განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002262376
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№273აპ-18 თბილისი
კ------–--ი ზ------, 273აპ-18 1 აგვისტო, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო გვენეტაძე (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ------ კ------–--ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ--–- ბ-–--–---–-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 აპრილის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენით ზ------ კ------–--ი, - დაბადებული 1----–-–---------------- ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით იმაში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2. 2017 წლის 18 დეკემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, თ---–--–ი, გ. ო---–---–-ს ქ. N--ში, ბინა N---ში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის საფუძველზე ზ------ კ------–--მა ფეხი ჩაარტყა არასრულწლოვან გერს - ხ----- დ-------–--ს ნეკნების მიდამოში, რის შედეგადაც ხ----- დ-------–--მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. აღნიშნული ქმედებისათვის ზ------ კ------–--ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ------ კ------–--მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ--–- ბ-–--–---–-ა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ ზ------ კ------–--ის მიმართ დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულმა და ადვოკატმა ლ--–- ბ-–--–---–-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვეს საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულის პიროვნების, მძიმე ჯანმრთელობისა და ოჯახური მდგომარეობის, დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით, ზ------ კ------–--ისთვის სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ, სასჯელის სახედ და ზომად მის მიერ ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის განსაზღვრა და პირობითი მსჯავრის გამოყენება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა ზ------ კ------–--ის მსჯავრდების საქმის მასალები, შეამოწმა მისი დამცველის, ადვოკატ ლ. ბ-–--–---–-ს საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს სასჯელის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:
2. მოცემულ საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ, საპროცესო ნორმების დაცვით მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულ ზ------ კ------–--ს ნამდვილად აქვს ჩადენილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება მისი ოჯახის არასრულწლოვანი წევრის, ხ----- დ-------–--ს მიმართ, კერძოდ, ამ უკანასკნელს მან საყოფაცხოვრებო კონფლიქტის დროს ფეხი ჩაარტყა ნეკნების მიდამოში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია მისი ჯანმრთელობის დაზიანება. ამ ქმედებით ზ------ კ------–--მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რის გამოც სასამართლომ მას სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
3. მსჯავრდებულმა ზ------ კ------–--მა და მისმა დამცველმა, ადვოკატმა ლ. ბ-–--–---–-ა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 აპრილის განაჩენის თაობაზე საკასაციო საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვენ სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქებას მისი ჯანმრთელობის მძიმე და აგრეთვე ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, კერძოდ, ეკმაროს მას ის სასჯელი, რაც ფაქტობრივად უკვე მოიხადა, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი ჩაეთვალოს პირობით.
4. მსჯავრდებულ ზ------ კ------–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტებით, კერძოდ, ის დაავადებულია: B 20 – აივ ინფექციით (შიდსი), მესამე სტადია; B 20.4 – აივ ასოცირებული კანდიდოზით; K71.2 - ტოქსიური ჰეპატიტით; B 18.0 – ქრონიკული C ჰეპატიტით. იმავე დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ მისი დაავადებები არა მარტო ქრონიკულია, არამედ პროგრესირებადიც, რაც კიდევ უფრო ართულებს მსჯავრდებულის მდგომარეობას.
5. გარდა ამისა, საკასაციო პალატის აზრით, გასათვალისწინებელია სხვა გარემოებებიც: მსჯავრდებული წარსულში არ არის ნასამართლევი; მან სასამართლოს წინაშე მოინანია ჩადენილი დანაშაული; იგი არის ოჯახის მარჩენალი, სადაც არასრულწლოვან დაზარალებულთანთან ერთად ცხოვრობს მცირეწლოვანი ბავშვიც. ყველა ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა სრულად დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, თუმცა შესაძლებელია მსჯავრდებულ ზ------ კ------–--ისათვის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ზომის შემცირება, კერძოდ, 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუმცირდეს 6 (ექვსი) თვით და მას საბოლოოდ მოსახდელად უნდა დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
6. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 აპრილის განაჩენში, კერძოდ, სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება მსჯავრდებულ ზ------ კ------–--ის სასიკეთოდ, ხოლო სხვა ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ზ------ კ------–--ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ--–- ბ-–--–---–-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 აპრილის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
3. მსჯავრდებული ზ------ კ------–--ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
4. ზ------ კ------–--ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 19 დეკემბრიდან;
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 აპრილის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. გვენეტაძე
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი