განჩინება

სისხლის სამართლის 25.07.2018
საქმის ნომერი
010100218700053366
თარიღი
25.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100218700053366

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№69აპ-18 ქ. თბილისი

გ---–--–-–---–- ბ-----, 69აპ-18 25 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენზე ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბ----- გ---–--–-–---–ს, - დ----------–-------–--–-, - ბრალი ედებოდა იმაში, რომ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულს ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120–ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2015 წლის 14 ივლისს, თ---–--–-, ვ---------–ის მეურნეობაში, ე.წ. „ძველი კლუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ა---------– და ა-–---------- წ---–-------სა და ს-------- ჭ-------სა და ბ----- გ---–--–-–---–ს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც ს-------- ჭ------- და ბ----- გ---–--–-–---–- ხელებსა და ფეხებს ურტყამდნენ დაზარალებულებს - ა-–---------- და ა---------– წ---–-------ს თავისა და სხეულის სხვადასხვა ადგილას, რა დროსაც დაზარალებულები განიცდიდნენ ფიზიკურ ტკივილს და რის შედეგადაც, ა-–---------- და ა---------– წ---–-------მა მიიღეს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბ----- გ---–--–-–---–ს ასევე ბრალი ედებოდა იმაში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117–ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან. მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2015 წლის 14 ივლისს, თ---–--–-, ვ---------–ის მეურნეობაში, ე.წ. „ძველი კლუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ა---------– და ა-–---------- წ---–-------სა და ს-------- ჭ-------სა და ბ----- გ---–--–-–---–ს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც ბ----- გ---–--–-–---–მა ა---------– წ---–-----ს დიდი ზომის ჯოხი ე.წ. ,,რეიკა“ მოუქნია თავის მიმართულებით, თუმცა ა---------– წ---–-----მა თავი დაიცვა, მოიგერია მოქნეული ჯოხი და მოხვდა მარჯვენა ხელზე, რის შედეგადაც ა---------– წ---–-----მა მარჯვენა იდაყვის ძვლის ქვედა ბოლოს მოტეხილობა მიიღო, რაც ექსპერტიზის დასკვნით შეფასდა ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებად.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ივნისის განაჩენით ბ----- გ---–--–-–---–- საქართველოს სსკ–ის 118–ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ბ----- გ---–--–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.

 

ამავე განაჩენით ს-------- ჭ------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა თამარ კერესელიძემ და ითხოვა ბ----- გ---–--–-–---–-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ–ის 118–ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში იმ მოტივით, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა მის მიერ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ჩადენის ფაქტი.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.

 

8. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს პროკურორი, რასაც საკასაციო პალატა ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, ბრალდების მხარე საჩივარში არ უთითებს.

 

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

პ. სილაგაძე