განჩინება

სისხლის სამართლის 26.07.2018
საქმის ნომერი
010141318700056096
თარიღი
26.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700056096

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№173აპ-18 ქ. თბილისი

ბ------ ბ------, 173აპ-18 26 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ნოზაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 8 აგვისტოს განაჩენით:

 

ბ------ ბ-----ის ქმედება საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178–ე მუხლის პირველ ნაწილზე. ბ------ ბ------, - დ----------–-------–-–---------------–ს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი. საქართველოს სსკ–ის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2016 წლის 31 ივლისიდან - 2017 წლის 20 თებერვლის ჩათვლით) გათვალისწინებით, ბ------ ბ------ მთლიანად გათავისუფლდა ძირითადი სასჯელის მოხდისგან.

ბ------ ბ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს თანხა გადაწყვეტილების აღსრულებიდან ერთ თვეში უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

რ----- კ------- - დ----------–-------–-–---------------ს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

რ----- კ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად, 2016 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 7:00 საათზე, თ---–--–-, 2-------ს მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ----- კ-------მ, ბ------ ბ------სთან ერთად, თ-------- ს-------ს აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გასტაცა ბ---- ნ--------ის კუთვნილი, 120 ლარად ღირებული „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას და ბ------ ბ-----ისა და რ----- კ------ის დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ქმედებაში. კასატორის მითითებით, დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მტკიცებულებათა უმრავლესობა პრეიუდიციად მიიჩნია, თუმცა სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოძიების ეტაპზე ამომცნობ პირებს არ განემარტათ მოწმის უფლება–მოვალეობანი; კასატორის პოზიციით, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას დაიკითხა ამოცნობათა ჩამტარებელი გამომძიებელი კ---- დ---------–--, რომელმაც დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებების კანონის სრული დაცვით წარმართვა; ამოცნობის ოქმები შედგენილია საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით, მასში აღწერილი გარემოებები ეჭვს არ იწვევს და იგი თანაბრად უნდა იქნეს გამოყენებული როგორც ბ------ ბ-----ის, ისე რ----- კ------ის ბრალეულობის დასადასტურებლად.

 

6. კასატორის მითითებით, სასამართლომ გარკვეულწილად მხოლოდ იმიტომ მიიჩნია საეჭვოდ თვითმხილველ მოწმეთა - რ------– ს---–--------სა და თ-------- ს-------ის სასამართლო ეტაპზე მიცემული ჩვენებები, რომ მათ ვერ შეძლეს დეტალურად გაეხსენებინათ დაახლოებით ერთი წლის წინ მომხდარი ფაქტი. აღსანიშნავია, რომ „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელსაც გამოძიებამ ბ------ ბ-----ის მეშვეობით მიაკვლია, არ ეკუთვნის არც ბ------ ბ------ს და არც რ----- კ-------ს. იგი ბ---- ნ--------ის საკუთრებაა. იმას, რომ შემთხვევის ადგილზე სწორედ ბ------ ბ------ და რ----- კ------- იმყოფებოდნენ, ცხადყოფს პირთა ამოცნობის ოქმები.

 

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

9. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №201აპ-17 გადაწყვეტილება), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.

 

10. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ბ------ ბ-----ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ბრალად შერაცხული ქმედების საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ. აღსანიშნავია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში (მათ შორის: საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომლის თანახმადაც, ბ------ ბ-----ის მითითებით ამოიღეს მობილური ტელეფონი), გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბ------ ბ-----ის მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას.

 

11. რაც შეეხება რ----- კ------ის გამართლებას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას ამოცნობის ოქმებისა და მოწმეების - ბ---- ნ--------ის, რ------– ს---–--------სა და თ-------- ს-------ის ჩვენებების შეფასების ნაწილში; საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებში არ მოიპოვება პირდაპირი სახის მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა რ----- კ------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

12. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ნოზაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

პ. სილაგაძე