განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100218700052656
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№105აპ-18 ქ. თბილისი
ბ------------- ე---------, 105აპ-18 24 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის გა--ჩენზე მსჯავრდებულ ე--------- ბ-------------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ--------- ბ--------–---–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით ე--------- ბ-------------, – დ----------–-------–-–-----------------, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 29 ივნისიდან. ე--------- ბ-------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
2. აღნიშნული გა--ჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის გა--ჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 20:40 საათზე, თ---–--–-, ვ---------–--------------------–--------ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ სკვერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ე--------- ბ------------მა გ------- ზ--–--ს მოკვლის განზრახვით თანნაქონი მჩხვლეტავ-მჭრელი საგნით გულმკერდში მიაყენა ჭრილობა, რის შედეგადაც გ------- ზ--–--ი გარდაიცვალა, ხოლო ე--------- ბ------------- შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანასა და ე. ბ-------------ს ქმედების 113-ე მუხლით კვალიფიკაციას; ბრალდების უდავო ფაქტობრივ გარემოებებში ზოგიერთი აშკარად ეწინააღმდეგება ბრალდებულის აღიარებასა და ბრალდების ვერსიას; 2017 წლის 4 ოქტომბერს მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის დართვის თაობაზე, მაგრამ ე. ბ------------ს არ მისცა შესაძლებლობა გასცნობოდა ამ დასკვნას; აღნიშნულით მას შეეზღუდა ევროპული კონვენციის მე-6 და მე-13 მუხლებით გარანტირებული უფლებები; ადვოკატმა ე. ბ------------- მოატყუა, რომ საჭირო იყო ბრალდებას სრულად დასთანხმებოდა; ადვოკატმა არც პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას და არც სააპელაციო საჩივრის შედგენისას პოზიცია ე. ბ------------თან არ შეათანხმა; სახელმწიფო ადვოკატი არის კონტროლირებადი და მათ წარმოებაში არსებული საქმის სიმრავლიდან გამომდინარე, ისინი მხოლოდ ფორმალურად მოქმედებენ; ამდენად, ე. ბ------------ს დაერღვა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმით გარანტირებული უფლება.
6. კასატორის პოზიციით, მსჯავრდებულის კვალიფიკაცია არ ეყრდნობა სასამართლო-სამედიცინო და ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნებს, იგი ეფუძნება ექსპერტიზის საწინააღმდეგო ორი პირდაპირი მოწმის - ა-- ქ-------სა და ლ---- ბ------–---–ის ჩვენებებს; ამასთან, ა-- ქ-------ს ჩვენებას აბათილებს ილონა გამსახურდიას ჩვენება; ადვოკატის პოზიციით, შეუძლებელია, ე. ბ------------ს ჩაედინა განზრახ მკვლელობა და უფრო სავარაუდოა 113-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა; იმის გათვალისწინებით, რომ ე. ბ------------- დ----------–--------–-–-----------------, მის მიმართ საქმისწარმოება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით უნდა წარმართულიყო და დასმულიყო განრიდების გამოყენების საკითხიც; საკასაციო საჩივარს თან ერთვის ე. ბ-------------ს გამოკითხვის ოქმი, რომლის მიხედვითაც დაზარალებულმა ე. ბ------------ს კონფლიქტის დროს ორივე ხელით აგური ჩაარტყა თავში. იმას, რომ მსჯავრდებული ნამდვილად იყო ნაცემი, ადასტურებს მისი ამჟამინდელი შესიებული და ჩირქმდენი ადგილები თავზე.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №424აპ-16 გადაწყვეტილება), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი. ამასთან, დაცვის მხარემ ვერ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა.
10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, კერძოდ, ის, რომ ე--------- ბ------------მა ნამდვილად დაარტყა დანა გ------- ზ--–--ს, დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის პირდაპირი სახის მოწმეების - ლ---- ბ------–---–ისა და ა-- ქ-------ს დაკითხვის ოქმებით. ადვოკატი საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ ე. ბ------------ს დაზარალებული სხვა პირებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა, მათ შორის ორივე ხელით აგური ჩაარტყა თავში, მაგრამ დაკავების ოქმის მიხედვით, ე. ბ------------ს ვიზუალური დათვალიერებისას რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა. ე--------- ბ-----------ის დეიდაშვილის - ხ--------- ს---------ის დაკითხვის ოქმის თანახმად, მან უშუალოდ შემთხვევის დღეს, კერძოდ, 2017 წლის 18 ივნისს, ნახა მსჯავრდებული. ხ. ს---------ი აღწერს თავის საუბარს დეიდაშვილთან, მის მიერ დანაშაულის აღიარებასა და სხვა ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა არსად უთითებს ე. ბ-------------ს სხეულზე არსებული დაზიანებების თაობაზე. ამდენად, ადვოკატის მოთხოვნა ქმედების სსკ-ის 113-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების თაობაზე წარმოდგენილი საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა განრიდების გამოყენების შესაძლებლობაზე, ვინაიდან განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულზე განრიდების გამოყენება როგორც არასრულწლოვანთან, ისე სრულწლოვნათან (მათ შორის 18 დან - 21 წლამდე) მიმართებით, კანონის თანახმად, არის დაუშვებელი.
11. რაც შეეხება კასატორის მითითებას დაცვის უფლების დარღვევის შესახებ, კერძოდ, რომ ე. ბ------------- ადვოკატმა მოატყუა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდებულის ურთიერთობა ადვოკატთან არის კონფიდენციალური. საქმის მასალების მიხედვით კი, ბრალდებულსა და მის ადვოკატს შორის პოზიციათა უთანხმოების ფაქტი არ დასტურდება, კერძოდ, 2017 წლის 4 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმის შესაბამისად, მოსამართლემ ბრალდებულ ე. ბ------------ს, მისი ადვოკატის პოზიციის გაცხადების შემდეგ (რომ მტკიცებულებებს ისინი მიიჩნევდნენ უდავოდ), განუმარტა როგორც მტკიცებულებების სადავო/უდავოობის არსი, ისე მისი სამართლებრივი შედეგები. აღნიშნული განმარტების მიღების შემდეგ ე. ბ------------მა დამოუკიდებლად განაცხადა, რომ იგი თავისი დამცველის პოზიციას ეთანხმებოდა. ანალოგიურად, ერთნაირი პოზიცია წარმოადგინეს ბრალდებულმა და მისმა ადვოკატმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის დართვასთან დაკავშირებით.
12. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ე--------- ბ-------------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ--------- ბ--------–---–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე