განჩინება

სისხლის სამართლის 31.07.2018
საქმის ნომერი
050100117001872541
თარიღი
31.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100117001872541

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№135აპ-18 თბილისი

წ--–-----ი დ-----, 135აპ-18 31 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო გვენეტაძე (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ----- წ--–-----ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ----- ფ-----------ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 სექტემბრის განაჩენით დ----- წ--–-----ი, – დაბადებული 1----–-–------------–-- ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2017 წლის 20 იანვრიდან.

 

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 იანვრის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დ----- წ--–-----მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

· 2017 წლის 20 იანვარს, დაახლოებით 15:20 საათზე, დ----- წ--–-----მა, არსებული კონფლიქტის გამო, განზრახ მოკვლის მიზნით, სანადირო თოფით მიაკითხა გ-- წ--–-----ს საცხოვრებელ სახლში, მდებარე ლ--------–ი, წმინდა ნ----ს ქ. №---ში, გამოიხმო იგი გარეთ და სანადირო თოფიდან დამიზნებით, განზრახ მოკვლის მიზნით ესროლა თავისა და გულმკერდის არეში, რის შედეგადაც გ-- წ--–-----მა მიიღო შემდეგი დაზიანებები: გულმკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების, გულმკერდისა და თავის მიდამოს მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები, შემავალი პლევრის ღრუში, პნევმოჰემოთორაქსი მარცხნივ. დ----- წ--–-----მა, მას შემდეგ, რაც მის მიერ ნასროლი ტყვია მოხვდა გ-- წ--–-----ს, თავისი განზრახვა ჩათვალა სისრულეში მოყვანილად და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების გამო გ-- წ--–-----ი გადაიყვანეს საავადმყოფოში და დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად შესაძლებელი გახდა მისი სიცოცხლის შენარჩუნება.

 

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა დ----- წ--–-----მა და მისმა ადვოკატმა მ----- ფ-----------მ. მათ ითხოვეს დ----- წ--–-----ის ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა იმ მოტივით, რომ მას გ-- წ--–-----ის მოკვლის განზრახვა რომ ჰქონოდა, კიდევ ესროდა, რაც არ გაუკეთებია.

 

5. ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილე მალხაზ სირაძე შესაგებლით ითხოვს მსჯავრდებულ დ----- წ--–-----ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ----- ფ-----------ს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (მაგალითისათვის იხ. გადაწყვეტილებები – №986აპ-10, №293აპ-14, №227აპ-16), ამასთან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის – დაზარალებულ გ-- წ--–-----ისა და მოწმე დ--–- კ-----ს ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 31 მარტის №--------- დასკვნით, რომლის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა შ----- თ-------მ, უტყუარად დასტურდება, რომ დ----- წ--–-----მა ჩაიდინა გ-- წ--–-----ის განზრახ მკვლელობის მცდელობა. შესაბამისად, დაცვის მხარის პოზიცია, რომ მსჯავრდებულს არ ჰქონდა მოკვლის განზრახვა უსაფუძვლოა, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული არც თვითონ უარყოფს მის მიერ გ. წ--–-----ისათვის სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებას, რაც სახიფათო იყო მისი სიცოცხლისათვის.

 

9. საკასაციო პალატა, არ იზიარებს რა დაცვის მხარის მოთხოვნას დ----- წ--–-----ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაკვალიფიცირების თაობაზე, სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ ამ სასამართლომ საფუძვლიანად დაასაბუთა დ----- წ--–-----ის ქმედებაში საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით დადგენილი სიცოცხლის განზრახ მოსპობის მცდელობის ელემენტების არსებობა, კერძოდ: მის მიერ მიყენებული დაზიანებების მდებარეობა, დანაშაულის ჩადენის ხერხი – გაქცეული ადამიანისათვის სანადირო თოფით ზურგში სროლა, მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის შემთხვევამდე არსებული კონფლიქტური სიტუაცია, საქმეზე მოპოვებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიუთითებენ მსჯავრდებულ დ----- წ--–-----ის განზრახვაზე – მოეკლა გ-- წ--–-----ი.

 

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ დ----- წ--–-----ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ----- ფ-----------ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე ნ. გვენეტაძე

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

გ. შავლიაშვილი