგვარად არის ახსნილი ავტოევაკუატორის გამოშვების თარიღი. პროკურორი მოცემულ პოზიციას არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ სატენდერო დოკუმენტაციით, ევაკუატორი (ამწე-მანიპულატორი) გამოშვებული უნდა ყოფილიყო არანაკლებ 2011 წელს (ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი). ზ---- ნ-------მ კი 2010 წელს გამოშვებული ექსპლუატაციაში ნამყოფი, მეორადი ამწე-მანიპულატორი ჩაიბარა. ამდენად, წინდახედული მოქმედებითა და მოვალეობის ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ზ. ნ-------ს შეეძლო დიდი ოდენობით ზიანის თავიდან აცილება. ვინაიდან ევაკუატორი იყო მეორადი და ექსპლუატაციაში ნამყოფი, იგი ი.მ „დ------------–--–ს“ სს „კ----------–-----------------------------------იდან“ შეძენილი ჰქონდა იაფად - 84 692 ლარად, მაშინ, როდესაც სს „კ----------–-----------------------------------მა“ იგივე, ახალი ევაკუატორი შპს „მ--------გან“206 838 ლარად შეიძინა.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგ. იხილეთ №19აპ-18 გადაწყვეტილება), ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საჩივრიდან არ იკვეთება.
9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა ზ---- ნ-------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას როგორც საქმეზე ავტოევაკუატორის გამოშვების თარიღთან დაკავშირებით ორი ურთიერთგამომრიცხავი დასკვნის შეფასების, ისე ავტომანქანისა და ამწე მექანიზმის ექსპლუატაციის ფაქტის დადგენის საკითხებში.
10. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ა/რ-ის პროკურატურის უფროსი პროკურორის რამაზ შავაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე